ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 04:28

საზოგადოება / ადამიანის უფლებები

”დანაწევრებული” სტუდენტობა - წამების წინააღმდეგ

Loading
12:00:00 / -:--:--
ჩამოტვირთეთ

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
პატიმართა წამების წინააღმდეგ მიმართული სტუდენტური მანიფესტაციები ორშაბათამდე შეჩერებულია. სტუდენტთა ერთი ნაწილი ამის მიზეზად პატრიარქის, ილია მეორის მოწოდებას ასახელებს, მეორე ნაწილი ფართომასშტაბიანი აქციების გასამართად საკოორდინაციო საბჭოს შესაქმნელად ემზადება, მესამე ნაწილი კი მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს. სტუდენტთა მანიფესტაცია 24 სექტემბერს, 3 საათზე განახლდება. მათი მთავარი მოთხოვნა ახლად გადამდგარი შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიასა და ასევე ახლად გადამდგარი სასჯელაღსრულების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაა. აპირებდნენ სტუდენტები უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის პიკეტირებას, ავტომობილების დაწვასა და ქუჩებში დესტაბილიზაციის მოწყობას?

”ვერ გავიგე!” - ეს რეპლიკა სტუდენტური აქციების მისამართით სოციალურ ქსელებში ჯერ კიდევ 20 სექტემბერს ღამით გაჩნდა, 21 სექტემბერს კი უკვე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გადაინაცვლა. დაბნეულობის მიზეზი სოციალურ ქსელებში დაანონსებული სამი სხვადასხვა საპროტესტო აქცია იყო, რომელსაც ასევე სხვადასხვა სტუდენტური გაერთიანებები ავრცელებდნენ. მაგალითად, სტუდენტურმა მოძრაობამ ”ლაბორატორია 1918”-მა აქცია უნივერსიტეტის პირველ კორპუსში პირველ საათზე დანიშნა. მათ არ ჩამორჩნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების თვითმმართველობები, რომლებმაც შეკრება ასევე პირველი კორპუსის ეზოში, ოღონდ დღის 3 საათისათვის დაგეგმეს. კიდევ ერთი სტუდენტური აქციის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია. ისინი გლდანის მერვე საპყრობილესთან მოუწოდებდნენ სტუდენტებს. მაგრამ საქმე ამით არ დამთავრებულა. ერთგვარი გაურკვევლობა სტუდენტების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა აქციებში პატრიარქის მოწოდებამ შეიტანა:

”რაც ჩვენ ვიხილეთ, ერისა და საქართველოს სირცხვილია, არეულობა ჩვენს ქვეყანაში არ გვაკლია. მე მამაშვილური სიყვარულით მოგმართავთ, არავითარ შემთხვევაში არეულობა არ შეიტანოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს ისედაც არ გვაკლია, პირიქით, სტუდენტებმა ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა და სათნოება დამკვიდრდეს“, - უთხრა ილია მეორემ 20 სექტემბერს მასთან შეხვედრაზე მისულ სტუდენტებს.
რაღაც გაურკვევლობა წარმოიშვა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივად არის. პატრიარქმა მოგვიწოდა, რომ სოლიდარობა პატიმრების მიმართ გამოვხატოთ ლოცვით და სიმშვიდით ...

ამ შეხვედრის შემდეგ ინტერნეტსივრცეში გაჩნდა ინფორმაცია, რომ, პატრიარქის თხოვნით, სტუდენტური აქციები შეჩერებულია. სიტუაციის გარკვევაში პირველი კორპუსის ეზოში შეკრებილ 150-მდე სტუდენტს თავისუფალი სტუდენტების ერთ-ერთი წევრი დაეხმარა:

”რაღაც გაურკვევლობა წარმოიშვა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივად არის. პატრიარქმა მოგვიწოდა, რომ სოლიდარობა პატიმრების მიმართ გამოვხატოთ ლოცვით და სიმშვიდით”...

უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს, სტუდენტური გაერთიანება ”ლაბორატორია 1918”-ის წევრებს, სტუდენტებისთვის ლოცვისკენ არ მოუწოდებიათ, თუმცა გაერთიანების ერთ-ერთი წევრი, სანდრო ცაგარელი, ფართომასშტაბიანი მანიფესტაციების დროებით, უფრო ზუსტად კი, ორშაბათამდე შეწყვეტას ადასტურებს და ორგანიზებული მანიფესტაციების გასამართად საკოორდინაციო საბჭოს შექმნაზე ლაპარაკობს:

”შეიქმნება საბჭო, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, რათა გარკვეული კოორდინირება გავუწიოთ  ჩვენს მანიფესტაციებს და მსვლელობებს, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები, რადგან მოსალოდნელია პროვოკაციები. ჩვენ დღეს იმიტომ არ ვმართავთ ფართომასშტაბიან მანიფესტაციას, რომ მოსალოდნელია სერიოზული პროვოკაცია თვითმმართველობის მხრიდან.”

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული აქცია 21 სექტემბერს, 3 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში იყო დაგეგმილი. ეს აქციაც გადაიდო. რაც შეეხება სტუდენტური თვითმმართველობის წევრების მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებს, რის გამოც სტუდენტური მანიფესტაცია ორშაბათამდე შეწყდა, ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან  საუბარში სტუდენტური გაერთიანება ”ნარინჯისფერი კლუბის” წევრი ლევან ლორთქიფანიძე განმარტავს:

”უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან იგეგმებოდა სტუდენტური თვითმმართველობების საპროტესტო აქცია. აქ მათ დახვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდი ხანია მათთან დაპირისპირებულნი არიან, შესაბამისად, არსებობდა ძალიან დიდი საშიშროება იმისა, რომ ადგილი ჰქონოდა ექსცესებს, პროვოკაციებს”, - ამბობს ლევან ლორთქიფანიძე.
ჩვენ ვაპირებდით მშვიდობიან პროტესტს და არანაირად არ შედიოდა ჩვენს ინტერესში გზების გადაკეტვა და მანქანების გადაწვა. მსგავსი ქმედებები ვისი მეთოდიც არის და ვინც არის რადიკალური სტუდენტური ორგანიზაცია, ყველამ ძალიან კარგად ვიცით ...

თუმცა 21 სექტემბერს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში მცირე ექსცესს მაინც ჰქონდა ადგილი. მაშინ, როდესაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე სტუდენტებს სიტყვით მიმართავდა, კიბეებზე გოგონამ აირბინა, გამომსვლელს ხმის გამაძლიერებელი გამოსტაცა და დაიყვირა: ”ძირს პატრიარქი!”. მის ამ საქციელს რამდენიმე სტუდენტის პროტესტი და, შესაბამისად, მცირე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა:

ამ ექსცესის შემდეგ, მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მცირერიცხოვანი საინფორმაციო აქცია დაიშალა. თუმცა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო კიდევ ერთი, ამჯერად უკვე სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობების აქციის მოლოდინში იყო, როცა რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ აქცია გადაიდო. სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა დაჩი გუბაძემ ინტერვიუ მას შემდეგ მოგვცა, რაც ის და უნივერსიტეტების თვითმმართველობის კიდევ ხუთი წევრი ილია მეორეს შეხვდა. დაჩი გუბაძე აქციის გადადების მიზეზად პატრიარქის მოწოდებასა და მოსალოდნელ პროვოკაციებს - ოღონდ ახლა უკვე ”ლაბორატორია 1918”- ის მხრიდან - ასახელებს:

”ჩვენ ვაპირებდით მშვიდობიან პროტესტს და არანაირად არ შედიოდა ჩვენს ინტერესში გზების გადაკეტვა და მანქანების გადაწვა. მსგავსი ქმედებები ვისი მეთოდიც არის და ვინც არის რადიკალური სტუდენტური ორგანიზაცია, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. და ვიცით ისიც, თუ ვის სურვილს წარმოადგენდა უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის პიკეტირება და ვის სურვილსაც წარმოადგენდა პირველი კორპუსის ოკუპაცია. ესენი არიან „ლაბორატორია 1918“-ის წარმომადგენლები. ჩვენ ეს ინფორმაცია მათმა ერთ-ერთმა წევრმა მოგვაწოდა.”

არც უნივერსიტეტის პიკეტირება და არც დესტაბილიზაციის შექმნა 21 სექტემბერს არ იგეგმებოდა, ეს ტყუილია, ეუბნება რადიო თავისუფლებას ”ლაბორატორია 1918”-ის წევრი მათე გაბიცინაშვილი. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა, დაისაჯონ დამნაშავეები:

”ახალაიები და ყველა ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ პატიმრების წამებაში, ორგანიზებულ ბოროტებაში, აბსოლუტურად ყველა მათგანი უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში”, - ამბობს მათე გაბიცინაშვილი.

როგორც ”ლაბორატორია 1918”-ის წევრები ამბობენ, გაერთიანების არც ერთ წევრს არ სურს სიტუაციის გამწვავება. მათი განცხადებით, საზოგადოება არჩევნებამდე მშვიდად უნდა მივიდეს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ალექსანდრე საიდან გვწერთ: კონფორმისტული ქვეყნიდან
24.09.2012 09:08
ვინ არის ეს გოგონა გამირკვიეთ რა? ილია მეორის სამარცხვინო(!) განცხადებას რომ ასეთი რამ სხვაგანაც ხდება მარა ჩუმათ ხვლიან და არა საჯაროთ გამოაქვთ (!) ერთადერთი გოგოს პროტესტი მოყვა, ეს გოგო არის ერთადერთი (!) არაკონფორმისტი სტუდენტი მილიონიან საქართველოში და მისი სახელი მინდა ვიცოდე.

ავტორი: ანონიმი
22.09.2012 01:29
ჩინეთში ხუნვეიბინები გადაიქცნენ დიდ პარტიულ მუშაკებად, მილიონერებად, ბიზნესმენებად, კაპიტალისტებად და ეხლა სპობენ უძველეს ლამაზ ჩინეთს. ასე მოუღეს ბოლო მაგათ ძველ და ლამაზ შანხაის,რომელსაც საუკუნეების მანძილზე უწოდებდნენ აღმოსავლეთის მარგალიტს.

საბჭოთა კაპიტალიზმის ერთ-ერთი მთავარი აკვანი იყო ლენინური კომკავშირი. ხოდორკოვსკი,მაგალითად ძაანაც წარმატებული კომკავშირელი იყო და მისი პერესტროიკა პატიმრად გრძელი და ალაგ-ალაგ ვსასიამოვნო (მისთვის) და უფრო კი მტანჯველი (ყველა დანარჩენისთვის) პროცესია. არის ლენინის გამოსახულებით მკერდდამშვენებული კომკავშირლების მილიონერებად პერესტროიკის მათთვის ბევრად უფრო სასიამოვნო შემთხვევები. ისინი ყიდულობენ ეხლა ჩეხოსლოვაკიას, ბულგარეთს, გერმანიას, კვიპროსს, ევროპულ ხმელთაშუაზღვისპირეთს, კურორტებს, მათ იყიდეს პარიზის უძვირესი უბანი,მათ გადააქციეს ლონდონი ლონდონგრადად. მოკლედ ისინი აკეთებენ იმას რაც არ გამოუვიდათ ტროცკის, ლენინს და სტალინს. ლენინური კომკავშირის რჩეული აღზრდილები იპყრობენ მსოფლიოს.

ხოდა ასეე ამ მსოფლიო პერმანენტული რევოლუციის დასრულების შემდეგ დამყარდება პლანეტარული ნეპი და იქნება თუ ჯერ არაა პლანეტარული ჩეკა. ჯერ-ჯერობით ასეთია ნობელის პრემიის ლაურეატი გორბაჩოვის მიერ დაწყებული პერესტროიკის პერსპექტივა! მერე ვნახოთ.
პლანეტის შინაგან საქმეთა მინისტრად შევარდნაძე რომ დანიშნონ გული არ გაგისკდეთ. კულტურის მინისტრად ის რურუას თუ არა ჯანსუღ ჩარკვიანს წაიყვანს (თუ ცოცხალია ეს უკანასკნელი,არ მახსოვს).

ამ ბეჩავ სტუდენტებს კი აპამპულავებენ! გააპამპულავებენ და გადარჩენილებს გაუშვებენ. ზოგს შეიძლება რაღაც თანამდებობაც მიაჩეჩონ. მოკლედ მშობლიური კომპარტია მისი ფიქტიური გარდაცვალების შემდეგაც არ გვაძლევს თვალის მოხუჭვის საშუალებას. ამ პირობებშიც იცოცხლეთ და გაგიმარჯოთ, აბა ჰე!!!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
22.09.2012 00:17
ძნელია არ დავეთანხმო გიორგის გერმანიიდან, მართლა სწავლაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებთ მაგრამ...

ხანდახან კარგია ცოტა წახტუნავებაც, სილის გაწვნა ვიღაც-ვიღაცეებზე საკუთარი რომ ჰგონიათ ჩვენი ქვეყანა

თორემ საქართველოში თუ უნივერსიტეტში ნამდვილად კარგი სწავლაა მაშინ იქაურ გადასახადს ჩვენი ოჯახები ვერ აუდიან და თსუ-ში სწავლებააა... მნაჰ, არ ვარგა

ამიტომ გამოვალთ და გავაპროტესტებთ და ასეც იქნება სწორი

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Germany
21.09.2012 22:28
ამათ მიტინგების ნაცვლად ჯობია რამე ისწავლონ

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
21.09.2012 21:43
დიდი მაოს ჩინეთში იყვნენ ესეთი ადამიანები- ხუნეიბინები

ძალიან ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე, ახალგაზრდებისათვის დამახასიათებელი სისასტიკით და აგრესიით გაჟღენთილი ადამიანების ერთობა, რომლებმაც მილიონობით ადამიანს მოუღო ბოლო

მათ დიდი მაოს პარტია და მისივე პირადი შეგონებები მართავდა

ჩვენს ანონიმს ეცოდინება მათზე ბევრი, ისინიც ზარბაზნებითა და კომუნისტური ლოზუნგებით მოქმედებდნენ, ერჩოდნენ მასწავლებლებს, პროფესორებს, მთელი ჩინეთის ტერიტორიაზე ათასობით ადამიანს მოუსწრაფეს სიცოცხლე

აი მათ ჰგვანან ჩვენი სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, ახალგაზრდები, იდეითა და მათ ორგანიზაციის ანგარიშზე გადარიცხული თანხებით თვალებდაბნელებული ახალგაზრდობა

მათ ჰგონიათ რომ ხვალინდელი დღე ახალს არაფერს მოიტანს, ყველაფერზე მიდიან და წავლენ კიდეც რათა შეინარჩუნონ "გადარიცხვები" და მომავალი პოლიტ-კარიერა

ეს ადამიანთა ჩვეულებრივი კლასია, ნუ მოიძულებთ მათ მარტო იმიტომ რომ ეგეთი ჩვევები აქვთ, თორემ ხვალ სხვა წარმატებული პარტიის სახელით მოვლენ ხელისუფლებაში (რადგან ამ უკანასკნელთა ლექსიკონში სიტყვა პრინციპულობა არ შედის, ისინი ყველა შესაძლო ვარიანტს გამოიყენებენ "ზემოთ" მოსახვედრად) და ციხეებში მსხდომებს ისევ ხელკეტებით გაუპატიურებით დაგემუქრებიან

ავტორი: leqtori საიდან გვწერთ: tbilissi
21.09.2012 20:45
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის საქციელი! თავადაც არაერთხელ ჩააუდენიათ ძალადობა, რისი დამადასტურებელი კადრებიც არსებობს. მათი საქმეებიც გამოსაძიებელია!

ავტორი: დოზო საიდან გვწერთ: თბილისიდან
21.09.2012 20:25
ლოცვით საქმეს ვერ უშველი! ! ყოჩაღ იმ გოგონას! ! ბინძურ კლერიკალებსაც მალე ბოლო მოეღებათ! მათთან ერთად დაჩი გუბაძესაც და სხვა ნაცმართულებსაც!

ყველაზე პოპულარული