პარასკევი, 25 ივლისი, 2014 თბილისის დრო 20:01

საზოგადოება

სტიქიური უბედურების ბედნიერი დასასრული?

სტიქიის შედეგები კახეთშისტიქიის შედეგები კახეთში
x
სტიქიის შედეგები კახეთში
სტიქიის შედეგები კახეთში

მულტიმედია

აუდიო
2012 წლის 19 ივლისს მომხდარი სტიქიური უბედურების დროს დაზარალებული 28 500 ოჯახი დახმარების სახით ფულად კომპენსაციას მიიღებს, რისთვისაც, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბანკ „ქართუში“ თითოეული ბენეფიციარისთვის გაიხსნება საბანკო ანგარიში. მთავრობის მიერ მოწონებული გეგმის მიხედვით, 22 იანვარს დაიწყება პროგრამის პირველი ეტაპი, რომელიც 3 ათასი ოჯახის ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. კომპენსაციების ეტაპობრივი გაცემა, მთლიანად, სავარაუდოდ, 5-6 კვირა გაგრძელდება. როგორია კომპენსაციების გაცემის მექანიზმი და როგორ შეხვდნენ მთავრობის ინიციატივას კახეთში?

2012 წლის 19 ივლისს კახეთში მომხარდმა სტიქიურმა უბედურებამ - ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა - ათობით ათასი ადამიანი დააზარალა. მათ შორის არიან თელავის რაიონში მცხოვრები ჯემალ ჭუაძე და ლევან სოხურაშვილი, რომლებმაც, ასობით სხვა მოქალაქის მსგავსად, ვერ მოითმინეს და „ქართუ ბანკის“ თელავის ფილიალს 21 იანვარსვე მიაშურეს.

„მითხრეს, ერთი კვირის შემდეგ მოდით და ყველაფერი გვექნებაო“, – განაცხადა ჯემალ ჭუაძემ. ლევან სოხურაშვილმა კი გვითხრა: „მობრძანდით ორ-სამ დღეში და ყველაფერს მიიღებთო... ეზოში თუკი რამე მქონდა, ყველაფერი განადგურდა. ზოგი ძირიდან მოტყდა... კომისიამ ნახა და აღწერა ყველაფერი. მითხრეს, თბილისში გადავაგზავნეთო“.
თითოეულ ოჯახზე შედგა აქტი, სადაც ჩამოწერილია, თუ რა დაკარგეს სახეობების მიხედვით. რამდენი იყო რქაწითელის, საფერავის, ატმის, ქლიავის და ა. შ. ნარგავის ფართობი და რამდენი იყო დაზიანების პროცენტი...


„ქართუ ჯგუფშიც“ ადასტურებენ, რომ ზარალის დაანგარიშებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მოგვარებულია და რომ ამ ეტაპზე ლაპარაკია მხოლოდ კომპენსაციის გაცემის ტექნიკურ დეტალებზე. ამონარიდი „ქართუ ჯგუფის“ მიერ გავრცელებული განცხადებიდან:

„სახელმწიფო უწყებების მიერ დადგენილ დაზარალებულთა რაოდენობა დაახლოებით 29.000 ოჯახს შეადგენს. დაზარალებულთა ესოდენ დიდი რაოდენობის გამო, ბანკის ფილიალებთან რიგების თავიდან აცილების მიზნით, დახმარების გაცემა იწარმოებს შემდეგი წესით: ყოველ კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში (ქალაქი/სოფელი/დაბა) მოქალაქეს წინასწარ ეცნობება იმის შესახებ, თუ რომელ დღეს ჩაერიცხება კომპენსაცია. კონკრეტულ სიებს წინასწარ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (სოფლის რწმუნებულები) გაავრცელებენ. შეტყობინების მიღებამდე ბანკში წინასწარ მისვლა საჭირო არ არის“.

საქართველოს მთავრობაში მიიჩნევენ, რომ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის  უწყებათაშორისმა კომისიამ დეტალურად აღწერა და დაიანგარიშა თითოეული ოჯახისათვის მიყენებული ზარალი, რომელიც, კომისიის თავმჯდომარის თენგიზ შერგელაშვილის თქმით, დოკუმენტურად იქნა დამტკიცებული:

„თითოეულ ოჯახზე შედგა აქტი, სადაც ჩამოწერილია, თუ რა დაკარგეს სახეობების მიხედვით. რამდენი იყო რქაწითელის, საფერავის, ატმის, ქლიავის და ა. შ. ნარგავის ფართობი და რამდენი იყო დაზიანების პროცენტი... – 28,5 ათას ოჯახზე არსებობს ასეთი აქტი. ამ აქტების საფუძველზე შემდეგ მოხდა გადაანგარიშება საშუალო მოსავლიანობის და საბაზრო ფასების შესაბამისად. ჩართული იყო სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომლის მიერ მოწოდებული მეთოდოლოგიითაც განისაზღვრა ზარალი“.

კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, რომელიც დარწმუნებულია, რომ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მასშტაბი და მექანიზმი უკმაყოფილოს არ დატოვებს დაზარალებულებს:
დავით ნარმანიადავით ნარმანია
x
დავით ნარმანია
დავით ნარმანია

„აღწერის დოკუმენტს, ანუ შესაბამის ანკეტას, ხელს აწერს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ოჯახის წევრებიც, რომლებიც ესწრებოდნენ აღწერის პროცესს და რომლებიც ადასტურებენ თავიანთი ხელმოწერით, რომ პრეტენზია დამატებით საკითხებთან დაკავშირებით არ აქვთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მოსახლეობის მხრიდან გულისწყრომას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. საშუალოდ, ეს არის 6-8 ათასი ლარი, თუმცა თუ ფიზიკურ პირს ჰქონდა უფრო მეტი ნაკვეთი, ის უფრო მეტს მიიღებს“.

დავით ნარმანიას თქმით, დაზარალებულები მიიღებენ სრულად იმ კომპენსაციას, რომელიც მათ ანკეტებშია დაფიქსირებული და რომლის შესახებაც არაერთი განცხადება გააკეთეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საარჩევნო კამპანის მსვლელობისას.

„არც ერთ ოჯახში, რომელშიც ჩვენ ვიყავით (და ჩვენ არ აგვირჩევია სპეციალურად განსაკუთრებულად დაზარალებული ოჯახები), 10 ათას ლარზე ნაკლები ზარალი არ არის! ეს იმას ნიშნავს, რომ ის 1500 ლარი, რასაც ისინი მიიღებენ, არ ეყოფათ იმისთვისაც, რომ ზამთარი გაიტანონ“, - მაია ფანჯიკიძემ ეს განცხადება თელავის რაიონის სოფელ ნასამხრალში 2012 წლის 31 ივლისს გააკეთა.

კახეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ჭიაბერაშვილი მიესალმება პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან საარჩევნოდ გაცემული დაპირების შესრულებას და პროცესის გამჭირვალობას მოითხოვს.

„პირადად მე მოვითხოვ, რომ სიები იყოს საჯარო თითოეული დაზარალებული უბნის, სოფლის თუ რაიონის მიხედვით, რათა ადამიანებს შეეძლოთ ნახონ რამდენად ადეკვატურია სია. ეს საჭიროა იმისათვის, რომ თავიდანვე გამოირიცხოს შესაძლებლობა, ვინმემ მეტი მიიღოს ან ვინმემ - ნაკლები. ამის გადამოწმების საუკეთესო წყარო არის თვითონ სოფელი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, ვინ რა ზარალი მიიღო და ვინ ამუშავებს მიწას და ვინ - არა“, – უთხრა ზურაბ ჭიაბერაშვილმა რადიო თავისუფლებას.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაზარალებულთა დათვლის, შედეგების შესწავლის, ზარალის აღწერის და ა.შ. პროცესი იყო აბსოლუტურად გაუმჭვირვალე...


პროცესის გამჭვირვალობას ითხოვს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილიც, რომლის ინფორმაციით, დაზარალებულთა სიაში ისეთი ადამიანები მოხვდნენ, რომლებსაც სტიქიური უბედურება არ შეხებიათ:

„საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაზარალებულთა დათვლის, შედეგების შესწავლის, ზარალის აღწერის და ა.შ. პროცესი იყო აბსოლუტურად გაუმჭვირვალე. ერთხელ მივედით ადგილობრვი კომისიის სხდომაზე, სადაც კითხვა დავსვით, მაგრამ მას პასუხად უსიამოვნო ინციდენტი მოჰყვა. მოკლედ, არანაირი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს და ეს საკითხი არც არავის გაუსაჯაროებია“.

გელა მთივლიშვილის თქმით, ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ კომპენსაციას მიიღებენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც სტიქიამ მხოლოდ 19 ივლისს დააზარალა, არადა, 2012 წელს კახელმა ფერმერებმა ამინდის ჭირვეულობის გამო სხვა დღეებშიც იზარალეს.

ოფიციალური მონაცემებით, 1 ოქტომბრამდე, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების შეცვლამდე, მთავრობამ კახეთში სტიქიური უბედურების ასანაზღაურებლად 87 მილიონი ლარი დახარჯა - აღადგინა 5 ათასამდე სახლი და 123 საცხოვრებელი კორპუსი, თუმცა იქვე განაცხადა, რომ ვერ შეძლებდა ზარალის მთლიანად ანაზღაურებას, „ქართუ ჯგუფის“ 100 მილიონიანი დახმარება კი სრულ კომპენსაციას ითვალისწინებს.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
23.01.2013 21:17
საკითხავია, რამდენად ბედნიერი.
მე მგონი ძალიან გაუთვლელად ( თანაც, კორუფციულად ) იმართება ეგ პროცესი.
ამიტომ გარდაუვალია ცემა-ტყეპა და მთავრობის დედის გინება.

ავტორი: tutuci
22.01.2013 02:23
ჩვენ რომ დალაგებული, ეკონომიკურად გამართული და დახვეწილი ქვეყანა ვიყოთ მაშინ სწორედაც რომ ბიუჯეტს დაეკისრებოდა ზარალზე ზრუნვა

მაგრამ რადგან ბიძინამ 80 მილიონი პირობა დადო რომ გადაერიცხებოდა კახეთს, გაჩნდა შანსი რომ ისედაც დაქუცმაცებული ბიუჯეტი გადაურჩებოდა ამ წნეხს

თათას ამ შემთხვევაში ბიძინას წინააღმდეგ მოპოვებული სასიკვდილო კომპრომატი უფრო აწუხებს ვიდრე სხვა რამ, მაგრამ კარგი იქნება თუ დანაპირების შესრულებას მოვითხოვთ ქართველები

ავტორი: zviadi საიდან გვწერთ: Rustavi
22.01.2013 00:26
რატომ არ უნდა გადაიხადოს ბიუჯეტმა ვერ გავიგე?

ავტორი: tutuci
21.01.2013 23:19
კარგი აზრია

გვაჩვენონ რომ სახელმწიფო ბიუჯეტი არ იხდის ამ თანხას

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
21.01.2013 23:13
ძალიან კარგი რომ დაზარალებულებს ეხმარებიან.ძალიან კარგია.
კარგი იქნება საჯარო სიებთან ერთად, ის დოკუმენტებიც თუ დაიდება,რომ ეს ფული მართლა ივანიშვილს ეკუთვნის და არა ბიუჯეტს.

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული