შაბათი, 20 დეკემბერი, 2014 თბილისის დრო 18:20

საზოგადოება / მსოფლიო

სტალინის მემკვიდრეობა - ეთნიკური კონფლიქტის ნელი მოქმედების ბომბები

სტალინისტალინი
x
სტალინი
სტალინი

მულტიმედია

აუდიო
საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ მოამზადა რეპორტაჟების ციკლი -„სტალინის მემკვიდრეობა“. გაგაცნობთ რობ კოლსონის მიერ ამ თემაზე მომზადებული რეპორტაჟის მოკლე შინაარსს.

ამიერკავკასია და ჩრდილო კავკასია  ყველაზე გაჯერებული აღმოჩნდა იმ ნელი მოქმედების ნაღმებით, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე სისხლისმღვრელი ეთნიკური კონფლიქტების დეტონაცია გამოიწვია. პირველი და ყველზე ხანგრძლივი შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც 1988-ში დაიწყო და 1994 წლამდე გაგრძელდა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი იყო.

ამას მალევე მოჰყვა ოსებისა და ინგუშების დაპირისპირება რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში. შემდეგ ომის ხანძარი გადაედო ჩეჩნეთს, რუსეთისა და ჩეჩნეთის ჯერ პირველი და შემდეგ მეორე ომის სახით. აი, რას ამბობდა ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი 1993 წელს, როდესაც რუსეთის არმიამ მასირებული შეტევა წამოიწყო დამოუკიდებლობის მსურველი ჩეჩნეთის წინააღმდეგ:  

„რუსეთში მცხოვრები ასი ათასი ჩეჩენი ასი ათას ჯარისკაცად უნდა გადაიქცეს და თავისი სამშობლოს დასაცავად სადარაჯოზე  დადგეს. მათ უნდა გამოაცხადონ ჰაზავათი, წმინდა ომი. თითოეული ჩეჩენი თვითმკვლელად გადაქცევისათვის უნდა იყოს მზად“.
1945 წელს, ომის დამთავრების შემდეგ, აფხაზეთის სკოლები დაიხურა და დაიწყო ასიმილაცია. ჩვენ, ბავშვები, ქართულ ენას ვსწავლობდით. არც ერთი სიტყვა არ გვესმოდა. უბრალოდ, ვიზუთხავდით, ეს იყო და ეს.

სათავე კი ყველა ამ კონფლიქტს  სტალინურმა ეროვნულმა პოლიტიკამ დაუდო, რომლის დროსაც ბევრი ეთნიკური უმცირესობა თავს რეპრესირებულად და უფლებაშელახულად მიიჩნევდა.

81 წლის ნიკოლაი ხაშიგი 1932 წელს სოხუმში დაიბადა, ერთი წლის შემდეგ კი სტალინის ბრძანებით გაუქმდა აფხაზეთის, როგორც საბჭოთა კავშირის სრულუფლებიანი რესპუბლიკის, სტატუსი და იგი საქართველოს ერთ-ერთ რეგიონად იქცა. ხაშიგი ამტკიცებს, რომ მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში ლავრენტი ბერიას რეპრესიებს შეეწირა მთელი აფხაზეთის პოლიტიკური ელიტა და ინტელიგენცია, ხოლო აფხაზური ეთნოსის ასიმილაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც გაგრძელდა:

„1945 წელს, ომის დამთავრების შემდეგ, აფხაზეთის სკოლები დაიხურა და დაიწყო ასიმილაცია. ჩვენ, ბავშვები, ქართულ ენას ვსწავლობდით. არც ერთი სიტყვა არ გვესმოდა. უბრალოდ, ვიზუთხავდით, ეს იყო და ეს“.

1991 წელს, როდესაც  საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყველა ძველი წყენა და აღშფოთება ზედაპირზე ამოვიდა. 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის დროს აფხაზი სეპარატისტები საქართველოს არმიის წინააღმდეგ ჩეჩენ, ჩერქეზ, ოს და კაზაკ მებრძოლებთან ერთად იბრძოდნენ. ამ ომში აფხაზებს აქტიურ დახმარებას უწევდა რუსეთის არმია. ორწლიან ომში აფხაზეთში დაახლოებით 8 000 ქართველი დაიღუპა, 240 ათასი კი დევნილად იქცა.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კრემლმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცალმხრივად აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. საქართველო და საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი ამ რეგიონებს ოკუპირებულს უწოდებს, სასოწარკვეთილი ნიკოლაი ხაშიგი კი იძულებულია აღიაროს, რომ აფხაზეთი ახლა „რუსეთის კოლონიაა“.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
28.02.2013 17:27
სტალინი თვითონაა სატანა ლენინის და იდიოტი რომანოვების მიერ მიერ გადაგვარებული ადამიანი უბრალოდ მომენტი არ მიეცა თორე მიხეილ თამარაშვილზე ზარ-ზეიმით მისაფლავებული ბატონი ჯაბაც მასეთი იქნებოდა სხვათა შორის.ასე რომ ვიდრე სტალინს მიაცივდებით და ყველაფერ დანარჩენს დაივიწყებთ მანამდე გინების ობიექტები იქნებით.

ავტორი: ლფ საიდან გვწერთ: ტბილისი
28.02.2013 17:20
კარგია, რომ მკითხველის შეკითხვაზე რეაგირებთ და ახლაღა მიამატეთ ამ ყოვლად უმსგავსო ტენდენციის სტატიას კომენტარის საშუალება.

სხვათა შორის სხვა სტატიებს ამავე რიგისა , კერძოდ, ირანზე, კოსოვოზე და სომხეთზე - კომენტარის საშუალება არაა - მხოლოდ რუსეთზე სტატიის კომენტრი შეიძლება.
რას უნდა ნიშნავდეს ეს ?
ვერ ვიტყვი.
.
ისევ ვუბრუნდები ამ ბატონ კოლსონის ყალთაბანდურ სტატიას.
აზრი აქ ასეთია - ქართველმა სტალინმა აფხაზეთს დამოუკიდებლობა დააკარგვინა, ქართველმა ბერიამ აფხაზური პოლიტელიტა დახოცა.
ახლა აფხაზეთს (ქართველების - სტალინისა და ბერიასგან დაჩაგრულს ) რუსი დაეპატრონა და აფხაზი ერი კვლავ დამოუკიდებლობადაკარგულია.
ეტყობა ბატონი კოლსონი იქით გვიბიძგებს, რომ 1993 წელს აფხაზებმა "დამოუკიდებლობა მოიპოვეს და ახლა ისევ "ვიღაცის" გაგრძელება ხდებიან.

.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყოველივენაირ აზრს აქვს უფლება არსებობისა.
ამასთან განუყრელად - რედაქციამ სულ მცირე ორი მოსაზრება მაინც უნდა გააშუქოს, რათა ჩანდეს, რომ ის მიუკერძოებელია.
არ ვგულისხმობ დიქტატს და ტირანიას.
.
აქ რა გამოდის ?
საით გვიბიძგებს ბატონი კოლსონ ?
ქართველაფხაზურ ეროვნების პოლიტხელისუფლება სტალინი, ბერია და ნესტორ ლაკობა იყო (თუ არ ვითვალისწინებთ კიდევ 2-3 გადმონაშთს ლენინური გვარდიის ბოლშევიკებისა - ემუხვარი და სხვანი).
და - კოლსონის მიხედვით ბერიასა და ნესტორ აკობიას (შემდგომში, - გამორჩენის გამო "ლაკობად -ყოფილს) ერტთმანეთის დასწრებით ჟლეტა გამოცხადებულია ვითარცა "ქართველთა და აფხაზთა შორის ბრძოლა"
სიტვა -"ელიტა" აქ ზედმეტია - ელიტა ერის დადებით თვისებებით გამორჩეულ ნაწილს ეწოდება ყველგან.
მკვლელების ხროვას "ხროვა ეწოდება (ან ბანდა,. ან დაჯგუფევბა, ან სხვა რაც გენებოსთ, მაგრამ არა -ელიტა).
ვის მოუბრუმნდა ხელი კალმისკენ, რომ ნესტორ აკობიას და ლავრენტ ბერიას "ელიტა" უწოდოს ?
ეს ხომ ჟურნალისტური ყალთაბანდობაა ??
.
გააფხაზებული მეგრი აკობია 30 -იან წლებში გამალებით დაძრწოდა რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში და გამორჩეულ ახალგაზრდა ქართველებს - სამეგრელოს შვილთ აჯერებდა "ჩაწერეთ თქვენს ეროვნებად - აფხაზი - და ხომ ხედავთ, მე რა წარმატებული ვარ, თქვენც ორმაგად მოქცემთ სტიპენდიას, სასწავლებლის დასრულების შემდეგ კარგი სამსახურის გექნებათ, არც ჯარში და ომში წაგიყვანენ არასდროს - ვითარც ეროვნულ უმცირესობას და კიდევ რამდენი რამ გექნებათო თბილ სავარძელისა გამო !
ბოლშევიკ კაციჭამიებს ეროვნება არ აქვს ! ეს ყოვლად აღიარებული ჭეშმარიტებაა !
არაა სტალინი ქართველთ სიმბოლო, არც ადოლფ ჰიტლერი- გერმანიისა, არც ახლანდელი რჩეული იტალიისა - მასხარა ბერლუსკონი იტალიის სიმბოლო !
კაციჭამიას ეროვნეა არ აქვს !
.
ლენინელთა ამ გვარდიის ხროვას წევრთა ბრძოლას ერთურთში "ქართვე-აფხაზთა" შორის ბრძოლად გამოცხადება უსამართლობაა და ვერ მეტყველებს ბობ კარსონის კეთილსინდისიერებაზე.

აი, ასე ხდება ერი (ჩვენს შემთხვევაში მოძმე ქართველი და აფხაზ ერების) სახეს დამახინჯება.
სამწუხაროა, რომ არაკეთილსინდისიერ პოლიტმეზრაპრეს აძლევს ასპარეზს "თავისუფლება" და და ამით ჟურნალისტურ ეთიკის პირველივე დებულებას - "საკითხი ყოველმხრივ გაშუქდეს და ობიექტურად იქნას წარმოდგენილი" - არღვევთ.
კარსონს რა მოვთხოვო - მას თავისი მოტივი აქვს ასეთი ვერაგული აზრების გასავრცელებლად.
თქვენ სად ხართ, ქართველთა და აფხაზთა გაერთიანების საქმეს ძირს რომ უთხრით (თუნდ, თქვენდაუნებურად) ??
.
მეტი პროფესიონალიზმი, ბატონებო !!
მეტი განათლება და პროფესიონალიზმი !

სხვა მასალები

აუდიო არჩილ სულაკაურის თბილისი და თბილისელები

არჩილ სულაკაურის „თბილისურ ჩანახატებში“ შესული 14 ამბავი ამ სახით მისმა ვაჟმა, ლაშა სულაკაურმა გააერთიანა და შარშან გამოსცა, ავტორის გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ.
გაგრძელება

აუდიო რადიოჟურნალი – 1066-ე გამოშვება

მეათე სტუდიაში მიგიწვევთ გერმანელი ხელოვანის, გასული საუკუნის 40-50-იან წლებში მოღვაწე, მოდის ილუსტრატორის მარგოტ ვაკვიცის ნამუშევრების გამოფენაზე.
გაგრძელება

აუდიო ტუსკი: ევროკავშირს რუსეთთან მიმართებით გრძელვადიანი სტრატეგია სჭირდება

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირს რუსეთთან მიმართებით სჭირდება სტრატეგია, რომელიც გათვლილი იქნება წლებზე და არა თვეებზე.
გაგრძელება

აუდიო გზა და გაზი – სოფელ წარბასთუმნის პრობლემა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წარბასთუმნის მოსახლეობა ცენტრალურ ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს. ადგილობრივები სოფელში არსებული გზის მოწესრიგებას ითხოვენ. მათი თქმით, პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაზის კომპანიამ სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანა დაიწყო. მოსახლეობა ირწმუნება, რომ შპს „ინტერგაზს“ სამუშაოების ჩატარება გზების გადათხრის გარეშეც შეეძლო.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული