ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 10:31

რუბრიკები / მეათე სტუდია

სტალინის დედის (დაუჯერებელი) მოგონებები

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა წიგნად გამოსცეს სტალინის დედის მოგონებები, რომელიც 1935 წელს, თავად ეკატერინე (კეკე) გელაძის  კარნახით, გარდაცვალებამდე ორი წლით ადრეა ჩაწერილი. წიგნის გამოცემამდე სტალინის დედის მოგონებები მხოლოდ მკვლევარებისათვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი მკითხველს საშუალება ეძლევა პირველწყაროდან გაეცნოს სტალინის სიყმაწვილის ამსახველ ტექსტს, რომელიც ნათელს ჰფენს ბევრ ისეთ საყურადღებო დეტალს, რომელმაც გავლენა იქონია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი და უსასტიკესი იმპერიის მმართველის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე.

კეკე გელაძე მცირე ზომის მოგონებებში, რომლის კარნახსა და ჩაწერას სულ რაღაც სამი დღე დასჭირდა, თხრობას თავისი ბავშვობიდან იწყებს, თუმცა მკვლევარებისათვის მნიშვნელოვანი ამბები ხდება 1874 წლის 17 მაისიდან, როცა ჩვიდმეტი წლის კეკე გელაძე და ბესო ჯუღაშვილი გორის სობოროში იწერენ ჯვარს და იხდიან  ყარაჩოღელების შესაფერის ქართულ ტრადიციულ ქორწილს. კეკე გელაძე აღფრთოვანებით აღწერს ამ დღეს: ის კმაყოფილია როგორც ქორწილით, ასევე გულისწორით.

„ბესო იმ დროს სახარბიელო ვაჟკაცი იყო, ყარაჩოღელი, მშვენიერი ულვაშებით, ლაზათიანად ჩაცმულ-დახურული. ის ქალაქიდან იყო ჩამოსული, ქალაქური პეწი დაჰკრავდა. ერთი სიტყვით, გორელ საქორწილო ვაჟკაცებს მთელი თავით მაღლიდან დაჰყიოდა. ...ბედნიერ ქალად მიმაჩნდა თავი. ჩემი ბესო მეოჯახე კაცი გამოდგა, ფულის შემომტანი, ოჯახს არაფერს აკლებდა. კეთილი გულის პატრონი იყო, ღვთის მოშიში.“
კეკე გელაძეკეკე გელაძე
x
კეკე გელაძე
კეკე გელაძე

თუმცა, კეკეს მოგონებების მიხედვით, ამგვარი ოჯახური იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. ბესოს ფსიქიკას მძიმე კვალი დაამჩნია წლისთავზე გაჩენილი ვაჟის გარდაცვალებამ. კეკეს თქმით, ბესომ დარდისგან სმა დაიწყო და ოჯახურ ბედნიერებასაც შეერყა საფუძველი, გაიბზარა. მეორე შვილის გარდაცვალებამ ბესო ლამის ჭკუიდან შეშალა. თავმომწონე ძველი ბესო ღვინის მსხვერპლი შეიქნა. სწორედ ასეთ ვითარებაში 1878 წლის 6 დეკემბერს მოევლინება სამყაროს იოსებ (სოსო) ჯუღაშვილი.

„თუმცა ბავშვი ცოცხალი შეგვრჩა, მაგრამ იგი ძალიან სუსტი აგებულობისა გამოდგა, მეტად ნაზი იყო, კაკაროტი, ხორცი ვერ მოვაკიდებინეთ. სადმე ავადმყოფობა რომ გაჩენილიყო, პირველი მას დაეტაკებოდა ხოლმე. საჭმელებში ეჯავრებოდა ხორცეული, სამაგიეროდ, მადიანად ჭამდა ლობიოს. მეტად სასაცილოდ ჩამოიგუნგლიდა ხოლმე თავ-პირს.“

თუმცა ვაჟის შეძენის შემდეგ მეწაღე ბესო, რომელსაც ქალაქში „გიჟ ბესოდ“ იცნობდნენ, დიდად არ შეცვლილა. ლოთობას დაემატა შვილის აღზრდასთან დაკავშირებული უთანხმოება ცოლთან. ბესოს სწავლის გაგონება არ სურდა, მაშინ როცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორის ომარ თუშურაშვილის თქმით, კეკე შვილისთვის განათლების მიცემაზე ოცნებობდა.
ომარ თუშურაშვილიომარ თუშურაშვილი
x
ომარ თუშურაშვილი
ომარ თუშურაშვილი

„აქ ჩანს კეკეს დიდი მცდელობა. უნდოდა, რომ მისი შვილი ყოფილიყო განათლებული, მიეღო სასულიერო განათლება და გამხდარიყო ეპისკოპოსი, მაგრამ აღზრდაში უხეშად ერეოდა ბესო ჯუღაშვილი, რომელიც შვილს მეწაღის ხელობის შესწავლას აძალებდა. მკვლევარებისათვის სტალინის ბავშვობა არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იმიტომ, რომ ფარდას ხსნის ბევრ საკითხს, დაკავშირებულს სტალინის ხასიათთან და ქცევასთან. აქ კარგად ჩანს, თუ რა პირობებში იზრდებოდა სტალინი და როგორ განიცდიდა ის იჯახისა და მამის მხრიდან შეურაცხყოფასა და დამცირებას“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ომარ თუშურაშვილმა.

მამისგან მიღებული სულიერი ტრავმა სტალინს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. კანდიდ ჩარკვიანი, 1938-1952 წლებში საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, შვილის - გელა ჩარკვიანის  - ფილმში „ქართველები კრემლში და მის გარეთ“ იხსენებს სტალინის მონაყოლს იმაზე, თუ როგორ მიუვარდა მთვრალი მამა სემინარიაში სწავლის დროს და როგორ მოსთხოვა ფული:
სადმე სტალინის დედის ჩანაწერი რომ ყოფილიყო და არავის სცოდნოდა, ასეთი რამ გამორიცხულია! ეს არის აშკარად დადგმული ვიღაცის მიერ, კომერციული, პოლიტიკური თუ სხვა რაღაც გარემოებით გამოწვეული...

„მომეცი ფულიო! მე ვუთხარიო, არ მაქვს და საიდან მოგცეო. გაბრაზდა და მიყვირა, ნუ ხარ დედაშენივით ქვაწვია, ახლავე მომეცი ფულიო. უკვე მოზრდილი ვიყავი და ვუთხარი, ნუ ხმაურობ, თორემ დარაჯს დავუძახებ და გაგიყვანენ აქედან-მეთქი. ეს რომ ვუთხარი, ეტყობა, იფიქრა, აქედან ხეირი არ გამოვაო და გინებით წავიდაო.“

ეს იყო სტალინისა და მამამისის უკანასკნელი შეხვედრა. სტალინი არასოდეს მალავდა, რომ მამა, მასთან ერთად, დედასაც სცემდა. მეტიც, სტალინის შვილი სვეტლანა ალილუევა მოგონებების წიგნში ამტკიცებს, რომ სტალინს დედაც სცემდა, თუმცა კეკე გელაძე მოგონებებში ამის შესახებ არაფერს ამბობს, ისევე როგორც არაფერს ამბობს იმ ჭორებზე, რომელთა მიხედვითაც სტალინის ბიოლოგიური მამა ან ბესოს მეგობარი იაკობ ეგნატაშვილი, ან პოლიციის პრეფექტი დამიან დავრიშევი, ანდა მღვდელი ქრისტეფორე ჩარკვიანი უნდა ყოფილიყო. სხვათა შორის, ამგვარი ჭორების გაფანტვა სტალინს არასოდეს უცდია. უფრო პირიქით, ამ თემაზე ხშირი ხუმრობით თავად უწყობდა ხელს ჭორების გავრცელებას, თუმცა მსგავს საქციელს არ აპატიებდა სხვას, თუნდაც ისეთ ახლო მეგობარს, როგორიც, მაგალითად, ბუდუ მდივანი იყო. სტალინის ცნობილი მკვლევარი საიმონ სებაგ მონტეფიორე წიგნში „ახალგაზრდა სტალინი“ წერს:
ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ  ჩვეულებრივი, უბრალო გლეხის ქალი მოგვითხრობს ამბებს თავის შვილზე, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, არის სტალინი!..

„თვალსაჩინო მსხვერპლი სტალინის ძველი მეგობარი ბუდუ მდივანი გახდა, მეტსახელად „კასრი“, რომელმაც ახალგაზრდობაში ბევრჯერ გადაარჩინა სტალინი. მდივანი შეეწინააღმდეგა სტალინს  1921 წელს. ამას გარდა, ყოფილმა მსახიობმა ბოროტად იხუმრა, რომ ბერიას შეიარაღებული დაცვა უნდა დაეყენებინა კეკეს სახლის ირგვლივ, ოღონდ არა მის დასაცავად, არამედ იმისათვის, რომ ქალს კიდევ ერთი სტალინი არ გაეჩინა. მოგვიანებით სტალინი  შეურიგდა ბუდუს  და შვილიც კი მოუნათლა მას, თუმცა არასდროს დავიწყებია მისი წინააღმდეგობა. 1937 წელს ბუდუ მდივანი დააპატიმრეს სტალინის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით  და მალე დახვრიტეს, ოჯახის თითქმის ყველა წევრთან ერთად.“

თუმცა კეკეს მოგონებები ასე შორს არ მიდის. ის შვილის თბილისის სასულიერო სემიანარიაში სწავლის პერიოდით მთავრდება, მაგრამ, ამის მიუხედავად, როგორც წიგნის გამომცემელი ბაკურ სულაკაური ამბობს, მოგონებების სახით, საქმე გვაქვს უნიკალურ დოკუმენტურ მასალასთან:
ბაკურ სულაკაურიბაკურ სულაკაური
x
ბაკურ სულაკაური
ბაკურ სულაკაური

„ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ  ჩვეულებრივი, უბრალო გლეხის ქალი მოგვითხრობს ამბებს თავის შვილზე, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, არის სტალინი! თან ძალიან კარგად იკითხება, იმიტომ რომ ბუნებრივად არის ჩაწერილი, ანუ იწერდნენ მის საუბარს. შესაბამისად, ძალიან კარგი ტექსტია!“

ფრაგმენტი წიგნიდან: „ნელ–ნელა აქეთ-იქიდან ჩურჩული ასტეხეს და ბოლოს აშკარად გამაგონეს, სოსო ბუნტი კაცი გახდაო. გული გამისკდა. ბუნტი კაცი, ვიცოდი, რომ ყოველთვის დევნილი იყო. ჩემს შვილში ეპისკოპოზს მოველოდი და რა ეშმაკმა შეაგონა ბუნტი კაცობა-მეთქი. ჩიხტი წამოვიდგი, გავქანდი ქალაქში. ვინახულე. გამწყრალი დამხვდა, რა მოგარბენინებდა ან რა შენი საქმეა, რას ვიზრახავ და რას – არაო. ძალიან მეწყინა მისი ასეთი მკვახე პასუხი. ასეთი რამ პირველად შემახვედრა ჩემს სიცოცხლეში. შვილო!  – შევბღავლე, – არ დამღუპო, დედისერთა ხარ, ნიკოლოზს შენ როგორ აჯობებ, თავი გაანებე ბუნტობას. ეგ იმათ დაუთმე, ვისაც შინ სხვა და-ძმები ეგულება-მეთქი. სოსომ თავს გადასძლია, ისევ გრძნობაზე მოვიდა, მაკოცა, დამამშვიდა, მოუტყუებიხართ, დედი, ხომ ხედავ მე ისევ სემინარიაში ვარ, არც ვბუნტობ და არც არაფერიო. ასეთი კაცი რომ ვიყო, მეტეხში თავს გამიკრავდნენო. ეს იყო იმისი პირველი ტყუილი.“
დავით აფრასიძედავით აფრასიძე
x
დავით აფრასიძე
დავით აფრასიძე

როგორ მოხდა, რომ სტალინის დედის ეს მოგონებები აქამდე არ გამოქვეყნდა? ამ კითხვის პასუხად შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის რექტორი დავით აფრასიძე ამბობს:

„წერილობითი სახით არქივში რამე დოკუმენტი დაცული არ არის, რომ „გრიფით საიდუმლო“ დაედოთ! საბჭოთა პერიოდში არ გამოქვეყნებულა და საბჭოთა პერიოდის შემდეგაც მისი გამოქვეყნების დიდი სურვილიც არავის გამოუჩენია. ანუ ვერ გაჩვენებთ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, გამოქვეყნება აკრძალული იყო, მაგრამ ფაქტია, არ გამოქვეყნებულა და, ალბათ, საქმე გვაქვს შემთხვევითობასთან.“

დავით აფრასიძისგან განსხვავებით, საერთაშორისო საზოგადოება „სტალინის“ თავმჯდომარე გრიშა ონიანი მიიჩნევს, რომ მოგონებები აქამდე სულ სხვა მიზეზით არ გამოქვეყნდა. ონიანის ვარაუდით, კეკეს არანაირი მოგონებები არ ჩაუწერია და რომც ჩაეწერა, სტალინის მითითებით მას მაშინვე გაანადგურებდნენ.

„მაშინ როცა სტალინის ოჯახზე, მის შვილებზე, შვილიშვილებზე, არათუ დედაზე, აბსოლუტურად გასაიდუმლოებული იყო ყველაფერი როგორც უცხოური, ასევე
გრიშა ონიანიგრიშა ონიანი
x
გრიშა ონიანი
გრიშა ონიანი
საკავშირო პრესისთვის... ასეთ ფონზე სადმე სტალინის დედის ჩანაწერი რომ ყოფილიყო და არავის სცოდნოდა, ასეთი რამ გამორიცხულია! ეს არის აშკარად დადგმული ვიღაცის მიერ, კომერციული, პოლიტიკური თუ სხვა რაღაც გარემოებით გამოწვეული“, – უთხრა გრიშა ონიანმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა საქმე რომ ასე მარტივად არაა, ამას სტალინის ცხოვრების ცნობილი მკვლევარი საიმონ სებაგ მონტეფიორეც ადასტურებს. წიგნში „ახალგაზრდა სტალინი“ მკვლევარი კეკეს მოგონებების შესახებ წერს:

„კეკეს მემუარების აუდიოჩანაწერი (ჩაიწერა ლ. კასრაძემ) საქართველოს კომუნისტური პარტიის არქივში აღმოჩნდა. ის არასოდეს გამოუქვეყნებიათ სტალინის დიქტატორობის დროს. სავარაუდოდ, თავად სტალინს წარმოდგენა არ ჰქონდა ამ მემუარების არსებობის შესახებ, რადგან ჩანაწერი არასოდეს
1935 წელს, როცა ერთ-ერთ საბჭოთა ჟურნალში გამოქვეყნდა კეკესთან ინტერვიუ, სტალინმა პოლიტბიუროს სხდომაზე მკაცრად მოითხოვა „პრესაში მსგავსი სისულელეების რახარუხის“ აკრძალვა. სავარაუდოდ, კეკეს თავისი მემუარები შვილისგან საიდუმლოდ უნდა ჩაეწერა 1935 წლის 23–27 აგვისტოს...

გაუგზავნიათ მოსკოვის არქივში. ცნობილია, რომ მას არ მოსწონდა პრესით დედამისის დაინტერესება. 1935 წელს, როცა ერთ-ერთ საბჭოთა ჟურნალში გამოქვეყნდა კეკესთან ინტერვიუ, სტალინმა პოლიტბიუროს სხდომაზე მკაცრად მოითხოვა „პრესაში მსგავსი სისულელეების რახარუხის“ აკრძალვა. სავარაუდოდ, კეკეს თავისი მემუარები შვილისგან საიდუმლოდ უნდა ჩაეწერა 1935 წლის 23-27 აგვისტოს.“

ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1937 წლის მაისში, კეკეს ფილტვების ანთება დაემართა და იმავე წლის 4 ივნისს გარდაიცვალა. იმის მაგივრად, რომ ეკლესიური წესით დაეკრძალათ, როგორც მას, სავარაუდოდ, ერჩივნა, საერო წესით დაკრძალეს. კუბოს საქართველოს კომპარტიის უმაღლესი თანამდებობის პირები მიასვენებდნენ. სტალინს დედა უკანასკნელ გზაზე არ გაუცილებია, რადგან მაშინ უმაღლესი სამხედრო პირებისა და პარტიის ხელმძღვანელების წმენდით იყო დაკავებული. კეკეს  განსასვენებელი ახლაც მთაწმინდაზე, ალექსანდრ გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის საფლავის მახლობლად მდებარეობს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ფეფე
22.07.2012 13:52
ავტორი: ფილასოფოსი დემოკრატე: "...ისე, რომ იცოდეთ, ხულიგანი ერთ-ერთი ინგლისელი კაცის გვარი იყო. არისტოკრატი გახლდათ, მაგრამ ისე არ იქცეოდა, როგორც დანარჩენი არისტოკრატები და საზოგადოებას ეპატაჟს უკეთებდა..."

ფილასოპოსი, შენ საიდან იცი ეგ? მე ვერსად ვერ ვნახე მსგავსი ინფორმაცია. შეგიძლია წყარიზე მიუთითო მკითხველს?
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
22.07.2012 13:57
ფეფე, ვიდრე ფალასოფოსი დემოკრატე გიპასუხებდეთ, შეგიძლიათ ამ ბმულზე გამოქვეყნებულ სტატიას გაეცნოთ.

http://www.historyhouse.co.uk/articles/hooligans.html

ისე, ჰულიგანების არისტოკრატიულ წარმოშობაზე პირადად მე არაფერი მსმენია. ოქსფორდის ლექსიკონის თანახმად, ჰულიგანის გვარის ახალგაზრდა ლონდონის ერთი ქუჩის ბანდის წევრი იყო - ქურდი და გაიძვერა.

ავტორი: pepe
22.07.2012 12:55
ქეთი ბახტაძე, არ მეგონა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ტერმინი "ისტორია" გაგებული არ აქვს.

ნუ რა დროს სტალიანია, რა დროს ნაციონალსოციალიზმია და ზოგადად, რა დროს წარსულის ქექვაა...

მოდით ვისაუბროთ ამინდზე.

ავტორი: ფილასოფოსი დემოკრატე
15.07.2012 13:56
გაუმარჯოს კეკეს! კეკე კი არ ეწეოდა ხულიგნობის აპოლოგიას! კეკე კი არ უძახოდა საჯაროდ ჩერჩილს ხულიგანს! ამას აკეთებდა დიდი საბჭოთა დემოკრატი,კინორეჟისორი და ლიბერალი გიორგი შენგელაია! საბჭოთა ლიბერალებს ხულიგნობა კაი რამე რომ ეგონათ ამიტომ ხართ კაი დღეში! ეს გიორგი პირველი შევარდა საქართველოს მთავრობის მბოლავ ნანგრევებში და კეკლუცობდა ტელეკამერების წინ და ამას ასხავდა ხოტბას იური როსტი თავისი ფილმებით ძმები შენგელაიაების ძვირფას ოჯახზე. მართლაც ცოტა ძვირად დაუჯდა ეს საქართველოს არა? ხოდა ჯობია კეკეს შეეშვათ და საბჭოთა გაგებით კარგ ხულიგან შენგელაიებს და მათ არავას მიხედოთ.

გაზეთი ვერსია,სამშაბათი, 19 მაისი 2009 07:13,გიორგი შენგელაია: "ნუთუ გჯერათ, რომ რაიმე ჰუმანური საწყისი არის უგულავაში?"
- ზედმეტად რადიკალები კი არა, ბუნებით ცოტა ხულიგნები არიან. ამ სიტყვის ინგლისური და საუკეთესო გაგებით. მე უინსტონ ჩერჩილზე დიდი ხულიგანი არ მეგულება. ეს ვერ გაიგო საზოგადოებამ. როცა მან ომი მოიგო და ახალი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო ინგლისში, ინგლისის ობივატელებს შეეშინდათ მისი უკომპრომისო მეომრის და ხულიგანის იმიჯისა და არ აირჩიეს. მოვიდნენ ლიბერალები, რომლებმაც საქმე ჩააფლავეს. შემდეგ არჩევნებზე მთელმა ინგლისმა დაუჩოქა ჩერჩილს და ისევ მიიყვანეს პრემიერად. ისე, რომ იცოდეთ, ხულიგანი ერთ-ერთი ინგლისელი კაცის გვარი იყო. არისტოკრატი გახლდათ, მაგრამ ისე არ იქცეოდა, როგორც დანარჩენი არისტოკრატები და საზოგადოებას ეპატაჟს უკეთებდა.

ძირს საბჭოთა დემოკრატიული ხულიგნობა და გაუმარჯოს თავადი რაფიელ ერისთავის პატივისმცემელი სოსელოს აღმზრდელ კეკეს!

ავტორი: ქეთი ბახტაძე საიდან გვწერთ: თბილისი
14.07.2012 20:44
ჯერ კიდევ აქტუალურია სტალინი კი არა დედამისის მოგონებები. რა ნახეთ ხალხო?! რა არი ამაში საინტერესო? =(((

ავტორი: ანონიმი
14.07.2012 14:32
თუ ამ ბომბების აფეთქების შედეგად გამოსული მუტანტები არ ხართ კაცო სტალინთან ბრძოლის სახელითაც ჩადენილ დანაშაულებს და მათ ჩამდენ დამნაშავეებს,მათ შორის ბანდიტი ჯაბას პოლიტპატიმრად გამომცხადებელ კოვალიოვსაც მიხედეთ. ამერიკამ მტერ იაპონიას ორი ატომური ბომბი დაარტყა, სახაროვმა და მისმა ხაზეინებმა თავის საკუთარ სახელმწიფოს და მათდა საუბედუროდ მასში დაბადებულ სხვა ადამიანებს 125 ატომური ბომბა დაარტყეს! ხოდა ასე გამოყვანილმა მუტანტებმა ანგრიეს საბჭოთა ზარბაზნით თბილისიც და ირბინეს ჩაუშესკუ ჩაუშესკუს ღრიალით. ერთმა ისიც თქვა რა დროს ბომბებია სამშობლოზე უფრო მაღალი ჭეშმარიტება ვიცი და გამეცალეთ იქ მივდივარო.დაკრა ფეხი და წავიდა! ხოდა კრემლში დამყარდა მუტანტოდემოკრატია (თეოდემოკრატია ვერ მოახერხეს მაგრამ არც ესაა უარესი). მაგრამ ამის შედეგები კიდევ საუკუნეები და თაობები იქნება და რეალობაზე იფიქრეთ სანამ დრო დაგრჩენიათ.

Американцы сбросили на Японию две атомные бомбы, и число пострадавших составило около 350 тысяч человек. Это трагедия мирового масштаба. СССР же взорвал над своей собственной территорией, заселенной собственными гражданами, 125 атомных бомб!

ავტორი: ანონიმი
14.07.2012 12:30
ხო ეხლა გრიშა ონიანის ხმა ისე არ ისმოდა და ბეჩავი კეკეს დღიურების მომიზეზებით ეხლა ისიც გაახსენეთ პროგრესულ კაცობრიობას.

ხანა იყო მხეცური და მხეცებს თუ ვერ შობდა არამხეცებად ნაშობებს მხეცებად აქცევდა. ბოლშევიკური მშვიდობის და სამართალის მტრედი სახაროვიც მოითხოვდა მის მიერ მოგონილი ბომბის აფეთქებით ამერიკის სანაპიროსთან ცუნამის გამოწვევას და ამერიკის და ამერიკელების ჩახრჩობას და გააკეთებინებდა კრემლის კრეტინ ბინადრებს სალდაფონებსაც კი რომ არ შესცოდებოდათ კაცობრიობა. თქვენ კი კეკე და კეკე და ეხლა გრიშა ონიანსაც მიეცით ტრიბუნა.

ავტორი: ანონიმი
14.07.2012 11:25
რა დროს კეკეა როცა ბატონი გრიშა ონიანი გყავთ.

ავტორი: ელენე საიდან გვწერთ: თბილისი
14.07.2012 09:02
თუ შეიძლება მაცნობეთ სად შეიძლება ამ წიგნის ყიდვა. დიდი მადლობა წინასწარ.

ავტორი: ანონიმი
13.07.2012 23:46
იცით რა გითხრათ ? კეკე რომ ჯაბაზე და გრიბოედოვზე უკეთესი ადამიანი იყო ამას წყალი არ გაუვა. მას არ უთქვამს რომ დემოკრატია ლობიოს ჭამა კი არა უდანაშაულო ხალხის ხოცვა და დასახიჩრებააო და არც არაფერი მსგავსი ჩაუდენია. ამიტომაც არის კეკე თავის ადგილზე და ჯაბა არა! ჯაბა უნდა იყოს სადღაც პარტმუშაკების პანთეონი როა იქ საბჭოთა მაფიოზების სექციაში. ეხლა გრიბოედოვი რომ იმპერიალისტი და კოლონიზატორი იყო,თანაც საიდუმლო განყოფილების უფროსის მეგობარი და მისი ცოლის დუშკა ეგეც ფაქტია. იმ თავის მეგობარ ჟანდარმს წერდა ჩემს წინ ანგელოზი ნინო ჭავჭავაძე ზის მთლა შენი ცოლის მეორე სერიააო(იმ ბეჩავი ქალის სახელი აღარ მახსოვს სორი). ხოდა ვინც რუსული იცოდა,იცის და ჯერ არ დავიწყებია მას ამის ნორმალური რუსების მიერ რუსეთში რუსულად საბჭოთა ხანაშიც გამოცემულ წიგნებში შეუძლია წაკითხვა. ასეთივე რუსულ გამოცემებში ნახავთ რომ გრიბოედოვს უნდოდა ოსტ-ინდოეთის მსგავსი კავკასიური კომპანიის შექმნა და მისი პრეზიდენტობა ანუ ვიცე იმპერატორობა. მას იაფად უნდა ეყიდა რუსეთში ათასობით მუჟიკი (ეხლა ჩინელებს და ბურებს საქართველოში მაინც ცოტა სხვანაირად ასახლებენ) ხოდა დაესახლებინა ისინი საქართველოში რათა მათ გაეხარებინათ ველური ქართველების მიერ მიგდებული ლამაზი საქართველო. ხოდა მას როგორც კომპანიის პრეზიდენტს უნდა ჰქონოდა მეზობლებთან ანუ თურქეთთან და სპარსეთთან ომის გამოცხადების და ზავის დადების უფლება. მას უნდა ჰყოლოდა ფლოტი და არმიები. მოკლედ მოძმე სპარსელები ვერ მიხვდნენ გრიბოედოვის კეთილშობილ ჩანაფიქრებს და საქართველოც გადაარჩინეს. ესეც ყველაფერი საბჭოთა ხანაში მოსკოვში რუსულად გამოცემულ და თბილისშიც გაყიდულ წიგნებში წერია. ასე რომ კეკე ნამდვილად არის თავის ადგილზე და გრიბოედოვი არა. ის ქართველების მეორე დიდ მეგობარ სობჩაკს უნდა მიუწვინონ. ეხლა კიდევ ბოლო. კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა თორე თქმას აზრი ეკარგება. ხოდა კეკემ თავად რაფიელ ერისთავს სწორედაც რომ კარგი გამგონე სოსელო აღუზარდა. მერე როგორც წერდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში დიდი წვლილის მქონე რუსი დურნოვო რომანოვების ხანის სასულიერო სემინარიები სულ რევოლეციონერების და ტერორისტების ინკუბატორებად იყვნენ ქცეულები და იქამდე,ბოდიში კეკეს ძალა ვეღარ გაყვა. სტალინთან ერთად სწავლობდნენ მიქოიანი და როგორც ამბობდნენ ბნელი გურჯიევი და კიდევ ბლომად ოხრობა. იქვე ტრიალებდა კამოც. ხოდა ჩაითრია კეკეს ბიჭი ამ ჭაობმა რომლის ხაზეინიც მთლა ლენინი იყო. ხოდა ასე გადაიქცა სოსელო სტალინად. ხოდა თუ გადმოასვენენებენ მას დიდუბის პანთეონში და ჯაბას ჩააშენებენ კრემლის კედელში მოხდება სრულებით სამართლიანი როქი. მთაწმინდა პოსტსოსელოსთვისაც ნამეტანია. ესე რომ კეკეს ხელი უშვით და ხასიათზე რომ ვიყო შეიძლებოდა ყველაფერი ამის აკადემიური ენით და სქოლიოებით მოყოლაც მაგრამ ჯერ ამით დავკმაყოდილდეთ და მერე ვინ იცის...იქნებ ჩემზე უკეთესი მცოდნეც გამოჩნდეს მაგ პოსტტურფა საბაღნაროში.იცოცხლეთ და გაიხარეთ. კეკეს წყენას არვის შევარჩენ მით უმეტეს გრიბოედოვების და ჯაბების თუ ნაირა გელაშვილების ფონზე.

ავტორი: ანონიმი
13.07.2012 22:23
კარგით ერთი რა, ისტორიული უკუღმართობის გამო მთაწმინდაზე დაკრძალული უბედური ქალი ამბობს რომ ლენინი არაფერ შუაში იყო სულ ყველაფერი მხეცი ლოთი ბესო ჯუღაშვილის ბრალი იყოო და ყველაფერი დაიჯერეთ და მოგვასაღეთ ჰაიდედასა. ჯერ სტალინს რატო არ იღებთო აოხრეს საქართველო, მერე სტალინი რატო მიიღეთო ეხლა როგორც ჩანს გინდათ რომ მამამისის გულისთვის სულ მოსთხარონ! ნობელის პრემიას მაინც თქვენ კი არა ბიძინა ივანიშვილი მიიღებს თქვენს ჯინაზე! მაგრამ ბესო ახალგაზრდობაში ხო კაი ვაჟკაცი იყო. თქვენც ალბათ მასევე. ხოდა ისეთ ახალგაზრდობას გაუმარჯოს! ...

ყველაზე პოპულარული