შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 06:45

საზოგადოება / საქართველო

მოსალოდნელი ამნისტიის მასშტაბი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ძალიან ბევრი პატიმრის გათავისუფლების პირობას იძლევა. ამის შესახებ მან თავად ისაუბრა პრესკონფერენციაზე. საპატიმროები უკვე დატოვა 355-მა მსჯავრდებულმა, რომლებიც ციხიდან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმის ფარგლებში გამოვიდნენ. სასჯელაღსრულების მინისტრის სიტყვებით, 100-150 პატიმარი გლდანის #8 დაწესებულებას  დღეს დატოვებს და მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებაში გადავა, დაახლოებით 2 კვირის ვადაში კი ამნისტიის მიღების შესაძლებლობაც იქნება. ჯერჯერობით არ ზუსტდება რა მასშტაბის იქნება ამნისტია და რამდენი პატიმარი გათავისუფლდება, თუმცა, როგორც თავად სასჯელაღსრულების მინისტრი ამბობს, ამნისტიამ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება არ უნდა დაძაბოს.

პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მსურველ პატიმრებს შესაბამისი საბჭოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა უკვე დღეიდან აქვთ, განაცხადა  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა პრესკონფერენციაზე. თუმცა, სავარაუდოდ, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭო და მასზე ზემდგომი კომისია, აუცილებელი საპარლამენტო პროცედურების გამო, მუშაობას მომავალ 2 კვირაზე ადრე ვერ დაიწყებს. მაგრამ, როგორც სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს, 23 ნოემბრისთვის,  გიორგობისთვის, ძალიან ბევრი პატიმარი გათავისუფლდება. ეს მოხდება როგორც პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმის, ასევე ამნისტიის ხარჯზე. რამდენად ფართომასშტაბიანი იქნება ამნისტია,  ამაზე სოზარ სუბარი ჯერჯერობით არაფერს ამბობს, თუმცა შენიშნავს, რომ ამნისტია ადრინდელი პრაქტიკით არ განხორციელდება, როდესაც ის დანაშაულის ისეთ მუხლებს შეეხებოდა, რომლითაც გასამართლებული მსჯავრდებულები რეალურად არ არსებობდნენ. ამასთან, სოზარ სუბარის ხედვით, გასათვალისწინებელია კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესების შესაძლებლობაც:
სადღაც 2 კვირის განმავლობაში უკვე იქნება კონკრეტიკა ამნისტიის რაობასთან დაკავშირებით - არა მარტო იდეის დონეზე, არამედ დანაშაულთა კატეგორიებთან მიმართებით ...

”არიან ადამიანები, რომელთაც ერთჯერადად რაღაც დანაშაული ჩაიდინეს და თვითონ დანაშულის სახეობაა მძიმე, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც პროფესია აქვთ, რომ როგორც გამოვლენ, სანამ სახლამდე მიაღწევენ, იმავე ტიპის დანაშაული უნდა ჩაიდინონ. ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად უნდა იყოს აწონილ-დაწონილი. ბუნებრივია, პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი.”

ამნისტიის თაობაზე კანონი პარლამენტმა უნდა მიიღოს, თუმცა კანონის იმ მუხლების შესახებ, რომელთაც ამნისტია უნდა შეეხოს, მთავარმა პროკურატურამაც უნდა იმსჯელოს. როგორც მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ამბობს,  ამ თემაზე ჯერჯერობით რეალური მსჯელობა არ დაწყებულა სხვა, უფრო პირველხარისხოვანი, საკითხების გამო, თუმცა, კბილაშვილის სიტყვებით, 2 კვირაში  უკვე გამოიკვეთება ამნისტიასთან დაკავშირებული რეალური სურათი:

”სადღაც 2 კვირის განმავლობაში უკვე იქნება კონკრეტიკა ამნისტიის რაობასთან დაკავშირებით - არა მარტო იდეის დონეზე, არამედ დანაშაულთა კატეგორიებთან მიმართებით”.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი ახალი ხელისუფლების გეგმებს ამნისტიასთან დაკავშირებით, წინასაარჩევნო დაპირებასა და საზოგადოების მოლოდინთან ერთად, იმ გარემოებითაც ხსნის, რომ ციხეში პატიმართა რაოდენობა რეკორდულად მაღალია. თუმცა გია მეფარიშვილი იქვე შენიშნავს, რომ ამ სიჩქარეში არ უნდა იქნეს დავიწყებული მთავარი პრიორიტეტი - საზოგადოების უსაფრთხოება. ექსპერტი აღნიშნავს, რომ, როგორც წესი, ნებისმიერ ამნისტიას მცირე ხნით  დანაშაულთა რაოდენობის მატება მოჰყვება ხოლმე, მაგრამ საზოგადოება ამასთან შეგუებული უნდა იყოს. როგორც წესი, 2-3 თვეში ის ადამიანები, რომლებიც პროფესიონალი დამნაშავეები არიან, უკვე ახალი დანაშაულის გამო უბრუნდებიან ციხეებს. ზოგიერთი დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა გათავისუფლებას  გია მეფარიშვილი მიზანშეუწონლად არ მიიჩნევს.
კარგია, რომ ეს მექანიზმები ახლა ამოქმედდა, მაგრამ ამ მექანიზმებმა რეალურად უნდა უზრუნველყოს საქმეების რეალური განხილვა და ამის შემდეგ პატიმართა ვადამდე ადრე გათავისუფლება ...

”პენიტენციარულმა სამინისტრომ უნდა მოამზადოს ინფორმაციულად ხალხის რაოდენობა - თითოეულ მუხლზე რამდენი კაცია ნასამართლევი, რას გამოიწვევს ეს, და ა.შ... ამ ეტაპზე აუცილებლად გასაკეთებელი რაც არის, ეს არის გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულზე მსჯავრდებულები; ეს არის თანამდებობრივ დანაშაულზე მსჯავრდებულები, ანუ მოხელეები; ესაა სამეურნეო საქმიანობისთვის  მსჯავრდებულები, ანუ ბიზნესმენებზეა საუბარი, რომელთა დიდი ნაწილიც ფაბრიკაციის წყალობით მოხვდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში... მაგრამ ახლა, დღეს რომ გამოძიებები ჩატარდეს ყველა საქმეზე, ამის დრო არ არის და ჯობია საკანონმდებლო ორგანომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს - ეს უფრო სამართლიანად მიმაჩნია, ეს უფრო ობიექტურად და ოპერატიულდ მიმაჩნია”,- ამბობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ნინო გობრონიძე ფიქრობს, რომ გადატვირთული  სასჯელაღსრულების სისტემა უმჯობესია  გათავისუფლდეს არა  ამნისტიის მეშვეობით, არამედ უფრო მეტად სხვა მექანიზმების გამოყენებით - ესაა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმართა გათავისუფლება, რასაც, ნინო გობრონიძის ხედვით, წინა ხელისუფლება არ აკეთებდა:

”კარგია, რომ ეს მექანიზმები ახლა ამოქმედდა, მაგრამ ამ მექანიზმებმა რეალურად უნდა უზრუნველყოს საქმეების რეალური განხილვა და ამის შემდეგ პატიმართა ვადამდე ადრე გათავისუფლება.”

აქვე გეტყვით, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოებს ვადა 29 ოქტომბერს ამოეწურა. სწორედ ამ საბჭოების ზემდგომი კომისიის რეკომენდაციით გათავისუფლდა ბოლო დღეებში რამდენიმე ასეული პატიმარი. სასჯელაღსრულების მინისტრის თქმით, პრობაციონერებსაც ექნებათ შესაძლებლობა შესაბამის კომისიას მიმართონ, რომელიც ასევე მალე დაიწყებს მუშაობას.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
31.10.2012 13:23
ასეთი სახის სწრაფი გადაწყვეტილებები სხვა სამინისტროებსაც ექნებათ. რადგანაც ოცნება ხელისუფლებაში მოსვლას არ ელოდა, შესაბამისად არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტისთვის არ ქოდნათ შემუშავებული საფუძვლიანი პროგრამა.

სოზარ სუბარი ყოფილი ომბუცმენია, პრობლემა კარგა ხნის შესწავლი აქვს. მითუმეტეს უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს.

რომელიმე პრესკონფერენციიდან "ამოჭრილი" განცხადებების მიხედვით სახელმწიფო არ მუშაობს

ავტორი: ანონიმი
31.10.2012 12:02
tata! თა-თა-თა-თა-თა....

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
31.10.2012 03:37
იმ ქვეყანას რა ვუთხარი, სადაც მინისტრად უპრინციპო,პარტიიდან პარტიაში მოხტუნავე სოზარ სუბარი იქნება. უნიათო და მიკერძოებული ყოფილი სახალხო დამცველი. წარმომიდგენია რა ამბები დატრიალდება ციხეში. ქურდების ხელში ჩააგდებს და მერე დაგვიმტკიცებს რომ იქ არსებული საშინელება დემოკრატიაა და მეტი არაფერი.

ავტორი: ანონიმი
31.10.2012 00:30
კაცი მოკლა! - გამოუშვეს;
კაცი დაჭრა - გამოუშვეს;
ბებო გააუთოვა - გამოუშვეს...
ესაა თქვენი სამართალი?

ვისიც მოკლეს, იმას რას ეუბნებით ?

გამსახურდიას ვაჟმა კაცი დაჭრა და თავისუფალია.
და რას ამბობს? - იმედია კალმახელიძე დარჩენილ დღეებს ციხეში გაატარებსო:))



ყველაზე პოპულარული