ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2013 თბილისის დრო 14:05

პოლიტიკა / საქართველო

წინასაარჩევნო საფრთხეები - ოპოზიცია დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობს

სოზარ სუბარისოზარ სუბარი
x
სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
”ხელისუფლება ფართომასშტაბიანი პროვოკაციისათვის ემზადება” - განაცხადა ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა. მისი ინფორმაციით,  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და მისმა ძმამ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დათა ახალაიამ, თბილისის სხვადასხვა უბანში 20-ზე მეტი ბინა შეიძინეს და იქ იარაღი განათავსეს. სოზარ სუბარისთვის უცნობია, რა არის ბინების ყიდვისა და მათში იარაღის შეზიდვის ზუსტი მიზანი, თუმცა ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას, ძალაუფლების შესანარჩუნებლად,  პროვოკაცია აქვს ჩაფიქრებული.

სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ ახალაიების მიერ ბინების შეძენისა და ამ ბინების იარაღის საწყობებად გამოყენების სავარაუდო გეგმა  ”ტელესერიალების” დადგმას ითვალისწინებდა  ეგრეთ წოდებული ”სამშობლოს მტრების” ან რომელიმე ქვეყნის აგენტების მიერ საქართველოში არეულობის მოწყობის განზრახვის  შესახებ. სოზარ სუბარი ამბობს, რომ იარაღის საწყობები ბინებში შეიქმნა  მაშინ, როდესაც ბაჩო ახალაია ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრი იყო. ინფორმაცია კი თბილისში იარაღის საწყობების არსებობის  შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა  შვეიცარიაში ემიგრაციაში მყოფი  მეგობრისა და ჟურნალისტის, ვახტანგ კომახიძისგან, თავის მხრივ, ვახტანგ  კომახიძემ  კი კარგად ინფორმირებული წყაროსგან მიიღო. სოზარ სუბარი ამბობს, რომ ამ წყაროს აქვს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ  ქვეყანაში  ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მზადდებოდა.

”კერძოდ, ამ ადამიანს აქვს მტკიცებულებები, თუ როგორ იგეგმებოდა და როგორ მზადდებოდა ეს დანაშაული და აუდიო და ვიდეო ჩანაწერები აქვს ამის შესახებ.  და ამ ჩანაწერებში ჩანს, რომ ამაში უშუალოდ მონაწილეობენ ბაჩო ახალაია, მისი ძმა და მათი დანაშაულებრივი კლანის წევრები - ის ადამიანები, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის ცნობილნი არიან წარსულში განხორციელებული სხვადასხვა დანაშაულებრივი საქმიანობით.”

სოზარ სუბარი აზუსტებს, რომ ფართომასშტაბიანი პროვოკაციები იგეგმებოდა  არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და ამ პროვოკაციების საშუალებით ხელისუფლება ”ხელიდან გამსხლტარი და დაკარგული” ძალაუფლების შენარჩუნებას ფიქრობდა.
საფრთხე არსებობს და რამდენად არის ეს რეალური, რა თქმა უნდა, ამის თქმა ძალიან ძნელია. მაგრამ თვითონ ეს განცხადება, შეგვიძლია ჩავთვალოთ, პრევენციის ფუნქციასაც შეასრულებს, იმიტომ რომ საზოგადოებას აგრძნობინებს, რომ ამის საფრთხე არსებობს ...

წინასაარჩევნო პროვოკაციების, მათ შორის, არჩევნების გადადებისა და ჩაშლის საფრთხის თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანთა წამებისა და ღირსების შემლახავი ფაქტების გავრცელებისა და ამ ნიადაგზე ქუჩაში გამოსული საზოგადოების მღელვარების ფონზე. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პოლიტიკისა და სამართლის სკოლის დეკანი ბაკურ კვაშილავა ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ესკალაციაზე წასვლის მცდელობა ჯერჯერობით არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში, ღიად,  მაგრამ, მოვლენათა განვითარების დინამიკიდან გამომდინარე, მას უჭირს იმის პროგნოზირება, რა იქნება შემდეგ:

”საფრთხე არსებობს და რამდენად არის ეს რეალური, რა თქმა უნდა, ამის თქმა ძალიან ძნელია. მაგრამ თვითონ ეს განცხადება, შეგვიძლია ჩავთვალოთ, პრევენციის ფუნქციასაც შეასრულებს, იმიტომ რომ საზოგადოებას აგრძნობინებს, რომ ამის საფრთხე არსებობს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.”

შესაბამისად, ბაკურ კვაშილავა  ფიქრობს,  რომ  სოზარ სუბარის განცხადებას მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ რეალურად  შესაძლოა ორი მნიშვნელობა ჰქონდეს - კერძოდ, ერთია მოსალოდნელი საფრთხის საზოგადოებისთვის  შეხსენება, მეორე კი გაფრთხილება, რომ ხალხი პროვოკაციას არ აჰყვეს.

იმისათვის, რომ ვითარების ესკალაცია არ მოხდეს, ბოლო დღეებში სამოქალაქო აქტივობაში ჩართულ მოსახლეობას ინტენსიურად მიმართავენ  ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები, მათ შორის, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი:
ამ ქვეყნის ხელისუფლებას ერთადერთი, რაც ესმის, როგორც პრაგმატული გამოსავალი ვითარებიდან, ეს არის ნორმალური არჩევნების ჩატარება და ეუთოს დასკვნის მოლოდინი ...

”არ დავიწყოთ დაუგეგმავი გამოსვლები და არ მოხდეს, არ გავაკეთოთ ის, რასაც ხელისუფლება ელოდება ჩემი პოლიტიკაში შემოსვლის პირველი დღიდან. და ჩვენ მხოლოდ ორგანიზებულად, მხოლოდ დიდი ემოციების გარეშე უნდა მოვახერხოთ და ჩავიდეთ არჩევნებამდე და მხოლოდ არჩევნების გზით  მოვახერხოთ, რომ მშვიდობიანად შევცვალოთ ეს ხელისუფლება”, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 19 სექტემბერს დუშეთში.

თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა გვითხრა, რომ ხელისუფლება სამართლიანი არჩევნებისთვის ემზადება:

”ამ ქვეყნის ხელისუფლებას ერთადერთი, რაც ესმის, როგორც პრაგმატული გამოსავალი ვითარებიდან, ეს არის ნორმალური არჩევნების ჩატარება და ეუთოს დასკვნის მოლოდინი და არა ყველაფერი დანარჩენი.”

ყველაფერ დანარჩენში დავით დარჩიაშვილი გულისხმობს, უმთავრესად,  სოზარ სუბარის ბრალდებას ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ. ამ რიგის განცხადებებს იგი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის  მიერ კარგად ”ორკესტრირებული” ოპერაციის ნაწილად  განიხილავს და ამბობს იმასაც, რომ, სასჯელაღსრულების სისტემაში გამოვლენილი აღმაშფოთებელი კრიმინალური დანაშაულის მიუხედავად, ვიღაცას საზოგადოებაში აჟიოტაჟის გამოწვევის მიზნით, პატიმართა წამების კადრები წინასაარჩევნოდ ჰქონდა შემონახული და ადამიანის უფლებები საერთოდ არ აღელვებდა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: გაცოფებული საიდან გვწერთ: თბილისიდან
21.09.2012 09:33
დარჩიაშვილი თავისას "უბერავს", ტრადიციულად, დემაგოგიურად-"ნაციონალურ" სტილში:"პატიმართა წამების კადრები წინასაარჩევნოდ ჰქონდა შემონახული"- შენც რად შემოანახვინე? რატომ სკანდალი არ ატეხე? უნამუსობის ეტალონად გამოდგებიან ეს ტიპი და ბარამიძე, რომელიც "შეცდომებს" აღიარებს...ყოველივე მომხდარის შემდეგ მათემატიკის სახელმძღვანელოდენაც კი ამოსაღებია ციფრი 5 და ნაცმოძრაობაში ყოფნა ფაშისტურ-კომუნისტურ პარტიებში ერთდროული წევრობის ტოლფასია!

ავტორი: ანონიმი
21.09.2012 00:21
ბატონი სოზარი არაა ბიჭუნა და უნდა სცოდნოდა რომ წითელი არმიის მიერ საქართველოს მთავრობის სახლის აღება 1992 წელს უკვალოდ არ ჩაივლიდა. თუ არ იცის ვეტყვი რომ თბილისში მაგ დროს იბრძოდა საბჭოთა სამხედრო დაზვერვა გრუს ავღანეთში ნაომარი ორი სპეციალური ნაწილი,ერთი როსტოვისა და მეორეს ერქვა "ღამურა". მეტი დეტალებისთვის ასევე ავღანეთში ნაომარ ბატონ იგორ გიორგაძეს მიმართეთ. შეიძლება რამე იცოდეს ბატონი იგორ გიორგაძის შემცვლელმა აკადემიკოსმა ირაკლი ბათიაშვილმაც. და ასე შემდეგ. აფხაზეთის დემოკრატიზაციას ის საპატიო ორგანიზაცია ახდენდა შამილ ბასაევის დახმარებით. თბილისის დემოკრატიზაციაში მას ძმები შენგელაიები და ხაინდრავები და ა.შ. ეხმარებოდნენ.დანარჩენი მერე. ამ ვითარებაშიც იცოცხლეთ და გაიხარეთ!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
20.09.2012 21:20
ის რომ კადრებს წინასაარჩევნოდ ინახავდნენ ცხადია, ამ ფირის გახმაურება აქამდეც შეიძლებოდა და საკმაოდ შედეგიანად (ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ), მითუმეტეს რომ ყველა იცოდა რაც ხდებოდა ციხეებში, მტკიცებულება არ ჩანდა მხოლოდ

არც ამ სცენარის რუსული ალბათობაა ალბათ საეჭვო

თუმცა ჩემი აზრით დამნაშავე მაინც ხელისუფლებაა, მათ კისერზეა ის რაც ხდებოდა ციხეებში და საერთოდ ქვეყანაში. სხვას არ დაუტოვებია ხალხი უკმაყოფილო- ესეც ფაქტია

რუსებს არ უცემიათ პატიმრები საქართველოში 2003-12 წლებში (თორემ ისე იცოცხლე რაც მათ ჩვენი სისხლი ღვარეს ბოლო 200 წლის მანძილზე, ანდა რა ბოროტება თესეს ჩვენში მაგაზე ენა როგორ მოუბრუნდება ვინმეს)

სამწუხაროდ ფაქტი ერთია, თუ ბიძინა რუსეთის კაცია, მაშინ მიშას ლუკაშენკოსგან განსხვავებით ბევრად ცუდი არგუმენტებითა და ბრალდებებით დაამარცხებს აქაური იანუკოვიჩი (ბიძინა ანუ)

და ამ ბრალდებებში და უსაქციელობაში მხოლოდ ეს ხელისუფლებაა დამნაშავე

პროვოკაციებს რაც შეეხება: რაც უფრო ნაკლებად წამოვეგებით ანკესზე, მით ნაკლები შანსია ამათი ხელისუფლებაში ძალისმიერი დარჩენისა და ახალი სადამ ჰუსეინის, კადაფის და მათნაირი "დემოკრატის" მიღებისა

თუმცა არავინ იცის რას გვიმზადებს მომავალი...

ისევ იმედის და ბედის ანაბარა ვართ... ისევ პოლიტიკური "რულეტკა"- გაამართლებს, არ გაამართლებს მექანიზმით

ყველაზე პოპულარული