პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 16:55

რუბრიკები / ჯარისკაცი და სახელმწიფო

შეიძლებოდა, რომ ლოპოტაში სისხლი არ დაღვრილიყო

ლიომა ჩაბაევილიომა ჩაბაევი
x
ლიომა ჩაბაევი
ლიომა ჩაბაევი
ტექსტის ზომა - +
ვაგრძელებთ საუბარს სოფელ ლაფანყურის მახლობლად, ლოპოტის ხეობაში 29 აგვისტოს ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რომლის მსვლელობაში დაიღუპნენ 11 დივერსანტი და სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე. „მიხეილ სააკაშვილმა, როგორი რიტორიკაც უნდა ჰქონდეს მას, გარკვეული რევერანსი გააკეთა კრემლის მისამართით - ღია ომი გამოუცხადა "კავკასიის საამიროს" და იმ ხალხს, ვინც მხარს უჭერს საამიროს ბრძოლას თავისუფლებისათვის“, გვიზიარებს თავის მოსაზრებას ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის თანამშრომელი ლიომა ჩაბაევი, რომელიც თავის დროზე ჩეჩნეთის პრეზიდენტების, ასლან მასხადოვისა და ჯოხარ დუდაევის პრესმდივანი იყო. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ამ ნაბიჯს, შესაძლოა, საპასუხო მოქმედება მოჰყვეს ექსტრემისტული დაჯგუფება „კავკასიის საამიროს“ მებრძოლების მხრიდან.

ლიომა ჩაბაევი: რამზან კადიროვის ადმინისტრაციისა და კრემლის ერთგული ადამიანებისათვის სულერთია, ჩეჩნები იყვნენ ისინი, დაღესტნელები, ქისტები თუ არაქისტები. რადგან ეს შემადგენლობა, „კადიროვის ხროვა“, მომართულია იმაზე, ოღონდ როგორმე დახოცოს მეამბოხე პარტიზანები და მნიშვნელობა არა აქვს, ვისი ხელით მოხდება ეს - რუსების, ქართველების, სომხებისა თუ ებრაელების. თუმცა, კადიროვისა და მისი ლაქიების გარდა, არის სოლიდური რაოდენობა ჩეჩნებისა, რომლებიც უთანაგრძნობენ მეამბოხეებს, რომლებიც მთელი არსებით ემხრობიან იმავე დოკუ უმაროვს, და სააკაშვილმა [ამ სპეცოპერაციით] ფრონტი გახსნა კავკასიის საამიროსა და იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც მხარს უჭერეს კავკასიის საამიროს. ეს ძალიან სამწუხაროა. რადგან, საქართველო, ჩეჩნებისა და დაღესტნელებისათვის, რომლებსაც არ ჰქონდათ საკუთარი სახელმწიფოებრიობა, ყოველთვის იყო და რჩება ქვეყნად, რომლის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასაც ყოველთვის ესწრაფვოდნენ ჩრდილოკავკასიელები. რადგან რაც უფრო ძლიერია საქართველოს სახელმწიფოებრიობა, მით უფრო მეტი საყრდენი ექმნებათ ჩრდილოკავკასიელებს, რომლებსაც არ სურთ რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა.

რადიო თავისუფლება: მაგრამ რა უნდა მოემოქმედებინა საქართველოს ხელისუფლებას ამ შემთხვევაში, როდესაც შეიარაღებული ჯგუფის წევრებმა მძევლები აიყვანეს და საფრთხის წინაშე დადგა არა მხოლოდ ადამიანების ბედი, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესები? 

ჩაბაევი: ცხადია, გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება, რადგან  თავად საქართველოშიც კი ძნელია ზუსტად იმის დადგენა, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა სინამდვილეში. ერთი მხრივ შეიძლება იმის თქმა, რომ სააკაშვილმა, როგორი რიტორიკაც უნდა ჰქონდეს, კრემლსა და მოსკოვს გარკვეული რევერანსი გაუკეთა. აგრძნობინა - აი, გეხმარებით თქვენი ბანდიტებისა და ტერორისტების განადგურებაში, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრნენო. მაგრამ მეორე მხრივ, კრემლი კრემლად, მაგრამ ქართველ ხალხს კარგად მოეხსენება მათს მიმართ ჩეჩნების დამოკიდებულება. რომ იყოს არჩევანის შესაძლებლობა - „კრემლი თუ თბილისი? რუსი თუ ქართველი?“ - დღეს ნებისმიერი ჩეჩენი მთელი არსებით საქართველოს მხარეზე დადგებოდა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სააკაშვილს ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაეკეთებინა. ადამიანები, რომლებიც კუთხეში არიან მიმწყვდეული და „მეხუთე კუთხეს“ ეძებენ რუსეთის შვეულმფრენების, არტილერიისა და რისხვისაგან თავის გადასარჩენად, ამ ადამიანებმა მიაშურეს საქართველოს. ცხადია, მე არ შემიძლია ზუსტად იმის თქმა, რა მიზნით და რატომ აღმოჩნდა ეს ჯგუფი იქ, სადაც აღმოჩნდა. მაგრამ შეიძლებოდა, არ დაღვრილიყო სისხლი. შეიძლებოდა ცოტა უფრო ლოიალურად მოქცეოდნენ, დალაპარაკებოდნენ და რაღაცაზე მოელაპარაკათ. ჩვენ კავკასიელები ვართ და გავარკვევდით ყველაფერს.

რადიო თავისუფლება: მაგრამ საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მოლაპარაკება „დივერსანტებთან“ უშედეგოდ დასრულდა. თანაც, ალბათ დროის ფაქტორიც გასათვალისწინებელია. მით უმეტეს, რომ დიდი ხანი არ გვაშორებს 2001-2002 წლების პანკისის ხეობის მოვლენებიდან, როდესაც ლოკალური პრობლემა ლამის რეგიონული მასშტაბის კონფლიქტად გადაიქცა...

ჩაბაევი: რა თქმა უნდა, პოლიტიკა რთული რამაა და ალბათ საჭიროა გარკვეული ანგარიშის ჩაბარება საერთაშორისო დონეზე, მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე და ასე შემდეგ. ჩვენ გვახსოვს და ჩეჩნებისათვის არავითარ საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სწორედ პანკისში გადასვლამ შეუწყო ხელი იმას, რომ არ დაიღუპა ბევრი ჩვენი თანამემამულე. როდესაც ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, თანამედროვე ტიპის ჭურვები და ბომბები ცვიოდა, ჩვენ საქართველოში, პანკისის ხეობაში ვპოულობდით თავშესაფარს, სითბოსა და ადამიანურ თანაგრძნობას. მეტიც, წინააღმდეგობის გარკვეული ძალებიც პოულობდნენ თავშესაფარს საზღვრისპირა ტერიტორიაზე, ცხოვრობდნენ, ძალებს იკრებდნენ და უკან ბრუნდებოდნენ მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. ყველაფერი ეს იყო. ამიტომ აღნიშნულ შემთხვევაშიც შეიძლებოდა საუბარი, მოლაპარაკება, ერთმანეთის გაგება. თქვენ პანკისის მოვლენები ახსენეთ, მაგრამ მაშინ [2001-2002 წლებში] საქმე არ მისულა სისხლისღვრამდე და, ვფიქრობ, ახლაც შეიძლებოდა საქმის უსისხლოდ მოგვარება.

რადიო თავისუფლება: მაგრამ ისევ მივუბრუნდები ხელისუფლების მოქმედებას. ვიდრე სოფელ ლაფანყურთან სპეცოპერაცია ჩატარდებოდა, საქართველოში, პანკისის ხეობაში, დაკრძალეს რუსლან გელაევის შვილი, რომელიც სირიაში დაიღუპა. თუ დივერსიული ჯგუფის განადგურება არ იყო ნაკარნახევი გადაუდებელი აუცილებლობით და სააკაშვილმა, როგორც თქვენ ბრძანებთ, რევერანსი გაუკეთა მოსკოვს, მაშინ, მოსკოვის ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლება არც პანკისის ხეობაში გელაევის შვილის დაკრძალვაზე უნდა დათანხმებულიყო.

ჩაბაევი: სამწუხარო ისაა, რომ ჩვენ სრულ ინფორმაციას არ ვფლობთ. ხოლო ის ინფორმაცია, რასაც სააკაშვილი და საქართველოს ოფიციალური საინფორმაციო საშუალებები გვაწვდიან, ნდობას, გულწრფელად გეტყვით, არ იმსახურებს. აქ შეიძლება უამრავი რამ იყოს. დასაშვებია, რომ ეს ხალხი საქართველოში გელაევის შვილის საფლავის სანახავადაც ჩასულიყო. ანდა ეს სწორედ ის ადამიანები ყოფილიყვნენ, რომლებმაც სირიიდან რუსლან გელაევის შვილის ცხედარი ჩაასვენეს. მაგრამ რაკი ვიცნობ ჩვენს ხალხს და კარგად ვიცი, რას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ‘კავკასიის საამიროს’ წარმომადგენლებს ვუწოდებთ, გარწმუნებთ, რომ საქართველოსათვის რაიმე მზაკვრული გეგმით ეს ხალხი საქართველოში არ ჩავიდოდა. ამაში 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული.

რადიო თავისუფლება: თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ, როგორც საქართველოს ხელისუფლება უწოდებს, „დივერსიული ჯგუფის“ განადგურებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ღია კონფლიქტი "კავკასიის საამიროსთან", რომელსაც დოკუ უმაროვი ხელმძღვანელობს. თქვენ ფიქრობთ, რომ ამ სპეცოპერაციას მათი მხრიდან შურისგების აქტები შეიძლება მოჰყვეს?

ჩაბაევი: ვფიქრობ, რომ დოკუ უმაროვის მებრძოლებს, როგორც რუსეთის პრეზიდენტს უყვარს თქმა, კარგად შეუძლიათ ბუზების და კატლეტის გარჩევა. იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით სისხლი დაიღვარა, იმედი მაქვს, დოკუ უმაროვსა და მის მებრძოლებს ეყოფათ ჭკუა, რომ ბრალი მთელ ქართველ ხალხზე არ გადაიტანონ. ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს მებრძოლი ჩეჩნები და მებრძოლი დაღესტნელები საქართველოს წინააღმდეგ ომის გზას დაადგებიან. მაგრამ ერთმნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ისინი ნამდვილად შევიდნენ მტრობაში. მათ ეს აიძულეს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
11.09.2012 22:00
ესარის კავკასიელ ხალხებს სორის შუღლის და ბოროტების გაღვივების ხულიგნური მცდელობა ამ საქმის ორგანიზატორებს არანაირი საერთო არაქვთ კავკასიელ ხალხთა მეკობრობის კონსოლიდაციის და გაერთიანების ეს იყო სახელისუფლო თამაში რომელიც მიზნად ისახავდა ერთი გასროლიდ რამოდენიმე კურდღლის მოკვლას იგივე საკუთარი ხალხის ტერორს, იგივე რუსეთის ფედერაციასტან კუდის გაქიცინებას, იგივე ნატოსთან საკუთარი ბლაგვი ვაი ტექნიკის ვგულისხმობ უპილოტო საფრენ აპარატებს მათ დემონსტრირებას ოხ როგორ მრცხვენია რომ ქართველი ვარ და ცვენ ყოველივე ამის მერე ვსაუბრობთ 9 აპრილზე ვსაუბრობთ რუსეთის აგრესიაზე ვსაუბრობთ 2008 წლის ომზე ყველას რომ გაექცნენ უფლის სამართალს ვერ გაექცევიან ნიკოლო მაკიაველმა თქვა ,, მე არმინდა მოვხვდე სამოთხეში იმიტომ რომ, იქ პოლიტიკოსების მოსამართლეების და იმპერატორების წამებას ვერვნახავ" ბევრ რამეს მოეფინება ნათელი მე დარწმუნებულივარ ამ საცოდავად ამოხოცილ ბიჭებს ეგბოროთი ხელისუფალი 2008 წელსი ომისდროსაც იყენებდა სამხედრო კონტრ დაზვერვის და სამხედრო პოლიციის სპეც დანაყოფის სინდისზეა ეს საქმე ამ ფარგლებს არ გაქცევია ეგ ყველაფერი ღალატი ღალატი და ღალატი საქართველოს ხელისუფლების მთავარი და უმთავრესი დამოკიდებულება ღალატი და გადაგდება მათი ხელისუფლების საძირკველთა საძირკველი

ავტორი: maswavle საიდან გვწერთ: safrangetidan
11.09.2012 02:52
ეს იყო ღალატი მუხანატური,რომელიც სააკაშვილმა იკადრა,ეს არ არის ქართულველის საქციელი * სრულებით ვიზიარებ კავკასიელის პოსტს და როგორც ქართველს მცხვენია ამ ამაზრზენი ფაქტის*

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
09.09.2012 22:51
კარგით რა ვის ჯერა ამ დადგმული ზღაპრის ვისაც ოდნავ მაინც გაეგება ამხედრო საქმის ის კარგად მიხვდება რაარის სპეც ოპერაცია რას ითვალისწინებს ასეთი ტიპის სამხედრო ღონისძიება რა ანტიტერორისტული ზღაპარი დადგეს ამ ბრიყვებმა ამ წინა საარჩევნოთ ამათ ქართველი ხალხი პატარა ბავშვი ხომარჰგონიათ ცემიაზრით ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება რომელიც გათვლილი იყო ქართველი ხალხის იმ გაუთვიცნობიერებელი ნაწილისა რომლებიც ამ ზღაპრის მერე იტყვიან ,, ორონდ მშვიდობა იყოს და ომია არა და მიშა კიარა გრიშა იყოს სათავეშიო" ჩემიაზრით ეს იყო შინაგანსაქმეტა სამინისტროების კუდის კონტრ დაზვერვის და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ცალკეული სპეც დანაყოფების ერთობლივი პროექტი რომელიც საბოლოო ჯამში სერიული მკვლელობების სერიით დამთავრდა როგორც ოპერაცია ისე დაღუპული ბიჟების სეიარაღება და სხვა ნივთ მტკიცებები ნათელსფენს მთავრობის მიერ დადგმულ სცენარს ზრაპარია და მორჩა პასუხი მოგეთხოვებათ ამ დანასაულისთვის ამაში ეჭვი არ შეგეპარდ ვის დააჯერებთ როდესაც ისეთი ანტისნაიპერებიგაქვთ რომლითაც 3 კილომეტრში ასანთის ღერს თავს წააწყვიტავს ამ ხალხის სიცოცხლე არ აწყობდა ამ მთავრობას არცერთი მათგანის და მორჩა დასაჯეს და ეგ იყო ტყვეების ამბავი ბლეფია ისინი მართლაც შეიძლება მოიტაცეს მაგრამ თავად სახელისუფლებო სპეცნაზმა და მერე იმ საცოდავებს მიაწერეს ხალხის მოტაცებაში სამხედრო ნაწილებში ვარჯიშობენ კარგად))) როგორ მეცნობა ეს ხელწერა როგორ მეცნობა აბა გულზე დაიდოს ხელი სამხედრო პოლიციის მამებმა და კუდის მამებმა და თქვან სიმართლე... იმ ვიტომ ტერორისტებს ქართული ჯარის პარალონები საიდან ჰქონდათ? იარაღის რემნები რატომ იყო დაუსვრელი? ბარამბოს შიკოლადს რაუნდოდა იქ? ქართულ შეიარაღებაში მქონე კავშირგაბმულობის სასვალებებს რაუნდოდა ვითომ ტერორისტების ხელში? რპგ-7 ის ჭურვს რაუნდოდა როცა რპგს ტიპის იარაღი იქ არავის ჰქონია? ვაი თქვე საცოდავებო რაგელით როცა ბიძინა მოჰფენს ნათელს ამ თქვენ სიცრუეს

ავტორი: მოყვასი
08.09.2012 18:27
კანონიერი ურთიერთობის საფუძველი ადამიანური ურთიერთობაა რომლის გარეშეც კანონიერი ურთიერთობა ვერ იქნება. ხოდა ყოფილიყოს დედამიწაზე ადამიანების ადამიანური ურთიერთობა დანარჩენი თავისთავად მოვა. იცოცხლეთ და გაიხარეთ.

ავტორი: avtandili საიდან გვწერთ: rustavi
08.09.2012 02:05
მე არ მჯერა ისეთი ,,ძმობის'' , დატყვევების და დაშინების ენით, რომ გესაუბრებიან... უდანაშაულო ადამიანის დატყვევება მართლსაწინააღმდეგო დასჯადი ქმედებაა. ძირს ტერორიზმი, კანონიერი ურთიერთობის მომხრე ვარ. მატშორის ყველასთან. გაიხსენეთ განდიმ როგორ გაუშვა ინგლისელი ოკუპანტები ინდოეთიდან-არა ტერორიზმით არა ძალადობაზე ძალადობის დაბრუნებით, არამედ მშვიდობიანად... ჩეჩნებს ვურჩევდი, რომ თუ სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა და საქართველოსთან ძმობა უნდათ, ს მშვიდობიანი და კანონიერი გზებით უფრო მიღწევადია. ტერორიზმთან(ტუნდაც გამწარებულ, შვილ და ძმამოკლულებთან... ვინაიდან ძალადობა იწვევს უფრო მეტ ძალადობას...) ჩემ სახელმწიფოს, არანაირი კავშირი არ მინდა ჰქონდეს. მითუმეტეს, რომ ეს მერე მის წინააღმდეგ გამოიყენონ.

ავტორი: Kavkasieli
07.09.2012 09:24
"სული თან გაჰყვათ სამოთხეში მამაც ჯიგიტებს,
და თქვენ კი დარჩით ძმებო ასე გაძარცვულები"- ოდესმე საქართველოში გამოჩნდება ტიციანის მსგავსი პოეტი და დაწერს ლექსს ლოპოტაზე. ქართველების მორიგ ღალატზე, იმაზე, თუ როგორ მოატყუეს და მუხანათურად ამოხოცეს 11 მოჯაჰედი, სააკაშვილის კაფირებმა. მაგრამ არის სხვა საქართველო, რომელიც გლოვობს, განიცდის და რცხვენია 31 აგვისტოს გამო.

ავტორი: მოყვასი
06.09.2012 22:45
თუ გავიხსენებთ რომ ძმა კაენმა მოკლა ძმა აბელი და იზრაელის უდიდესი მეფე დავითის ერთ-ერთმა ვაჟმა თავისი და თამარი გააუპატიურა მივხვდებით რომ მთავარი ძმობა კი არა ძმაში,დაში თუ სხვა სულიერ არსებაში სულის დანახვის უნარია! ხოდა ასე. ღმერთმა ტალახისგან მოზილა ადამიანიც და ულამაზესი ვარსკვლავიც. ამიტომ ადამიანი არის მთელი სამყაროს ძმა რაც ცივილიზებული საბჭოთა დემოკრატებისგან განსხვავებით იციან ველურმა ამერიკელმა ინდიელებმა! მაგრამ ღმერთმა ადამიანს ასესხა თავისი სული რომელიც ადამიანმა ღმერთს შეუბღალავი უნდა დაუბრუნოს. ესაა და ეს, იცოცხლეთ და გაიხარეთ!!!

ავტორი: ანონიმი
06.09.2012 11:26
ბატონო ანონიმო ასე ვთქვათ ჩვენი სტალინი,ბერია და გვიშიანი დედიან ბუდიანად სპობდნენ ჩრდილოკავკასიელებს რაშიც ბერიამ სუვოროვის ორდენი მიიღო სტალინისგან. გვიშიანმა მისივე თქმით 700-ზე მეტი ქალი კაცი და ბავშვი ცოცხლად დაწვა სოფელ ხაიბახში რაშიც ბერიას და სტალინის მადლობები და დაწინაურება დაიმსახურა. მერე ამათ მიერ აღზრდილმა ტიპებმა დაიქირავეს ბასაევი და ა.შ. და იგივე აკეთებინეს. გამსახურდიამ და დუდაევმა სცადეს საქმის გამოსწორება მაგრამ თქვენი რეაქციიდან ჩანს რომ ვერაფერი გაიგეთ რაც დიდად სამწუხარო და ახალი უბედურებების მომასწავებელი ფაქტია. იცოცხლეთ და გაგიმარჯოთ. დაფიქრდით. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს!

ავტორი: ანონიმი
05.09.2012 13:58
ეგ არ იყო სასურველი მაგრამ როცა ჩვენს ძმობაზე მიდის საუბარი გავიხსენოთ 2008 წელი როცა ჩრდილოკავკასიელები რუსებთან ერთად გვეომებოდნედ,არაფერს ვამბობ აფხაზეთის მოვლენებზე,მაგრამ ჩვენ მთებმა უნდა გაგვაერთიანოს და არა დაგვაშოროს

ავტორი: ანონიმი
03.09.2012 18:50
ეეჰ თვითმარქვია და შტაზის ყოფილი თანამშრომელი გენშერის თუ ზოგი ბეიკერის მიერ აღიარებულ ქართულ დემოკრატიას ნამუსი რომ ჰქონოდა არ დაიღვრებოდა რუსთაველზე//საქართველოს დედაქალაქის ცენტრალური გამზირია თუ გახსოვთ// დღისით მზისით უიარაღო,უდანაშაულო და უმწეო ქალბატონი აველინა პერტიას,ბატონი ბაადურ მჭედლიშვილის და სხვათა სისხლი. მაგრამ ნამუსი ჩკა,იშვიათი ხილია ნობელის პრემიის ლაურეატი გორბაჩოვის და მისი მეგომარი მამარდაშვილის ხანაში.

ავტორი: ანონიმი
02.09.2012 22:59
მშვიდობა ჯობია ომს,სიყვარული ჯობია სიძულვილს და ძმობა და თანამშრომლობა ჯობია სისხლისღვრას!!!!!!!!!!! ეს ნამდვილად უეჭველი და ურყევი ფაქტია მაგრამ ნამეტანი ძნელი შესასრულებელი ჩეკისტური პერესტროიკის პირობებში. ჩეკისტური პერესტროიკის მიზანი იყო და არის საბჭოთა ნომენკლატურის ძალაუფლების შენარჩუნება და განვრცობა საბჭოთა კავშირზე და იმპერიულ იდეაზე დროებითი და მოჩვენებითი უარის თქმის პირობებში. ეხლა ამ ნომენკლატურამ ლონდონი ლონდონგრადად აქცია და ხელში ჩაიგდო ჩერნოგორია,საფრანგეთის ლაჟვარდის სანაპირო,კვიპროსის ლიმასოლი აქცია რუსეთის ფედერაციის ნაწილად და იერუსალიმი და ათენი აალაპარაკა ბრეჟნევის ენაზე და ა.შ. არაფერს ვამბობ იმაზე რომ ფრანგული პრესის თქმით ფრანსუა მიტერანის თავდაცვის მინისტრი შარლ ერნიუ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელფასს იღებდა კგბდან და მისი სატელიტი ორგანიზაციებიდან და ნატოს დაზვერვის უფროსი შანდორ ლაბორჩი უნგრელი ჩეკისტი იყო.ეიმსის და ჰანსენის ამბებიც ცნობილია და ანგელა მერკელს შტაზის ყოფილი თანამშრომლები ანუ პუტინის ძმაკაცები იცავენ. ეს სტალინს დაესიზმრებოდა? აი ამაში მისცეს ნობელის პრემია გორბაჩოვს! ვიღაც ოდესელი ტარზანი კი კოლუმბიის ნარკომაფიას ამარაგებს რუსული ვერტმფრენებით და რაღაც სომხური ძალა ვაშინგტონს უტევს. ამ პირობებში ჯობია თავშეკავება და დიდი სიფრთხილე რათა ეხლა თბილისის სვანეთის უბანი არ გამოაცხადონ დიდ იმპერიად და არ დაბომბონ. ხოდა ასე ცაცა, ფრთხილად, უხმაუროდ, რუსთაველის ლამაზი ქვეყნის და თამარის პატივისმცემელი კავკასიის სიყვარულით და პატივისცემით ფრთხილად ყოფნა ჯობია გატრაკებას,გაიგეთ? თუ ვერ გაიგეთ ვიდრე პუტინისთვის ნობელის პრემია მიუციათ და ძეგლი დაუდგავთ ბრაიტონ ბიჩზე რამე იქნებ უკეთესადაც აგიხსნათ. იცოცხლეთ და გაიხარეთ!

ავტორი: ანონიმი
02.09.2012 22:38
ბატონო ვენელო დიმიტრი. ამ ერის ზოგი წარმომადგენელი მართლაც დაქირავებული იყო კრემლის სპეცსამსახურების მიერ რაშიც ქართველები მათ ტოლს არ უდებენ სხვათა შორის თუ გავიხსენებთ თუნდაც ბერიას და გვიშიანს რომლებიც არამარტოჩეჩნების დედიან-ბუდიან აყრა გადასახლებაშიც მონაწილეობდნენ თუ გახსოვთ. მაგრამ იყვნენ სხვა ჩეჩნებიც რომლებიც ბატონები ზვიად გამსახურდიას და ჯოხარ დუდაევის დავალებით ცდილობდნენ ამ სისხლისღვრის შეწყვეტას და გორბაჩოვის დიდ მეგობარ შევარდნაძეს და მის ამალას ცოტა მეტი ადამიანობა რომ გამოეჩინათ მიაღწევდნენ კიდეც ამას.

ავტორი: ანონიმი
02.09.2012 21:51

ესეც ნახეთ ბარემ

http://zulikhan.livejournal.com/107879.html



ავტორი: დიმიტრი საიდან გვწერთ: ვენა
02.09.2012 21:01
ეს ძალიან სამწუხაროა. რადგან, საქართველო, ჩეჩნებისა და დაღესტნელებისათვის, რომლებსაც არ ჰქონდათ საკუთარი სახელმწიფოებრიობა, ყოველთვის იყო და რჩება ქვეყნად, "რომლის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასაც ყოველთვის ესწრაფვოდნენ ჩრდილოკავკასიელები. რადგან რაც უფრო ძლიერია საქართველოს სახელმწიფოებრიობა, მით უფრო მეტი საყრდენი ექმნებათ ჩრდილოკავკასიელებს, რომლებსაც არ სურთ რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა."
________________

ამას რა პირით უნდა ამბობდეს იმ ერის წარმომადგენელი, რომელიც აფხაზეთში რუსს ეხმარებოდა და ქართველს კლავდა?! მადლობა თქვან რომ საერთოდ პანკისში შემოვუშვით, დავასახლეთ, დავაპურეთ და ჩავაცვით მიუხედავად იმისა რაც ჩვენ გაგვიკეთეს!!!

ავტორი: ანონიმი
02.09.2012 19:37
თუ მეტყვით ვის მიმართ გააკეთეს რევერანსი იმათ ვინც წითელ არმიასთან და მის სპეცსამსახურებთან ერთად დემოკრატიზაციის და პროვინციულ ფაშიმზთან ბრძოლის დროშით დაანგრიეს საქართველოს დედაქალაქი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის მიერ დასისხლიანებულ სამეგრელოს აღარ გაგახსენებთ და ამ ვანდალთა მომხრეებმა მაშინ იქნებით ბრანწის ჩვენების კი არა ადამიანურად დალაპარაკების ღირსნი. ველი ნორმალურ პასუხს,თუმც დიდი იმედი არ მაქვს.

ყველაზე პოპულარული