შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 04:03

პოლიტიკა / საქართველო

Greenberg Quinlan Rosner–ის კვლევის შედეგებს ოპოზიცია არ ენდობა

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ამერიკული კომპანიის Greenberg Quinlan Rosner–ის (GQR) საზოგადოებრივი აზრის   კვლევის თანახმად, რომელიც მმართველი პარტიის დაკვეთით შესრულდა, საველე სამუშაოები  კი ადგილობრივმა კომპანია ACT-მ ჩაატარა, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი თითქმის ორჯერ აღემატება მისი მთავარი ოპოზიციური კონკურენტის, ”ქართული ოცნების”, რეიტინგს.  ”გრინბერგ ქუინლან როსნერის”  განცხადებით, ერთადერთი კვლევა, რომელიც განსხვავებულ შედეგს აჩვენებს, არის Penn Schoen Berland–ის (PSB) რეიტინგები. რომელიც აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდა.

”გრინბერგ ქუინლან როსნერის” კვლევის შედეგები 25 აგვისტოს ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გააცნო საზოგადოებას.  კვლევა  აგვისტოს დასაწყისში ჩატარდა და გამოიკითხა 1500 რესპონდენტი. მათგან  46% მმართველ პარტიას, ხოლო 24% „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს.  გამოკითხული რესპონდენტების 20%  ამბობს, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას,  ან არ იცის, ან უარს ამბობს ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე. ოპოზიციის უმრავლესობამ კვლევის შედეგს უკვე გამოუცხადა უნდობლობა. რას ემსახურება და რა ეფექტს ითვალისწინებს წინასაარჩევნო სოციოლოგიური კვლევები, პოლიტიკოსთა და სოციოლოგთა აზრით?

”გრინბერგ ქუინლან როსნერის” მიერ აგვისტოს დასაწყისში  ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, 1500  გამოკითხული რესპონდენტიდან  46% მმართველ პარტიას, ხოლო 24% „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს.  ”გრინბერგ ქუინლან როსნერმა”  იმ რესპონდენტებისთვის, რომლებიც საკუთარ პოზიციას არ ამჟღავნებენ ან გადაწყვეტილი არა აქვთ, ვის მისცემენ ხმას, დამატებით დასმული შეკითხვის საფუძველზე,  ასევე გაზომა ხმების შესაძლო გადანაწილების ალბათობა  და დაადგინა,  რომ  მმართველი პარტიის მხარდაჭერა 55%-მდე იზრდება, ხოლო „ქართული ოცნების“ – 33%-მდე; „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“  5% აქვს, ხოლო „ახალ მემარჯვენეებს“ - 3%. ამ მეთოდით ხმათა გადანაწილებისას კვლევის შედეგებში ცდომილება 3.7%-ია.

”გრინბერგ ქუინლან როსნერი” აცხადებს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი შედეგები „ძირითადად შეესაბამება“  NDI-ის  მიერ ივნისში გამოქვეყნებულ  და IRI-ს მიერ ივნისსა და ივლისის დასაწყისში ჩატარებული კვლევის შედეგებს. 
ერთადერთი კვლევა, რომელიც განსხვავებულ შედეგს აჩვენებს, არის Penn Schoen Berland–ის  რეიტინგები.
ძირითადი არგუმენტი, რის გამოც ეს კეთდება ხელისუფლების მხრიდან, ამომრჩევლებზე ზემოქმედება და მათთვის განწყობის ხელოვნურად შექმნის მცდელობაა ...

შეგახსენებთ, რომ ”პენ შონ ბერლანდმა” გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომლის მოსამზადებლადაც 3-15 ივლისს, საქართველოს მასშტაბით, 1980 რესპონდენტი გამოიკითხა. ამ გამოკვლევის თანახმად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 41% მიიღო, ხოლო კოალიცია „ქართული ოცნების“ სათვალავზე 42-მა პროცენტმა მოიყარა თავი. ზემოთ დასახელებულ კვლევებს შორის სხვაობა, კვლევის დამკვეთთა განსხვავებულობის გარდა, კვლევის მეთოდოლოგიითაც შეიძლება აიხსნას. ”პენ შონ ბერლანდმა” კვლევისას  ფარული ბიულეტენის” მეთოდოლოგია  გამოიყენა, რაც გამოკითხულთა ინკოგნიტოდ დარჩენის გარანტიად ითვლება. როგორც 9 აგვისტოს ორგანიზაციის დირექტორმა კრეგ სმიტმა აღნიშნა, საუბარია მეთოდოლოგიაზე, რომელსაც ”პენ შონ ბერლანდი” მხოლოდ ისეთ ქვეყნებში იყენებს, სადაც, სავარაუდოდ, მაღალია ამომრჩეველთა შიშისა თუ ამომრჩეველთა დაშინების დონე.

”გრინბერგ ქუინლან როსნერის” კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს ”ქართული ოცნება”. კოალიციის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია ამბობს, რომ მაღალი რეიტინგების ჩვენებით ხელისუფლება  ცდილობს წინასწარ მოახდინოს არჩევნების სასურველი შედეგების საზოგადოებისთვის დემონსტრირება:

”ძირითადი არგუმენტი, რის გამოც ეს კეთდება ხელისუფლების მხრიდან, ამომრჩევლებზე ზემოქმედება და მათთვის განწყობის ხელოვნურად შექმნის მცდელობაა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოტივაცია.”

ეკა ბესელიას სიტყვებით,  გამოკითხვები, რომელსაც მისი პოლიტიკური კოალიცია შიდა მოხმარებისთვის ატარებს, აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს წარმოაჩენს. ”გრინბერგ ქუინლან როსნერის” კვლევების შედეგებს არც   ”ქრისტიან-  დემოკრატიული მოძრაობა” იზიარებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე, მიიჩნევს, რომ ასეთი პარტიული კვლევების მიზანი არის ის, რომ  მოწინააღმდეგის ამომრჩევლის დემოტივაცია გამოიწვიოს. ლევან ვეფხვაძის სიტყვებით, ის ხშირად საკუთარი პოლიტიკური პარტიის გამოკითხვებსაც ვერ ენდობა ხოლმე, რადგან ასეთ გამოკითხვებში მონაწილეთა მოსაზრება სულაც არ განსაზღვრავს რეალურად არჩევნების დღეს საარჩევნო უბანთან მისული რეალური ამომრჩევლის განწყობას:
რას ემსახურება და რეალობის გარკვევას ემსახურება. სოციოლოგია არის საზოგადოებრივი, სოციალური მეცნიერება და იმისათვის არსებობს, რომ საზოგადოების მდგომარეობაზე, განწყობებზე, სტრუქტურაზე, კულტურაზე წარმოდგენა გვქონდეს ...

”ნებისმიერი კვლევის - მიკერძოებული იქნება ის თუ მიუკერძოებელი - მიზანი არის ის, რომ, ერთი, შენ გაარკვიო რამე, მაგრამ თუ ამას საჯაროს ხდი, არის ის, რომ შეაგუო საზოგადოება გარკვეულ შედეგს. სწორედ ამიტომ არც საზოგადოების დიდი ნაწილი  ენდობა პარტიულ კვლევებს,  იმიტომ რომ პარტიული კვლევების მთავარი სუბიექტი არის ის, ვისაც ფული აქვს გადახდილი და, ბუნებრივია, ამ პარტიის ფულით დაკვეთილ კვლევებში და მერე უკვე მის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებში მას ცუდი პოზიციები არ ექნება.”

ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებისადმი უნდობლობას ”უტაქტობად” მიიჩნევს მმართველი, ნაციონალური გუნდის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი. მისი თქმით, ასეთი დამოკიდებულება იმ  სარკის დამტვრევის სურვილს ჰგავს, რომელიც არასასურველ გამოსახულებას აჩვენებს. დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ სოციოლოგიური კვლევების შედეგების ცოდნა და გამოქვეყნება ემსახურება რეალობის გარკვევას, რაც საჭიროა როგორც თავად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ასევე იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელთაც ”პოლიტიკის განცდის პრობლემა აქვთ”:

”რას ემსახურება და რეალობის გარკვევას ემსახურება. სოციოლოგია არის საზოგადოებრივი, სოციალური მეცნიერება და იმისათვის არსებობს, რომ საზოგადოების მდგომარეობაზე, განწყობებზე, სტრუქტურაზე, კულტურაზე წარმოდგენა გვქონდეს. ამის გარეშე ნორმალური მართვა, ნორმალური პოლიტიკა არის წარმოუდგენელი.”
კონფორმიზმი ჰქვია მაგ მოვლენას, როდესაც ადამიანი აკეთებს მის არჩევანს ისე, როგორც ამას აკეთებს უმრავლესობა ...

სოციოლოგი რამაზ საყვარელიძე კი საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგების გამოქვეყნებისას მთავარ ინდიკატორად დამკვეთის ვინაობის ცოდნას მიიჩნევს, რადგან თვლის, რომ ქვეყნებში, სადაც ხალხს ხელისუფლების ეშინია, ხშირად ადამიანები ტყუიან ხელისუფლების სასარგებლოდ. იმ შემთხვევაში კი, როცა ხელისუფლება მაღალი შედეგითაა დაინტერესებული, ამბობს რამაზ საყვარელიძე, მის ინტერესში შედის ”ხალხმა სოციოლოგია მოატყუოს”. ამ ჭრილში რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ როცა ხელისუფლება აქვეყნებს ”გრინბერგ ქუინლან როსნერის” კვლევის შედეგებს, სადაც ”ნაციონალურ მოძრაობას” მაღალი შედეგი აქვს ნაჩვენები, ორი მიზანი იკვეთება. ერთი, ეს არის  მცდელობა წინასაარჩევნო რეიტინგები გამოიყენოს,  შესაძლოა, უკვე გაყალბებული არჩევნების შედეგების დამადასტურებლად, მეორე ეფექტი კი, რაზეც რამაზ საყვარელიძე საუბრობს, ეს არის იმ ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის სურვილი, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია:

”კონფორმიზმი ჰქვია მაგ მოვლენას, როდესაც ადამიანი აკეთებს მის არჩევანს ისე, როგორც ამას აკეთებს უმრავლესობა, და რომ დაინახავს, რომ უმრავლესობა აძლევს ხმას უმრავლესობას,  თუ თვითონ მკაფიოდ არ აქვს გადაწყვეტილი ან მერყეობს,  გაჰყვება ამ უმრავლესობას და მისი ხმაც წავა ამ უმრავლესობის ყულაბაში.”


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ერთაოზი საიდან გვწერთ: ძუკნურიდან
04.09.2012 14:23
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
29.08.2012 16:15-ჰა, ჰა, ჰა, ჰაააააააააააააააააააააააააააა...გააღე პირი და თქვი:აააააააააააააააააააააა!-შენსას სახლში არის კიდე ვინმე თუ მარტო ხარ? ძირს დანაყარი ხომ არაფერი გიჭამია?

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
29.08.2012 16:15
mako გერმანიში ყოფნა ყველას ალბათ ვერ შველის .))
მე გამოთქმული აზრის გამო ჭკუას არავის ვარიგებ, არც "აზროვნების ჰორიზონტის" საზღვრებს ვუდგენ და არც შეურაცხყოფას ვაყენებ....
გერმანიიდან კი ნამდვილად ჩანს როგორ ხელოვნურად ძაბავს მედია სიტუაციას ქვეყანაში.ხალხის განწყობა რაღაცნაირად 90-იან წლებს მაგონებს, ძალიან აგრესიულია.
სოციალური გამოკვლევების ობიექტურობაში შეიძლება ეჭვი შეიტანო,როდესაც ამას რომელიმე პარტია უკვეთავს და ეს ნორმალურია,მაგრამ არ ენდო არცერთ გამოკითხვას საკუთარი პარტიის მიერ დაკვეთილის გარდა, ნამდვილად იწვევს ეჭვებს.
დღეს სოციალურ გამოკვლევებს არ ენდობიან, ხვალ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნაზე იტყვიან უარს და არჩევნების შედეგებს არ მიიღებენ.და ვიყოთ ასე მუდმივი ანარქიის პირობებში?იმიტომ რომ თურმე იმდენი პროცენტი ვერ მიიღო "ოპოზიციამ " რამდენიც უნდოდა?
ისე სოციალური გამოკცლევები არც ისე ცუდი რამ არის, ამას საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს. )) დიდი ცდომილება არ არის ხოლმე წინასწარ გამოკითხვებსა და საბოლოო შედეგებს შორის.ეს სოციალურ მეცნიარებათა სტუდენტებმაც კარგად იციან..)))


ავტორი: ერთაოზი საიდან გვწერთ: ძუკნურიდან
28.08.2012 22:11
ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Germany
28.08.2012 18:47-ჰა, ჰა, ჰა, ჰაააააააააააააააააააააააააააა...გააღე პირი და თქვი:აააააააააააააააააააააა!-შენსას სახლში არის კიდე ვინმე თუ მარტო ხარ?

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Germany
28.08.2012 18:47
დემოკრატია უმრავლესობის აზრის პატივისცემას და ინსტიტუტებისადმი (არჩევნები, სოც. გამოკითხვები და ა.შ.) ნდობას ეყრდნობა. პოლიტიკოსები, რომლებიც ასე ჯიქურ უარყოფენ ყველანაირი გამოკითხვის შედეგებს, არ ენდობიან არჩევნებს და ხელისუფლებისათვის ბრძოლას ძალადობრივი ქუჩის აქციების გზით აპირებენ, ბუნებრივად არიან ანტიდემოკრატები და იმსახურებენ შესაბამის მოპყრობას. ასე რომ ხელისულებას ვურჩევდი ხელკეტები და ცრემლმდენი გაზი მოიმარაგოს. ამ ოპოზიცის სხვა ენა არ ესმის და ქართველი ხალხი არ იმსახურებს ისეთი რეჟიმის დაბრუნებას, რომელსაც 1990 წელს დიდი წვალებით დააღწია თავი.

ავტორი: irina საიდან გვწერთ: Telavi
28.08.2012 18:33
ნაცებო ყურადღებით წაიკითხეთ ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნა!!!ნაცებო,მალე ვნახავთ თქვენს ბუმბულს გაშლილს გაფანტულს ჰააგის ტრიბუნალზე!!!

ავტორი: nana საიდან გვწერთ: zugdidi
28.08.2012 18:26
მიდით მიდით, ინავარდეთ ჯერ-ჯერობით მიშიკოს აქტივისტებო და კოორდინატორებო,მალე მოგიწევთ პასუხისგება სამართლიან სასამართლოებში, საქართველოსა და საერთაშორისო სასამართლოების წინაშე, დანაშაულისთვის ადამიანურობის წინააღმდეგ!!!თქვენი დრო იწურება ნაცებო,ნაციზმი არსად გასულა და არც საქართველოში გაგივათ!!!ისე კი მაგარი სასაცილოები ხართ...

ავტორი: დავით იბერი საიდან გვწერთ: თბილისი
28.08.2012 17:45
ვისაც არ ჯერა Greenberg Quinlan Rosner–ის,NDI-ის და IRI-ს გამოკითხვების იმ რქიან ქმარს მაგონებს თავის ცოლს საყვარელთან რომ წაუსწრებს და მაინც იხტიბარს არ იტეხავს მეჩვენებაო...

ავტორი: zz საიდან გვწერთ: საქართველო
28.08.2012 17:31
სათაურში უკვე ტყუილია, უნდა იყოს: ”გრინბერგ ქუინლან როსნერის” კვლევის შედეგებს არ ენდობა ბესელია & ივანიშვილი

ავტორი: mako საიდან გვწერთ: germania
28.08.2012 13:48
ტატა თუ თათა,
გერმანიაში იმიტომ წამოხვედი, რომ აზროვნების ჰორიზონტი საერთოდ დაგეხშო? არადა, როცა გადიხარ ქვეყნის საზღვრებიდან, პერსპექტივა იცვლება და უფრო ფართო პერსპექტივიდან უყურებ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ადარებ მას სხვა ქვეყნებს (ჩვენს შემთხვევაში, არც თუ ცუდს - გერმანიას ვგულისხმობ). ამის ფუფუნება ყველას არ აქვს. არ აქვს იქ დარჩენილ ხალხს. შენ კი რა მოგსვლია. საქართველოში მყოფებზე მეტად ჩაგირაზავს აზროვნების კარი და პარტიული მუშაკის ჩვეული შემართებით ისვრი ბნელ-ბნელ და ბრტყელ-ბრტყელ წინადადებებს.
რა შუაშია მიშისტობა და ბიძინისტობა იმ თემასთან, რასაც ეს სტატია ეხება?! ნებისმიერი სოციოლოგი, სოციალურ მეცნიერებათა სტუდენტიც კი დაადასტურებს იმას, რომ ისეთ პირობებში, რაც საქართველოშია შექმნილი, დაკვეთილი გამოკითხვები ვერ იქნება რეალობის ამსახველი. მით უმეტეს, არჩევნებამდე თვეებით ადრე ჩატარებული გამოკითხვები ვერ მოგვცემს არჩევნების დღის სურათს.
ასე რომ, პატივი ეცი საკუთარ თავს და ცოტა დაფიქრდი, სანამ მზა რეცეპტებს გადმოყრიდე.

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
28.08.2012 04:59
NDI-ის გამოკვლევებიც დაახლოებით მასეთ შედეგს არ აჩვენებდა? ნაციონალური მოძრაობა მიიღებს 55% ზე მეტს, მაგრამ ოცნებისტებისთვის 33% ძალიან ბევრია. იმედია ხალხი 1 ოქტომბრამდე კარგად გაიაზრებს მოსალოდნელ საფრთხეს და თავისი არჩევანით ბიძინა რუსეთიდან მართულს პოლიტიკურ სანაგვეზე მიუჩენს ადგილს.
რაც შეეხება საყვარელიძეს, საბოლოოდ ოცნებისტთა ექსპერტად ჩამოყალიბებულა. უნდა იმ აზრის თავსმოხვევა, რომ ის შედეგები რასაც მთავრობა არჩევნებზე მიიღებს გაყალბების შედეგი და არა რეალობა იქნება.
აბა რა, ხომ უნდა ბიძინას ნიადაგის შემზადება არეულობის მოსაწყობად.
ვერ ეღირსებით. რაც არ უნდა საზიზღარი გადაცემები მოამზადოს მე-9 არხმა და ხალხის დაპირისპირებას შეეცადოს, როგორი ექსპერეტებიც არ უნდა იყიდოს ივანიშვილმა, მჯერა ჩვენ ქვეყანას საგარეო ორიენტაციას ვერ შეუცვლიან და ხალხს მარაზმულ საბჭოთა კავშირში ვეღარ დააბრუნებენ ოცნებისტები.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
28.08.2012 00:41
გვჯერა - არ გვჯერას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ნაკლებად აქვს

აქ მთავარია ხალხი გაახელონ და კიდევ უფრო დაძაბონ ისედაც დამუხტული ჰაერი ჩვენში

ძალიან ცუდი შემოდგომის მოლოდინში, ბევრი ჯიბეს იდიდებს რათა ომში ნაკეთები ვერცხლის ხურდები დაიტიონ, ბევრიც მსოფლიო ატლასს დასტრიალებს - საქართველოს გადაყიდვით ნაშოვნი ტერიტორიების ზომვითაა დაკავებული

ძალიან არ მომწონს ის რაც ჩვენში და ჩვენს გარშემო ხდება

უცხოელი პოლიტიკოსები რომ ამბობენ ჩვენ თუ არ გიშველეთ თქვენ დაიღუპებითო--- რაღაცით ახლადდაშლილი სსრკ-ს შემდგომი საქართველოს და მისი "პოლიტ-მეგობრების" მზრუნველ, შხამიან ნაკბენებს მაგონებს

ავტორი: neli საიდან გვწერთ: tbilisi
27.08.2012 22:31
მაგარი ანეგდოტები ხართ რა...სააკაშვილის ამ დაკვეთილი გამოკითხვა-ჯამბაზობის საქართველოში აღარავის ჯერა...უკვე სასაცილოები ხართ რა !!!

ყველაზე პოპულარული