სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 11:21

პოლიტიკა / საქართველო

სინათლე ჩვენს გისოსებში

x
ტექსტის ზომა - +
პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში თანამდებობა დატოვეს შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების მინისტრებმა,  პასუხისგებაში მიეცა გლდანის საპყრობილის ათზე მეტი თანამშრომელი, დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ შესულიყვნენ საპყრობილეებში და პირადად გასაუბრებოდნენ პატიმრებს, თუმცა, ამგვარი პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, სასჯელაღსრულების დაწესებულებები კვლავ რჩება საზოგადოების მომეტებული ყურადღების ცენტრში. საზოგადოებისათვის კვლავ მნიშვნელოვანია ის, თუ რა პირობებში იმყოფებიან პატიმრები, ვინ ზრუნავს მათ უსაფრთხოებაზე, ხომ არ აქვს ადგილი წამების ახალ ფაქტებს და როგორ აპირებს ახალი მინისტრი ვითარების გამოსწორებას.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი მინისტრის გადაწყვეტილებით, უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში გლდანის საპყრობილის თითქმის ყველა პატიმარს მიეცა საშუალება შეხვედროდა ოჯახის წევრს. მეტიც, საპყრობილის რკინის კარი რამდენჯერმე გაიღო ჟურნალისტებისა და სასულიერო პირებისათვის. დეკანოზმა შალვა კეკელიამ თავისი შთაბეჭდილებები საზოგადოებას საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ გაუზიარა:

„პატიმრები ამბობენ, რომ რამდენიმე დღეა, რაც აღარაფერი ხდება - არ სცემენ, ცუდად არ ექცევიან, მაგრამ ყველა პატიმარი ამტკიცებს, რომ ძალიან ცუდად ექცეოდნენ და დღესაც მუშაობს რამდენიმე ზედამხედველი, რომლებიც მათ სასტიკად ექცეოდნენ. გვითხრეს მათი სახელი და გვარები, რომლებიც გადავეცით დაწესებულების ხელმძღვანელს. დაგვპირდნენ, რომ ამ ადამიანებს სამსახურიდან დაითხოვენ.“

უღირსი თანამშრომლების სამსახურიდან გაშვების პირობა დადო სასჯელაღსრულების ახალმა მინისტრმაც. 22 სექტემბერს, საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილიების მიზნით, გიორგი ტუღუშმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის რანგში თავისი პირველი პრესკონფერენცია გამართა. გიორგი ტუღუშმა იმის შესახებ ილაპარაკა, თუ რა ვითარებაა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში და რის გაკეთებას აპირებს ის ვითარების შესაცვლელად. გიორგი ტუღუშის თქმით, პირველ რიგში, დასადგენია  ყველა დაზარალებულის ვინაობა, რათა მათ გაეწიოთ კვალიფიციური დახმარება ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიზნით, პარალელურად კი დაიწყება სისტემის რადიკალური რეფორმირება:

„გადავალთ თანამედროვე სტანდარტებზე და აღებული იქნება საუკეთესო მოდელები იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს გამართული, ეფექტური, ადამიანის პატივსა და ღირსებაზე ორიენტირებული სასჯელაღსრულების სისტემა. გაუმჯობესდება პატიმართა ყოფითი პირობები, გლდანის მე-8 დაწესებულებაში შევიტანთ 1600 ახალ მატრასს და პატიმრებს მკვეთრად გავუუმჯობესებთ პირობებს. იგეგმება ასევე პრობაციონერთა რაოდენობის განახევრება. ასევე იგეგმება ზოგადად პატიმართა რაოდენობის შემცირება და ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიის ეფექტურობის გაზრდა.“

გიორგი ტუღუში ასევე აპირებს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებას და მისი სერვისების გათანაბრებას სამოქალაქო სექტორის მომსახურებასთან. ასევე იგეგმება პაემნების მექანიზმის გამარტივება და საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა. ტუღუშის თქმით, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება მინისტრის მრჩეველთა საბჭო, გარკვეულ პირებს კი ექნებათ უფლება დაუბრკოლებლივ განახორციელონ მონიტორინგი სისტემაში, რაც, ადვოკატ ლია მუხაშავრიას თქმით, მნიშვნელოვანი და საშური საქმეა.

„სხვათა შორის, ძალიან მარტივად და მოკლე დროში - ალბათ, ერთ თვეში - შეიძლება ამის გაკეთება, რადგანაც არსებობს პოლიტიკური ნება, მოტივაცია და მინისტრს აქვს ამის უფლება. უბრალოდ, გულდასაწყვეტია, რომ ამდენი მსხვერპლისა და უბედურების შემდეგ მივაღწიეთ ასეთ წინაპირობებსა და დაპირებებს“, უთხრა ლია მუხაშავრიამ რადიო თავისუფლებას.

სხვათა შორის, პატიმართა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, ავტორიტეტიანმა საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მოითხოვეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან  დამოუკიდებელი მონიტორინგის საბჭოს შექმნა. მიხეილ სააკაშვილისათვის გაგზავნილი მიმართვის მიხედვით, საბჭომ, როგორც მონიტორინგის ალტერნატიულმა წყარომ, უნდა განახორციელოს საზოგადოებრივი ზედამხედველობა სასჯელაღსრულების სისტემის მუშაობაზე, თუმცა ამ და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება, როგორც ჩანს, გიორგი ტუღუშს მოუწევს. საყურადღებოა ისიც, რომ ახალმა მინისტრმა რადიო თავისუფლების შეკითხვას, გაიხსნება თუ არა პენიტენციური სისტემა ჟურნალისტებისათვის, დადებითად უპასუხა.

„რა თქმა უნდა,  მე გპირდებით, რომ პერიოდულად თქვენთან ერთად გარკვეულ დაწესებულებებს მოვინახულებთ, თუმცა გუშინ ნახეთ რამხელა სენსიტიზირება გამოიწვია გლდანის საპყრობილეში მედიისა და კამერების დანახვამ  (დღეს მე გამოსაცვლელი მაქვს ფანჯრების ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც დაამტვრიეს პატიმრებმა). რა თქმა უნდა, ეტაპობრივად სასჯელაღსრულების სისტემა გახდება იმაზე ბევრად გამჭვირვალე, ვიდრე აქამდე იყო, თუმცა ვაღიაროთ, რომ აქამდე ოდნავ გამჭვირვალეც არ ყოფილა. მალე გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ჩვენ ერთად შევიდეთ და გავიგოთ არა მარტო ის, რა ხდება ეზოში ანუ კედლებს გარეთ, არამედ კედლებს შიგნითაც“, განაცხადა გიორგი ტუღუშმა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველო
24.09.2012 11:57
მთელი "უბედურებაც" იმაშია, რომ ვერ ვეგუები. ხოლო ამ "სამშობლოს მტრებისა და მსოფლიო იმპერიალიზმის" აგენტების წინააღმდეგ მებრძოლები ამას ჩემს ქურდებისადმი კეთილგანწყობით ხსნიან. მე არ ვაპირებ თავის მართლებას და არც იმის მტკიცებას ვის და რის მიმართ ვარ კეთილგანწყობილი. მე ერთი მაინტერსებს, როგორ მოახერხა ამ "დემოკრატიის შუქურამ" კანონმდებლობით გაეპრავებია "ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქურდული მენტალიტეტის გამო" . მე, ჩემი მოკრძალებული ცოდნით მგონია, რომ მენტალიტეტი მსოფლხედველობას უნდა ნიშნავდეს.. ხოლო მსოფლხედველობა აზრის თავისუფლებას. თუ მეშლება შემისწორეთ მე უვიცს ძალიან გთხოვთ

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
23.09.2012 23:28
ასეა ჩემო ქართველო, მიხარია რომ არაფერი გიკვირს, მიხარია იმიტომ რომ ვხვდებით ნელ ნელა, რომ ქართველებიც ჩვეულებრივი ხორცგადაკრული ძვლები ვართ და არა წმინდანები

თუმცა ამგვარი აზრისადმი ტოლრეანტობა... თქვენი არ ვიცი მაგრამ ჩემში ნულია, როგორ გავამართლო ვიღაცის ცემა, წამება, დამცირება მხოლოდ იმიტომ რომ ის ქურდია

ამის გამართლება ალბათ იმას შეუძლია ვინც ხელს მოაწერს ეგეთ საქციელზე

ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველო
23.09.2012 21:39
ძალიან უცნაურია ადამიანების სიტუაციის ცალმხრივად აღქმა და შეფასება. და სულ მეშინია, რომ ალბათ მეც ასე ცალმხრივად ვაფასებ სიტუაციას. და ამ ჩემი ცალმხრივი შეფასებით მგონია რომ პატიმრების ყოველდღიური ცემა შეურაცხყოფასა და პისუარ, რელაქსაციურ მასაჟს შორის ძალიან დიდი მანძილია.

თუმცა უკვე აღარაფერი მიკვირს, ფეისბუკზე ახალგაზრდა გოგონამ პატარა ბიჭის გაუპატიურების ვიდეოზე კომენტარი დადო, ეს ბავშვი ქურდული მენტალიტეტის ყოფილაო, და მეტის ღირსიაო. ნუ ალბათ მისი მხრიდან აბსოლუტურად გამართლებულია ადამიანის წამება მისი მსოფლხედველობისთვის

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: Tbilisidan
23.09.2012 15:12
რამდენიმე ჩემი კომენტარი არ გამოქვეყნდა, არც ვიცი რატომ, სამაგიეროდ ქვეყნდება ისეთი კომენტარები როგორიც დაწერა ჩემმა წინმსწრებმა

ნეტავ ერთი ამას თუ უგემია ოდესმე პრეზერვატივიანი დუბინკა უკანალში ანდა ცოცხზე თუ მჯდარა ოდესმე

რითი განსხვავდება ეხლა ეს ადამიანი დანარჩენი ციხის მტანჯველებისგან
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
23.09.2012 15:59
დარწმუნებული ხართ, რომ სწორად გამოგზავნეთ კომენტარები? "დახურვას" ხომ არ დააჭირეთ? შევამოწმე და ამ ფორუმში არცერთი თქვენი კომენტარი არ არის წაშლილი.

ავტორი: Magarava
23.09.2012 14:16
მეგობრებო,

სანამ გული ცხელია, ტელევიზორები და რადიოები დაუდგით, ვიდეო- და კომპაქტდისკპლეიერები, მაცივრები არ დაგვიწყდეთ. კლოზეტი თითო კაცზე, და პისუარები და ბიდეები. საუნა, საუნა ახლა ერთ ციხეში ორი მაინც უნდა იყო. დომინო, ნარდი, ჭადრაკიც აუცილებელი, ოღონდ ბანქო არ გინდათ. კინოსენასები კვირაში ერთხელ მაინც უნდა ჩაატაროთ. ტეიბლდენსის ქალებს თუ დაუქირავებთ ესეც ძალიან ადამიანური იქნება. მერე, ბარემ ეროვნული თავისებურებაც გავითვალიწინოთ ბარემ და მექისეებიც შეივიყვანოთ ციხეებში. ამ ყველაფერს თუ კარგად მოვაბამთ თავს, ციხის რეფორმასაც ჩავატარებთ, და ამდენ ხალხს გავუჩენთ სამუშაო ადგილს.

ყველაზე პოპულარული