ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 11:26

რუბრიკები / მეათე სტუდია

ოლიმპიადის პოლიტიკური მხარე: პოლიტიკურ ზეწოლაზე, შუკვანის გარდა, კიდევ სამი სპორტსმენი ალაპარაკდა

ბიძინა ივანიშვილი და ბეთქილ შუკვანი
ბიძინა ივანიშვილი და ბეთქილ შუკვანი

მულტიმედია

აუდიო
  • ოლიმპიადის პოლიტიკური მხარე: პოლიტიკურ ზეწოლაზე, შუკვანის გარდა, კიდევ სამი სპორტსმენი ალაპარაკდა

ტექსტის ზომა - +
ხელისუფლების მხრიდან სპორტსმენებზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის შესახებ, ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის გარდა, სხვა სპორტსმენებიც ალაპარაკდნენ. მათ მიერ 3 აგვისტოს საზოგადოებისადმი გავრცელებულ მიმართვაში  ვკითხულობთ, რომ სპორტსმენები ოლიმპიადის წინ ზეწოლის ფაქტებზე ლაპარაკს იმიტომ ერიდებოდნენ, რომ ოლიმპიადაზე პრობლემები არ შეჰქმნოდათ, თუმცა ოლიმპიურ ნაკრებსა და სპორტულ სამყაროში შექმნილი არაჯანსაღი სიტუაცია, რაც სპორსტმენებზე ზეწოლით გამოიხატება, მათ საჯარო გამოსვლებისაკენ უბიძგებს, რაც იგეგმება კიდეც
ოლიმპიური ნაკრების საქართველოში დაბრუნებისთანავე. 

”ღიად ვისაუბრებთ ყველა ფაქტზე, რომელსაც ხელისუფლება, თავისი ზონდერებით, ჩვენ წინააღმდეგ ახორციელებს. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ ყველა სპორტული ფედერაციის  ხელმძღვანელი ხელისუფლების მაღალჩინოსანია. სამინისტრო მოუწოდებს სპორტსმენებს, გამიჯნონ სპორტი და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა ერთმანეთისგან. ჩვენ გვაქვს მოქალაქეობრივი პოზიცია. სამინისტრომ სწორედ ეს მიიჩნია ჩვენს დანაშაულად და ამიტომ განახორციელა ზეწოლა ჩვენზე, "ქართული ოცნების" მხარდამჭერ სპორტსმენებზე. ხელისუფლება თავად ურევს ერთმანეთში სპორტსა და პოლიტიკას. ამას აკეთებდნენ მაშინ, როდესაც ზვიადაურის სურათები ჩამოგლიჯეს სპორტდარბაზების კედლებიდან, ახმეტაში ზვიადაურის სახელობის დარბაზს სახელი შეუცვალეს, როდესაც ძვლების დამტვრევითა და დენზე შეერთებით ემუქრებოდნენ ჩვენს მეგობრებს",- ვკითხულობთ 3 აგვისტოს გავრცელებულ მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ 2012 წლის ევროპის ჩემპიონი სამბოში ნოდარ მეტრეველი, ხუთგზის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი სამბოში უშანგი კუზანაშვილი,  საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში ამბაკო ავალიანი და თავად  ბეთქილ შუკვანი.

ბეთქილ შუკვანმა 2 აგვისტოს ”ქართული ოცნების” ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და მისი მეგობარი, საქართველოს ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტი გია უდესიანი დაადანაშაულა. მათი აგრესია, შუკვანის თქმით,  ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალის, ”ქართული ოცნებისადმი” მისი ღია პოლიტიკური სიმპათიებით იყო გამოწვეული. სწორედ ამ ღია განცხადებებისგან თავის შეკავება ურჩიეს ძიუდოისტს.  ბეთქილ შუკვანი ამბობს, რომ პირად საუბარში სპორტსმენთა უმეტესობა ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურადაა განწყობილი, თუმცა ამაზე ლაპარაკის ყველას ეშინია. და ეს არ არის მხოლოდ ძიუდოისტების პრობლემა:
საფრთხეს ვგრძნობდი და იქ რომ დავრჩენილიყავი, იგივე განმეორდებოდა, გინება, ლანძღვა და მეც არ ვარ ისეთი, რომ ხმა არ ამოვიღო ...

”მალე დაინახავთ და თავად დარწმუნდებით, რომ ძალიან ბევრი შემოუერთდება ”ქართულ ოცნებას”. ყველას ეშინია ამის ხმმაღლა თქმის, მაგრამ, იმედია, გადალახავენ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ პირისპირ ყველასთან მაქვს ნალაპარაკევი. უბრალოდ, ვერ გამოდიან ასე ღიად და ვერ ამბობენ. ხალხი ხედავს რა მდგომარეობაა ქვეყანაში, რა უსამართლობა ტრიალებს. რაც შეეხება ზეწოლას, ამაზე მეტი ზეწოლა რა გინდა, ოლიმპიადაზე ვიყავი და დაჭერობანას მეთამაშებოდნენ, მეტი ზეწოლა რა გინდათ. საკმარისია თქვა ხმამაღლა ვინ მოგწონს, რომ იმწუთიდანვე იწყება ეს ზეწოლა.”

როგორც ძიუდოისტი  აცხადებს, ის ლონდონიდან თბილისში ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე, მეგობრის დახმარებით დაბრუნდა.  ამის მიზეზად კი გია უდესიანთან სწორედ მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო  მოსალოდნელ კონფლიქტს ასახელებს:

”საფრთხეს ვგრძნობდი და იქ რომ დავრჩენილიყავი, იგივე განმეორდებოდა, გინება, ლანძღვა და მეც არ ვარ ისეთი, რომ ხმა არ ამოვიღო, პასუხს გავცემდი და რაც მოხდებოდა, ყველა მიხვდებოდა. თუ არაფერი ხდებოდა, მაშინ ათი კაცი რად უნდოდა, მარტო მოსულიყო და დამლაპარაკებოდა.“

რადიო თავისუფლება: უდესიანს გულისხმობთ?

ბეთქილ შუკვანი: დიახ.

ბეთქილ შუკვანი, (ლურჯი მაისურით) ლონდონის ოლიმპიადის უკანასკნელ ორთაბძოლაში.ბეთქილ შუკვანი, (ლურჯი მაისურით) ლონდონის ოლიმპიადის უკანასკნელ ორთაბძოლაში.
x
ბეთქილ შუკვანი, (ლურჯი მაისურით) ლონდონის ოლიმპიადის უკანასკნელ ორთაბძოლაში.
ბეთქილ შუკვანი, (ლურჯი მაისურით) ლონდონის ოლიმპიადის უკანასკნელ ორთაბძოლაში.
შუკვანის ჯერ კიდევ 2 აგვისტოს გაკეთებული განცხადებები - მათ შორის, ისიც, თითქოს მას სიტყვიერი შეურაცხყოფა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მიაყენა - იმავე დღესვე უარყო სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და თქვა, რომ   კოალიცია „ქართული ოცნების" და ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის მიერ წამოყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა. ამავე შინაარსის კომენტარებს აკეთებდნენ დღის განმავლობაში ძიუდოს ფედერაციისა და  საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები.  3 აგვისტოს კი ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება აღარ გამოეხმაუროს ამ საკითხს ოლიმპიადის დასრულებამდე

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი ლონდონის ოლიმპიადაზე ელგუჯა ბერიშვილი უსიამოვნო  ფაქტად მიიჩნევს იმას, რომ ოლიმპიადის დღეებში პოლიტიკური შინაარსის საკითხებმა - კერძოდ, ბეთქილ შუკვანის ოლიმპიადიდან წამოსვლამ და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე გაკეთებულმა განცხადებებმა -  ფაქტობრივად, გადაფარა სპორტული მოვლენები, მით უმეტეს, ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი გამოსვლების შემდგომ. ჩვენ მას ლონდონში დავუკავშირდით და ვკითხეთ, როგორი გამოხმაურება პოვა შუკვანის განცხადებებმა სპორტსმენებსა და საქართველოს დელეგაციის წევრებს შორის. შეიძლება თუ არა მართლაც ვისუბროთ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლაზე:

”უნდა დადასტურდეს ის ფაქტი, რომ შუკვანს მართლაც ემუქრებოდნენ, რომ მასთან რამდენიმე ადამიანი მართლაც მივიდა. თუ ეს მართალი აღმოჩნდა, მაშინ, ბუნებრივია, სხვა ტონალობაში და სხვა სიტყვებით მოგვიწევს ამ თემაზე ლაპარაკი. ფაქტია, რომ პრობლემა აშკარად ჩანს. თუმცა ვინ არის დამნაშავე,სანამ არ გარკვეულა ბევრი რამ, მტკიცებითი ტონით საუბარი არასწორი იქნება და არასერიოზული და აშკარად გამოაჩენს, რომ ერთი რომელიმე მხარის პოზიცია უჭირავს. მე რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე აქ, მათ შორის, ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ვახტანგ გეგელიას, რომელმაც თავი შეიკავა ყოველგვარი კომენტარისგან და მხოლოდ ის თქვა, რომ გამოიკვლევენ ყველაფერს და შეფასებებს შემდეგ გააცნობენ საზოგადოებას.”

ელგუჯა ბერიშვილი ლონდონიდან ასევე იტყობინება, რომ შუკვანის განცხადებებზე ასევე არ ლაპარაკობენ ოლიმპიადაზე დარჩენილი ძიუდოსტები. რაც შეეხება ოლიმპიურ სოფელში მომხდარ  ამბავს, რის გარშემოც კითხვები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია, ელგუჯა ბერიშვილი იხსენებს, რომ პირველი, რაც მან კახა ბერიძეს ჰკითხა, იყო ის, გაათენა თუ არა შუკვანმა ბოლო ღამე ოლიმპიურ სოფელში, რომელიც საკმაოდ დაცულია და იქ უცხო ადამიანებს მარტივად შესვლა არ შეუძლიათ:
ყველა ამბობდა, რომ შუკვანი წაგებას განიცდიდა და ოთახში იყო ჩაკეტილი და ყველასთან კონტაქტს ერიდებოდა და ამ დროს თურმე ის ორი დღის წამოსული იყო თბილისში. არ მესმის, რატომ დამალეს ეს ინფორმაცია? ...

”კახა ბერიძე ამბობს, რომ ის ღამე შუკვანს ოლიმპიურ სოფელში არ გაუთენებია. მას უთქვამს, რომ ლონდონში ნათესავი ჰყავდა და მასთან გადავიდოდა. თუ ეს მართლაც ასეა, გამოდის, რომ ის გარეთ იყო და გარეთ კი მასთან შეხვედრა პრობლემა არ იქნებოდა. ანუ სად მიმყავს ეს საუბარი - რამდენად შესაძლებელი იყო მასთან შეხვედრა და მართლა შედგა თუ არა ის საუბარი, რაზეც ბეთქილ შუკვანმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.”

თავისთავად იმ ფაქტს, რომ ოლიმპიადაზე აკრედიტებულმა ქართველმა ჟურნალისტებმა თბილისში ჩატარებული პრესკონფერენციიდან შეიტყვეს შუკვანის წასვლის ამბავი, „გამაოგნებელს“ უწოდებს ”მსოფლიო სპორტის” ჟურნალისტი ოთო მაღლაკელიძე:

”ყველა ამბობდა, რომ შუკვანი წაგებას განიცდიდა და ოთახში იყო ჩაკეტილი და ყველასთან კონტაქტს ერიდებოდა და ამ დროს თურმე ის ორი დღის წამოსული იყო თბილისში. არ მესმის, რატომ დამალეს ეს ინფორმაცია? გუშინ ძიუდოს ფედერაციამ გააკეთა განცხადება, ჩვენთან შეთანხმებული იყო შუკვანის წასვლა და არსად არ გაქცეულაო. თუ არ გაქცეულა და არ გაპარულა, რატომ არ ხმაურდებოდა ეს ამბავი? საიდუმლოებით მოცული რატომაა ეს ამბავი ? იგივე ფედერაციამ ამის შესახებ განცხადების გაკეთება რომ დააპირა, ნახევარი საათით ადრე შევიტყვეთ და ბევრმა ვერც მოასწრო გასაშუქებლად მისვლა.”

თავად ბეთქილ შუკვანთან გასაუბრების საშუალება, განსაკუთრებით   წაგებული შეჯიბრის შემდეგ, ჟურნალისტებს აღარ მისცემიათ. შესაბამისად, ჟურნალისტებისათვის უცნობი იყო ძიუდოსტის განწყობა. ლაპარაკობენ თუ არა რაიმე ნიშნით ზეწოლის შესახებ ოლიმპიადაზე მყოფი სხვა სპორტსმენები თუნდაც პირად საუბარში ან შესამჩნევია თუ არა ერთგვარი დაძაბულობა? -  პასუხად ოთო მაღლაკელიძე გვეუბნება, რომ გარედან ამის შემჩნევა შეუძლებელია და რომ ამ  თემაზე ლაპარაკს ყველა ერიდება.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მინდია მენდალია
15.08.2012 15:27
ქართველო, სწორი თქვით.

აბა, რა ეს იქნებოდა მართლა კარგი, და ადეკვატური მიძღვნა.

ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველიდან
08.08.2012 15:32
შუკვანს სამშობლოზე ეფიქრა და თუ გაიმარჯვებდა დაღუპული გმირებისათვის მიეძღვნა,ის ჯობდა,ვიდრე ეს სამარცხვინო საქციელი.

ავტორი: niko საიდან გვწერთ: tbilisidan
08.08.2012 12:56
ყველანი ვთანხმდებით რომ სპორტი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული, მაგრამ გეკითხებით რა შეხება ქონია ვარძელაშვილს სპორტთან?
ვარძელაშვილმაც და მთელმა დიღმის მასივმაც კარგათ იცის რომ ცხრა კლასის ატესტატში დამაკმაყოფილებელის გარდა სხვა ნიშანი არ უწერია. არც მერე არცერთ სასწავლებელში არ უვლია, სკოლა 22 წლი ასაკში ექსტერნად დაამთავრა როცა ნაცებმა გაიმარჯვეს და მაშინ მოეწყო სასოფლოში სადაც ვერ ივლიდა. ასეთი კაცი რომ მინისტრად დაინიშნება,სხვას რა უნდა მოელოდე ამ მთავრობისაგან.
მისი ოფიც. ბიოგრაფია
დაბადების თარიღი: 1979 წლის 3 აგვისტო

დაბადების ადგილი: საქართველო, წულუკიძე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება:

1994 წელი თბილისის N140 საშუალო სკოლა.

2002-2006 საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, სპეციალობა: სატყეო მეურნეობა

2006-2007 თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა

შრომითი საქმიანობა:

1998-1999 ტელეკომპანია "TV 4".

2002-2003 ქ.თბილისის საკრებულოს დროებითი ანტიკორუფციული კომისიის მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტი.

2003 -2004 საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2004 - 2008 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე.

2008-2010 წლიდან პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორი გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებში.
ის პოლიტიკაში მოხვდა კირკიტაძესთან ბავშობის მეგობრობით, ამიტომაც მისი მოადგილეები არიან კირკიტაძის დეიდაშვილები კასრაძე და ავალიანი

ავტორი: ლიდია ჰარტმანი-დგებუაძისა საიდან გვწერთ: ქუთაისი, გოჭოურა
06.08.2012 02:23
ეს შტერ-შტერი სპორტსმენები მოაშორეთ პოლიტიკას, თუ ღმერთი გწამდეთ. ქართულ პოლიტიკას შტერები და ბეცები ისედაც არ აკლია.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
05.08.2012 21:55
აბსოლიტურად ვეთანხმები უიშვილს

პარტიების ჭიდილში ზარალდება საქართველო, და ამის გამართლება უბრალოდ სასაცილოა.

ეს არის ჩვენი მთავარი უბედურება და ჭირი, ეს არის ის რისი გამოსწორებაც ყველაზე მეტად გვჭირდება: დაპირისპირება უკიდურესობამდე, ისე რომ გვერდზე აღარც ვიხედებით

ყველა ეჭიდება საპალნეს, ოღონდ სახლისკენ, არა ქვეყნისკენ და საქართველოსთვის არავის სცალია, სუფრის გარდა რათქმა უნდა

და ემ ეგო-ომში ქვეყანას ვერაფერი ვარგეთ აგერ უკვე 20 წელზე მეტია

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
05.08.2012 19:18
სტრიქონებს შორის იკითხება, რომ "ნაცებს" ხელს არ აძლევდა "ოცნებისტის" გამარჯვება და ამიტომ ცდილობდნენ, რომ მას არ მოეგო- მაგრამ წააგო საქრთველომ!-ეტყობა ასეთ მითითება ვარძელას -უკვე ჰქონდა...თავიდანვე

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
05.08.2012 12:47
მე ქვეყნის გადარჩენას ვერც მიშას და ვერც ბიძინას ხელში ვერ ვხედავ, ჩემი აზრით ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ ხალხს შეუძლია და ამიტომაც ვინმეზე თავის მიძღვნას ვერ დავეთანხმები

ერთადერთი თავს ვუძღვნი ჩემს ქვეყანას, ხოლო ოლიმპიურ ოქროს დამერწმუნე სამშობლოზე და საკუთარ ხალხზე უკეთესს ვერავის მიუძღვნი

კაცი რომელმაც ქვეყნის, ხალხის და ოჯახის სიყვარული არ იცის, ვშიშობ ვერაფერს არგებს სამშობლოს

ეს ჩემი აზრია და ამგვარად ვფიქრობ მე, არც მიშისტი და არც ბიძინისტი, საქართველოს მომავალს ჩვენივე ხალხის ხელში ვხედავ და არა მატყუარა "დემოკრატის" ანდა "დიდი ბუმაჟნიკის" პატრონის ხელში

ავტორი: mochveneba საიდან გვწერთ: planeta azuridan
05.08.2012 10:27
ვეხმიანები ტუტუცს სატუტუცეთიდან ძმაო ისდროა ახლა ოპიმპიური ოქრო კიარა თუსაჭიროა სიცოცხლეც უნდა მიუძღვნათ იმას რაშიც ხსნას ვხედავთ არასდროს არ ვყოფილვარ პარტიული ინტერესებისთვის მებრძოლი მაგრამ ახლა ქვეყნის ინტერესები ხალხის წამების დასასრული სწორედ მაგ ოპიმპიური ოქროს ადრესატის მიმართ არის მიპყრობილი ოპიმპიური გამარჯვება გვინდა სწორედ ქვეყნის გადასარჩენად

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
04.08.2012 18:14
ჯერ ეს ერთი ოლიმპიელი რომ თავის მედალს პარტიას უძღვნიდეს, ეს ჰიტლერის ეპოქას თუ ახსოვს, ეს უკვე სასაცილო და სავალალოა

მერედა მაგათ წარუმატებლობას ზეწოლას რამდენად დავაბრალებთ საკითხავია

სპორცმენებს პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათ, მაგრამ ამას ედიკადან მოყოლებული არც ერთი მთავრობა არ ითვალისწინებს

ავტორი: aaa
04.08.2012 17:01
ხო აბა რაა, პოლიტიკური ზეწოლა და ჩაკ ნორისის ლანდი უშლიდათ ხელს თორე ისე დაგლეჯდნენ ყველაფერს...

ავტორი: მერი გედენიძე საიდან გვწერთ: წყალტუბო
04.08.2012 15:14
სპორტსმენების პოლიტიკაში ინვოლვირების ტრადიცია არ უნდა დავივიწყოთ ოდესმე ?! რა ესაქმება, ბატონებო, სპორტსმენებს პოლიტიკაში ?! რატომ ვაძლევთ მათ, ან თავად რად აძლევენ საკუთარ თავს ამ ამხელა უფლებას ?

ავტორი: sasha საიდან გვწერთ: vwevar da ise
04.08.2012 02:54
ლუსიან ფროიდი ფონზე მაშფოთებს! ო ბორის, პოდარი მნე ოდნუ კარტინკუ.

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
03.08.2012 23:04
მოკლედ ეს სპორტსმენები გაგაგიჟებენ, რა შუაშია ვის მხარეზე ხარ,იბრძოლე რა შენი ქვეყნისთვის.
უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალი ხალხი იქცევა ასე.
ეგებ განმარტოს შუკვანმა, ზეწოლაში რას გულისხმობს.
რა მთავრობა იმაზე მუშაობდა რომ სპორტსმენებს მედლები არ აეღოთ? კარგით რა, ასეთი ტყუილი ბავშვსაც აღარ სჯერათ. თუ ვერ იჭიდავებ, რადგან თავი პოლიტიკით გაქვს დაკავებული, სხვას მაინც ნუ დააბრალებ შენს წარუმატებლობას, ღირსეულად მოიქეცი.
კიდევ ერთი, რა შუკვანს არ ეკადრებოდა ოლიმპიურ სოფელში ცხოვრება? ნათესავზე და მეგობარზე მედლის აღების მერე ეფიქრა. მაგრამ ყველას არ გააჩნია მაგდენი შეგნება. ქვეყანა ფეხზე ჰკიდიათ, მხოლოდ საკუთარი ამბიციებია მათთვის მთავრი. ჰოდა მასე დაგიდგებათ ხალხიც გვერდზე. პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან და გამარჯვება, ქვეყნის სახელის გატანა ხალხს წლების მანძილზე ახსოვს.
მაგრამ აბა რად უნდათ ეგ, არ ურჩევნიათ ბიძინასგან ფული აიღონ მხარდაჭერისთვის, სპორტს ხომ დიდი შრომა სჭირდება.
კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს შავდათუაშვილის გამარჯვებას.ასეთი სპორტსმენები გვიმრავლოს.

ყველაზე პოპულარული