სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 22:00

პოლიტიკა / მსოფლიო

კრემლის პროპაგანდა: სერგეი უდალცოვი, გივი თარგამაძე და არშემდგარი რუსული რევოლუცია

x

მულტიმედია

აუდიო
  • კრემლის პროპაგანდა: სერგეი უდალცოვი, გივი თარგამაძე და არშემდგარი რუსული რევოლუცია

ტექსტის ზომა - +
რუსეთის მოძრაობა ”მემარცხენე ფრონტის” კოორდინატორის სერგეი უდალცოვისა და კიდევ ორი ოპოზიციონერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდებით. ამის საფუძველი გახდა დოკუმენტური ფილმი „პროტესტის ანატომია 2“, რომლის თანახმად, ოპოზიცია ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, სავარაუდოდ,  ძალადობრივი გზით აპირებდა.

ფილმის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ უდალცოვი და რამდენიმე რუსი ოპოზიციონერი, უცხოეთიდან მიღებული ფულითა და ინსტრუქციებით, ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ძალადობრივი გზით აპირებდნენ. ფილმში ნაჩვენებია ფარულად გადაღებული კადრები, რომლის თანახმად, უდალცოვი ინსტრუქციებს ქართველი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძისგან იღებდა.

ნაწყვეტი ფილმიდან „პროტესტის ანატომია 2“: „გივი თარგამაძე თანდათან გადადის კონკრეტულ მითითებებზე, თუ რა უნდა გააკეთოს უდალცოვმა და როდის. რევოლუცია რუსეთში უნდა დაიწყოს ხელისუფლების ხელში ჩაგდებით ცალკე აღებულ რეგიონში, უფრო ზუსტად კი - კალინინგრადში.“
ეს ხელისუფალთა შურისძიებაა ჩვენი აქტიურობისთვის. ვთხოვ ყველა მოქალაქეს, ნუ გაჩერდებიან და აღშფოთება გამოთქვან ამის გამო...

ეს მხოლოდ მცირე ნაწყვეტია იმ ინსტრუქციებისა, რომელთაც, ფილმის ავტორთა აზრით, რუსეთში რევოლუციის მოსახდენად იღე ბდა სერგეი უდალცოვი, ფულთან ერთად, ქართველი პოლიტიკოსის გივი თარგამაძისაგან. როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა, ვლადიმირ მარკინმა, 17 ოქტომბერს განაცხადა, გამოძიებას ეჭვი არ ეპარება ვიდეოჩანაწერების ავთენტურობაში:

„ამ გამოძიების შედეგების თანახმად, ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს ვიდეომონტაჟის ნიშნები. დადგენილია, რომ ფილმ „პროტესტის ანატომია 2“-ში გამოყენებულ - მათ შორის, ვიდეოთვალთვალის აპარატის მიერ გაკეთებულ - ფარულ ჩანაწერებში არსებული ხმა ეკუთვნის უდალცოვს. თავად შეხვედრა, რომლის ფრაგმენტებიც ფილმშია ნაჩვენები, 2012 წლის ივნისის მეორე ნახევარში ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შედგა.“

რაც შეეხება პროპაგანდისტულ ფილმ „პროტესტის ანატომია 2“-ის  მეორე გმირს, გივი თარგამაძეს, იგი საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტში თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტს ედგა სათავეში. როგორც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ძალიან დაახლოებული პოლიტიკოსი, თარგამაძე ახალ პარლამენტშიც მოხვდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით. როგორც უწინ, თარგამაძე მედიისათვის ამჯერადაც მიუწვდომელია, თუმცა მისი თანამებრძოლი პარლამენტში, დავით დარჩიაშვილი, გივი თარგამაძის მონაწილეობას სავარაუდო რუსულ რევოლუციაში კრემლის ინსინუაციად მიიჩნევს:
დავით დარჩიაშვილიდავით დარჩიაშვილი
x
დავით დარჩიაშვილი
დავით დარჩიაშვილი

„არ ვიცი, ამ ინსინუაციაზე რა კომენტარი უნდა გაკეთდეს გარდა
იმისა, რომ თუკი ვინმეს აინტერესებს მშვიდობიანი, დემოკრატიული მოძრაობის გამოცდილება სხვა ქვეყნებში, ღმერთმა ხელი მოუმართოს. და რაღაც უკანონო ძალაუფლების ხელში ჩაგდებები, ეგ არც საქართველოში გაუკეთებია გივი თარგამაძეს და ახლა სად უნდა აკეთოს კიდევ, არ ვიცი.“


ქართველ პოლიტიკოს გივი თარგამაძესთან ნაცნობობას უარყოფს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს რუსეთის „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერი სერგეი უდალცოვი, რომელიც ოთხშაბათს დაკითხვაზე დაიბარეს:

„ეს ხელისუფალთა შურისძიებაა ჩვენი აქტიურობისთვის. ვთხოვ ყველა მოქალაქეს, ნუ გაჩერდებიან და აღშფოთება გამოთქვან ამის გამო.“
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდია ხელისუფლების შიში და შურისძიების გრძნობა...

ლევ პონამარიოვმა, „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრიდან“, უდალცოვის დაპატიმრება შეადარა 30-იანი წლების რეპრესიებს. ცუდი მოლოდინი აქვს მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელს ლიუდმილა ალექსეევას, რომელიც ვარაუდობს, რომ სამართლებრივი დევნა შესაძლოა სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და უფლებადამცველებსაც დაემუქროთ.

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდია ხელისუფლების შიში და შურისძიების გრძნობა“, - ამბობს ცნობილი რუსი უფლებადამცველი ქალი.

გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი უდალცოვსა და მის თანამებრძოლებს, ლეონიდ რაზვოზჟაევსა და კონსტანტინ ლებედევს, 48 საათით  თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
31.10.2012 11:22
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
19.10.2012 02:51
ჰო რუსეთი ჩალიჩობს ასეთი უნიჭო სცენებით თავისას მიაღწიოს. საქართველოში, ყოველშემთხვევაში, ეგ გამოუვიდა.
ისე ყოჩაღ გივის თუ რუსეთში არეულობის მოწყობას აპირებდა.))-მაგარი ხართ შენ და მიშა-გივი.... ისე იცოდე- გივის მალე "გაბაწრავენ"-მადლობა თქვას რუსეთს თუ არ გადასცემენ (არის მასეთი შანსიც), ისიც"ეყოფა", აქ რომ საქმეებს გამოუქექავენ-ჰაი დედასა! მალე დაგეკარგება ნაცების დაცვის ხალისი და კომენტების იშტა! მაგასაც მოვესწრებით

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
19.10.2012 02:51
ჰო რუსეთი ჩალიჩობს ასეთი უნიჭო სცენებით თავისას მიაღწიოს.საქართველოში,ყოველშემთხვევაში,ეგ გამოუვიდა.
ისე ყოჩაღ გივის თუ რუსეთში არეულობის მოწყობას აპირებდა.)))
ეეჰ,საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილი აისრულა პუტინმა საქართველოში ოცნებისტების მოსვლით.
დასავლეთი იმედია მიხვდება,რომ ახალგაზრდა დემოკრატიებს მარტო დეკლარაციებით კვება და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები არ სჭირდება.ნატოსთვის მაპი რომ მოეცათ და უფრო მეტი მხარდაჭერა გამოეჩინათ სააკშვილის მთავრობისთვის რუსეთს კიდევ უფრო თავზე არ წამოისვამდნენ.გათავხედებული პუტინი ჯერ კიდევ ბევრ სიურპრიზს შესთავზებს ევროპა -ამერიკას. და რა სამწუხაროა, რომ ამ ბინძურ თამაშში საქართველოც ვერ გამოვა ზარალის გარეშე.ოღონდ საკითხავია, რამდენად დიდი იქნება მისი საფასური.

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
18.10.2012 14:17
არ ვიცი, ამ ინსინუაციაზე რა კომენტარი უნდა გაკეთდეს გარდა
იმისა, რომ თუკი ვინმეს აინტერესებს მშვიდობიანი, დემოკრატიული მოძრაობის გამოცდილება სხვა ქვეყნებში, ღმერთმა ხელი მოუმართოს. და რაღაც უკანონო ძალაუფლების ხელში ჩაგდებები, ეგ არც საქართველოში გაუკეთებია გივი თარგამაძეს და ახლა სად უნდა აკეთოს კიდევ, არ ვიცი.“-ბატონო დავით ვნახეთ ეს ჩანაწერი, მოვისმინეთ ხმები, გავიაზრეთ გივი თარგამაძის უკრაინული "გამოცდილება": "დონეცკს დედამისისას დავახურავო" და დავრწმუნდით, რომ სიცრუისა და დემაგოგიის ოსტატი ბრძანდებით, მთელ ნაც5მოძრაობასთან ერთად-აი ეს არის ის "ფუნდამენტური განსხვავება" რაც სხვა პოლიტიკური გუნდებისაგან განგასხვავებთ და რასაც ხაზგასმით აღნიშნავს თქვენი "ნალიდერალი"... მალე ისტორიის სანაგვეზე ხილვას გისურვებთ ...მთელს თქვენს მოძრაობას...დასაწყისი უკვე სახეზეა!

ყველაზე პოპულარული