Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიამ და კოსოვომ "საეტაპო" შეთანხმებას მიაღწიეს


25 აგვისტოს შეთანხმების ხელმოწერით სერბიამ და კოსოვომ ნაბიჯი გადადგეს ურთიერთობების ნორმალიზაციისა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ბრიუსელში ევროკავშირის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებზე სერბიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ისა მუსტაფამ მიაღწიეს შეთანხმებას ოთხ მნიშვნელოვან სფეროში, მათ შორის - ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციებისა და მართლმსაჯულების სფეროებში.

„დღევანდელი შედეგი წარმოაჩენს საეტაპო მიღწევებს ნორმალიზაციის პროცესში“ - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმ. „დღეს მიღწეული გადაწყვეტილებები კონკრეტულ სარგებელს მოუტანს ხალხს და ამავდროულად ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის წინსვლას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“.

შეთანხმების მიღწევა ორი დღით უსწრებდა წინ ვენაში დაგეგმილ ევროკავშირის სამიტს, რომელშიც სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები. სამიტზე განსახილველი ძირითადი საკითხი მიგრანტების მზარდი ნაკადია. იმსჯელებენ აგრეთვე ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივაზე.

25 აგვისტოს შეთანხმებით, კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრები სერბები ისარგებლებენ მეტი უფლებით და შეეძლებათ თავიანთი საქმეების - ადგილობრივი ეკონომიკისა და განათლების საკითხების გადაწყვეტა, აგრეთვე საშუალება ექნებათ მიიღონ დაფინანსება ბელგრადიდან. კოსოვოს ექნება თავისი სატელეფონო კოდი - ქვეყნის კოდი, რაც სერბიის მხრიდან კოსოვოს სუვერენიტეტის აღიარებას უდრის. კოვოსომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. სერბია-კოსოვოს შეთანხმებას მიესალმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG