შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 07:13

პოლიტიკა / საქართველო

აშშ-ის სენატორები იბრძოლებენ იმისთვის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს

x
ტექსტის ზომა - +
ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, - ამის შესახებ სენატორმა ჯოზეფ ლიბერმანმა აშშ-ის საელჩოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამერიკელ სენატორთა დელეგაცია ვიზიტის დროს პირველად კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებს შეხვდა და წინასაარჩევნო სიტუაციის შეფასება ბიძინა ივანიშვილისაგან მოისმინა . "ჩვენ დღეს შევხვდით ბატონ ივანიშვილს და მან განაცხადა, რომ რუსეთთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. მისი განწყობაა, რომ საქართველოში იყოს დემოკრატია, ქვეყანა იყოს თავისუფალი და ნატოს წევრი. ჩვენ აშკარად ვიღებთ მის სიტყვებს, ხოლო არჩევანს საქართველოს მოქალაქეები თავად გააკეთებენ", - აღნიშნა სენატორმა ჯონ მაკკეინმა. სენატორებმა ასევე განაცხადეს, რომ გმობენ რუსულ აგრესიას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. და განაგრძობენ ბრძოლას, რომ „საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდეს თავდაცვითი იარაღი და საქართველოს მთავრობას საკუთარი ხალხის დაცვა შეეძლოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომლითაც საქართველო განაგრძობს სვლას დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ", - განაცხადა სენატორმა ჯოზეფ ლიბერმანმა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)

ყველაზე პოპულარული