ოთხშაბათი, 01 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 09:57

რუბრიკები / ალგორითმი

ტვინის ზომა სხვა ორგანოების ხარჯზე

x

მულტიმედია

აუდიო
განსაკუთრებით დიდ ტვინს თავის ფასი აქვს: მასთან დაკავშირებული გაფართოებული უნარები დიდ ენერგიას მოითხოვს, რაც სხვა ორგანოებს აკლდება. ევოლუციის განმავლობაში თავის ტვინის ზრდასთან დაკავშირებული ეს კანონზომიერება შვედმა ბიოლოგებმა შეისწავლეს და ექსპერიმენტულად დაადასტურეს. მათ ხელოვნური შერჩევის გზით გამოიყვანეს დიდტვინიანი თევზები. ეს თევზები თავის სხვა თანამოძმეებთან შედარებით უკეთესი უნარებით გამოირჩეოდა, მაგრამ სამაგიეროდ მათ უფრო მოკლე ნაწლავი განუვითარდათ და შეუმცირდათ შობადობის უნარი. გამოკვლევის შედეგები ჟურნალ „Current Biology”-შია გამოქვეყნებული.

თავის ტვინის ძლიერი ზრდა ადამიანის ევოლუციის ერთ-ერთი მთავარი თავისებურებაა. მაგრამ ხორცის გაზრდილი მოხმარების გზით მეტი კალორიების მიღებამ ის გამოიწვია, რომ ადამიანის წინაპრისთვის დიდ ტვინს მეტი სარგებელი ახასიათებდა, ვიდრე უარყოფითი მხარეები.

„ეგერგეტიკული თვალსაზრისით, ადამიანის თავის ტვინი არაჩვეულებრივად ძვირადღირებული ორგანოა. ის სხეულის მასის მხოლოდ 2%-ს შეადგენს, მაგრამ ეგერგიის 20%-ს მოიხმარს“, ამბობს უპსალის უნივერსიტეტის თანამშრომელი ნიკლას კოლმი. გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, თავის ტვინის ზომისა და სხეულის მასის შეფარდება ერთგვარი კომპრომისის შედეგია ენერგეტიკულ დანახარჯებსა და გაუმჯობესებული ტვინის უნარების სარგებელს შორის. ეს ჰიპოთეზა კოლმმა და მისმა კოლეგებმა შეამოწმეს მტკნარი წყლის თევზ გუპიზე (Poecilia reticulata), რომელიც ცოცხლად შობს ლიფსიტებს. კვლევის დასაწყისში მათ შეარჩიეს ის ლიფსიტები, რომელთაც საშუალოზე მცირე და საშუალოზე დიდი ტვინი ჰქონდათ და ისინი ბუნებრივი სელექციისთვის გამოიყენეს.

მეცნიერები განაცვიფრა იმან, რომ უკვე მეორე თაობაში გაჩნდნენ მდედრები, რომლებიც 8-9%-ით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ტვინის ზომასა და სხეულის მასას შორის თანაფარდობის თვალსაზრისით. მამრებს შორის ეს სხვაობა 5-8 %-ს შეადგენდა. შემდეგ ეტაპზე აღმოჩნდა, რომ დიდტვინიანი მდედრები უფრო იოლად სწავლობდნენ, ვიდრე მცირეტვინიანები. მამრების შემთხვევაში ასეთი განსხვავება არ დაფიქსირებულა.

დიდტვინიან თევზებს უფრო მოკლე ნაწლავი ჰქონდათ და 19%-ით ნაკლებ შთამომავლობას შობდნენ, ვიდრე ისინი, რომელთა თავის ტვინის მასა ნაკლები იყო. ცდებმა აჩვენა, რომ იმ ჭარბი ენერგიის კომპენსაცია, რომელსაც დიდი ტვინი მოიხმარს, ხდებოდა საჭმლის მომნელებელ და გამრავლების სისტემებს.

რაც შეეხება იმას, რომ დიდი ტვინი მხოლოდ მდედრების შემთხვევაში ახდენდა გავლენას სწავლის უნარზე, მეცნიერთა აზრით, ეს ორი სქესის ცხოველთა ცხოვრების სხვადასხვაგვარი წესით აიხსნება. ბუნებრივ პირობებშიც მდედრები საკვებს უფრო ენერგიულად ეძებენ და უფრო გამომგონებლურად იქცევიან. ამიტომაც ისინი უფრო იოლად უღებდნენ ალღოს საცდელ ამოცანებს, რომლებსაც წარმატების შემთხვევაში საკვებით დაჯილდოება მოჰყვებოდა. ნაწლავის დამოკლებით მცირდება ვეგეტატიური ნერვული სისტემაც, რაც ასევე უწყობს ხელს თავის ტვინში მეტი უჯრედების გაჩენას. ბუნებრივ პირობებში, სადაც საკვები შეზღუდულია და არსებობს მტაცებელთა საფრთხე, თავის ტვინის განვითარებას ევოლუციის განმავლობაში დამატებითი ფაქტორებიც უწყობდა ხელს. თუ რა ფაქტორებია ეს, ამის გარკვევას ბიოლოგები შემდგომ გამოკვლევებში აპირებენ.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

სხვა მასალები

ვაშინგტონში ვიზიტი გრძელდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ვაშინგტონში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება.
გაგრძელება

აუდიო აშშ-მა და ავღანეთმა უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

აშშ-ისა და ავღანეთის ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც აშშ-ის სამხედროებს უფლებას აძლევს ქვეყანაში 2014 წლის შემდეგაც დარჩნენ.
გაგრძელება

თურქეთი ავტორიტარიზმისკენ იხრება

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“ თვლის, რომ თურქეთში კანონის უზენაესობის პრინციპი მაშინ შეირყა, როცა ერდოანმა იერიში მიიტანა განსხვავებულ აზრზე და მედიის თავისუფლებაზე.
გაგრძელება

"მნიშვნელოვანია სანქციების გავლენა რუსეთზე"

უკრაინაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით "ამერიკის ხმამ" რამდენიმე შეკითხვით მიმართა გერმანიის მარშალის ფონდის პრეზიდენტს, კარენ დონფრიდს.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული