ხუთშაბათი, 31 ივლისი, 2014 თბილისის დრო 17:29

პოლიტიკა / საქართველო

საშობაო კოჰაბიტაცია

შობას პრეზიდენტი, მთავრობის რამდენიმე წევრთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში შეხვდა.შობას პრეზიდენტი, მთავრობის რამდენიმე წევრთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში შეხვდა.
x
შობას პრეზიდენტი, მთავრობის რამდენიმე წევრთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში შეხვდა.
შობას პრეზიდენტი, მთავრობის რამდენიმე წევრთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში შეხვდა.

მულტიმედია

აუდიო
შობას პრეზიდენტი, მთავრობის რამდენიმე წევრთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში შეხვდა, პრემიერ-მინისტრი კი მშობლიურ ჭორვილაში. შობის აღსანიშნავად არჩეული ადგილების გარდა, განსხვავებული იყო პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის საშობაო მილოცვა-სურვილებიც. პრეზიდენტის სიტყვაში პოლიტიკური შემადგენელი ჭარბობდა, პრემიერ-მინისტრი კი რამდენიმეწამიანი მისალოცი ტექსტით შემოიფარგლა. რას შეიძლება  ნიშნავდეს პრეზიდენტის მიერ ნახსენები ”ნგრევა” და ”წარსულთან პაემანი”?

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  შობის ღამეს, სამების ტაძარში  მედიასთან საუბრისას, თქვა, რომ სურს ყოველ ახალ წელს უკეთესი განწყობით ვხვდებოდეთ, ყოველ შობას კი მეტი ოპტიმიზმით. ამას გარდა, პრეზიდენტის სიტყვა პოლიტიკური სურვილებით იყო გაჯერებული:

” მე მინდა ვისურვო წლევანდელი წლისთვის, რომ  არ დავუშვათ იმ ყველაფრის ძირის გამოთხრა, რასაც ამდენი წლის განმავლობაში დიდი რუდუნებით ვაშენებდით; არ დავუშვათ ის ნგრევა, რომლითაც გვემუქრებიან; არ დავუშვათ უკან დაბრუნება ქვეყნის და ეს წარსულთან  დაწყებული არასასურველი პაემანი ერთხელ და სამუდამოდ საქართველომ დაასრულოს. მე ვარ რეალისტი, მაგრამ, ამავე დროს, მე ვარ ოპტიმისტი და მიმაჩნია, რომ ყველანაირ დროებით სიძნელეებს გადავლახავთ, ყველანაირ შესაძლო რისკებს საქართველო გვერდზე გაწევს და გააგრძელებს თავის განვითარებას, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი ამას იმსახურებს”.

საქართველოს პრეზიდენტისგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სულ რამდენიმეწამიან სიტყვაში ჩატია სათქმელი და იმედი  გამოთქვა, რომ ყველა ერთად ავაშენებთ ახალ საქართველოს:
სიცრუე იმდენად არის, რამდენადაც, ჯერ ერთი, არავის ”ოცნებიდან” არ უთქვამს, რომ უნდა დაინგრეს ის, რაც აშენებულა და, პირიქით, სულ იმაზე იყო ხაზგასმა, რომ უნდა შენარჩუნდეს ყველაფერი ...

”შობა საყვარელი და ტრადიციული დღესასწაულია ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის. ამ დღეს უდიდესი სიხარულით ველოდებით და ყველა ოჯახში საზეიმო განწყობა სუფევს. სიმბოლურად შობა ახლის დაბადებას ნიშნავს და მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად ახალი შემართებით  ავაშენებთ ჩვენს საოცნებო საქართველოს. ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს! მშვიდობა, სიკეთე და სიყვარული არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახებს!”

პრეზიდენტის  საშობაო მილოცვის ტექსტს ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საინფორმაციო ომს უწოდებს, რომელიც პრეზიდენტმა მას შემდეგ დაიწყო, რაც კოჰაბიტაციაზე უარი თქვა, და თუ პრეზიდენტის სიტყვებს ჩავუკვირდებით, ამბობს რამაზ საყვარელიძე, ეს არის ტყუილი ინფორმაციული ნაკადი. ის აზვიადებს ”ქართული ოცნების” მიერ ნათქვამ ფრაზებს, დავუშვათ, ”მშვიდობის  ხიდის” შესაძლო ჩანაცვლებასთან  დაკავშირებით, და ამას უწოდებს ნგრევას, წარსულში დაბრუნებაზე საუბრისას ის გულისხმობს რუსეთთან  ურთიერთობის  შესაძლო ს ცვლილებას. თუმცა რეალურად, რამაზ საყვარელიძის სიტყვებით, პრეზიდენტი საინფორმაციო ომს ეწევა არა მარტო ქართული საზოგადოების, არამედ დასავლეთის თვალშიც:

”სიცრუე იმდენად არის, რამდენადაც, ჯერ ერთი, არავის ”ოცნებიდან” არ უთქვამს, რომ უნდა დაინგრეს ის, რაც აშენებულა და, პირიქით, სულ იმაზე იყო ხაზგასმა, რომ უნდა შენარჩუნდეს ყველაფერი, რაც პოზიტიური ჰქონდა განვლილ პერიოდს; მეორეც, პრეზიდენტი მიანიშნებს, რომ საერთაშორისო ორიენტაცია უნდა შევინარჩუნოთ, ანუ ის გაცილებით მეტს გულისხმობს, რომ შექმნა, ვიდრე რეალურად შექმნა”.
ერთადერთი კონდექტი არის ის, რომ მე, როგორც ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც განვასახიერებდი პროგრესს, მოდერნიზაციას და ა.შ., თუ მე არ ვიქნები ხელისუფლებაში, მაშინ ყველაფერი იქნება ცუდად ...

რამაზ საყვარელიძის თქმით, პრეზიდენტი ცდილობს საზოგადოებაში ახალი ხელისუფლების მიმართ უნდობლობა და წინააღმდეგობის გრძნობა გააჩინოს. მეორე მხრივ,  პრემიერ-მინისტრის  გამოსვლის შეფასებისას რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ივანიშვილი არ ერთვება პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ  რიტორიკულ ბრძოლაში, რადგან ეს მისი სტილი არ არის:

”თუ ივანიშვილმა რაღაც გადაწყვიტა, მას დიდხანს შეუძლია იყოს პასიური, დიდხანს შეუძლია გაატაროს მოვლენები ისე, თითქოს რეაქციას არ იძლევა. არჩევნების წინ, როდესაც პოლიტიკაში შემოსვლაზე განაცხადა, მერე გაჩერდა და მთელი საქართველო იძახდა, რატომაა გაჩერებულიო. გაჩერდა, დაუცადა, სანამ არ მომწიფდა ის წერტილი სივრცეში და ის სტრატეგია, რომლითაც პრაქტიკულად უშეცდომო ნაბიჯებს გადადგამდა საარჩევნო კამპანიაში. ის მომლოდინე პოლიტიკოსია - მტაცებლებმა რომ იციან  ჩასაფრება და მომენტის დალოდება. მტაცებელიც, რა თქმა უნდა, არის - ის პოლიტიკურ ბრძოლაშია ჩაბმული”.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორის, ფსიქოლოგ  მარინა ჩიტაშვილის სიტყვებით, პრეზიდენტი საკუთარ გამოსვლაში ცდილობს საზოგადოებას რეალობა მუქ ფერებში წარმოუჩინოს და საკუთარ მნიშვნელობას და როლს გაუსვას ხაზი:

”ერთადერთი კონდექტი არის ის, რომ მე, როგორც ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც განვასახიერებდი პროგრესს, მოდერნიზაციას და ა.შ., თუ მე არ ვიქნები ხელისუფლებაში, მაშინ ყველაფერი იქნება ცუდად. ამის პერიფრაზი სხვა სიტყვებით გახლავთ: მე თუ არ ვიქნები, წყალს და მეწყერს წაუღია ყველაფერი, ანუ პრეზიდენტი თამაშობს ამ სენტენციის გამოყენებით”.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ზ. საბულუა
17.01.2013 15:07
აიტაცეთ ახლა ეს უცხოური ტერმინი "კოჰაბიტაცია",როგორც აქამდე უამრავი ასეთი. ვინ დაგვწყევლა? რა გვჭირს? ქართველებო!!! არც მშობლიურ ენას ვცემთ პატივს არც მამულს და რწმენაც მხოლოდ კომფორმიზმის ნაწილად ვაქციეთ. იმაშიც ვერ გარკვეულხართ ევროპაში ხართ თუ აზიაში. რა გინდათ, რა ევროპული ღირებულებებით მოიხიბლეთ ასე, თქვე დალოცვილებო. მიხედეთ საკუთარ თავს და დააფასეთ თქვენი წინაპრების ღირებულებები თუ გინდათ ვინმემ ამ ქვეყანაზე რამეთ ჩაგაგდოთ. თავი დაანებეთ ღამურის როლში ყოფნას და საკუთარ მართლაც რომ ბევრისგან გამორჩეულ ღირებულებებს გაუფრთხილდით და გადაეცით მომავალ თაობებს თუ გინდათ, რომ გადარჩეთ, როგორც ერი ამ გლობალურ მსოფლიოში...

ავტორი: ზ. საბულუა
17.01.2013 12:38
ერთხელ კი დავწერე თქვენთან, მაგრამ კიდევ გავიმეორებ. დასავლეთში, "განათლება" მიღებულ სუბიექტებს, რომ ვუყურებ, რატომღაც მათი დიდი უმრავლესობა, პოლ პოტივით მანიაკი სადისტი ან ბენაზირ ფხუტოსავით კორუმპირებული დემაგოგი გამოდის. ამას, ალბათ აქვს თავისი ახსნა. მოხვედრილები იმ სოციუმში სადაც ადამიანური ღირებულებების შკალაზე, პირველ ადგილზე სიმდიდრეა და დაგროვილი ფულის რაოდენობით განისაზღვრება ძირითადათ ადამიანის ღირსება. ასეთ გარემოში ეს ყმაწვილები განიცდიან ღირებულებათა აღრევას, ცვლას. მათ უყალიბდებათ დაუოკებელი სურვილი,ოცნება, სწრაფვა სიმდიდრისკენ. სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგ და აქ დახვედრილი "ნოყიერი" ნიადაგი, მათ ამ ოცნებას, ხშირ შემთხვევაში რეალობათ აქცევს.ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილიც ასეთი კატეგორიის სუბიექტების ერთ-ერთი "თვალსაჩინო" წარმომადგენელია. "დალოცვილო" შადრევნების,ყოველ ფეხის ნაბიჯზე პოლიციის და იუსტიციის "სახლების" მშენებელი პრარაბი ხარ თუ საქართველოს პრეზიდენტი. რაც ამ სიმახინჯის, (რასაც შენ მშვიდობის ხიდს ექახი) აშენებაში ფული დახარჯე, ალბათ 100-სოფელს ეყოფოდა რომ, სოფლის მეურნეობისთვის საჭირო ტექნიკა და შხამ-ქიმიკატები შეეძინა და არ დაცლილიყო ქართული სოფელი, რომელიც პრაქტიკულად სულს ღაფავს. მთა დაცლილია, მოსახლეობა აღარა გყავს, ქალაქსაა შეხიზნული ან გაქცეულია ქვეყნიდან, თავის გადასარჩენად. ბარია და ისიც იცლება. რომ ამბობ აფხაზეთს და "სამხრეთ ოსეთს" (ერთხელ არ გითქვამს საქართველოს ამ კუთხის ჭეშმარიტი დასახელება; სამაჩაბლო. გაუთქვიფე ყურებში მთელს მსოფლიოს, როგორც შენმა გურუმ "მანქურთმა" შევარდნაძემ ეს მტრის მიერ შექმნილი ტერმინი) დავიბრუნებთო ( შენ და შენი, ფარჩაკი გენერლები რისი დამბრუნებელიც ხართ 2008-ში კარგად გამოჩნდა) ვინ უნდა აცხოვრო იქ? იმისთვისაც არ მიგიხედავს ვინც ჯერ კიდევ არ გაქცეულა ქვეყნიდან და თოფში ისვრი მილიონებს, ჩამოგყავს ათასი არტისტი და აწყობ "შოუებს". მოკლედ სრულ "ნირვანაში" ხარ და ისე გაინტერესებს საქართველო და ქართველი ხალხი, როგორც მე ბურკი ნა ფასოს მომავალი...

ავტორი: მა-ნიაკი საიდან გვწერთ: კო-ნიაკიდან
10.01.2013 01:13
ავტორი: ანონიმი
08.01.2013 21:39- "დააკლაყოფილებენ"?-კი, დააკლაყოფილებენ იბა ჟაა!

ავტორი: ანონიმი
08.01.2013 21:39
ოქრუაშვილს გამოუშვებენ, შექმნის ვითომ ოპოზიციურ პარტიას, სინამდვილასი კრემლის და "ოცნების" ფილიალს.
ამასობაში ჩამოვლენ კახა ტარგამაზე და მისტანები და ყველანი ერთად დაანგრევენ ქარტულ სახელმწიფოებრიობას, რუსეტის ინტერესებს დააკლაყოფილებენ და გადაინაწილებელ ბიზნესებს, კურსი რუსული, და დედა ეტირება ხალხს.
მეტის ღირსები ხართ, საყვარელიძის და ხუხაშვილების პროპაგანდაზე რომ ავარდით.

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
08.01.2013 20:18
ავტორი: ავტორი არა! - ავტორები ! საიდან გვწერთ: მთელი ბრიტანეთიდან
08.01.2013 15:43-მთელი ბრიტანეთიდან, თანაც ავტორებ(ს)იდან მარტო ერთსა გაქვთ ინტერნეტი თუ (ბოლშევიკური) პარტიული კრების რეზოლუციას აგზავნით? "თქვენ გუნდს" არა შვილო, "თქვენს"- ს, ს,ს! გამართული ქართული არ იცით და კომენტარებში კი ეჩრებით....

ავტორი: ავტორი არა! - ავტორები ! საიდან გვწერთ: მთელი ბრიტანეთიდან
08.01.2013 15:43
მიშააა ! მიშააა ! მიშაააა !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ბატონო პრეზიდენტო, დიდი ბრიტანეთის ქართველობა გილოცავთ შობასა და ახალ წელს, თქვენ და თქვენ გუნდს!

ყველა გვიყვარხართ, ყველას გიფასებთ თქვენს მართლაცდა თავდადებულ შრომას და გელოდებით ისევ!

ავტორი: GERMANE
08.01.2013 11:04
კოჰაბიტაცია ფრანგული კია და "თანაცხოვრებას" კი ნიშნავს, მაგრამ, ეს სიტყვა ფრანგულზე უფრო ძველია და ნიშნავს:
"თანაცხოვრებას ისე, რომ არცერთმა საკუთარი სახე (ჰაბიტუსი), ანუ თავმოყვარეობა და ლეგიტიმურობა არ დაჰკარგოს".

ასე რომ, კოჰაბიტაცია რესპექტულ და თავმოყვარე დამოკიდებულებას ნისნავს მოწინააღმდეგის მოწინააღმდეგის მიმართ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ წინასაარჩევნო ხანა მგლებისა და დაგლეჯის ხანაა, მაშინ, კოჰაბიტაცია არჩევნების სედეგების აღიარებიდან იწყება.

ვნახოტ ვინ დაიწყო ამ ხანაში მოწინააღმდეგის გაჩანაგება-გაფარჩაკება?
მოდით და ვაღიაროტ ბატონო საყვარელიძეებო, რომ, როცა არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ უმაღლეს გენერალს და საქართველოში უმაღლეს სამხედრო პირს იმიტომ იწერ, რომ ვირაცა არბენინა - ამას არ ჰქვია კოჰაბიტაციის სურვილი.

კოჰაბიტაცია ნისნავს, რომ მოწინააღმდეგეს საშუალება მისცე სახე- ჰაბიტუსის დაუკარგავად, სიამაყისა და პატივმოყვარეობის დაუკარგავად გადავიდეს ოპოზციაში.

აი ამის სურვილი ივანისვილს არასოდეს ჰქონია.

მგელი და ნადირის ინსტიქტის რომაა, მსხვერპლს რომ აირჩევს და მერე მომენტს ელოდება ბატონი ბიძინა, ამას რად უნდა საყვარელიძის ახსნა? ამ ბიძინას მთელი 170 მილიონიანი რუსეთი და პირადად პუტინის გარემო დაახლოებით 20 წელია იცნობს.

მშვიდობიან ქვეშემდევრობას ვუსურვებ ქართველებს.

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
08.01.2013 09:50
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
08.01.2013 01:47
"საყვარელიძეს და ჩიტაშვილს არ ეღირსათ დაწინაურება? როგორ შეიძლება ასეთი უმადურობა".-თვითონვე ეწინააღმდეგები საკუთარ თავს-შენი კომენტარიდან გამოდის, რომ ვინც იდეურად მიშას მომხრეა და მას აქტიურად მხარს უჭერს, დაუმსახურებლად დაწინაურებისა და მიღებული სიკეთეების გამო აკეთებს ამას...და ამიტომაც არის მადლიერი...

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
08.01.2013 01:47
საყვარელიძეს და ჩიტაშვილს არ ეღირსათ დაწინაურება? როგორ შეიძლება ასეთი უმადურობა..)) რასაც ეგენი ატყუებდნენ ხალხს და ახლაც იგივეს აგრძელებენ,ფსევდო- ინტელექტუალური "ბრძნული აზრებით", "ჩინ-მე(ნ)დლებს" აუცილებლად იმსახურებენ.)))ორივე საბჭოთა გადმონაშთი. რუსული დროშაც რომ აფრიალდეს საქართველოში, მაგასაც მოუნახავენ გამართლებას.
ამათ რომ ექსპერტებს დაარქმევ, იქ იქნება ივანიშვილი პრემიერი აბა რა..))

ავტორი: ანონიმი
08.01.2013 01:07
და არ არის მართალი?
მიშას აშენებულ და დამშვენებულ ქვეყანაში ცხოვრობთ და ვითომ არ იცით რომ ეგრეა))
ჩვენ მოვიცდით, ჩვენ ახალგაზრდები ვართ....

ავტორი: ანონიმი
08.01.2013 00:36
საბჭოთა დემოკრატების საყვარელი ტექნიკა რომაა სათითაოდ სამიზნე ადამიანების შერჩევა და მათი მოსპობა თუნდაც ქვეყნების მოსპობის ფასად გასაგებია. მაგრამ ქართულ ენას მაინც ნუ ერჩით. იქნებ სრული დემოკრატიზაციის შემდეგ სადღაც გამოჩნდეს ვინმე შამპოლიონი და მოახერხოს კეთილხმოვანი ქართული ენის აღდგენა. ამ საზიზღარი სიტყვა კოჰაბიტაციით ნუ შეგვაძულებთ ფრანგულ ენასაც თუ შეიძლება.

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული