Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეორე დღეა, გრძელდება შეტაკებები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში


სომხური საარტილერიო პოზიცია მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ქალაქ მარტაკერტში.
სომხური საარტილერიო პოზიცია მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ქალაქ მარტაკერტში.

მეორე დღეა, შეტაკებები გრძელდება აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლკიის ჯარებს შორის. სეპარატისტთა შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ კვირას შეძლეს დაებრუნებინათ სტრატეგიული პოზიციები, რომლებიც შაბათს აზერბაიჯანის ჯარებმა ჩაიგდეს ხელთ. როგორც იტყობინებიან, მწვავე შეტაკებები მიმდინარეობს რეგიონის ჩრდილო-დასავლეთით და აზერბაჯიანულ-სომხური „კონტაქტის ხაზის“ სამხრეთ მონაკვეთში. სეპარატისთა თანახმად, მათ უკუაგდეს აზერბაიჯანის ჯარები "ტაქტიკურად მნიშვნელოვანი" სოფელი ტალიშიდან. აზერბაიჯანი უარყოფს ამ ცნობას და აცხადებს, რომ სომხეთმა სცადა ამ პოზიციების კვლავ ხელში ჩაგდება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო მოქმედებების შედეგად დაიღუპა აზერბაიჯანის 12 სამხედრო მოსამსახურე. სომხურ მხარეზე დაღუპულია 18 სამხედრო მოსამსახურე და დაჭრილია 35 - იტყობინება სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი. შაბათს დაიღუპა ორი სამოქალაქო პირი.

აზერბაიჯანმა ცალმხრივი წესით შეწვიტა სამხედრო მოქმედებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. ამის შესახებ კვირას განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ. როგორც სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება, თუკი სომხური მხარე ცეცხლს გაუხსნის დასახლებულ პუნქტებს და აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ შეტევით ოპერაციებს ტერიტორიის გასათავისუფლებლად და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება გამწვავდა პარასკევს ღამით. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ საზავო შეთანხმების დარღვევაში.

მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესის კოორდინატორის, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებმა - აშშ-მა, რუსეთმა და საფრანგეთმა - „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს. მხარეებს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მხარეებს მოუწოდა, მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ ეუთოს ეგიდით. „ ვითარების სამხედრო გზით მოგვარების საშუალება არ არსებობს“, აღნიშნა კერიმ. ევროკავშირის საერთაშორისო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ, განახლებული სამხედრო მოქმედებების შესახებ ცნობებს „უკიდურესად საგანგაშო“ უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG