Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამორჩეული სამაგისტრო პროგრამა უნივერსიტეტში


„ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება“ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედი სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ბუნებისაა - მასში ჩართული არიან უცხოელი მკვლევრები, როგორც ლექტორები. ამ პროგრამაზე და არამხოლოდ მასზე, ილაპარაკებენ პროგრამის ქართველი თანახელმძღვანელი პროფესორი ნოდარ ბელაქნია და ავსტრიელი თანახელმძღვანელი, ცნობილი კონფლიქტოლოგი, პროფესორი ფრიდრიხ გლაზლი, რომელთაც დაუკავშირდა ოქროპირ რუხაძე. ისინი ახსნიან სპეციალობის არსს და საჭიროებას არა მხოლოდ, უბრალოდ, ორგანიზაციებისთვის, არამედ - ყველგან და ყველაფერში. მათთან ერთად ვესაუბრეთ ამავე სფეროში დოქტორანტს, გვანცა ბარაბაძეს, რომელმაც კვლევის საგნად აირჩია "თანამშრომლების მოტივაცია".

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG