ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2014 თბილისის დრო 18:51

ბლოგები / სალომე ასათიანი

ტონი ჯატი ქართულად

x
საახალწლო პოსტების წერა არ მეხერხება. განვლილი წლის მოვლენების შეჯამება ბანალური მეჩვენება; მომავალი წლის პერსპექტივებზე ვარაუდების გამოთქმა - პრეტენზიული; სავალდებულო დადებითი განწყობა თუ პოზიტიური მუხტი კი უბრალოდ არ გამომდის.

მაგრამ თან მაინც მინდა რაღაც განსაკუთრებული შემოგთავაზოთ. ხარისხით გამორჩეული თუ არა, შინაარსით განსხვავებული მაინც. ჰოდა გადავწყვიტე, ეს პოსტი გამოვაქვეყნო. საახალწლო განწყობას ალბათ მაინც ვერ შევქმნი - პოსტი გრძელი და სპეციფიკური გამომივიდა - მაგრამ ორი კარგი ამბავი ნამდვილად შემიძლია გაგიზიაროთ. ჯერ ერთი, ახლახან გავიგე, რომ თურმე საქართველოში მოქმედებს ერთი ძალიან კარგი და საჭირო არასამთავრობო ორგანიზაცია, სახელად „რადარამი“. ეს ორგანიზაცია ქართულად გამოსცემს და ხელმისაწვდომ ფასად ავრცელებს წიგნებს, რომლებიც გამორჩეულად მნიშვნელოვანია დასავლეთში მიმდინარე დისკუსიებისთვის პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებზე. მეორე, და ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო ამბავი კი ის გახლავთ, რომ ამ გამომცემლობამ წლის ბოლოს არჩევანი შეაჩერა ჩემი საყვარელი ავტორის, ბრიტანელი ისტორიკოსის, ტონი ჯატის, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წიგნზე - „უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას“ - რომელიც უკვე დაიბეჭდა და წარედგინა კიდეც მკითხველს. წიგნის წინასიტყვაობის დაწერის პატივი „რადარამმა“ მე მარგუნა - რისთვისაც მათ დიდ მადლობას მოვახსენებ. სწორედ ამ წინასიტყვაობის ოდნავ შეცვლილ ვარიანტს წარმოადგენს პოსტი, რომელსაც ახლა (იმედია) კითხულობთ.

ტონი ჯატის სახელი პირველად ხუთიოდე წლის წინ გავიგე. რამსახურში ბალკანელ კოლეგებთან ვლაპარაკობდი იუგოსლავიის დაშლის პროცესის თანმდევ ომებზე. მათ მირჩიეს წამეკითხა ერთი თავი ჯატის წიგნიდან „Postwar“ („ომისშემდგომი“) - მითხრეს, ამ ურთულესი და სისხლიანი მოვლენების ასეთი ზუსტი, ასეთი ღრმა და თან ასეთი მოკლე ანალიზი ძალიან იშვიათიაო. წიგნი წავიკითხე და დავრწმუნდი, რომ ის არა მხოლოდ იუგოსლავიის დაშლას, 1945 წლის შემდგომი ევროპის მთელ ისტორიას ასე გადმოსცემს - სისადავის, ლაკონიურობის, სიღრმის და აზროვნების მასშტაბის უჩვეულო სინთეზით. ალბათ ამიტომაც, ჯატის ტექსტებში ყველაზე დიდ მიღწევად სწორედ „Postwar“ ითვლება - 2005 წელს გამოცემული წიგნი.

ეს წიგნი ერთდროულადაა ომის შემდგომი დასავლეთის ისტორიაც და უკომპრომისო პოლემიკაც თანამედროვეობის პოლიტიკური კლიმატისა თუ სოციალური პრობლემების შესახებ.

თუმცა ჯატს მხოლოდ „ისტორიკოსი“ ნამდვილად არ ეთქმის. რაც უფრო მეტს ვკითხულობ, მით უფრო მაოცებს მისი მრავალფეროვნება როგორც თემატიკის, ისე წერის სტილის თუ თხრობის ფორმის თვალსაზრისით. მისი ტექსტები მოიცავს უმწვავეს პოლემიკას საერთაშორისო ურთიერთობების, ევროკავშირის, ისრაელის თუ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ; უჩვეულო და ახლებურ მიდგომებს სხვა ავტორების მიმართ (მაგალითად, ჰანა არენდტზე, ან ედუარდ საიდზე მისი წერილები ჩემთვის შეუდარებელია); მოულოდნელად გულწრფელ, ელეგიურ და ლირიკულ ავტობიოგრაფიულ მოტივებს - რომლებიც, როგორც წესი, გადაჯაჭვულია ხოლმე მეოცე საუკუნის ევროპის მოვლენების, იდეოლოგიების თუ კონცეფციების ისტორიასთან. მისი სახელი - "Tony" - თავად იყო ისტორიით დატვირთული. მამამისმა მას ეს სახელი დაარქვა თავისი ბიძაშვილი ქალის, Toni-ს პატივსაცემად, რომელიც ოსვენციმის გაზის კამერაში დაიღუპა ისტორიკოსის დაბადებამდე ხუთიოდე წლით ადრე.

„რადარამის“ მიერ ქართულად ნათარგმნ წიგნში - „უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას“ - ჯატი რამდენიმე როლს ითავსებს. ეს წიგნი ერთდროულადაა ომის შემდგომი დასავლეთის ისტორიაც და უკომპრომისო პოლემიკაც თანამედროვეობის პოლიტიკური კლიმატისა თუ სოციალური პრობლემების შესახებ.

ამ წიგნზე მუშაობისას ჯატი უმძიმესი და უკურნებელი სენით იყო ავად. ბრიტანელი ისტორიკოსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, მოტორული ნეირონების დაავადებამ კისრის ქვემოთ პარალიზებული დატოვა და ბოლოს, 2010 წლის 6 აგვისტოს, 62 წლის ასაკში იმსხვერპლა კიდეც. სანამ ლაპარაკი ჯერ კიდევ შეეძლო, ეტლში მჯდომმა და სუნთქვის დამხმარე აპარატზე მიერთებულმა ჯატმა მნიშვნელოვანი საჯარო ლექცია წაიკითხა სახელმწიფოს ფუნქციის, სოციალური სამართლისა და სოციალ-დემოკრატიის კრიზისის შესახებ. სწორედ ეს ლექცია დაედო საფუძვლად ამ წიგნს - რომელიც ჯატის ერთგვარ ანდერძადაც შეიძლება მივიჩნიოთ.


ტრიუმფალური მითები, დაურეგულირებელი ბაზრები, გაღრმავებული პრობლემები
„რაღაც ნამდვილად არ არის კარგად ჩვენს დღევანდელ ყოფაში“ - იწყებს ჯატი და ჩამოთვლის იმ მასშტაბურ პრობლემებს, რომლებიც, მისი აზრით, დღევანდელი დასავლეთის, უწინარესად კი აშშ-ისა და ბრიტანეთის რეალობაში დგას: მზარდ სოციალურ უთანასწორობას, ცხოვრების დონის გაუარესებას, ფულის გაფეტიშებას, პრივატიზაციის კულტს, ძლიერი და მდიდარი ძალების გავლენას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და, რაც მისთვის ყველაზე მტკივნეულია, საზოგადოებაში თანაცხოვრების განცდისა თუ საერთო ინტერესების აღქმის თანდათანობით მოშლას.

ტონი ჯატის "უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას". ქართული თარგმანიტონი ჯატის "უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას". ქართული თარგმანი
x
ტონი ჯატის "უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას". ქართული თარგმანი
ტონი ჯატის "უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას". ქართული თარგმანი
მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დასავლეთის ისტორია, ჯატი რომ გვიყვება, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ნარატივისგან, რომელიც ხშირად გვესმის ხოლმე - რომ ფაშიზმზე გამარჯვებას მოჰყვა კომუნიზმზე გამარჯვება მოქალაქეების სიმდიდრის, კეთილდღეობისა და შესაძლებლობების ზრდის ფონზე. ამ ვერსიას ბედნიერი დასასრული აქვს - ტოტალიტარიზმს და დიქტატურას ამარცხებს ლიბერალური დემოკრატია, გეგმურ ეკონომიკას - თავისუფალი ბაზარი. ცივი ომის დასრულების და ბერლინის კედლის დანგრევის ფონზე ზოგიერთი ინტელექტუალი იმასაც კი წერდა, დღევანდელი ვითარება საკუთრივ ისტორიის დასასრულს მოასწავებსო - დასავლური ლიბერალური დემოკრატიის უნივერსალიზაციის და მსოფლიოში იდეოლოგიური დაპირისპირებების აღმოფხვრის გზით. მაგრამ ჯატი ამ პომპეზური ფასადის მიღმა ბევრად უფრო პრობლემურ რეალობას ხედავს - რეალობას, რომელიც თავად დემოკრატიულ კულტურას უქადის საფრთხეს.

პრობლემების სათავედ ჯატი ორი მთავარი ფაქტორის ერთობლიობას მიიჩნევს - ზედმეტ ოპტიმიზმს „თავისუფალი ბაზრის“, თუ დაურეგულირებელი კაპიტალიზმის მიმართ და გადაჭარბებულ სკეფსისს სახელმწიფოს როლთან დაკავშირებით. ამ იდეოლოგიური კონფიგურაციების აქტუალიზაცია, წერს ჯატი, დასავლეთის უახლესი ისტორიის ნაყოფია - 1970-იანი და 80-იანი წლებიდან განვითარებული პროცესების. მანამდე, დასავლეთის საზოგადოებები სხვა ტრაექტორიით მოძრაობდნენ - უთანასწორობას ამცირებდნენ პროგრესული გადასახადების, მთავრობის მიერ ღარიბებზე გაცემული დახმარებების და სოციალური მომსახურების მეშვეობით. ცხადია, ეს სხვადასხვანაირი ფორმით ხდებოდა - სკანდინავიის ქვეყნები ბევრად უფრო იყვნენ ორიენტირებული თანასწორობაზე, ვიდრე სამხრეთ ევროპის სახელმწიფოები, ბრიტანეთი ან აშშ. მაგრამ პრინციპი, რომ მოქალაქეებს შორის უთანასწორობის მაღალი დონე მთელი საზოგადოებისთვის არის საზიანო და ვითარების გამოსწორებაზე სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს, მეტნაკლები ინტენსივობით ყველგან იჩენდა თავს.

ბოლო 30 წლის განმავლობაში კი ვითარება შეიცვალა - განსაკუთრებით აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, რომლებსაც ჯატი „დერეგულირებული საბაზრო კაპიტალიზმის ეპიცენტრებად“ მოიხსენიებს, რეიგან-თეტჩერის მმართველობის შედეგად. სახელმწიფოს ვალდებულებებს დიდწილად გამოაკლდა სოციალური უთანასწორობის შემსუბუქება, მაგალითად, პროგრესული გადასახადების დაწესებით და სიმდიდრის გადანაწილების გზით. ამის ნაცვლად, უპირატესობა საბაზრო ძალებს მიენიჭა - პოზიციას, რომ შეძლებულთა ხელში სიმდიდრის მაქსიმალური კონცენტრაცია გამოიწვევდა მეწარმეობის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას - და, ამის შედეგად, სიმდიდრე თავად „ჩააღწევდა“ ქვემოთ, ნაკლებშემოსავლიან ფენებამდე.

ამგვარი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგების შეფასებაში ჯატი ცალსახაა - უთანასწორობა კი არ შემცირდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბრიტანეთის საზოგადოებაში, ჯატის თქმით, შემოსავლის, სიმდიდრის, განათლებისა თუ შესაძლებლობების თვალსაზრისით უთანასწორობის მაჩვენებელი დღევანდელივით მაღალი 1920-იანი წლების შემდეგ აღარ ყოფილა - ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით ბრიტანეთი ერთ-ერთია იმათგან, რომლებშიც ყველაზე მეტი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში. აშშ-ში კი მდიდრებისა და ღარიბების შემოსავლებმა წარმოუდგენელ კონტრასტებს მიაღწია - ჰიპერმარკეტების უმსხვილესი ქსელის, „უოლმარტის“ გენერალური დირექტორის შემოსავალი ცხრაასჯერ აღემატება ამ კომპანიის რიგითი მუშაკის შემოსავალს მაშინ, როცა 1968 წელს, მაგალითად, „ჯენერალ მოტორსის“ აღმასრულებელ დირექტორს ხელფასისა და პრემიების სახით რიგითი მუშაკის ხელფასზე დაახლოებით 66-ჯერ დიდი შემოსავალი ჰქონდა. მეტიც - 2005 წლის მონაცემებით, „უოლმარტის“ დამაარსებელი ოჯახის სიმდიდრე 90 მილიარდ დოლარამდე იყო - დაახლოებით იმდენი, რამდენსაც აშშ-ის მოსახლეობის დაბალი ფენების შემადგენელი 40 პროცენტი, ანუ 120 მილიონი ადამიანი, კოლექტიურად ფლობს.


სოციალური უსამართლობა - მუქარა დემოკრატიისთვის
ჯატისთვის უთანასწორობის ასეთი გროტესკული მაჩვენებელი სერიოზული პრობლემების სიმპტომია - თანაც ეკონომიკურზე უფრო მეტად, პოლიტიკური თვალსაზრისით. „ეკონომიკური ბაზრების“ ცნება მისთვის იმდენადაა ღირებული, რამდენადაც ისინი ადამიანების - მოქალაქეების - ინტერესებს ემსახურება. მას ეჭვი არ შეაქვს იმაში, რომ ბაზრებს ნამდვილად შეუძლიათ სიმდიდრისა და კეთილდღეობის წარმოქმნა. მაგრამ თავად „ბაზარი“ ჯატისთვის არც თავისუფლებას უდრის და, მით უფრო, არც სამართლიანობას. პირიქით - დაურეგულირებელმა, უკონტროლო, „თავისუფალმა“ ბაზრებმა შესაძლოა საზოგადოებაში მწვავე უსამართლობა და უთანასწორობა წარმოშვას. ჯატისთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რამდენად მდიდარია ესა თუ ის ქვეყანა, არამედ ის, თუ როგორ არის ეს სიმდიდრე განაწილებული და რამდენად დიდია უთანასწორობის მაჩვენებელი მოქალაქეებს შორის.

ტონი ჯატიტონი ჯატი
x
ტონი ჯატი
ტონი ჯატი
მოკლედ რომ შევაჯამოთ, „უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას“ სოციალ-დემოკრატიას ეძღვნება - როგორც იდეას და ჩრდილოევროპული სახელმწიფოების მოწყობის ძირითად პრინციპს. ჯატის აზრით, სწორედ სოციალ-დემოკრატიაა ის ერთადერთი და ოპტიმალური ჩარჩო, რომელიც, ერთი მხრივ, ლიბერალიზმის მსგავსად ითავსებს პიროვნული თავისუფლების, კულტურული მრავალფეროვნებისა თუ რელიგიური ტოლერანტობის პრინციპებს. მაგრამ თან იმასაც ახერხებს, რომ თავი აარიდოს უკიდურეს ინდივიდუალიზმს თუ საზოგადოების ატომიზაციას და სწამდეს კოლექტიური სიკეთის იდეის, რომლის მისაღწევად საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.

კონტრასტები, რომლებსაც ჯატი აღწერს, მართლაც თვალშისაცემია. ევროპის სახელმწიფოებში მოქალაქეების უმრავლესობა აუცილებელ და საბაზისო სიკეთეებად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების ჯანდაცვაზე ზრუნვას, უფასო ან სუბსიდირებულ განათლებას, გამართულად მომუშავე საზოგადოებრივ ტრანსპორტს და სხვა აუცილებელ მომსახურებას. შესაბამისად, მოქალაქეები თანხმდებიან გადასახადების სისტემას, რომელიც სახელმწიფოს ამ სოციალური მომსახურებების ამოქმედების საშუალებას მისცემს. აშშ-ში კი განსხვავებული ვითარებაა. პოლიტიკურ დისკურსში „სახელმწიფო“, „მთავრობა“ და „საჯარო სექტორი“ დიდწილად ნეგატიური კონოტაციებით დატვირთული ცნებებია. ჯანდაცვის, დაზღვევის და განათლების მსგავს, უმნიშვნელოვანეს სფეროებში ფართოვდება კერძო სტრუქტურების როლი - ითვლება, რომ ეს ეფექტიანობას გაზრდის. მთავრობის უმთავრეს მოვალეობად ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მიიჩნევა. სხვა სფეროებში - მაგალითად, ჯანდაცვაში - მთავრობის როლის გაზრდის მოთხოვნა იქ „სოციალიზმის“ იარლიყს იკრავს.


ტერმინოლოგიური სირთულეები
ტერმინებთან მიმართებით ჯატის პოზიცია მკაფიო და უკომპრომისოა. ის თვლის, რომ „სოციალიზმი“, როგორც ცნება, გვერდზე უნდა გადავდოთ, ვინაიდან ეს მეცხრამეტე საუკუნის იდეა (რომლის ხორცშესხმაც მეოცე საუკუნეში მოხდა) იმდენად არის გადაჯაჭვული საბჭოთა დიქტატურის, ტოტალიტარიზმის თუ რეპრესიების გამოცდილებასთან, რომ დღევანდელ პოლიტიკურ დისკუსიებში მისი გამოყენება მორალურად გაუმართლებელი და პრაქტიკულად შეუძლებელია. „მაგრამ „სოციალიზმსა“ და „სოციალ-დემოკრატიას“ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. სოციალიზმი გულისხმობდა ფუნდამენტურ ცვლილებას - კაპიტალიზმის ჩანაცვლებას რეჟიმით, რომელიც წარმოებისა და საკუთრების სრულიად სხვა სისტემაზე იყო დაფუძნებული, - წერს ჯატი და განაგრძობს, - სოციალ-დემოკრატია კი კომპრომისი იყო. ის ემყარებოდა კაპიტალიზმს და საპარლამენტო დემოკრატიას, როგორც ჩარჩოს, რომლის შიგნითაც შესაძლებელი გახდებოდა აქამდე იგნორირებული ბევრი სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინება“.

ჯატის აზრით, სწორედ სოციალ-დემოკრატიაა ის ერთადერთი და ოპტიმალური ჩარჩო, რომელიც, ერთი მხრივ, ლიბერალიზმის მსგავსად ითავსებს პიროვნული თავისუფლების, კულტურული მრავალფეროვნებისა თუ რელიგიური ტოლერანტობის პრინციპებს. მაგრამ თან იმასაც ახერხებს, რომ თავი აარიდოს უკიდურეს ინდივიდუალიზმს თუ საზოგადოების ატომიზაციას და სწამდეს კოლექტიური სიკეთის იდეის.

ამ საკითხს - იგნორირებული, მარგინალური, დაჩაგრული და გარიყული ჯგუფების ინტერესების გათვალისწინებას - ჯატი ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მეტიც - ამგვარი სოლიდარობის იდეა მისთვის საკუთრივ მოქალაქეობის განცდის საფუძველს წარმოადგენს. თუ მუშაობთ, კარგია, რომ თქვენი გადასახადების ნაწილი გამოიყენება იმათ დასახმარებლად, ვინც უმუშევარია. თუ არ გყავთ შვილები, კარგია, რომ
სახელმწიფო უზრუნველყოფს სხვების შვილების განათლებას. ყველა მოქალაქეს შეაქვს წვლილი საზოგადოების ფუნქციონირებაში, შედეგად კი ეს საზოგადოება უფრო თანასწორი, უფრო სამართლიანი, უფრო სტაბილური და უფრო უსაფრთხო ხდება. „ღარიბების“ დახმარების აუცილებლობაზე მსჯელობისას ჯატი შორს არის სენტიმენტალიზმისაგან. ის არც ვინმეს შებრალებისკენ მოგვიწოდებს და არც ქედმაღალი ქველმოქმედებისკენ. პირიქით - ზედმიწევნით რაციონალურად და მკაფიოდ გვიხსნის, რომ მწვავე სოციალური უსამართლობის შემცირება ყველას ინტერესს წარმოადგენს - როგორც „ღარიბების“, ისე „მდიდრებისაც“. საზოგადოებას, რომლის წევრების უმრავლესობა ეკონომიკური სასოწარკვეთის პირობებში ცხოვრობს, უამრავი პრობლემა ექმნება ჯანმრთელობის, განათლების, კრიმინალისა თუ პოლიტიკური კულტურის კუთხით.


პარადოქსები: მცირე სოციალური ფუნქცია, ფართო რეპრესიული მექანიზმები
მოქალაქეების უმთავრესი მომსახურებებით უზრუნველყოფის ფუნქციის სახელმწიფოსთვის მოხსნას და კერძო სტრუქტურებზე გადაბარებას ჯატი პოლიტიკურ პრობლემად აღიქვამს. ღარიბ მოქალაქეს, რომელსაც უმუშევართა დახმარება, ექიმის ყურადღება, სოციალური შემწეობა ესაჭიროება, აღარ აქვს ადმინისტრაციისა თუ მთავრობის იმედი, ხოლო კერძო კომპანიების მიერ მოწოდებული სოციალური მომსახურება აღარ აღიქმება კოლექტიურ სიკეთედ, რომელზეც ყველა მოქალაქეს უნდა მიუწვდებოდეს ხელი. „შედეგად კი იმას ვიღებთ, რომ სოციალური კონტაქტებისა და საჯარო სიკეთეების კომპლექსური სტრუქტურები მინიმუმამდე დადის. მოქალაქეს სახელმწიფოსთან ძალაუფლებისა და მორჩილების გარდა აღარაფერი აკავშირებს“ - წერს ჯატი.

ამ ვითარებაში ის ერთგვარ პარადოქსსაც ხედავს. სახელმწიფო, რომელიც სოციალურ ფუნქციას კარგავს, უფრო და უფრო მეტად ხდება დამოკიდებული თავის ძალისმიერ თუ ძალადობრივ მხარეზე. მოქალაქეების თვალში დისკრედიტირებულ თუ გულგრილ მთავრობებს თავიანთი მიზნების მისაღწევად ხშირად თვალთმაქცობა, მუქარა და დამორჩილების სხვა ფორმების გამოყენება უწევთ. შედეგად კი მთავრობის როლის შემცირებას კი არა, პირიქით - მისი შეუზღუდავი ძალაუფლების გაძლიერებას ვიღებთ.

"უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას". ინგლისური გამოცემის ყდა."უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას". ინგლისური გამოცემის ყდა.
x
"უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას". ინგლისური გამოცემის ყდა.
"უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას". ინგლისური გამოცემის ყდა.
ამ ჭრილში ჯატი კიდევ ერთ პარადოქსზეც წერს. ქვეყნებში, რომლებშიც სახელმწიფოს ეკონომიკური უფლებები თუ ინიციატივები „თავისუფალი ბაზრების“ სახელით შეიკვეცა, თავად სახელმწიფო, როგორც ასეთი, მაინც დიდი ძალაუფლების მფლობელად დარჩა. ცენტრალური მთავრობები იყენებენ რეპრესიულ მექანიზმებს, რომლებიც ინფორმაციის მოპოვებას თუ პანოპტიკურ კონტროლს ემსახურება. ნორვეგიას, ფინეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და ავსტრიას - ქვეყნებს, რომლებსაც მთავრობის ეკონომიკური თუ სოციალური ფუნქციების გამო „ძიძა-სახელმწიფოების“ სახელსაც კი უწოდებენ - საომარი პერიოდების გარდა, ბრიტანეთისა და აშშ-ის მსგავსი მასშტაბით არასოდეს აუმოქმედებიათ სათვალთვალო კამერები, შიდა უშიშროების სტრუქტურები, სატელეფონო თუ საინტერნეტო დაკვირვების მექანიზმები. „ამგვარ ორველიანურ მიმართულებებში ყველაზე შორს სწორედ თავისუფლებაზე ომახიანად მოლაპარაკე, ანგლო-საქსონური საბაზრო საზოგადოებები წავიდნენ“, - აცხადებს ისტორიკოსი.


სამოქალაქო აპათია: ტრადიციული დემოკრატიებიდან პოსტკომუნისტურ სივრცემდე
ჯატი ბევრს წერს პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეების ჩართულობის დეფიციტზე - იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ლიბერალური დემოკრატიის კულტურა უკვე საუკუნეებს ითვლის. „სასამართლოს გადაწყვეტილების, ან პარლამენტის აქტის შესახებ ჩვენ აღარ ვსვამთ შეკითხვებს - კარგია? მართებულია? სამართლიანია? სწორია? შეუწყობს ხელს საზოგადოების/მსოფლიოს გაუმჯობესებას? უწინ ესენი იყო უმთავრესი პოლიტიკური შეკითხვები - მაშინაც კი, როცა პასუხები ადვილად არ მოიძებნებოდა. ახლა კი ამ შეკითხვების დასმა თავიდან გვაქვს სასწავლი“ - წერს ის.

ოდნავ განსხვავებულ, მაგრამ არსობრივად იდენტურ სირთულეებს ხედავს ის ე.წ. „ახალი დემოკრატიების“ ცხოვრებაშიც - ქვეყნების, რომლებიც ოციოდე წლის წინ განთავისუფლდნენ საბჭოური ავტორიტარიზმისგან. „ორი აზრი არ შეიძლება იყოს იმაში, რომ ბერლინის კედლის დანგრევამ და კომუნისტური სახელმწიფოების დომინოს პრინციპით კოლაფსმა - ვენის შემოგარენიდან წყნარი ოკეანის ნაპირებამდე - უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოიტანა. მილიონობით კაცი და ქალი განთავისუფლდა დამთრგუნველი და უსიცოცხლო იდეოლოგიისგან და მისი ავტორიტარული ინსტიტუტებისგან. მაგრამ დამაჯერებლად ვერავინ დაამტკიცებს, რომ კომუნიზმი იდილიური სიმშვიდის ეპოქამ ჩაანაცვლა“.

ჯატი შიშობს, რომ პოსტსოციალისტურ სივრცეში პოლიტიკური თავისუფლების იდეა თითქმის გაუტოლდა ფულის კეთების შესაძლებლობებს თუ გამდიდრების ფეტიშს. საბჭოური, რეპრესიული თანასწორობა ჩაანაცვლა შეუზღუდავი სიხარბის კლიმატმა, რაც უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ცნებებს - ისეთებს, როგორებიცაა „დემოკრატია“, „ლიბერალიზმი“ თუ „სამოქალაქო სოლიდარობა“ - სიცოცხლისუნარიანობის დაკარგვას უქადის. „რატომ უნდა იყოს ავტორიტარული სახელმწიფოს დანგრევისგან ხეირის მნახველი, რამდენიმე ხარბი ბიზნესმენის ყურება უფრო სასიამოვნო, ვიდრე თავად ავტორიტარიზმის? ორივე მოვლენა საზოგადოებაში არსებულ ღრმა პრობლემებზე მიუთითებს. თავისუფლება თავისუფლებაა. მაგრამ თუკი მას უთანასწორობა, სიღარიბე და ცინიზმი მოაქვს - ეს აუცილებლად უნდა ვაღიაროთ და არ მივჩქმალოთ ნარატივით, რომელიც რეპრესიულ წყობაზე თავისუფლების გამარჯვების ამბავს გვიყვება“ - წერს ჯატი.


ჯატის ტექსტი და საქართველოს კონტექსტი
საქართველოში ახლახან დასრულდა პოლიტიკური კლიმატი, რომელიც ტლანქად და პარადოქსულად უთავსებდა ერთმანეთს დაურეგულირებელი ბაზრების მიმართ ენთუზიაზმს, ბიზნესებზე პოლიტიკურ ზეწოლას და ხელგაშლილ საბიუჯეტო ხარჯებს ბრჭყვიალა
საქართველოს კონტექსტში ამ წიგნს აქტუალურობას ის ფაქტორიც მატებს, რომ დისკუსია, რომლის ხელახალ გაჩაღებასაც ჯატი დასავლეთის ქვეყნებში ცდილობდა, ჩვენში ჯერ არც კი დაწყებულა.

ღონისძიებებზე და „გრანდიოზულ“ პროექტებზე. ახლა მივიღეთ ხელისუფლება, რომელიც სოციალური უსამართლობის შემსუბუქების დაპირებებით გამოდის, მაგრამ, ამავე დროს, მისი ლიდერის ხელში კონცენტრირებული ფინანსური კაპიტალიდან გამომდინარე, კიდევ უფრო თვალში საცემს ხდის იმ გროტესკულ უთანასწორობას, რომელიც საბჭოთა სისტემის კაპიტალიზმით ჩანაცვლებამ მოიტანა, და რომელზეც ზემოთ მოტანილ ციტატაში ჯატიც ლაპარაკობს. ამდენად, ჩემი აზრით, ქართველ მკითხველს ეს წიგნი ჩვენი ქვეყნის გამოცდილების გაანალიზებაშიც დაეხმარება თანამედროვე დასავლეთში მიმდინარე პროცესების გააზრებასთან ერთად.

საქართველოს კონტექსტში ამ წიგნს აქტუალურობას ის ფაქტორიც მატებს, რომ დისკუსია, რომლის ხელახალ გაჩაღებასაც ჯატი დასავლეთის ქვეყნებში ცდილობდა, ჩვენში ჯერ არც კი დაწყებულა. ჩვენს პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში ახლა უნდა გაჩნდეს ცნებები - სამართალი, ზომიერება, სოლიდარობა. ბოლოს და ბოლოს უნდა დავსვათ კითხვები - როგორი საზოგადოება გვინდა რომ გვქონდეს და რა უნდა მოვთხოვოთ ქვეყნის ლიდერებს საიმისოდ, ამის მიღწევა რომ შევძლოთ. ზოგადი და უმნიშვნელოვანესი ცნებების გარდა - ისეთების, როგორებიცაა სოციალური სამართალი, უთანასწორობა, ჩვენი, როგორც საზოგადოების, საერთო ინტერესები თუ კოლექტიური სიკეთე - ლაპარაკი უფრო კონკრეტულ თუ უფრო ტექნიკურ საკითხებზეც უნდა დავიწყოთ. მაგალითად, საბიუჯეტო სახსრებზე, მათი ხარჯვის მართებულ გზებზე, გადასახადების სამართლიან ფორმებზე, ეკონომიკურ სასოწარკვეთაში მცხოვრები ადამიანების ყოფის შემსუბუქების კონკრეტულ მექანიზმებზე. ამ დისკუსიის დაწყებისთვის კი ეს წიგნი შესაძლოა მართლა შეუცვლელი მნიშვნელობის იყოს.

ხელისუფლებების ცვლილების და „სამართლიანობის აღდგენის“ შესახებ ომახიანი ლოზუნგების ფონზე 2013 წელს ჩვენი უამრავი თანამოქალაქე კვლავ სიღატაკეში და ეკონომიკურ სასოწარკვეთაში ხვდება. მათ - დევნილებს, პენსიონერებს, მუშებს, უსახლკაროებს, უმუშევრებს, ობლებს, ვეტერანებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს - ქვეყნის ცხოვრებაში ჩართვისთვის არც რესურსი აქვთ და არც შესაძლებლობა. და სანამ ამდენი ადამიანი გარიყული რჩება, ჩვენი, როგორც საზოგადოების წინსვლაზე განცხადებები განცხადებებადვე დარჩება. თანაც ფასადურ, გულგრილ და ფარისევლურ განცხადებებად.

Tags: ბლოგი,თარგმანი,ტონი ჯატი



ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: შაირსიტყვითა მესტვირე საიდან გვწერთ: საქართველოდან
20.01.2013 20:36
ქართული ანდაზაა ბრძნული და არავულგარული, მით უმეტეს როცა უზრდელს პასუხობ-მისაღებიც...ვინაა ყველა- ხომ ვერ დააზუსტებ? თუმცა სადაც მიშას მთელი ქართველი ერი საკუთარი თავი ჰგონია თქვენგან, მიშაფანისაგან- ყველა კომმენტატორის მაგივრად შენ ერთი წერდე-არც ესაა გასაკვირი...

ავტორი: ანონიმი
20.01.2013 20:20
"ვირისაგან წიხლი რა საწყენიაო" - ამას რომ კაცი დაწერს, ის მართლა სახედარი არ არის ?))

ძალიან გეწყინა რომ შეგისწორეს გოგია ?
და მთელი ცხოვრება მაგას არ აკეთებ - სხვებზე ჭკვიანად მოგაქვს თავი !
სინამდვილეში კი ყველას თავი მოაბეზრე.
აი, ეს არის მართალი.
მე ვფიქრობ, შენთან საუბარი თავის დამცირებაა. ასე რომ - აღარ ვაპირებ.

ბაი, ბააიიი...გოგია !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
20.01.2013 19:32
ავტორი: ანონიმი
20.01.2013 18:03-ინგლისს შეუძლია თავს უფლება მისცეს-მას აქვს უდიდესი სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალი, საქართველოს 12 ჟანგიანი ტანკი, 10 ვერტმფრენი და ბიუჯეტი აქვს იმხელა, ზოგიერთ ინგლისელს საბანკო ბარათზე, ჯიბის ხარჯებისათვისათვის აქვს ცოტა მეტი ფული, თანაც გეოგრაფიული და სტრატეგიული მდებარეობაა აქვს ბევრად უკეთესი.... და მოსახლეობას ისეთი ეკონომიკური შესაძლებლობები აქვს, რომ ნაკლებად ემუქრებათ ფინანსურად უფრო შეძლებული მიგრანტებისათვის საკუთარი მიწა-საბადებელის ლუკმაპურის ფასში მიყიდვის საშიშროება, მითუმეტეს მაშინ, როცა მიხეილ "გარეკილ პირველის" მიერ მიღებული კანონით -"სახელმწიფო ინტერესების მოტივით" შესაძლებელია მიწა და ქონება მფლობელის დაუკითხავადაც "გაუიმასქნონ... ასეთი კანონი და ცხოვრების დაბალი დონე -შენს მშობლიურ ინგლისში არ აქვთ -მე ვიცი! შენ?-ეჭვი მეპარება...რაც შეეხება შენს ვარაუდს იჯარის შესახებ-გეტყვი:საჯარო რეესტრის მონაცემები ღიაა და ინტერნეტითაც ხელმისაწვდომი-შეგიძლია ნახო იჯარაა თუ გასხვისება... მერე წერე შეურაცხმყოფელი სიტყვები-თუმცა მე არ ვღიზიანდები-დაილოცოს ქართული ანდაზა:' ვირისაგან წიხლი რა საწყენიაო!"

ავტორი: ანონიმი
20.01.2013 18:03
"ინგლისს არ ჰყავს მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები-ინგლისს აქვს-მუდმივი ინტერესები! (ინგლისელი დიპლომატი,ლორდი ჩესტერფილდი)"
-------------------------------------------
ინგლისზე წერთ... და გაგახსენებთ რომ ლონდონის ცენტრის დიდი ნაწილი ასევე იჯარით აქვთ (დარწმუნებული ვარ ტაბახმელაშიც და ყველგანაც მიწა იჯარითაა გაცემული და არა გაყიდული!) აღებული არაბებს, მაგრამ ამით ინგლისს არაფერი აკლდება. პირიქით, მილიარდობით ინვესტიციას დებენ არაბები ამით - ეს აძლიერებს ბრიტანეთის ეკონომიკას.
ყველამ შეიგნო ეს თქვენნაირი "ქართველების"(?) გარდა.:))

მოეშვით დემაგოგიას და დაუდასტურებელი ფაქტებით საუბარს.

ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველოდან
20.01.2013 14:25
ავტორი: ირაკლი საიდან გვწერთ: სახლიდან
19.01.2013 14:10-რა მინდა ვიკითხო:არაბები რამდენ საუკუნეს პყრობდნენ საქართველოს?, მონღოლები რამდენს?რატომ ვამბობთ რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან? საუკეთესო 100-ობით ჰექტარი მიწა ტაბახმელაში- მიწა, რომლისთვისაც არაბები გვეომებოდნენ გროშებად მიჰყიდა მიშიკომ მათ? თურქები რამდენს საუკუნეს გვაოხრებდნენ? ამ უკანასკნელებს მთელი აჭარა ჩააბარა მიშიკომ, თურქი ბიზნესმენის სახელობის ქუჩა ბათუმში უნდა იყოს და რუსი პოეტი სერგეი ესენინისა(სხვათა შორის ბათუმში რამდენიმე წელი გაატარა) არა? რატომ ამაზე არ იღებთ ხმას? იმიტომ რომ თურქეთი ნატოს წევრია? არაბებს ინვესტიცია შემოაქვთ? რა- ნაკლები ინვესტიცია შემოატანინა რუსებს მიშამ? პუტინი მიშაზე უკეთეს მომხრეს ინტიქართულ საქმეში-ვერც იპოვის!
მტრის ხატი სჭირდება მიშას თქვენნაირების დასაგოიმებლად! "ინგლისს არ ჰყავს მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები-ინგლისს აქვს-მუდმივი ინტერესები! (ინგლისელი დიპლომატი,ლორდი ჩესტერფილდი) .
ყველასთან პრაგმატული პოლიტიკის გატარებაა საჭირო... პოლიტიკამ ტერმინი- "მიყვარს"არ იცის, არ მისი საპირისპირო ტერმინი -"მძულს"...არსებობს ტერმინი "საჭიროა", "აუცილებელია" და ა.შ.

ავტორი: ირაკლი საიდან გვწერთ: სახლიდან
19.01.2013 14:10
ქართველოოოო!
ირონია მაშინაც იწყება , როცა შენს წინ დგას" სეთურის მრევლი", როცა ხვდები რომ ვერანაირად ვერაფერს აგებინებ, როცა ტვინი გადაპოხილია , როცა თეთრი მუქ შავად ეჩვენება.
დღეს , ვინც რუსეთს მეგობარს დაუძახებს და კიდევ იმედი აქვს რომ მასთან ერთად განვითარდება, აბა სხვანაირად როგორღა უნდა ელაპარაკო ასეთს .
ამდენი მასალა გვაქვს , 230 წლის აქტიური ისტორია რუსეთთან და , ამ ხნის მანძილზე მის მიერ ჩვენს მიმართ ჩადენილი ტიპიური მტრის მოქმედებები დაუთველელია.
არა, მაინც რუსეთია, მართმადიდებელია და არა მაინც, არა მაინც, ასეთ დროს, არგუმენტები გელევა თუ ცდილობ არ გალანძღო უშვერი სიტყვებით ან არ შემოულაწუნო და გადადიხარ ირონიაზე.
ეს ვარიანტიც არ დაგავიწყდეს რა ქართველო.

დასასრულს ეკუნასგან განსხვავებით, მე ვიმღერებ სოსო პავლიშვილივით "სამშობლოოოო, სამშობლოოო, შენი დიდება მხოლოდ რუსთან ერთად გაბრწყინდებააააა....."

ეკუნა ყველაზე სწორად იქცევა, დღეს საქართველო ასეთი საუბრის ღირსია.

ავტორი: moqalaqe საიდან გვწერთ: tbilisidan
18.01.2013 10:05
ავტორი: ანონიმი
17.01.2013 20:33 -ისეგ ანდონიმობ? არაა თქვენი საშველი..

ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველოდან
18.01.2013 09:32
ავტორი: ანონიმი
ავტორი: ეკუნა საიდან გვწერთ: კუკუნეთი
17.01.2013 22:24
17.01.2013 20:33 -დიდი მადლობა შებრალებისა და სამედიცინო დახმარებისათვის-უაზრო რჩევების მიცემა და ირონია მაშინ იწყება, როცა არგუმენტები თავდება-რას იზამთ... მძიმე ბედი გარგუნათ მიშიკომ... შავლეგო, სხვათა შორის, თქვენი გასაღადავებელი სიმღერა არ არის...თუმცა თქვენნაირების ღადავითაც მას არაფერი აკლდება... თქვენ წარმოიდგინეთ -არც თქვენ გაკლდებათ, რადგან შავლეგოსა და ქართული ისტორიისათვის თქვენნაირები არც არსებობენ...

ავტორი: ეკუნა საიდან გვწერთ: კუკუნეთი
17.01.2013 22:24
ავტროხანოვი! ავტროხანოვიიიიი!!!...
კაი, კაი გენაცვალე, ნელა, ნელა, კაი რა იყო, წყალი ხომ არ გინდა, ამოისუნთქე, ამოისუნთქე, ჰოო, ჰოო, ასე, ასე, აბა, კარგად ხარ? გადაგიარა?
ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება..

შავლეეეეგ, შენი შააააავი ჩოხაააა...შავლეგოოოო

ავტორი: ანონიმი
17.01.2013 20:33
"კორუფციისა და უკანონობის მთესველი, უზნეო პიროვნება და გაუმძღარი კაცი იყო,"
----------------------------------
მართლა ხარ და, ავტორხანოვი....:))))))))
საერთოდ არაფრის აზრზე არა ხართ თქვე საცოდავებო.

ავტორი: ავტორხანოვი საიდან გვწერთ: ჩუღურეთიდან
17.01.2013 18:42
აი ნაძირალა ბექა გოჩიასვილისნაირები ისევ განაგრძობენ უსპეტაკესი ღარიბაშვილის და ტაბატაძის პოლიციის დიკრედიტაციას, არ გაუვათ."-დისკრედიტაციას შეეშვი-მისი ყოფნის მერე ის ბინა რომ გაიძარცვა იმაზე რატომ არაფერს ამბობთ? მიშა ერთს ფიქრობდა, მეორეს ამბობდა, მესამეს აკეთებდა-გამუდმებით სხვის იდეებსა და აზრებს ითვისებ-იპარავდა, პლაგიატობდა...კორუფციისა და უკანონობის მთესველი, უზნეო პიროვნება და გაუმძღარი კაცი იყო, საბედნიეროდ და საბოლოოდ-ი ყ ო ოოოოოოოოოოო! ქართული ეროვნულობის ნასახი არ გააჩნდა...

ავტორი: ეკუნა საიდან გვწერთ: კუკუნეთი
17.01.2013 15:46
ძვირფასო და დახვეწილო სალომე,
როგორ მოგეწონათ , ასევე დახვეწილი და რაფირინებული პრემიერ მინისტრის დღევანდელი გამოსვლა სომხეთში?
ქართველ ჟურნალისტთან მისი გულთბილი საუბარი.
ხომ მაგარი გამოხტომა ჰქონდა, უჰ, მიშას მერე ამოვისუნთქეთ, ის შლეგიანი როგორ გვარცხვენდა ყველგან, დღეს მე ამაყი ვიყავი მისი შემხედვარე.
ლუკა კურტანიძე პოლიციის აკადემიის პრრექტორი, ნამდვილი ევროპული პოიციის სულის ჩამდგმელი იქნება, განა თქვენ ამას არ ელოდით, სალომე, გილოცავთ.
და რამდენი რამ მოგილოცოთ კიდევ, საითაც გავიხედავთ სულ წინსვლა და ცვლილებაა.
აი ნაძირალა ბექა გოჩიასვილისნაირები ისევ განაგრძობენ უსპეტაკესი ღარიბაშვილის და ტაბატაძის პოლიციის დიკრედიტაციას, არ გაუვათ.
და ასევე პოლიტმატიმრების გამოშვება და მათთვის ბოდიში, მე სიხარულისგან ორჯერ დავკარგე გონი, სამართლიანიბის ზეიმის გამო.
სალმე, ფრხილად, ამდენი სიხარულებით გული არ გაგიხდეთ ცუდად.

ავტორი: პრჟევალსკი საიდან გვწერთ: გობის უდაბნოდან
16.01.2013 20:15
ავტორი: ზოოლოგი
15.01.2013 21:21-ვერაფერი გავიგე-ანონიმის კომენტზე ექსპერტს აკრიტიკებ, შენ რა მაგის ვექილი ხარ თუ სხვა ნიკნეიმით უბრალოდ, ისეგ ანდონიმობ? რა კუანა, რა მყრალა, შენ ჯანმრთელობის მხრივ რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვს?

ავტორი: naturali
16.01.2013 15:00
შენც კვლავ იხილე 16.01.2013 12.38

გიმეორებ მოეშვი ა ს ო ე ბ ი თ თამაშს

ავტორი: ანონიმი
16.01.2013 13:54
ნატურალლლ...
კვლავ იხილე პოსტი:

ავტორი: ანონიმი
15.01.2013 21:30

ავტორი: naturali
16.01.2013 12:38
ძვირფასო ნაცნობ ანინიმო

ნატურალი ანუ ნამდვილი ჰეტეროსექსუალი
თქვენდასაძულველ რუსეთში ამ ნიშვნელობით მოიხმარენ
ხოდა მეც რომ იქაურ დაზვერვას ფულის ჩამოსატანად ვხვდებოდი და გენერლების ცოლებში დავძვრებოდით მაშინ გავიგე

ქართულად მართლმხმარებელი იქნება ალბათ

რა თქმა უნდა ასოების თამაშით შეიძლება სხვა დატვირთვის მიცემა

ისე მიცემაზე გამახსენდა რა რა და დატვირთვა უცხო არ უნდა იყოს თქვენთვის

ავტორი: ანონიმი
15.01.2013 21:30
ავტორი: naturali
15.01.2013 16:34"ანონიმო ნათია შეენც ხომ არ გიკრეფია "
--------------------------------------
ნატურალო, როგორ ფიქრობ, ნა-ტურალი და ნა-კაცარი სინონიმები არიან ? - თუ ერთი ოდნავ სჯობს მეორეს?

ავტორი: ზოოლოგი
15.01.2013 21:21
ავტორი: ანონიმი
15.01.2013 15:51
"ექსპერტო"
(მეტი არაა ჩემი მტერი, შენ რაიმეს ექსპერტი იყო...),
----------------------------------------------------------------
ექსპერტობის რა მოგახსენო,მაგრამ ამათ კომენტარებზე ერთი პატარა ცხოველი გამახსენდა:

ლათინურად Mephitis mephitis ეწოდება ,რუსულად Полосатый скунс.ისე მყრალა ქვია ქართულად,მაგრამ ჩემი ნება რომ იყოს კუანას დავარქმევდი ;)

http://ka.wikipedia.org/wiki/მყრალა

ავტორი: ანონიმი
15.01.2013 20:35
ნატურალლლ...
საბოლოოდ გააფრინე? - ნერვები გღალატობს?

ეგ, კარგია !

ავტორი: naturali
15.01.2013 16:34
სამოქალაქო ომს ორი მეტნაკლებად წინააღმდეგობის გამწევი მასა სჭირდება

ნაცების მხარეს იმდენი გამოვა რამდენიც ბაჩოს დასაცავად გამოვიდა გრიბოედოვის ძეგლთან
ისე რა სიბოლურია

ნაცები /// შეხვედრის ადგილი გრიბოედოვთან

დიდ სტრატეგოსზე და მხედართმთავარ სრუტუნ პირველზე

უებრო და უშიში ვითარცა უხორცო რომ არაფერი ვთქვათ

ყოველთვის მიკვირდა და გადაჭარბებული მეგონა ტალახაძის ძნელაძის და სხვა დოქსოპულოების ამბები
თანაც იმით ვცდილობდი შემბრალებოდა რომ თუ არ დადგებოდნენ ნკვდ-ს და ჩკას მსახურებაში თვითონვე დახვრეტდნენ

ეხლა ეხლა რა ჯანდაბა გჭირთ ეტყობა სული ნაძირლობისა უკვდავი და მასობრივად რეინკარნაციულია

ანონიმო ნათია შეენც ხომ არ გიკრეფია მიშასთან ქინძი

ავტორი: me-სია საიდან გვწერთ: საიტიდან
15.01.2013 16:12
"ეს ნაძირალები...." ავტორი: ანონიმი,ავტორი: პრეზიდენტის თანამოაზრე,ავტორი: პროკურორი საიდან გვწერთ: შტირლიცის რეზიდენტურიდან,...ავტორი: მამა ოხროხინე საიდან გვწერთ: ათონის მთიდან...

ავტორი: ანონიმი
15.01.2013 15:51
"ექსპერტო"
(მეტი არაა ჩემი მტერი, შენ რაიმეს ექსპერტი იყო...),

- რას ბ... ამბობ, რა შუაშია ბარნოვის მამა?
მამა არა, ბებია და ბაბუა მოიკითხე კიდევ და მათი პოლიტიკური შეხედულებები.

ავტორი: ექსპერტი საიდან გვწერთ: საექსპერტოდან
15.01.2013 15:43
ავტორი: პროკურორი საიდან გვწერთ: შტირლიცის რეზიდენტურიდან
14.01.2013 18:12"საფუძვლიანი ეჭვი გამიჩინეთ ადვოკატო!!! თუ რასაც წერთ სიმართლეა,მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ,რომ მიხეილ სააკაშვილი დიდი ალბათობით ოქტომბრელთა რიგებშიც იქნებოდა გაწევრიანებული"-ხუმრობას კაცი არ მოუკლავს... მაგრამ მეტი არგუმენტირებისათვის გეტყვით-ვინმე სამადაშვილი,რომელიც სკკპ თბილისის ერთერთი რაიკომის მდივანი იყო, მიშას "უჩალიჩებდა" ელიტური საბჭოთა პიონერბანაკ "არტეკის" საგზურს(ებს)..სანაცვლოდ, გაწეული ამაგისა, სალომე სამადაშვილი (რკ მდივნის შვილი) მიშამ ელჩად "გაჩითა"-ევროპაში...სხვათაშორის სამადაშვილები გიულის სადარბაზოში ცხოვრობდნენ...ეს თბილისში თითქმის ყველამ იცის...კარგი, დავუშავათ ეს ჭორია....იმაზე რატომ ბრძანდებით ჩუმად კგბ-ს ჯარებში რომ მსახურობდა მიშა? თუ ესეც მე მოვიგონე? ტელევიზიით არ აჩვენეს მიშა უკრაინაში ვიზიტისას იმ ნაწილში რომ მივივიდა? რა?თემურ ალასანიას კგბ-ს გენერლობაც მე მოვიგონე? მაგრამ თქვენთან კამათი-მგლის თავზე სახარების კითხვასა ჰგავს...იგივე მიზეზითაა გამოწვეული ნაციონალების კრახი და მათი განწირული კრიახი!

ავტორი: ექსპერტი საიდან გვწერთ: თბილისიდან
15.01.2013 14:15
ავტორი: პრეზიდენტის თანამოაზრე
14.01.2013 23:10
ავტორი: naturali
14.01.2013 15:15"მიშას თანამოაზრეობას რაც შეეხება.ანდრო ბარნოვი გაგებული გექნება ალბათ,ახლა გახდა პრეზიდენტის გუნდის წევრი,წაგებული არჩევნების შემდეგ და რატომ თუ იცი?" ვიცი, მოვიდა სიგნალი...ყველა გზა მოჭრილი აქვს მიშას გზის გარდა და პრინციპში დიდი, ქლიავის მკრეფავი ვინმეა...ისევე როგორც ყველა ნაციმიშოფანი... ნახეთ ოჯაში შეხვედრის ჩანაწერი და ანდროს მამის თვალებს დააკვირდით, მის უსიტყვო , ურეაქციო პოზას... ერთხელაც არ გაუღიმია...

ავტორი: ეკუნა
15.01.2013 00:13
დღეს საპატრიარქოში საუკუნის ფრაზებმა გაიჟღერეს, დიდი ბიძინას ბაგედან და თან ვარდებიც გადმოაფრქვა, "დავაი მიშა", მოგვიანებით კი პატიარქს უთხრა:" ჯერ მიშა გააცილე, ეგ უფრო გიყვარსო".
ამაზე ვიმსჯელოთ, დაუკვირდით რა სიბრძნეა, რა დიმლომატიაა, აბა მიშაა, ცხვირს ხელით იწმენდს, როგორ იცინის, როგო დადის, ქალებს მკერდს აჭამს.
გაიხარეთ ბატონო ბიძინა, კიდევ კარგი იქ იყავით და გადაგვარჩინეთ სირცხვილისგან ამ საუკუნის ფრაზებით, თორემ ვინ იცის ეს შლეგიანი რა იზავდა.
მადლობა, მადლობა, მადლობა , ხელებს გიკოცნით მუხლმოდრეკილი.

ავტორი: ანონიმი
14.01.2013 23:22
"ეს ნაძირალები სამოქალაქო ომს ამზადებენ "
-----------------------------------------

ძალიან გინდათ (იხ.ია ანთაძის ბლოგი! ), მაგრამ ვერ მიიღებთ!:))
უფრო სწორედ, "ვერ მოგართვით"....

ავტორი: პრეზიდენტის თანამოაზრე
14.01.2013 23:10
ავტორი: naturali
14.01.2013 15:15

ვითომ მე იმ კავშირებზე და არც ერთი მისხალით მეტზე არ ვიყო თანახმა რაც დასავლეთს გააჩნია რუსეთთან და რის დამყარების აუცილებლობაზეც არ გველაპარაკება
---------------------------------------------------------------------
ნატურალ დასავლეთს რაც გააჩნია რუსეთთან, ნატოს დამსახურებაა.დასავლეთს ზურგს უმაგრებს კბილებამდე შეიარაღებული სამხედრო პოლიტიკური ალიანსი.ერთი წუთი წარმოიდგინე,რომ საფრანგეთი ან გერმანია ნატოს წევრი არ იყოს,საინტერესოა როგორ დაელაპარაკებოდა მაშინ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი?

არ მითხრა ახლა ფინეთიო,ფინეთმა ვაჟკაცურად ეომა და თავისი ვაჟკაცობით დაამტკიცა თავისი ადგილი რუსის სამეზობლოში და ისიც კარელიის ფასად.

რუსეთი ცნობს ერთადერთს,და ეს ერთადერთი არის ძალა!!!თუ გაქვს ძალა დაგელაპარაკება ნორმალურად,არ გაქვს შეეცდება შენს "დაჩმორებას".ამას რაც უფრო მალე გაიგებ უკეთესია....

ამიტომ არის საჭირო ნატო და ევროკავშირი.

მიშას თანამოაზრეობას რაც შეეხება.ანდრო ბარნოვი გაგებული გექნება ალბათ,ახლა გახდა პრეზიდენტის გუნდის წევრი,წაგებული არჩევნების შემდეგ და რატომ თუ იცი?დღეს ერთადერთი ძალა ვინც დააბალანსებს ნებიერას ხუშტურებს და გააგრძელებს ნატოსკენ წინსვლას ნაც-მოძრაობაა.

მინდა დაგამშვიდო,არ აპირებენ სამოქალაქო ომს დამიჯერე.არც სასწრაფოდ დაბრუნებას აპირებენ ხელისუფლებაში.მაგრამ არც იმას გააკეთებენ, რომ რიტორიკა შეიცვალონ და ნებიერას დაკრულზე იცეკვოს ყველამ...

დასაჭერი ვინც არის დაიჭირეთ,ოღონდ სამართლიანად და მტკიცებულებით და არა ისე, როგორც გუნავა და კალანდაძე დაიჭირეთ.გააგრძელებთ უაზრო დაჭერებს? გააგრძელეთ, თუ ასე უკეთესი გგონიათ,მაგრამ მარსზე რომ გადაგავასლებენ ყველას, ნაციონალების მხარდამჭერებს,მერე იცი რას გეტყვიან?

აი მარსზე რომ გადავასახლეთ ნაციონალები იმის ბრალია კარგად რომ ვერ ვცხოვრობთ,იუპიტერზე უნდა გადაგვესახლებინა და დღეს ბედნიერად ვიცხოვრებდითო. თუ ეს მართლა ასე მოხდა, მაშინ მაინც ნუ დაიჯერებ, რომ ჩენ ვუშლიდით ხელს ამათ,კაი საქმეების კეთებაში....


პრორუსულობაც არაა პრობლემა.იყავით პრორუსულები,რამდენად მოგცემთ რუსეთი მაგის საშუალებას.რომ საქართველოში პრორუსული პოლიტიკა წარმატებული იყოს,მაგასაც შევხედავთ...

ავტორი: ანონიმი
14.01.2013 18:22
ადვოკატო,
არ გინდა რა, ეს ძველი კგბეჩნიკური ვარიანტები, დაძველდა უკვე, ვცნობთ, მოგვიანებით შეგეხმიანები, მეზარება ეხლა დაგიწვრილმანდე, მაგ შენი აზრის საწინააღმდეგო იმდენი არგუმენტი არსებობს, რომ საიდან დავიწყო არ ვიცი.
ეგეთი აგენტი იყო დუდაევი , ჩეჩნეთის განადგურება და ჩეჩენი ხალხის ამოჟლეტვა რომ უნდოდა, და კადიროვი კიდევ გმირი .
ივანიშვილი ვიღაა?
მთელი საქართველოს ვითომდა დიდი ადამიანები, მწერლები, პოეტები, მსახოობები, კერპებად რომ გვიქციეს, სულ ყველა ნაყიდი არ იყო? ვიცით ბატონო, საქარტველოს ისტორიაც ვიცით, გამყვიდელებით სავსე.
ჭორიკანა კაცებში სათქმელია ეგ შენი მოსაზრება.
მე ისიც მახსოვს ბალტიისპირეტის ლიდერებიც კგბეს აგენტები რომ იყვნენ და დღეს ნატოშია ამ "მოღალატეების" სამშობლო.
თქვენ და თქვენნაირებსაც სუნზე გცნობთ უკვე, აფრქვევს კომპიუტერიდან.

ავტორი: პროკურორი
14.01.2013 18:15
ანონიმს.13.01.2013
ჩემო ანონიმ, ნეტა შენნაირად მოაზროვნე ქართველი მოქალაქე მოგვცა 50% მაინც,და მაშინ თბილისელი ადვოკატისნაირი პარანოიკიც ასატანი იქნება!
ცნობისთვის: მეც დამისვენია ,,არტეკში", მაგრამ ამ რუსების კგბ–ს ხელში 20წელი ,,невыездной" ვიყავი.
ეს რა უბედურება გვჭირს ქართველებს,რომ საკუთარ კარგს ვერაფერს ვაფასებთ?!

ავტორი: პროკურორი საიდან გვწერთ: შტირლიცის რეზიდენტურიდან
14.01.2013 18:12
საფუძვლიანი ეჭვი გამიჩინეთ ადვოკატო!!! თუ რასაც წერთ სიმართლეა,მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ,რომ მიხეილ სააკაშვილი დიდი ალბათობით ოქტომბრელთა რიგებშიც იქნებოდა გაწევრიანებული,ნუ თვით მიშა თუ არა,მიშას დეიდაშვილი მაინც, მამის მხრიდან.ეს კი, თავდაყირა აყენებს ჩემს დღევანდელ წარმოდგენებს!!

ხედავთ რას ნიშნავს დედუქცია და ოპერატიული იმფორმაცია ერთად!!! ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც გექნებათ ალბათ დაარქივებული და ჩემი უმორჩილესი თხოვნაა,თუ ეს მასალები მართლაც მოგეპოვებათ,გთხოვთ გააცნოთ ფართო საზოგადეობას!!!,დაე ერმა იცოდეს თავისი ლიდერის ბნელი წარსულის (ოქტომბრელობის)შესახებ სიმართლე,სიმართლე ყოველგვარი შელამაზების გარეშე!!

აკვნიდან არ ყოლიათ "დავერბოვკებული" ეს "სისხლის მსმელი" ;)???

ბატონმა გერმანებ აგიხსნათ ერთხელ,რატომ უნდაოდა დასავლეთს აქ დემოკრატიის დამკვიდრება და თუ თხოვთ, კიდევ აგიხსნით,არ დაეზარება მუყაითი კაცია...

ოკუპანტის სახელი აქვს რუსებს და ეგ არ მოსწონს ადვოკატო.კაი ბიჭებში უნდა რომ გაერიოს,არადა კაი ბიჭებმა "სხოდკაზე" "იბაზრეს" და რუსები ოკუპანტად დატოვეს :)...ეს შენთვის იქნებ არც არაფერია ადვოკატო,მაგრამ რუსისთვის Как гнойный волдырь в заднице ა....ამიტომაც ცდილობს ნაურუს და ვენესუელას მსგავსი ქვეყნების მოსყიდვას....

მგონი გამირთულდა ტექსტი,ცოდნა არ მყოფნის უფრო მარტივად რომ ვწერო ადვოკატო.

ღრმად მორწმუნე ბრძანებულხართ,აღარ ვაპირებ თქვენთან კამათს.

ავტორი: ანონიმი
14.01.2013 17:34
ჰაა,ჰჰაააა,ჰააააა.. - გაიგე, ადვოკატ-გრამატოკოპულო-გოგია?

მოუსმინე, მოუსმინე ოხროხინეს:)

რაც შეეხება შენს კომენტარს ( ეტყობა აღელდი და მეტი მოგივიდა...), არა მგონია ვინმემ ბოლომდე წაიკითხოს.
იმიტომ, რომ შენი კომენტარები ( განსხვავებით გერმანესგან, პროკურორისაგან და "დაჟე" ნატურალისაგან!) - უინტერესოა!
სორიიიიი....


ავტორი: naturali
14.01.2013 15:37
არ შეიძლება ცალკე არ ავღნიშნო ორთოგროფიული ანონიმი

ისე ეგ ისეთი აღნიშვნის ღირსია როგორც ტერიტორიას აღნიშნავენ ცხოველები

54% მხოლოდ ბიოლოგიური მასსაა და მიშა და მისი რაზმი ურჩევნია

სხვას რომ თავი დავანებოთ როგორც სითავხედის და არაადამიანურობის ნიმუშს

მას გონია რომ

ოცნება 54% ნაცები 41% რაც ნაკლები ნაცები და რაც მეტი ოცნება აი ის სხვაობა შენნაირებს................




ავტორი: naturali
14.01.2013 15:15
დასაშვები 4 000 ასო ნიშანი არ ეყოფა ბოლშევიკების და ნაცების მსგავსება იდენტურობის ჩამოთვლას

ხოლო ასჯერ მეტი ნაცების დანაშაულების ჩამოთვლას

ერთერთი მსგავსი უტიფარი ხერხია ტექსტში თუნდაც ერთი სიტყვის რუსეთის ხსენების შემთხვევაში მთელი კლიშეები დაახვაონ

რუსეთი ასეთი და ასეთია

ვითომ არ ვიცი და მეტიც არ ვწერ

რუსეთთან გუბერნიული კავშირი უნდათ

ვითომ მე იმ კავშირებზე და არც ერთი მისხალით მეტზე არ ვიყო თანახმა რაც დასავლეთს გააჩნია რუსეთთან და რის დამყარების აუცილებლობაზეც არ გველაპარაკება

მაშინ თქვით რომ კულუარებში სხვა კამიკაძურ დავალებებს გვაძლევენ რომ რუსეთის დისკრედირებისთვის სულ ფეხებზე ვკიდივართ


თუ არა თქვე უნამუსოებო ამოწერეთ სად ვთქვი ან სად
საიდან დაასკვენით რომ მე რუსეთთან სამხედრო პოლიტიკური ან ვასალ სუზერენული დამოკიდებულების მომხრე ვარ

გებელსის სულიერო ნაშიერებო დააბრალეთ რაც გინდა და მერე იმართლოს თავიო არა

თქვენი არაადამიანური ბელადების დავალებაა ეგებ სულ გააგიჟოთ ხალხი ეგებ გარეთ გამოვარდეს და ახალი მთავრობა ალტერნატივის წიმ დადგეს


ან ხალხს მიემხროს და თქვენნაირმა ორპირმა დასავლეთმა ატეხოს წკნავილი ან ხალხმა მთავრობაც გადაქელოს

თქვენ თუ არ იქნებით დამწვარა საქართველო არა


თანაც ომი ყველაფერს ჩამოწერს და თქვენც არხეინად დასავლურ პოლიტიკურ თავშესაფრის ქვეშ არხეინად შეჭამთ ნაძარცვავს

დიდმა ღლავებმა შეიძლება გაასწრონ

ანონიმის ნაირო წრუწუნები თქვენ სად მამიჩემის მამასთან წახვალთ

ნებისმიერი ვინსაც ენა უბრუნდება მიშას და მისი ხროვის დასაცავად სახლიდან ფეხიც რომ არ ქონდეს გადგმული სრულად უნდა იზიარებდეს მათ დანაშაულს და ასევე იყოს დასჯილი

იხილეთ ირაკლი ბათიაშვილის განაჩენი ინტელექტუალური დახმარებისთვის

ეს ნაძირალები სამოქალაქო ომს ამზადებენ

ავტორი: ადვოკატი საიდან გვწერთ: თბილისიდან
14.01.2013 13:33
ოხროხინესა და ანონიმს-თქვენი ბრალი არ არის, როცა ადამიანებს უნებლიედ ცილს სწამებთ რუსეთიდან დაფინანსების სანაცვლოდ პოზიციების პრორუსულობაში...გეტყობათ კარგად ინფორმირებულები არ ბრძანდებით ისტორიაში და სხვა პუბლიკაციებსაც არ ხართ გაცნობილი...მხედველობაში მაქვს რუსეთი, რომელიც თავისი სახელმწიფო პოლიტიკით სლავოფილურ-იმპერიულია, ხოლო პოლიტიკური მეთოდოლოგიით შავრაზმულ-ჟანდარმული... ამ უკანასკნელ სფეროში მათ არნახულ წარმატებებს მიაღწიეს.ჯერ კიდევ 19- საუკუნის გარიჟრაჟზე, რევოლუციური ბუნტების აღკვეთისა და პარტიების გაკონტროლების მიზნით, ხარჯების დაზოგვის ხერხად გამოიყენეს პარტიის ლიდერების მოსყიდვა-გადაბირების მეთოდი-განარჩენი წევრები უფასოდ აღმოჩნდებოდნენ ხაფანგში...რაც შეეხება ექსპანსიურ-იმპერიული პოლიტიკის განხორციელების მეთოდებსა და ხერხებს-ისინიც მუდმივად მოდერნიზებას განიცდიდნენ-საქართველოს მაგალითზე ვიტყვი -ერეკლეს ისლამურ სამყაროსთან ისეთი გარემო შეუქმნეს გიორგიევსკის ტრაქტატამდე თავისით მიიყვანეს...ბოლშევიზმის იდეოლოგიისა და ეროვნული უმცირესობების გამოყენებით სსრკ-ში ამოაყოფინეს თავი...ორივე შემთხვევაში ევროპამაც და ამერიკამაც რუსეთს და თურქეთს დაუთმეს, ესენგეში შესვლის წინაპირობა იყო ეროვნული, რადიკალურად მოაზროვნე გამსახურდიასათვის ხელისუფლების ხელში "მიჩჩეჩების" მეთოდი, მისი ევროპისა და ამერიკისაგან დისტანცირება....ომებით განადგურებული ქვეყნისათვის თეთრი მელას პოლიტიკა იყო წყნარად ყოფნა, დათმობა და "დათვის" არგაღიზიანება-ამის შემდეგ დადგა გადამწყვეტი მომენტი-რუსეთი მოძლიერდა და კავკასიაში დომინირების დაკანონებისათვის ახალი ნოვატორული მეთოდი გამოიყენა-კგბ-დან (თემურ ალასანია) მართული (თვით მიშა მსახურობდა კგბ- დაქვემდებარებულ, კიევში დისლოცირებულ სასაზღვრო ჯარების ნაწილში, ასევე იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მიშა არტეკში-საკავშირო პიონერულ, ელიტარულ ბანაკში არაერთგზის იმყოფებოდა) ვითომდა პროამერიკული მიშა მოიყვანა ხელისუფლებაში, მისი მეშვეობით დაეუფლა ყველა საკვანძო სტრატეგიულ ობიექტს... ომის პროვოცირება მოაწყობინა და ახალი "დამოუკიდებელი სახელმწიფოები" შეაქმნევინა ...ამის მერე გეკითხები რაში ჭირდება რუსებს ფულის დახარჯვა ჩვენისთანა "კილკა-ხამსებში"? როცა ასეთნაირად, სკუთარ ქეიფზე მოიხმარა "პროამერიკულ-ევროპულად" რეკლამირებული "ლოქოები და ზუთხები"?-მით უმეტეს, რომ იმპერიულ პოლიტიკაში სიახლე და ინოვაციაა მათი "ანტირუსულობა" რომლისაც მხოლოდ მიამიტებს სჯერავთ! გაინტერესებთ?- გთხოვთ წაიკითხოთ პინტოს წიგნი"მზვერავებზე მონადირე" "მტერია თუ მოყვარე" და იქ ნახავთ-ჰოლანდიაში ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი და ჰოლანდიის ეროვნული გმირად შერაცხული ლინდემანსი ვინს მხარეზე იყო სინამდვილეში? ეს ჩემი ბოლო ცდაა.... თქვენნაირი "ურყევი ბოლშევიკების" გადარწმუნება უაზრობაა- მარტო ბოლშევიკებს სჯეროდათ, რომ მსხვერპლისა რა რეპრესიების გარეშე ხალხის კეთლდღეობის მიღწევა შეუძლებელია-ესაა მიშიზმისა და თქვენი კრედოც...მთავარია მტრის ხატი, რომელიც მიშამ შექმნა-მერე კატის ბნელ ოთახში ( მის მიერვე შექმნილ კონტროლირებად მასმედიის პირობებში) დაჭერას წინ რა დაუდგება, მით უმეტეს მაშინ, როცა იგი იქ არ იმყოფება და ირგვლიც დოქსოპულოების მთელი რაზმები გახვევია? ეჭვი მაქვს, რომ თქვენც, ნატია ლონდონიდან, ტატა გერმანიიდან და სხვები მგონი ერთი რომელიმე რაზმიდან ბრძანდებით...

ავტორი: მამა ოხროხინე საიდან გვწერთ: ათონის მთიდან
13.01.2013 22:17
ადამიანის გასაცნობად ასო არაა მთავარი ღირებულება გრამატიკოსო ороховозуево-დან.ჩემი რჩევაა, ნუ მიაშტერდებით მაინცდამაინც ასოს,რადგან როგორც მოციქული პავლე ამბობს მეორე კორინთელთა მესამე თავში:

ღმერთმა მოგვცა იმისი ძალა, რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ; არა ასოსი, არამედ სულისა, ვინაიდან ასო კლავს, ხოლო სული აცოცხლებს.

კლავსო ასოო,მისი უწმინდესობა იძახის. ;) :)

ავტორი: ანონიმი
13.01.2013 20:00
მე ის ანონიმი ვარ ორთოგრაფიულ შეცდომებს რომ უშვებს.
არც მწერალი ვარ, არც ჟურნალისტი, არც ფილოლოგი, მაქვს ჩემი პროფესია და ამით ვარსებობ.
არც არავის ვემდურები არაფერში, არც მშობლის კისერზე ვარ, არც შვილების, არც სხვის ფულებს ვითვლი, არავის არაფერში ვავალდებულებ. არც არცერთ ხელისუფლებაზე დავბოღმილვარ პირადი ცხოვრების აწყობის მომლოდინე.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სულ რომ მარჯვნიდან მარცხნივ დავიწყო წერა-კითხვა ქართულად, ნატურალო, გოგია, ყვარყვარე , მაინც თქვენზე უფრო მეტად პროგრესული ადამიანი ვარ.
თუ რუსეთი იმიტომ გინდათ რომ ამაში ფულს იღებთ, მაშინ რა მაქვს თქვენთან სალაპარაკო( ამ შემთხვევაში გილოცაააავთ, დღეს თქვენი დღეა, რუსის აგენტების გათავისუფლების დღე).
თუ გულწრფელად გჯერათ, რომ რუსეთან ერთად სამართლიან ქვეყანას ავაშენებთ და ეკონომიურად გავბრწყინდებით, მაშინ ხომ გისწრებთ და გისწრებთ აზროვნებაში და თანაც მაგრად.
მე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი ვარ, გესმით ეს რას ნიშნავს?
ერთი რამ მაქვს გათავისებული უმაღლეს დონეზე და შვილებსაც ამას ჩავაგონებ: არაფრის ფასად, შენი ნებით, არანაირ თანხაზე არ ჩადგე შენი მტრის სამსახურში .
არჩევნებზე წადი და ხმა მიეცი იმ ძალას , ვინც ქართულ სახელმწიფოს ააშენებს, სახელმწიფოს, ( იხილეთ განმარტება ლექსიკონში რას ნიშნავს სახელმწიფო) .
მარტო ვერ იარსებებ, ამიტომ აირჩიე ის მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც დაემთხვევა მისი და შენი ინტერესები, რომლიც თვითონ ძლიერია, თვითონ ააქვს სახელმწიფო და თანაც მაგარი სახელმწიფო, ასეთი დღეს ევროპა და ამერიკაა.
დღეს საქართველო უგნურ ნაბიჯებს დგამს, ჩვენ გვყავს საშიში ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს ქართული სახელმწიფოს საზიანოდ და რუსეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ.
ეკლესია ასევე ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდის, თავისი ბნელი მოძღვრებით.
ხალხი კი აყოლილია ინფორმაციულ მასებს, და როცა რა ჭორი, მართალი, ამბავი იქნება მოდაში იმის მიხედვით რეაგირებს და მოქმედებს.

ტესტი:
საქართველოში უსამართლობის, დემოკრატიის არ არსებობის მთავარი დამნაშავე იყო და არის სააკაშვილი.
ამის მთქმელი ადამიანის ტვინის უჯრედების განლაგება უკვე ნათელია, მაგრამ, დავუშვათ ასეა.
აგერ ბატონო, დათმო არჩევნებით ძალაუფლება, პირველად საქართველოს ისტორიაში მან ეს გააკეთა, ზვიადი ომით წავიდა, არ გადადგა, შევარდნაძე რევოლუციით , ასევე არ გადადგა, აგერ ბატონო დაგმორჩილდათ მიშა და გითხრათ , გზას არ გადუხვიოთო, შეგეხვეწათ და დღემდე გევედრებათ ამას.
რა ხდება რაიონებში? რა მივარდნებია? ხალხს რატომ აგდებენ სამსახურიდან? რატომ აშინებენ? რატომ არ ველოდებით შემდეგ არჩევნებს ადგილობრივს, მერის?
ჩვენ ხომ უკულტურესი, უგანათლებულესი, უცივილიზირებული ერი ვართ და ცხრა წელი ყოვლად უმდაბიურესი და გაუნათლებელი პრეზიდენტუი გვყავდა, და რა ხდება? როგორ მოიქცა ის და როგორ ვიქცევით ჩვენ, უკაცრავად თქვენ?
აი ამიტომ, ის 54 % ჩემთვის, მხოლოდ იმითაა ღირებული რომ გაამრავლონ ერი, აკეთონ და გააჩინონ ბავშვები, რომ არსებობდეს საქართველო, თორემ დანარჩენი როცა საქმე მიდგება პროგრესზე და ევოლუციაზე, რათქმაუნდა იმ 54 % ს ერთი მიშა, და მისი თანამოაზრეები მირჩევია.

ავტორი: პროკურორი საიდან გვწერთ: კინოსტუდიიდან
13.01.2013 02:16
ისეთ ყვარყვარეს რა ვუთხარი ყველა ფერის მაისურს, რომ არ ინახავს!!!

ასოს რომ ეძებ და აფასებ წერილებში,ერთხელ ეგ გენიალური ფილმი მაინც ნახე,წიგნს თუ არ წაიკითხავ ;)

ავტორი: ყვარყვარე საიდან გვწერთ: შენიმოყვარე
13.01.2013 00:09
ავტორი: პროკურორი საიდან გვწერთ: ცერნიდან
12.01.2013 20:28
"ყვარყვარე ბატონო, 5 ნომრიანი მაისური კარგად შეინახე,რა იცი რაში გამოგადგება..."გამოდგომის შესახებ პირადად გეტყოდი, რომ შემეძლოს...საიტზე უხერხულია იმის დაწერა თუ რა დანიშნულებით გამოვიყენებდი ...(მაისური რომ მქონდეს)

ავტორი: ანონიმი
12.01.2013 20:30
ავტორი: ანონიმი
11.01.2013 15:14
-------------------------------------------------
გერმანე რადიოთავისუფლების მკვიდრია. აქაა დაბადებული. ყველას ჭკუას ასწავლის. ყველაფერი უკეთესად იცის. უკეთესად კი არა, სხვამ არაფერი იცის და ამან იცის ყველაფერი! ამ ბლოგის ავტორმა ვიზეც წერს, სახელი და გვარიც არ იცის მასსავით. არც გერმანეს შეეკითხა.
დემაგოგი და მოცლილი ადამიანი, როგორიც არ უნდა იყოს, უინტერესო ხდება.

ავტორი: პროკურორი საიდან გვწერთ: ცერნიდან
12.01.2013 20:28
ყვარყვარე ბატონო, 5 ნომრიანი მაისური კარგად შეინახე,რა იცი რაში გამოგადგება...

დაილოცოს შენი ქართული ჭეშმარიტო მამულიშვილო!!! ;),ისე ხანდახან ნებიერა პინგვინიც ამეცადინე გრამატიკაში, თავისი ვადის ნახ-ნახევარი მაინც,რომ გაქაჩოს ;)

რაც შეეხება ფიზიკა-მათემატიკას,შენ ნუ შეწუხდები,მაგ საგნებში მეცხრე არხი წაეხმარება,კაი მომზადებული კადრები ყავს იქ : )))
http://www.myvideo.ge/?video_id=1878408

ავტორი: naturali
12.01.2013 20:25
გერმანე 30000 კაციდან რამდენიმე ათეული აპროტესტებდა

შე კაცო 30000 კაციდან რამდენიმე ათეული კი მოინახება აღებული თანხის გარდა კიდევ რომ ექნება პრეტენზია მეტ ფულზე მითუმეტეს როცა საქმე პროცენტებს ეხება

მინიმუმ 29 900 კაცს პუტინმა პირი ამოუკერა ხომ თანაც ისე რომ ეს ამბავი არ გასკდა არამედ

იმ რამოდენიმე ათეულმა მამაცმაც ვერ თქვა დანარჩენები ამოკერესო

კაი რა გერმანე დაანებე სახელგატეხილი ხალხის გიგის და მიშას სახით მოწმეებად მოხმობას

ხან კანონიერ ქურდებთან თანამშრომლობდაო ეხლა თურმე კგბ -ს დაუფრენია ქურდები და არ მიუშვია

ხან 200 000 ათასი იყო მოვალე ეხლა 30 000 -ია

სამი მილიარდის გამცემი კაცი 150 მილიონს გაექცა

მეეჭვება

მე ანალიზი რაც შემეძლო ის გავაკეთე რწმენა ივანიშვილისა ჩემში სად დაინახე

მალე გამოჩნდება ვინაა ჯერ ვერავინ იტყვის დარწმუნებით ნოსტრადამუსიც რომ იყოს

რა ვქნა ადრე ნაცები აძალებდნენ შეაგინე ქურდებს თუ მაგათი არ ხარო

შენ რომ დაგარწმუნო რომ მე არავის და მითუმეტეს ივანიშვილის არ ვარ
ვაგინო აბა ისე ჯიუტად არ გინდა დაინახო

ივანიშვილი სჯობს მიშას მერე სხვა მოვიყვანოთ ვინც ივანიშვილს აჯობებს თუ ივანიშვილმა აურია

თან უკეთესი კანონები და უფრო მდგრადი ინსტიტუტები ავაშენოთ პა ხოდუ ხალხიც გაიწაფება და ასე სანამ ნორმამდე არ მოვალთ
აბა ერთბაშად საიდან კაცო

ერთ კითხვაზე მიპასუხე ფლიზ

გეგულებოდა რეალურად სხვა ძალა ვინც ხალხის კონსოლდირებას და ნაცების დამარცხებას შეძლებდა

ან ესენი რომ დარჩენილიყვნენ ან უარესი რომ მობრუნდნენ

გიფიქრია რ ა მ ო ხ დ ე ბ ა რა ცოდოს დაატრიალებენ

ნეტა თუ ფიქრობ რომ ეს დასაჯერებელია

ავტორი: ყვარყვარე საიდან გვწერთ: ქ.ბუხარა
11.01.2013 22:27
ვტორი: პროკურორი საიდან გვწერთ: სტომატოლოგის კაბინეტიდან
11.01.2013 20:02
ძვირფას ანონიმს :)
გაიხარე ანონიმო,მეც მომწონს შენი აზროვნება და ფეისბუქი თუ გაქვს შემოდი-ყველაზე უპრიანი იქნება შეხვიდეთ პრესა ჯიზე,ან ტაბულა ჯიზე და საერთოდ თავს ისე იგრძნობთ, როგორც სააკუთარ სახლში- იმდენი ფანატი მიშიკოსია თავმოყრილი! მით უმეტეს რომ: "აშკარად ერთნაირად ვაზროვნებთ, მოვლენებს ერთნაირად აღვიქვავთ, (ქართულად აღქმაა და არა აღქვა) სასიამოვნო იქნება თქვენთან ერთად საუბარი, წყნარ გარემოში, ბუხართან, გულახდილიად(აქ რბილი ნიშანი უნდა იყოს მაგრამ "ლია" არბილებს ისედაც..)"" შენც გიყვარს ნაცრის ქექვა ბუხარში ხომ?"

ავტორი: vakeli
11.01.2013 21:01
ანონიმო,განათლებული ქალი ჩანხარ და არ გეკადრება მილია-რ-დერის მაგივრად ,,მილიარდე-ლ-ის" ხმარება და ისე იცოდე , რომ ,, კკბ"-ს მაგივრად კგბ უნდ წერო.

ავტორი: პროკურორი საიდან გვწერთ: სტომატოლოგის კაბინეტიდან
11.01.2013 20:02
ძვირფას ანონიმს :)

გაიხარე ანონიმო,მეც მომწონს შენი აზროვნება და ფეისბუქი თუ გაქვს შემოდი https://www.facebook.com/MeArGavqideSakartvelo?ref=stream ამ გვერდზე და იქ ბევრ თანამოაზრეს ნახავ.

90 წლები ის წლებია,როცა რუსეთში კომუნისტების წასვლის შემდეგ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ქონების უმოწყალო, კრიმინალური გადანაწილება დაიწყო.ამ დროს ატყდა ნამდვილი ხელჩართული ომი, ხოცვა-ჟლეტა,შეკვეთილი მკვლელობები ფულის და ძალაუფლების მოსაპოვებლად... კანონიერი ქურდები, სხვადასხვა ბანდიტური დაჯგუფებები (გრუპიროვკები), მილიცია, უშიშროება დაუნდობლად ებრძოდა ერთმანეთს ე.წ. გავლენის სფეროების"" მოსაპოვებლად... იმ პერიოდში რუსეთში პანტაპუნტით იხოცებოდნენ ქართველი და არა მარტო ქართველი კანონიერი ქურდები. ამ დაუნდობელ ომში მისი უმდიდრესობა,არა მარტო გადარჩა,არამედ 6 მილიარდი დოლარიც კი იშოვა და ახლა თქვენ განსაჯეთ, როგორი ზვიგენი უნდა იყო ადამიანი ეს რომ მოახერხო.... ზურგის ტვინი აქვს უმაღლეს დონეზე განვითარებული :)

მიშას და ნაციონალებს რაც შეეხება,ამას დრო ჭირდება...ამ საზოგადოებაში წინასწარ რაიმე პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია.მალე დაინახავს ხალხი ამ ზვიგენის რეალურ სახეს..ჯერჯერობით კარგი ტემპი აქვთ აღებული,როგორც საშინაო,ასევე საგარეო პოლიტიკაში.ვნახოთ კიდევ რამდენ სისულელეებს გააკეთებენ....

ავტორი: GERMANE
11.01.2013 17:47
ავტორი: ანონიმი
11.01.2013 00:16

დიდი სიამოვნებით, ბუხართან - ოღონდ.... სად?

რაც შეეხება ანონიმის სეხნიას - მე რა წავლეკე ეს აქაც ჩანს. ვინ წალეკა - ისიც ჩანს.
თანაც, ადამიანი, რომელსაც ბოლო 20 წელია საქართველოს ისტორია უნახია და გამოუცდია, მართლაც გულუბრყვილო და ბუჩუნა უნდა იყოს, რომ თქვას - ვაცალოთ რა მიმართულებით წავა და მერე განვსაჯოთო.

ვაცალეთ ყველას - გამსახურდიას, ედიკას და მისას.

მე ერთ-ერთი პირველი ადამიანი გახლდით, რომელმაც გააპროტესტა დროში შეცვლა - საქართველოს მოსახლეუბის მეხუთედი მუსულმანია და აქედან 500 000 ქართველი (სუფთა ქართველი) მუსულმანია - რა სასიამოვნოა ამ ხალხისთვის ახლა ჯვაროსნების დროშა.
ამის გამო ბურჯანაძემ და ძიძიგურმა ამ აქციას მოღალატეები უწოდეს - მაშინ ორივე გაქანებული მიშისტები იყვნენ!
მერე, სააკაშვილმა რომ კონსტიტუცია მოირგო - იქაც არ ვენდე და ასევე აქტიურად გავაპროტესტეთ.
მერე, საარჩევნო "მკვდარი სულები" აღმოვაჩინეთ და იმერეთის რამდენიმე ოლქში მსგავსი შემთხვევები გავააშკარავეთ. არცერთ საქმეში ოპოზიციას ყური არ გაუპარტყუნებია, მიუხედავად იმისა რომ ასამდე არასამთავრობოს და პირადად სუბარს, დავიტაშვილს და ალასანიას პარტიებს მივმართეთ.
ჩემთვის არსებობს მხოლოდ საქმე და ანალიზი - ნდობით ქართველ პოლიტიკოსს ვერ ენდობი.
ანალიზი კი ასეთი - რასიისკი კრედიტმა გაკოტრება გამოაცხადა და 30 ათასი (არც მეტი და არც ნაკლები!) მეანაბრე დარჩა უფულოდ. ეს ხალხი რუსეთში ახლა ხმას ვერ ამოიღებს - იმ 5 ათასი დოლარისათვის, მაშინ რომ საშუალოდ თითოეულმა დაკარგა, პუტინს წინ ვერ დაუდგებიან. რატომ პუტინს? ისევ ნახეთ და იგუგლავეთ - მერე ეს ბანკები სახელმწიფო კრედიტებით "გადარჩა" გაკოტრებას და ყველას აბსოლუტურად სახელმწიფო აკონტროლებდა - როგორც ახლა ამ მსოფლიო საფინანსო კრიზისის დროს პოლიტიკამ საბანკო სექტორის ნაწილზე აირო ძალაუფლება - აი ისე იყო მაშინ რუსეთში. ამის ყველაფრის უკან იდგა კგბ. სწორედ ამ ტრანსაქციების მერე გახდა შესაძლებელი მილიონერებიდა მილიარდერების ფორმირება - ისევ კრემლის თავის დაკვრით, მოხდა სისტემის გათავისულება "კანონიერი ქურდებისაგან" და ე.წ. დაცვა კგბ-მ გადაიბარა. ეს ისტორია რუსეთში სრულიად დამტკიცებულია და ამას სააკაშვილიც ამბობდა. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც ბიძინას ფულს თხოვენ - იყო ამგვარი აქციაც და ის საქართველოს ტელევიზიამაც აჩვენა. როცა გახდა ცნობილი, რომ ივანისვილი 350 მილიონ დოლარად ბიზნესს ჰყიდდა, რამდენიმე ათეულმა რუსმა საკუტარი დაკარგული ფული მოითხოვეს. მეორეც, გიგი უგულავამ არაერთხელ აღნისნა ის ინტერნეტ-გვერდები და საიტები, სადაც რასისკი კრედიტის დაზარალებული ხალხი დღესაც, 20 წლის მერეც ერთმანეთთან კომუნიცირებენ. და კიდევ - არის დანაშაულის ვადაგასულობის პრინციპიც და რახან დიდი მაგნატი მოვალეები ბიძინამ ყველა გაისტუმრა, ეს 5-6 ათასი დოლარის დავები უკვე ვადითაც ვერ მოიძიება სამართლებრივი გზით. ისევე როგორც საქართველოში, რუსეთშიც და სხვათაშორის გერმანიაშიც (აშშ-სგან განსხვავებით) აკრძალულია (არაა დაშვებული) კრებითი ჩივილები. ასე რომ 30.ათასი მეანაბრემ კი დაჰკარგა დაახლოებით 150 მილიონი დოლარი, და ამ ტანხაზე ვადის გასვლა არ არსებობს. ოღონდ, თითო საქმე კონკრეტულად იხილება და ამიტომაც ბიძინა დროს დაელოდა - თუარ ვცდები 15 წლის მერე გადის ვადა გარკვეულ თანხამდე ვინმეს გადაგდებაზე პასუხისმგებლობას.

ასე რომ ნატურალ - კამათი აღარაა შენტან უკვე - ეს არის მე მწამს და ვისაც არ გწამთ გვერდზე გადადითო. აი ამ დევიზით მოქმედებ და ესაა განსხვავება ჩვენს შორის.
სახელმწიფო ყველას ეკუთვნის. შენ რომ სამოქალაქო საზოგადოების მომხრე იყო, შეგაძრწუნებდა ის ფაქტი, რომ მოგებულს საქართველოსი უკვე 85% ფეხქვეშ ეგება, მიუხედავად იმისა, რომ არავიტარი საქმის კეთება ჯერ არც დაუწყია და ავტორიტარიზმ-უსამართლობის კორიანტელი დააყენა. არ გაფიქრებს ის, რომ ადამიანებს სჯერათ - შიში შეიქმს სიყვარულსაო?

ავტორი: ანონიმი
11.01.2013 15:14
ამ გერმანემ რა მართლა წალეკა ბლოგები თავისი კილომეტრიანი წერილებით. არავის არ აინტერესებს. ესეც მიშასავით ვერ გებულობს, რომ შეეშვას თავის მობეზერებას. ვერაფერს შეაგნებინებ. მართლა პათოლოგიური შემთხვევაა ამდენის წერა. წერს და კითხულობს.
საქმე წერის მაგივრად!

ავტორი: ანონიმი
11.01.2013 00:16
პროკურორო და გერმანე,

აშკარად ერთნაირად ვაზროვნებთ, მოვლენებს ერთნაირად აღვიქვავთ, სასიამოვნო იქნება თქვენთან ერთად საუბარი , წყნარ გარემოში, ბუხართან, გულახდილიად..
გერმანე, გეთანხმები, მასა მოტყუვდა, დაიჯერა ივანიშვილის მილიარდელობა , ცნობილი თუ ცნობადი სახეები კი რისთვის იდგნენ მისი უმდიდრესობის გვერდით, გასაგებია.
ეს მთავრობა რას იზამს მომავალში ვიცი, ვხვდები და გასაგებია, მაგრამ აი ხალხი რას მოიმოქმედებს ამის პროგნოზირება მიჭირს, ისეთი მანიაკური, გონს მოკლებული ზიზღი აქვთ სააკაშვილის, რიმ შეიძლება მის ჯინაზე ნატოზე უარი თქვან, როცა ოცნება რეფერანდუმს ჩაატარებს. რუსს ოკუპანტის სტატუსიც მოუხსნას სრულიად ქართველმა ერმა, ევრაზიის კავშირზეც დათანხმდეს მიშას ჯინაზე, ხალხის იმედი აღარ მაქვს, ვიბნევი, არაფრის თქმა არ შემიძლია ახლა უკვე ხალხზე, თორემ მეოცნებების მოსვლის შემდეგ ჩემი ნაწინასწარმეტყველები შესაძლო მოვლენები შესაშური სიზუსტით ხდება.
ბოღმა აბრმავებს და აბნელებს კაცსო, ეს უკვე არჩევნებმა აჩვენა, ახლა ცოტახანში ბიუჯეტი დაცარიელდება, ხალხი დაინახავს ამას, მაგრამ როგორ გინდა ალოკო გადაფურთხებული, ასეთი აღტკინებით , ასეთი ნდობით გაღმერთებული კაცის მაგივრად აფერისტი რომ შერჩებათ ხელში, აღიარებენ?
ამიტომ რა გველის? რას ფიქრობთ თქვენ? მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი, არიან ნატოზე უარის მთქმელები პრეზიდენტის ჯინაზე?

ავტორი: NATURALI
10.01.2013 21:16
ორი თითქმის ერთნაირი ტექსტი გამოვაგზავნე შეცდომით

დიდი პარდონი ჩემო ბატონებო

ავტორი: პროკურორი საიდან გვწერთ: კბილაშვილის უწყებიდან
10.01.2013 18:28
ავტორი: naturli
10.01.2013 08:28
რა გატირებს და რა გაჩხუბებს შე კაი კაცო?მოლა ნასრედინი გჭირდება სასწრაფოდ,ცოტა რომ გაგართოს და გაგამხიარულოს: )))

რუსეთი კი არ გადაუტანიათ სადმე,გაიხედეთ ბატონო ჩრდილოეთით, თქვენს ხელში არაა ხელისუფლება?აღადგინეთ პოლიტიკური,დაამყარეთ სავაჭრო ურთიერთობები, ბოლოს და ბოლოს შედით ესენგეში, დაგიშალათ ვინმემ? მაგრამ მაინც ჯიუტად ინარჩუნებთ საჯარისო კონტიგენტს ავღანეთში,მაინც გაიძახით ნატოს და ევროკავშირს.მიუხედავათ იმისა, რომ დასავლეთი სასტიკად აკრიტიკებს ივანიშვილს და მისი უმდიდრესობის „დემოკრატიულ“,“ჰუმანურ“ მმართველობას, მაინც ვერ ელევით ევროპას.ნატოს და ევროპას სააკაშვილის "პირსისხლიანი" რეჟიმი უფრო მოსწონდათ და მოსწონთ,მიხვდით ამას ერთხელ და სამუდამოთ...

ამ ყველაფრის ფონზე,რატომ ვერ გაკეთდა გარღვევა რუსეთთან ურთიერთობაში?იმიტომ ხომ არა,რომ პუტინს თბილისის და ქუთაისის გუბერნიის აღდგენა სურს და არა საქართველოს,როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ესენგეში შეყვანა?..

საქართველოში ბევრი მითი უნდა დაიმსხვრეს,სახელმწიფოდ და ერად თუ გვინდა ჩამოყალობება.პირველი მითი რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის მითია.

ვერც გამსახურდიამ,ვერც შევარდნაძემ და ვერც სააკაშვილმა ვერ შეძლო მაგათთან საერთო ენის გამონახვა,მისი უმდიდრესობაც იმედგაცრუებული დარჩა საწყისს ეტაპზე.ვნახოთ თუ მოახერხებს ქვეყნის დაშლას და ორი გუბერნიის სახით რუსეთთან შეერთებას.რადგან ნებისმიერ სხვა პირობებში რუსეთთან საერთო ენას ვერავინ ვერ გამონახავს ამ უსამართლო სამყაროში.სამი საელჩო საქართველოში არც პუტინს აწყობს და არც მის უმდიდრესობას,ორივეს ერთი მეფისნაცვალი ურჩევნიათ...სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს....

ავტორი: naturali
10.01.2013 18:03
ვინ არის ივანიშვილი ბორია თუ ბიძინა

ჯერ ვნახოთ რუსეთის კაცია ივანიშვილი თუ საქართველოს ან თავისი თავის

ის რომ ივანიშვილი დასავლურ კურსის დეკლალირებას ახდენს არაა მთლად სანდო კრიტერიუმი რადგან ძალის მოკრების შემდეგ შეიძლება რუსეთისაკენ გადახრა

მე მგონია რომ რუსეთის არაა
1 ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა
2 10 წელზე მეტია რუსეთში არ ყოფილა
3 დიდი ნაწილი აქტივების გატანილი ქონდა რაც დარჩა რუსეთშიგაყიდა გაზპრომის აქციები ბირჟაზე იყიდა და დასავლეთის ბანკში დევს პუტინი ვერ შეეხება
4 ივანიშვილი საკმაოდ მტკიცე და დამოუკიდებელია რომ ვინმეს ვასალი იყოს ან თავი არ დააღწიოს თუ შანსი იქნქ

რა ბერკეტები აქვს პუტინს მასზე ისევე როგორც ბერეზოვკიზე მითუმეტეს ივანიშვილი პრემიერია

რა იდეური პუტინისტია თუ უხერხემლო მონა მედვედევი
არც ერთი

დარჩა საქართველოსია თუ თავისი თავის

ფულის ხარჯვა მან 10-15 წლის უკან დაიწყო თუ ჩავთვლით რომ ანგარიშიანად გათვლილი იყო ძაან საეჭვოა ამდენ წლებზე გაეთვალა თავისი გარანტირებული შედეგით
მეორეც თუ ხელისუფლება ფულის საშოვრად უნდა ნაცებთანაც კარგად იყო და გაცილებით ნაკლები შეეძლო დაეხარჯა და ყველას ჩანაცვლებოდა ფულის საშოვ ბიზნესის უმეტესობაში

შესაძლებლობა რომ მოსწყინდა მეორე პოზიცია ფულის შოვნის ვარიანტში და იფიქრა რომ სახმეთაურის რანგში მერს იშოვნის საეჭვოა რადგან ის ფულის შოვაში საქართველოს შავ ბიზნესში არ ყოფილა პირიქით ხარჯავდა

გამოვრიცხოთ ფულის კეთების მოტივაცია რჩება ამბიცია რასაც არ უჩივის

აქაც ორი ვარიანტია ფული გაქვს და პირველკაცობა სხვა კაიფია

ან მართლაც ფული იშოვე და ეხლა სახელი დაერისკაცების სიაში შესვლა გინდა დიდი სახელმწიფო საქმეებით რათა ფულის გარდა შვილებსაც და შენს ხსოვნას სახელი დაუტოვო

ეს სურვილი პატივმოყვარეობითაც და კეთილი სურვილებითაც შეიძლება იყოს ინსპირირებული

მე ვფიქრობ ერისკაცობის სურვილია ივანიშვილის მამოძრავებელი პატივმოყვარეობით თუ სიკეთის სურვილით არ ვიცი ჯერ

მაშ რატომ არ ასრულებს დანაპირებს

დააკვირდით კოალიციაში შემავალი პარტნიორები რისთვისა ხალხი ბუზღუნებდა და მისი ხათრით აირჩია სხვადასხვა მიზეზებით სჭირდებოდა

რესპები და ალასანია დასავლური კურსის სადემონსტრაციოდ
ფორუმი ეროვნულობის
ძიძიგური ზვიადისტ ურაპატრიოტების
დავითაშვილი რუსებისთვის მესიჯად მანდ ჩამოსვლას და ლაპარაკს ცოდვად არ ვთვლიო

რად უნდა კიდევ ეს ბალასტი რათა საჭიროების დროს მოიშოროს რადგან ჩაფიქრებულის აღსრულებაში სულერთია როგორიცაა ხელს შეუშლიან

კიდეც განაცხადა რომ წავალ ერთი ორი პარტია ვიცი ვისაც ხელს შევუწყობ გავაძლიერებო

შეკითხვებზე რატომ არ იკლებს ტარიფი და სად არის სხვა დაპირებები პასუხობს კალაძე ხადური კვირიკაშვილი მუშაობენ და როგორც ამბობენ არ ყოფილა დიდი რესურსიო

და მთავარი ნაცების და სააკაშვილის მოშორება სასიცოცხლოა მისთვის და ქვეყნისთვის

ეს ბუქსაობა და ვერ კეთება მე ნაცების დასაბნევი მანევრი მგონია ნაცებმა ამაზე ააგეს ბრძოლა ასევე პროკურატურის უნიათობაზე და ამასობაში როგორც ივანიშვილმა განაცხადა აქუბარდიასთან და ცხრაჯერ გაიმეორა სასიკვდილო კანონპროექტი მოუმზადა მიშას და გააქვს კიდეც

ასე რომ ეხლა მასვე აწყობს განეიტრალებული მიშა და ახალი არჩევნები რომლის დანიშვნის შემთხვევაში წინასწარ დაიფრენს რამოდენიმე მინისტრს შეასრულებს რამოდენიმე დაპირებას შესამჩნევ წილად
დაჭერების გარეშე გააქრობს ნაცებს
მოიშორებს ბალასტს და აი მაშინ გამოჩნდება თუ რა უნდა მას რისთვის შემოვიდა პოლიტიკაში

ამიტომ მე პირადად ჯერ ბრძოლა მგონია რომ მიდის და დაწმენდილი არაა სიტუაცია ამიტომ ზუსტად ვერ ვიტყვი ვინაა და რა უნდა ივანიშვილს

დროა კიდევ საჭირო

ისე დიდი უბედურებაა როცა ერი ერთი კაცის სინდის განზრახვაზე ჩამოეკიდება
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

სხვა მასალები

ირაკლი ალადაშვილი ქართველ მეომრებზე უკრაინაში

22 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში ჩართვისას სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა უკრაინის ომში ქართველი მეომრების მონაწილეობაზე ილაპარაკა.
გაგრძელება

აუდიო კორნელი კაკაჩია უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაზე

22 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგი.
გაგრძელება

აუდიო ევროკავშირთან ასოცირებისა და საყდრისის მცველთა კვირა

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება ბოლო ათწლეულების მთავარ მოვლენად შეფასდა.
გაგრძელება

აუდიო საახალწლო სამზადისი სამხრეთ კავკასიაში

რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სამსახურების ერთობლივი ყოველკვირეული პროგრამის, "კავკასიური გზაჯვარედინის", თემაა საახალწლო სამზადისი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული