ხუთშაბათი, 31 ივლისი, 2014 თბილისის დრო 01:14

პოლიტიკა

კამათი კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების გამო

x

მულტიმედია

აუდიო
საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო-საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისია განაგრძობს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას. ზუგდიდისა და ქუთაისის შემდეგ კომისიის წევრები ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თბილისში შეხვდნენ. საპარლამენტო უმრავლესობისა და  უმცირესობის წარმომადგენლები კვლავ ვერ თანხმდებიან კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე, რომელთა დამტკიცების შემთხვევაში ქუთაისი აღარ იქნება პარლამენტის ერთადერთი ადგილსამყოფელი, ხოლო პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობის გარეშე ვერ დანიშნავს მთავრობას. ამავე საკონსტიტუციო ცვლილებით, პრეზიდენტს ექნება უფლება ნებისმიერ დროს დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო-საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებები თბილისში მედიის წარმომადგენლებს გააცნო. საპარლამენტო უმცირესობამ კვლავ გაიმეორა საკუთარი არგუმენტები პარლამენტის ქუთაისში დარჩენის სასარგებლოდ. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სერგო რატიანის თქმით, პარლამენტის ქუთაისში
არასოდეს და არავის არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა წავიდეს ხალხის ნების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ჩვენთან ისეთი მახინჯი მოდელია კონსტიტუციის, რომ ამის გაკეთების საშუალებას იძლევა. ჩვენ გვინდა ამ საფრთხის მოხსნა...

დამკვიდრება მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და, საერთოდ, მთელი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით.

„ეს არის როგორც ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის, ასევე ეკონომიკური და სოციალური მობილურობის განვითარების პროექტი! ეს არის საბჭოთა ეპოქის დასასრული, ანუ იმ პერიოდისა, როცა არსებობდა ერთი ქალაქი და როცა პოლიტიკური ცხოვრება მიმდინარეობდა მხოლოდ ერთ ქალაქში და მის მიღმა სივრცე არ არსებობდა. ჩვენ ამის საპირისპიროდ გვესმის არა ალტერნატიული პროექტი ან განვითარების სხვა გეგმა, არამედ შეჩერება და დაბრუნება წარსულში“, - უთხრა სერგო რატიანმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა საპარლამენტო უმცირესობის ამ არგუმენტის საპირისპიროდ განხილვაში მონაწილე ჟურნალ „კვალის“ თანამშრომელმა რევაზ ფახურიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ პარლამენტის გადატანით, ანუ პოლიტიკური გადაწყვეტილებით, ეკონომიკა ვერ განვითარდება:

„ეკონომიკა განსაზღვრავს პოლიტიკას და არა პირიქით! თქვენი ლოგიკით, ოპერის მომღერლებიც უნდა გადავიყვანოთ რეგიონებში, მაგალითად, ხონში!“

საპარლამენტო უმრავლესობაშიც მიიჩნევენ, რომ თავის დროზე პარლამენტი თბილისიდან ქუთაისში სათანადო დასაბუთების გარეშე გადავიდა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, რეგიონების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია შესაბმისი კანონების მიღება და არა ფსევდოდეცენტრალიზაცია:
ზაქარია ქუცნაშვილიზაქარია ქუცნაშვილი
x
ზაქარია ქუცნაშვილი
ზაქარია ქუცნაშვილი

„თურმე ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ყოფნა დეცენტრალიზაციას უწყობს ხელს. მაშინ ასეთ კითხვას დავსვამ: რატომ ზუგდიდში, თელავში ან ბათუმში არ შეიძლება პარლამენტის გადატანა? რა, ცუდი ქალაქებია? ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობისას ყოველთვის ვსვამ რიტორიკულ შეკითხვას: დავით აღმაშენებელი უფრო დიდი პატრიოტია ქუთაისის თუ ბატონი ბობოხიძე და ‘ნაციონალური მოძრაობა?“

რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას, საპარლამენტო უმცირესობა  მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია აღნიშნული ცვლილებით ცდილობს ხელისუფლების იმ შტოს დასუსტებას, რომელსაც თვითონ ვერ აკონტროლებს. უმრავლესობაში კი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტს არ უნდა  ჰქონდეს პარლამენტის მიერ დანიშნული მთავრობის შეცვლის უფლება პარლამენტის თანხმობის გარეშე. ცვლილებათა პროექტის ერთ-ერთი ავტორის, ვახტანგ ხმალაძის კომენტარი:

„პრეზიდენტს შეუძლია ქვეყანას დაუსვას მთავრობა, რომელსაც არ ექნება ხალხის მხარდაჭერა, რადგანაც დღევანდელი პარლამენტი სულ რაღაც სამი თვის წინ არის არჩეული ხალხის მიერ. შესაბამისად, არასოდეს და არავის არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა წავიდეს ხალხის ნების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ჩვენთან ისეთი მახინჯი მოდელია კონსტიტუციის, რომ ამის გაკეთების საშუალებას იძლევა. ჩვენ გვინდა ამ საფრთხის მოხსნა“.

თუმცა, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტს მიენიჭება უფლება ნებისმიერ დროს დაითხოვოს პარლამენტი, რაც არასწორად მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ ნაწილს. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის  ნინო ლომჯარიას თქმით, ასევე გაურკვეველია, თუ ვის მიერ დანიშნული მთავრობა იმუშავებს პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნისა და მთავრობის გადაყენების მომენტიდან ახალი არჩევნების ჩატარებამდე.
ნინო ლომჯარიანინო ლომჯარია
x
ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

„გაურკვეველია, თუ რომელ მთავრობას ექნება უფლებამოსილება, იმიტომ რომ პრეზიდენტს შეუძლია ან დააკისროს ძველ მთავრობას უფლებამოსილება, ან არ დააკისროს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ნაწილიც უნდა მოგვარდეს და განისაზღვროს, რომ ახლად არჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის დამტკიცებამდე ძველმა მთავრობამ უნდა შეასრულოს უფლებამოსილება. გარდა ამისა, არ ვეთანხმები იმას, რომ პარლამენტის დათხოვნა შესაძლებელი იყოს მისი არჩევიდან 6 თვის ვადაზე ადრე. ეს არის მნიშვნელოვანი გარანტია, რომელიც პარლამენტს იცავს აღმასრულებელი ხელისუფლების ზედმეტი გავლენისგან“, - უთხრა ნინო ლომჯარიამ რადიო თავისუფლებას.

საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო-საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისია შექმნიდან ერთი თვის თავზე - ანუ თებერვლის პირველ ნახევარში - დაასრულებს მუშაობას. საპარლამენტო უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ მათ ინიციატივას მხარს დაუჭერს უმცირესობის ნაწილი და კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად საჭირო 100 ხმას უპრობლემოდ მიიღებენ.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
23.01.2013 13:33
ბოლშევიკეების მიერ გამოზრდილმა წითელმა თუ მოწითალო ჭკუის კოლოფებმა ქართველებს დააკარგვინეს სახელმწიფოს და ადამიანობის განცდა და დაავიწყეს ამ სიტყვების მნიშვნელობა ხოდა ან ცხოვრების ბოშურ წესზე გადასვლის მაგრამ ბოშობაც მოითხოვს ადამიანობას და ეს კი რთულია.რჩება გალოთებული ჩუკჩების მდგომარეობა. იქნებ ქართველებზე ანეგდოტები მაინც დარჩეს. ამბობენ რომ კაცობრიობა თავს იკლავს სიცოცხლეს გააგრძელებენ ბაქტერიები. ხოდა მათი შთამომავლებისთვის სასარგებლო იქნება.ფინიტა ლა კომედია. შენგელაიადამ ამოწურა ქართველთა მისია და ფუნქცია.

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული