რუსული ენა სამხრეთ კავკასიაში
რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სამსახურების ერთობლივი ყოველკვირეული პროგრამის, "კავკასიური გზაჯვარედინის", თემაა რუსული ენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. გადაცემაში მონაწილეობენ: ბაქოდან - აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნიაზ მეჰდინი; ერევნიდან - ბრიუსოვის სახელობის ლინგვისტიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანი გაიანე მარკოსიანი და თბილისიდან - სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი ნათელა სახოკია.
კავკასიური გზაჯვარედინი
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)