Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის ორი მოთხოვნა


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის შვიდპუნქტიანი სარჩელის ორი მოთხოვნა. კერძოდ, სასამართლომ ხალვაშს მიაკუთვნა "რუსთავი 2"-ის წილის 100-ვე პროცენტი და ბათილად ცნო მის მიერ გაფორმებული ის ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა შედეგადაც ხალვაშმა თავის დროზე დათმო "რუსთავი 2"-ის წილები.

ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პაატა სალიამ „რუსთავი 2“-თან საუბარში ასე განმარტა მოსამართლის გადაწყვეტილება: „პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ ყველა მოთხოვნა მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. შვიდი მოთხოვნიდან დაკმაყოფილდა მხოლოდ ორი. ეს ორი მოთხოვნა არის, კერძოდ, გარიგებების ბათილობა, ხელშეკრულებების ბათილობა შპს "გეოტრანსთან" და შპს "საქცემენტთან" და ამის შედეგად დაკმაყოფილდა მეორე მოთხოვნა, რომლის შედეგადაც გაუქმდა დღევანდელი მესაკუთრეების საკუთრების უფლება და საჯარო რეესტრში წილების 60 პროცენტის მესაკუთრედ უნდა აღირიცხოს ქიბარ ხალვაში, 40 პროცენტის მესაკუთრედ - მისი კომპანია შპს "პანორამა“.

ვერდიქტი დაუყოვნებლივ ვერ განხორციელდება, რადგან 2 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა. "რუსთავი 2"-ის ადვოკატი, ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ვერდიქტს გაასაჩივრებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG