ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 14:47

პოლიტიკა / საქართველო

ზურაბ აბაშიძის „შეუსრულებელი მისია“?

ბიძინა ივანიშვილი და ზურაბ აბაშიძე
ბიძინა ივანიშვილი და ზურაბ აბაშიძე

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენლად  რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ აბაშიძე დანიშნა. ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ გამოცდილი დიპლომატი გამოიყენებს მდიდარ გამოცდილებას და შეძლებს რუსეთ-საქართველოს შორის გაწყვეტილი კულტურულ-ეკონომიკური კავშირების აღდგენას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილება თავის სპეციალურ წარმომადგენლად დაენიშნა ზურაბ აბაშიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით მიიღო. ბიძინა ივანიშვილის თქმით, იმის გამო, რომ ორ ქვეყანას შორის შექმნილი ვითარება არაორდინარულად მძიმეა, მდგომარეობის გამოსწორების მცდელობაც საგანგებო მიდგომას საჭიროებს:

„ძალიან სერიოზული თანამდებობაა. პირდაპირ მე მექვემდებარება. ბატონმა ზურაბმა კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება საკითხისადმი. ჩვენ ველოდებით, რომ შესატყვისი ნაბიჯი გაკეთდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია შეიცვლება. ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ის ფორმატი, რაც არსებობს ჩვენს ურთიერთობებს შორის (ჟენევის ფორმატს ვგულისხმობ), აუცილებლად შენარჩუნდება. ეს არის უფრო მაღალი საფუხური და ახალი გზა იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები შეიცვალოს და დაბალანსდეს“.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ლოგიკურია, რომ ურთიერთობის აღდგენა დაიწყოს შედარებით მარტივი და ნაკლებად მტკივნეული საკითხებით და რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენამდე აღდგეს კულტურული და ეკონომიკური კავშირები, რაც, ივანიშვილისვე თქმით, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა უარს ამბობს გაცხადებულ საგარეო კურსსა და პრიორიტეტებზე:
ასეთი სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შემოღება იმაზე მიუთითებს, რომ პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხს ...

„ჩვენი სტრატეგია რჩება უცვლელი. ელჩის დანიშვნა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიცვლით სტრატეგიას. ევროპაზე უკეთესი არჩევანი ჩვენ არ გვაქვს. ეს არის ევროკავშირი და ევროატლანტიკური სივრცე, ნატო, უსაფრთხოების მხრივ, და ა.შ. ჩვენ ასევე უნდა მოვახერხოთ და დავალაგოთ მეგობრულ-მეზობლური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. მესმის, რომ პოლიტიკურად წინააღმდეგობაში მოდის, მაგრამ უნდა მოვახერხოთ და ორივე განვახორციელოთ: რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობები და ნატოსკენ სწრაფვა არ შევანელოთ“.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ზურაბ აბაშიძე, მდიდარი დიპლომატიური გამოცდილებითა და პირადი კავშირებით რუსეთის ფედერაციაში, შეძლებს ურთულესი მისიის შესრულებას. თავად ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ახალი თანამდებობის შემოღებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჟენევის ფორმატის პარალელურად, ქმნის რუსეთთან ურთიერთობისა და დიალოგის ახალ დამოუკიდებელ არხს.

„ასეთი სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შემოღება იმაზე მიუთითებს, რომ პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხს. ასე რომ, პირველი ნაბიჯი გადაიდგა და ბურთი, როგორც იტყვიან, რუსეთის მხარესაა და დაველოდოთ რა რეაქცია იქნება იქიდან. დღესდღეობით ვითარება მართლაც ჩიხურია იმის გამო, რომ მოჯადოებული წრეა შექმნილი  მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა. თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული სამართლებრივი წრიდან, სწორედ ამის თაობაზეა საჭირო საუბარი რუსეთის მხარესთან“, განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთთან დიალოგისა და ურთიერთობის მოგვარების წინააღმდეგი არც ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, თუმცა, როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით დარჩიაშვილი ამბობს, ბუნდოვანია ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზნის მიღწევის გზები. დარჩიაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში მთავარი არც თანამდებობაა და არც დიპლომატის გამოცდილება:
რუსეთის ფედერაცია ღიად და სიხარულით წამოვა საზღვრის გახსნაზეც, ბაზრის გახსნაზეც და კულტურულ ურთიერთობებზეც, მაგრამ სწორედ ამაზე გაიყინება და იტყვის, რაღაც-რაღაც ურთიერთობები ხალხთან დავალაგეთ და ახლა აღიარეთ ახალი რეალობაო ...

„მთავარია შინაარსი, არსი საქართველო-რუსეთის ურთიერთობისა და როგორ ესმის ის ივანიშვილის მთავრობას. ეს ბადებს კითხვის ნიშნებს: რანაირად არის შესაძლებელი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება, რომლის წინააღმდეგი არასოდეს ყოფილა წინა ხელისუფლება, თუკი საქართველო კვლავ გააგრძელებს თავისი სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების ძიებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში. თუ არ გააგრძელებს, მიმაჩნია, რომ ეს იქნება ქვეყნის ერთადერთი სწორი არჩევანის წინააღმდეგ წასვლა. თუ გააგრძელებს, მაშინ საკითხავია, რანაირად მოახერხებს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას?“

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძეც მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები იმდენად რთული და ჩახლართულია, რომ თვით ისეთ გამოცდილ დიპლომატსაც კი, როგორიც ზურაბ აბაშიძეა, გაუჭირდება არსებული მოცემულობის შეცვლა. ამასთან, თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ არამართებულია საკითხისადმი ფრაგმენტული მიდგომა და რომ საჭიროა რუსეთთან ურთიერთობის მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროგრამის შემუშავება.

„როგორი პოლიტიკა უნდა გავატაროთ? რა არის  პირველ და რა მეორე რიგში დასაყენებელი საკითხი?  - ეს ყველაფერი უნდა იყოს დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, თორემ რუსეთის ფედერაცია ღიად და სიხარულით წამოვა საზღვრის გახსნაზეც, ბაზრის გახსნაზეც და კულტურულ ურთიერთობებზეც, მაგრამ სწორედ ამაზე გაიყინება და იტყვის, რაღაც-რაღაც ურთიერთობები ხალხთან დავალაგეთ და ახლა აღიარეთ ახალი რეალობაო. იმისათვის, რომ ყოველივე ამას შემხვედრი ნაბიჯი დავახვედროთ, საჭიროა ფართო პროგრამის შემუშავება, ნაბიჯების წინასწარ მოფიქრება, რათა შუა გზაში არ მოგვიწიოს გაჩერება და რაღაც სიურპრიზის შემთხვევაში არ მოგვიწიოს სწრაფად არაორდინარული გადაწყვეტილებების მიღება და ახალი სტრატეგიისა თუ ტაქტიკის შემუშავება“, უთხრა თენგიზ ფხალაძემ რადიო თავისუფლებას.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
02.11.2012 19:52
ეხლა რუსეთის კეთილგანწყობა (სხვა რას დავარმქევთ დასავლეთს სირიასთან ომის განწყობაც კი არა აქვს) მნიშვნელოვანია. ჩვენს რეგიონში სტაბილურობა უნდა შენარჩუნდეს ასე 8-10 წლის განმავლობაში მაინც, რაც დიდი მიღწევა იქნება.

რადგანაც უცნობია ირანთან მიმართებაში როგორ წარიმართება დასავლეთის და ისრაელის დამოკიდებულება. არც სირიაში უწყის ვინმე რა მოხდება. ანუ კონფლიქტის გამწვავების შემთხვეაში რუსეთი არ მალავს, რომ გავლენის გაზრდას კავკასიაში ხელიდან არ გაუშვებს.

მივესალმები თუ რუსეთთან უახლოეს წლებში დაპირისპირება შემცირდება. რასც დიდი ძალისხმევა დაჭირდება.

თუცმა ეტყობა, რომ ჩვენს საგარეო საქმეთა სამინსიტროს ახალ უფროს და ზემოდ ხსენებულ წარმომადგენლეს შორის ფუნქციების გაყოფას დიდი დრო უნდა დაეთმოს. საერთოდ გაუგებარია საგარეო საქმეთა სამინისტროს რა მოეთხოვება ამ შემთხვევაში? :)

მე ასეთ პოსტების შემოღება უფრო დაბნეულობის ნაყოფი მგონია.

მეორეც, ბატონი აბაშიძის სპეციალური მისია ქართველი ამომრჩევლის რისხვის შემსუბუქებას ემსახურება.

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
02.11.2012 00:04
იწყება საქართველოს რუსეთთან შეერთების გეგმის განხორციელება.და ამისთვის ზურაბ აბაშიძეზე უკეთეს კანდიდატს ბიძინა ვერც მონახავდა. (უფრო სწორად , ასე შემოუთვალეს რუსეთიდან).
ეკონომიკური და კულტურული კავშირების აღდგენა რუსეთთან - რის ხარჯზე მოხდება.საინტერესოა რა ღირს ჩვენის ქვეყნის დამოუკიდებლობა.?
"აღადგენენ" კავშირს და ონიშჩენკოს რომ მოუვლის თავში(პუტინის ბრძანებით), შეაჩერებენ ულტიმატუმების თანხლებით.ისევ ამ ტერორისტული ქვეყნის,რუსეთის ბაზარზე ორიენტირებული გახდება ქართული წარმოება.ისევ არაკონკურენტული და მონური ორიენტაციის.
ენერგეტიკის თვალსაზრისითაც ხომ უნდათ ჩვენი რუსულ სივრცეში დაბრუნება ოცნებისტებს. რამდენი თეთრით გაიაფდება (ოღონდ ეს თავიდან) ელექტროენერგია, რამდენ თეთრად ჰყიდიან საქართველოს თავისუფლებას ოცნებისტები?
ჯერ სად ვართ, ნატოში შესვლაზეც იტყვიან უარს რაიმე "პატრიოტული" არგუმენტებით - "ქვეყნის კეთილღეობისთვის.
რუსეთის მიერ დაფინანსებული ბიძინა და მისი "გუნდი" პუტინის სურვილების შესასრულებლად მოვიდა. კადრებს თუ შევავლებთ თვალს, ივანიშვილის რჩეულებს, ფსბ-ს გამოგზავნილებს, კარგად მივხვდებით საითაც მივდივართ.
რა მოლაპარაკება უნდა ვაწარმოოთ ქვეყანასთან,რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20 % აქვს ოკუპირებული?! რომელმაც ჩვენი ხალხის სისხლი დაღვარა( და კიდევ მზდაა ამისთვის)?! რომლის მოსახლეობა საქართველოს მტერი ქვეყნების 3-ლში ათავსებს?!
ზღაპრები ბიძინამ და ზურაბ აბაშიძემ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის კეთილდღეობაზე წითელ ინტელიგენციას მოუყვნენ, გაეხარდებათ.
მაგრამ რა გვაქვს სალაპარაკო, ამ ცინიზმსა და მარაზმს ძალაუნებურად უნდა ვუყუროთ. მოსახლეობის 54%-მა საქართველოს რუსულ გუბერნიად გახდომას მისცა ხმა.

ავტორი: toma საიდან გვწერთ: dasavletidan
01.11.2012 19:42
არაფერი არ გამოვა ეს ცყლის ნაკვაა

ავტორი: მეფისტოფელი
01.11.2012 19:30
გორბაჩოვის გუნდის ვარსკვლავის ერთგული კაცის წამოტივტივება კიდევ ერთხელ ააშენებს რუსეთსაც და საქართველოსაც და ძალიან კმაყოფილი ვარ.

ყველაზე პოპულარული