ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 02:27

პოლიტიკა / მსოფლიო

ისლამური ტელეარხი „ალ-ერ-ტე-ვე“ მთელ რუსეთს დაფარავს

ოსტანკინოს ტელეანძა მოსკოვში
ოსტანკინოს ტელეანძა მოსკოვში

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
რუსეთმა მაჰმადიანთა წმინდა თვის, რამადანის დასრულებას დაამთხვია ახალი ისლამური სატელევიზიო არხის ამოქმედება. „ალ-ერ-ტე-ვე“  19 აგვისტოს გავა ეთერში, იმუშავებს სადღეღამისოდ,  გადასცემს ახალ ამბებს, თოკშოუებსა და დისკუსიებს, მუსიკას და გასართობ პროგრამებს.  „ალ-ერ-ტე-ვე“ კერძო პირების მიერ ფინანსდება. არხის მთავარი მაყურებლები იქნებიან  რუსეთის  ახალგაზრდა  მაჰმადიანები, ამბობს  „ალ-ერ-ტე-ვეს“ მთავარი რედაქტორი რუსტამ არიფჯანოვი,  რომელიც განმარტავს, რომ არხი სატელიტურია და  რომ ის აუცილებლად იპოვის რუსეთის მედიაში თავის  ნიშას:

„რუსეთს არ გააჩნია ფედერალური ტელეარხი,  მაჰმადიანებისთვის განკუთვნილი. არსებობს მხოლოდ ორი რეგიონალური არხი, თათრეთსა და ჩეჩნეთში.  ასე რომ, არის მოთხოვნილება რუსეთის იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც ისლამს მისდევენ. მაგრამ ჩვენი მაყურებელი მხოლოდ მაჰმადიანური არ იქნება. არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ინტერესი აქვთ აღმოსავლური, არაბული   სამყაროს, ინდონეზიის და თურქეთის, ასევე ამ  ქვეყნების ტრადიციისა და კულტურის მიმართ“.

ტელეარხის პროდიუსერია ტიმურ ბულგაკოვი, რომელიც „ალ-ერ-ტე-ვეს“ გადაცემებზე ამბობს, რომ ისინი  უფრო მდიდარი, მიუკერძოებელი  და ინფორმაციული იქნება.  მისივე თქმით, „მაუწყებლობის შინაარსი მომზადდება რუსეთის ყველა რეგიონის  მაჰმადიანთა ცხოვრების შესახებ,  რაც თავისთავად პირველად ხდება.  მაგრამ ის არ იქნება, ბულგაკოვის თქმით, ლოკალური არხი, ის რუსეთის ყველა რეგიონს დაფარავს.

რუსეთის პირველი ისლამური ტელეარხის შექმნის გეგმა პირველად  ივლისში გამოცხადდა ევროპული რეგიონების რუსეთის მაჰმადიანთა რელიგიური დირექტორატის მიერ. ეს გაერთიანება სახელმწიფოსგან იღებს მხარდაჭერას. დამირ მუხიტდინოვი,  ამ დირექტორატის თავმჯდომარის მოადგილე, გვეუბნება,  რომ საჯარო რელიგიური საბჭო ზედამხედველობას გაუწევს არხის მუშაობას. მისი თქმით,  საბჭოში შედიან რუსეთის ისლამური უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის არიან მოსკოვის და რუსეთის ცენტრალური რეგიონების მუფთი ალბირ კრგანოვი, მორდოვეთის რეგიონალური ისლამური ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი ფეჰიმ შაფიევი, ასევე მოსკოვში მცხოვრები ჩრდილოეთ კავკასიის მაჰმადიანთა წარმომადგენელი შეფიკ ფშიხაჩევი.  2009 წელს კრემლის მომხრე მაჰმადიან სასულიერო პირთა ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადენელი, რავილ გაუნუტდინი, როელიც რუსეთის მუფთების საბჭოს განაგებს, რუსეთის მთავრობას უკვე სთხოვდა ასეთი ტელეარხის შექმნას.  ახლა „ალ-ერ-ტე-ვეს“ კრემლი ოფიციალურად არ აფინანსებს, მაგრამ მუხიტდინოვი არ გამორიცხავს სახელმწიფო გრანტების მიღებას და აღნიშნავს, რომ ტელეარხი კერძო პირების მიერ ფინანსდება, მაგრამ  მას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფართო მხარდაჭერას უწევს. „ალ-ერ-ტე-ვეს“ დაჭერა შესაძლებელი იქნება  რუსეთის უდიდესი სატელიტური ოპერატორის, „ტრიკოლორის“   გზით.  „ტრიკოლორი“ რუსეთის ყველა რეგიონს ფარავს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

ყველაზე პოპულარული