ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 06:55

პოლიტიკა

რუსოფობია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში?

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე, სერგეი ნარიშკინი
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე, სერგეი ნარიშკინი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, ჟან-კლოდ მინიონი აცხადებს, რომ „იმედგაცრუებულია“ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, არ დაესწროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, სერგეი ნარიშკინმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ არ აპირებს ოქტომბერში სტრასბურგში ჩასვლას მიუხედავად იმისა, რომ  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე რუსეთის შესახებ იმსჯელებენ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე (1-5 ოქტომბერს) განიხილავენ ანგარიშს ევროსაბჭოს წინაშე რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ. ეს ანგარიში შვიდი წლის განმავლობაში პირველად მომზადდა და ასახავს ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის მეორე ვადის ბოლო პერიოდს, დმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის მთელ ვადასა და პუტინის პრეზიდენტობის მესამე ვადის დასაწყისს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის პირველივე დღეს, ანუ 1 ოქტომბერს, ასამბლეის წინაშე უნდა გამოსულიყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე, სერგეი ნარიშკინი, როგორც რუსეთის დელეგაციის თავმჯდომარე, და წაეკითხა მოხსენება ევროპაში პარლამენტარიზმის განვითარების პრობლემებზე.

მაგრამ ხუთშაბათს ნარიშკინმა გამოაცხადა, რომ არ ჩავა სტრასბურგში: „ჩვენ ვიგრძენით, რომ ჩემს ასეთ დიდ, სტრატეგიულ წინადადებებს ყურს არ ათხოვებენ საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელთა ნაწილი და რიგი რუსოფობი დელეგაციებისა. ინტერესი, როგორც ჩანს, სხვა რამისადმი ვლინდება“.

ნარიშკინს არ დაუზუსტებია, ვის მიიჩნევს „რუსოფობ დელეგაციებად“.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე 2 ოქტომბერს უყრიან კენჭს რუსეთის შესახებ რეზოლუციას, რომლის პროექტშიც მკაცრად არის გაკრიტიკებული, მაგალითად პატიმრობის მისჯა პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ სამი წევრისათვის. რუსეთს მოუწოდებენ, ბოლო მოუღოს უფლებადამცველების დევნას, გამოიძიოს ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები, აღკვეთოს ციხეებში პატიმრების მიმართ სისასტიკე, ნუ მიმართავს ძალას მშვიდობიანი აქციების მონაწილეების წინააღმდეგ.

რეზოლუციის პროექტი მოიცავს აგრეთვე მოწოდებას, რომელიც უკავშირდება საქართველოს - კერძოდ, გაუქმდეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტით რომ არა მარტო სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეა უკმაყოფილო, ჩანს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო უთრეითრობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსეი პუშკოვის განცხადებით. „აქ ნათქვამია, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, უნდა გადავსინჯოთ ჩვენი კანონმდებლობა, გადავსინჯოთ დემონსტრაციების გამართვაზე უფლების გაცემისა და მათი ორგანიზატორების მიმართ სანქციების მიღების პრინციპები; უნდა გადავსინჯოთ ჯგუფ „პუსი რაიოტის“ სამი წევრისთვის სასამართლოს მიერ ახლახან გამოტანილი განაჩენი; გადავსინჯოთ კანონი ალტერნატიული სამხედრო სამსახურის შესახებ; თავი შევიკავოთ იმ კანონის გამოყენებისგან, რომელიც ეხება ისეთი ექსტრემისტული რელიგიური ჯგუფების საქმიანობას, როგორიც არის „იეღოვას მოწმეები“, შევასრულოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ მიღებული რეზოლუციები, რომლებიც თავის დროზე საქართველოს მხარის მიერ იყო ინიცირებული, და რომელთა შესრულება ტოლფასია იმისა, რომ რუსეთს მოსთხოვო, უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენობის აღიარებაზე“, - განაცხადა ალექსეი პუშკოვმა.

სწორედ პუშკოვი უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე მას შემდეგ, რაც სტრასბურგში გამგზავრებაზე უარი თქვა სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მელანქოლიკოსი
29.09.2012 18:23
რუსები მთელ მსოფლიოს უნდა უყვარდეს და ცდილობდეს მათ ერთხელ და სამუდამოდ განთავისუფლებას მათ შორის ქართველი ჩეკისტებისგანაც.

ავტორი: ანონიმი
29.09.2012 00:20
სწორეა! ნატოს დაზვერვის უფროსად კგბს სკოლის ფრიადოსანი უნგრელი ლაბორჩის დანიშვნის შემდეგ რუსოფობია ევროპაში ნამეტანი გაძლიერდა! !!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
28.09.2012 22:34
ამათოფიბია წესით მთელ სამყაროს უნდა სჭირდეს მაგრამ რა ქნას ბებერმა ევროპამ, მოვა ზამთარი და მათი დემოკრატიული და ჰუმანისტური იდეალები ჩამქრალი გაზქურების მილებში იკარგება

მსწრაფლ გაიწვევნ რუსების სალანძღავ რეზოლუციებს ევროპარლამენტიდან და გათბებიან კიდეც

ასე გრძელდება კატა-თაგვობანას თამაში აგერ უკვე ამდენი წელია

არადა რუსოფობია წესით დიდი ხანია პანდემიად უნდა იყოს ქცეული, მაგრამ რეალობა სხვა მხარეს იხრება

ყველაზე პოპულარული