Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამართლებს რუსი ათლეტების დისკვალიფიკაციას


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლითაც რუს მძლეოსნებს აეკრძალათ 2016 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობა.

ოლიმპიური კომიტეტის მიერ 18 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის სრულად უჭერს მხარს, მსოფლიოს მძლეოსნობის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომელსაც ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვა, უნდა მიიღონ თუ არა ათლეტებმა მონაწილეობას ამა თუ იმ ასპარეზობაში. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო, რომელმაც აღნიშნა, რომ რუს სპორტსმენებს უკვე აღარ აქვთ შანსი მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება. მძლეოსანთა საერთაშორისო ფედერაციამ რუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება ნოემბერში, მას შემდეგ გამოიტანა, რაც მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ ოთხ რუს ოლიმპიურ ჩემპიონს წაუყენა ბრალდებები, რომ მათ სოჭის ოლიმპიური თამაშების დროს სტეროიდები გამოიყენეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG