Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა დოპინგის სკანდალთან დაკავშირებით


რუსეთში დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის ყოფილი წევრების წინააღმდეგ. საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა, ვლადიმირ მარკინმა 8 ივნისს განაცხადა, რომ საქმე ეფუძნება 2009-2013 წლებში ოფიციალური პირების მიერ „უფლებამოსილებით ბოროტად სარგებლობის" ბრალდებას. მარკინს არ გაუმხელია ბრალდებულთა ვინაობა, მაგრამ თქვა, რომ გამოძიება უკავშირდება დოპინგთან დაკავშირებულ სკანდალს, რომლის გამოც რუს მძლეოსნებს გასული წლის ნოემბრიდან აეკრძალათ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა. 8 ივნისის საღამოს გერმანიის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველმა არხმა, ARD-მ აჩვენა ახალი დოკუმენტური ფილმი, რომელშიც უშუალოდ რუსეთის სპორტის მინისტრ ვიტალი მუტკოს ადანაშაულებენ დოპინგის გამოყენების მიჩქმალვაში. მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია 17 ივნისს მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, დაუშვებენ თუ არა რუს ათლეტებს წელს ზაფხულის ოლიმპიადაზე ბრაზილიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG