Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინას გადაუვადა ვალის დაბრუნების მოთხოვნა


ვლადიმირ გროისმანი
ვლადიმირ გროისმანი

რუსეთი აცხადებს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკრაინას აღარ მოსთხოვს სრულად დააბრუნოს სამი მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი, რათა კიევში ახალ მთავრობას დრო მისცეს შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრის მიზნით.

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა 22 აპრილს განაცხადა, „უკრაინის ახალ მთავრობას დრო მივეცით, რათა მან ვითარება საღი თვალით შეაფასოს, გადასინჯოს თავისი პოზიცია და რუსეთთან დაიწყოს მოლაპარაკება ვალის თაობაზეო“. სილუანოვის თქმით, ამ ნაბიჯს წინ უძღოდა უკრაინის მხრიდან გამოთქმული თხოვნა, რუსეთმა გაითვალისწინოს კიევში ამჟამად არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა. უკრაინის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გასულ კვირაში დაამტკიცა ახალი კანდიდატი, ვლადიმირ გროისმანი, რომელიც, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად, ამჟამად კაბინეტის ფორმირების პროცესშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG