Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მსოფლიო ლიდერების საყვედურებს ისმენს მიუნხენში


რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას. 2016 წლის 13 თებერვალი.
რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას. 2016 წლის 13 თებერვალი.

უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე რუსეთი დასავლელი ლიდერების საყვედურებს ისმენს უკრაინის საქმეებში ჩარევის, სირიაში მისი საჰაერო კამპანიისა და თავის ბირთვულ შეიარაღებაზე განსაკუთრებული აქცენტისთვის. საპასუხოდ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა ევროპასა და აშშ-ს ბრალი დასდო მისი ქვეყნის დაბრკოლების მცდელობაში. მისი თქმით, მსოფლიო შეიძლება ისლამური ხალიფატის დომინირების წინაშე აღმოჩნდეს ან მესამე მსოფლიო ომში იქნეს ჩათრეული, თუკი დასავლეთი არ ითანამშრომლებს მოსკოვთან. აზრთა ემოციური გაცვლა-გამოცვლა მოხდა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის მეორე დღეს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა, რომელიც მედვედევის შემდეგ გამოვიდა, თქვა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სირიაში სამოქალაქო მოსახელობის დაბომბვა, რათა გზა გაუხსნას სამშვიდობო მოლაპარაკებებს. მისი თქმით, საფრანგეთი პატივს სცემს რუსეთს და მის ინტერესებს, მაგრამ სირიაში „გვესაჭიროება მშვიდობა, გვესაჭიროება მოლაპარაკებები, და საამისოდ აუცილებელია, შეწყდეს სამოქალაქო მოსახლეობის დაბომბვა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG