Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანს იმედი აქვს, რომ მალე მოხდება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება


რეჯეპ ტაიპ ერდოანი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ მალე მოხდება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება მას შემდეგ, რაც ერდოანმა მიუსამძიმრა თურქეთის მიერ ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის პილოტის ოჯახს.

თურქეთის თვითმფრინავების მიერ შარშან ნოემბერში სირია-თურქეთის საზღვარზე რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდებას ორმხრივი ურთიერთობის მკვეთრად გაუარესება მოჰყვა. „ჩვენი ურთიერთობის გამოსწორების მიზნით რუსეთში ჩემი წერილის გაგზავნით შერიგების შემდეგ, ვფიქრობ, ეს კარგი იქნებოდა ორივე ქვეყნისათვის. წერილით, რომელიც ბატონ პუტინს გავუგზავნე, სინანული გამოვთქვი ინციდენტის გამო და ამავე დროს მას შევახსენე თანამშრომლობის ის შესაძლებლობები, რომლებსაც რეგიონში მივაღწიეთ. ვფიქრობ, შეგვიძლია რუსეთთან ურთიერთობის სწრაფად ნორმალიზება არსებული ვითარებისათვის წერტილის დასმით, რადგან ასეთი ვითარებით არცერთი მხარე არ არის დაინტერესებული", - განაცხადა ერდოანმა 27 ივნისს ანკარაში. ხოლო თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის განცხადებით, ერდოანი და მისი რუსი კოლეგა, ვლადიმირ პუტინი 29 ან 30 ივნისს ტელეფონით ისაუბრებენ. ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესებაზე მიანიშნებს გეგმაც, რომელიც ითვალისწინებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს ჩასვლას 1 ივლისს სოჭში, შავი ზღვის ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრასთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG