ორშაბათი, 01 სექტემბერი, 2014 თბილისის დრო 22:32

პოლიტიკა

საქართველო და რუსეთი ევროსაბჭოს ახალ რეზოლუციაში

x

მულტიმედია

აუდიო
147 ხმით 26-ის წინააღმდეგ - კენჭისყრის ასეთი შედეგით დაამტკიცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია "საქართველო და რუსეთი: ჰუმანტირული სიტუაცია კონფლიქტით და ომით დაზარალებულ ტერიტორიებზე". რეზოლუციის საბოლოო ვარიანტმა კმაყოფილი დატოვა საქართველოს დელეგაციაში შემავალი როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები.

დიახ, წნეხს განვიცდიდი როგორც რუსეთის დელეგაციის, ასევე საქართველოს დელეგაციის მხრიდან, მაგრამ გავუძელი და ძველებურად ფეხზე ვდგავარ - დაახლოებით ამ შინაარსის განცხადება გააკეთა 23 იანვარს შვედმა დეპუტატმა თინა აკეტოფტმა, რომლის მოხსენებაც დაედო საფუძვლად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას. მიგრაციის, ლტოლვილთა და გადაადგილებულ პირთა კომიტეტის წარმომადგენელი თინა აკეტოფტი პრინციპულ საკითხად მიიჩნევს, რომ, მხარეთა დიდი დაინტერესებისა და კოლეგებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჰუმანიტარული საკითხი მკვეთრად უნდა გაემიჯნოს პოლიტიკას:  

”ეს არის მოხსენება იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ საკითხებზე. ეს არ არის პოლიტიკის ნაწილი. ხანდახან ჩვენ გვჭირდება განვერიდოთ პოლიტიკას, ხანდახან პოლიტიკა ვერ გამოდგება სამუშაო იარაღად. აქ ჰუმანიტარული საკითხებია მთავარი. მთავარია, რომ ამ ხალხს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა, ხელმისაწვდომობა და ხელმისაწვდომობა. ეს არის ერთადერთი, რასაც მე ამ მოხსენებით ვითხოვ”.

ხელმიუწვდომლობის მრავალმხრივი პრობლემა კიდევ უფრო გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ ანგარიშის მომზადებისას თინა აკეტოფტს არ მიეცა საშუალება შეეღწია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, რომელიც, მისი აზრით, კიდევ უფრო დახურულ ზონას წარმოადგენს, ვიდრე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა. ანგარიშის ავტორი აღნიშნავს, და ეს რეზოლუციაშიც არის
მეორე საკითხი, რაზეც აქამდე არ ყოფილა საუბარი, არის ის, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ჰქონდეს უფლება განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც არის ოკუპირებული. ამას ხაზს ვუსვამ, რომ საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს რეზოლუციაში პირდაპირ არის ასახული...

აღნიშნული, რომ, საკუთარ სახლებში დევნილების დაბრუნების ჯერჯერობით მიუღწეველი პრობლემის გარდა, მწვავე პრობლემად რჩება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე თავისუფალი მიმოსვლა კონფლიქტით დაზარალებული ადამიანებისთვის. მწვავე გამოწვევას წარმოადგენს ასევე ადამიანის უფლებათა სხვადასხვა ხასიათის შეზღუდვა - იქნება ეს ადამიანების გაუჩინარება, სურსათის, ჯანდაცვისა თუ განათლების პრობლემები. რეზოლუციის თანახმად, პრობლემების გადაჭრაში დიდი როლი ეკისრება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რათა მოხერხდეს ნდობის აღდგენა და დიალოგის გზით საერთო ენის გამონახვა ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით. ჰუმანიტარული პრობლემების დაძლევა სწრაფად და ეფექტიანად რომ უნდა მოხდეს, ეს 23 იანვრის სხდომაზე, დებატების პროცესში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის არაერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 23 იანვარს დამტკიცებულ რეზოლუციას მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს  საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი. როგორც მან  ჟურნალისტებს უთხრა, ჰუმანიტარული ხასიათის წინა რეზოლუციებთან შედარებით, ამ ბოლო რეზოლუციის ენა არათუ შერბილებული არ არის, არამედ, გარკვეულწილად, გამკაცრებულია და ეს შეეხება, მაგალითად, რუსეთის მიმართ მოწოდებას - შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება. აქვეა სხვა აქცენტებიც:

”გათვალისწინებულია ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და დევნილის უფლება დაბრუნდეს საკუთარ სახლში, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. მეორე საკითხი, რაზეც აქამდე არ ყოფილა საუბარი, არის ის, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ჰქონდეს უფლება განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც არის ოკუპირებული. ამას ხაზს ვუსვამ, რომ საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს რეზოლუციაში პირდაპირ არის ასახული”.

ტერმინ „ოკუპაციას“, რომელიც 23 იანვარს დამტკიცებულ რეზოლუციაში სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა კონტექსტშია მოხსენიებული, ტექსტის განხილვისას სხდომაზე ბრძოლა გამოუცხადა რუსეთის დელეგაციამ, რომელმაც რეზოლუციას არ დაუჭირა მხარი. მაგალითად, დეპუტატ კალაშნიკოვის გაგებით, ომი საქართველომ დაიწყო, რუსეთი იძულებით იცავდა თავს და ამიტომ ბუნებაში არანაირი ოკუპაცია არ არსებობს. ასეთ მიდგომას მარგინალურს უწოდებს საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელიც ასევე კმაყოფილია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დაკავებული უცვლელი პოზიციით:

ჩიორა თაქთაქიშვილიჩიორა თაქთაქიშვილი
x
ჩიორა თაქთაქიშვილი
ჩიორა თაქთაქიშვილი
”დღევანდელი დღე კიდევ ერთი დადასტურება იყო იმისა, რომ ევროსაბჭოს პოზიცია არ შეიცვლება დროის ცვლილებასთან ერთად და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად შეგვიძლია რუსეთის იძულება  სამომავლოდ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასთან დაკავშირებით”.

რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ საქართველოს ძველსა და ახალ ხელისუფლებას შორის აღარ გაგრძელებულა კამათი ტერმინ „ოკუპაციის“ თაობაზე, რაც გარკვეულწილად შეინიშნებოდა გასულ დღეებში. შეიძლება ითქვას, რომ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები ოთხშაბათს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, ერთობლივი ძალებით ცდილობდნენ საქართველოს ინტერესების დაცვას. მართალია, მათ მიერ შეთანხმებულად  მოთხოვნილ ცვლილებათა დიდი ნაწილი არ იქნა გაზიარებული, მაგრამ საბოლოო შედეგი მაინც მისაღები აღმოჩნდა.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: tutuci
24.01.2013 10:48
არადა გარემარბი ძალიან სწორია

ხალხზე საუბარი საერთოდ არ მიდის, ეს ჭირი დიდი ხანია გვჭირს, თუნდაც აფხაზეთთან მიმართებაში- სულ ტერიტორიაზე ვსაუბრობთ, თითქმის არავინ ახსენებს დევნილებს

მაგრამ არის მეორე მხარეც, ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენა თავისთავად გულისხმობს ამ ადამიანების დაბრუნებას საკუთარ კერიაზე

თუმცა რუსული საქციელის გაკრიტიკება მილიონჯერ უფრო მწვავე გამოვა ჰუმანიტარულ საკითხებს თუ წამოვწევთ

ავტორი: მუსხელიშვილს მიმდევარი
24.01.2013 10:26
ყველაფერს, თავისი სახელი უნდა ერქვას,მკაფოდ თქმული,საჭიროების შემთხვევაში,გამეორებით,ყველასთან ხმარებაში.ყველას ყურთასმენისთვის გასაგონად.რა თქმა უნდა სხადასასხვანაირი შეფუთვით,შექმნილ ვითარებას გააჩნია,მტერთან მტრულად თქმული,მოყვარესთან...ნათქვამით,მაგრამ ფიქსირებული.ორუცნობიანი განტოლების ამოხნისას,ერთ ერთი უცნობის იგნორირება არ გამოკვეთა,ან არ გახმოვანება,არაბული, ბერძნული ნიშნულის სახით,ასუსტებს, ამგვარი რეალურად არსებული უცნობის,გამოყენებით ჩართვასაც, სრულად, სასურველ,შედეგამდე მიღწევით, ორივე უცნობის ამოხსნამდე, ურთერთობათა შორის უმთავრესი ელემენტის,მიწის ომით წართმევის,ერთის მიერ მეორისათვის ფაქტის მიჩქმალვა, და ამგვარი ქმედების,შენიღბვის მცდელობა ,ვითომ მტრის გაღიზიანებაზე ყურადღების გამახვილებით გამახვლებით,წართმევის ფაქტისა,სასაცილოა სატირალი,რომ არ იყვეს,წართმეულისათვის.,ტერიტორიულ მრავალუცნობიან განტოლებას,უკვე არსებული ცდომილებითი ალბათობის გათვალისწინებით, ჩვენთვის სასარგებლოდ ვერ ამოვხსნით,ყველასათვის მისაღები შედეგის მიღებით.სიმართლის კვლავ და კვლავ გამეორების გარეშე.ფაქტის აღიარება,ყველას გასაგონად,უკვე წინსვლაა,საქართველოს ტერიტორიულობის აღდგენისკენ,სწრაფი აღდგენისკენ.მიჩქმალვა -ვერდავაბრუნებთო წართმეულსო-ПО ОПРРЕДЕЛЕНИЮ-ოს მთქმელების წინაშე,უსუსურის შეგუებაა,ძალით წართმეული,ძალითვე ბრუნდება,რა ხერხობრივ-ადამიანურ ჩარჩოებშიც არ უნდა ჩავსვათ მოგვარებითი ურთიერთობები

ავტორი: გარემარბი საიდან გვწერთ: აშშ-დან
23.01.2013 23:38
სიტყვა ოკუპაციას აშკარად არაადეკვატურად დიდი ყურადღება ეთმობა საქართველოს მხრიდან. ისე გამოდის, რომ, ჰუმანიტარულ საკითხებზე მსჯელობის დროსაც კი, ტერიტორიების ოკუპაციის ხსენება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ქართველებისთვის, ვიდრე თავად ჰუმანიტარული საკითხები, რაც თავისთავად სამწუხაროცაა და სამარცხვინოც :(

ავტორი: tutuci
23.01.2013 22:57
რატომღაც ღრმად ვარ დარწმუნებული რომ შეიძლებოდა რუსეთზე საამებლად ტერმინი ოკუპაციის გამქრალიყო!!!

თუ რატომ და რა მიზნით ამაზე ერთნი იტყვიან ბიძინა რუსეთის კაციაო და მეორენი იტყვიან- რუსეთთან ენამოჩლექვით საუბარში, მათზე აფხაზეთ-სამაჩაბლოს დაბრუნებას ცდილობსო

მოკლედ ერთი ფაქტია, იქ სადაც ნამდვილად იდგა დიდი სისულელის ჩადენის საშიშროება, ნაციონალებმა მოახერხეს და მწვავე კრიტიკით საქმე სწორ კალაპოტში დატოვეს - ვგულისხმობ ტერმინ ოკუპაციას და ზოგადად რუსეთთან ზომიერად მწარე საუბარს

ეს არის კოჰაბიტაცია! როცა ერთის შეცდომა თუ მიზანმიმართული უზნეობა სწორდება მეორის სწორი კრიტიკით და არა ქვების სროლით

ეს გვინდა ჩვენც!!! და არა მიშას და ბიძინას ერთად სხდომა რესტორნებში, ან მიშას შავი პი-არ-ი მთავრობის წინააღმდეგ რაც საბოლოოდ ქვეყანას აზიანებს, ანდა ბიძინასეული სააკაშვილის და მის მცოდველ ხელისუფალთა მხილებები...

იმედია ასე გაგრძელდება "რუსეთთან მეგობრობის" სულელურ და უგონო თემასთან მიმართებაშიც

აი ეს არის კოჰაბიტაცია და დემოკრატიული, მრავალმხრივი მმრათველობის მაგალითი და არა ის რასაც აქამდე გვაჩვენებდნენ ჩვენი პოლიტიკოსები

და ასეც უნდა გაგრძელდეს მომავალში

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული