შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 08:36

მულტიმედია / TV

ძალაუფლების წერტილები

Loading
12:00:00 / -:--:--
ჩამოტვირთეთ
ტექსტის ზომა - +
რადიო თავისუფლება და საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებენ ყოველკვირეული პროგრამის, „წითელი ზონის“ ახალ სეზონს. სეზონი იხსნება გადაცემით, რომელიც გადაღებულია არა ოკუპაციის მუზეუმში, არამედ თბილისის ქუჩებში. ამ შემთხვევაში პროგრამის ფორმატის ცვლილება გამართლებულია სეზონის პირველი „წითელი ზონის“ შინაარსით - გადაცემის წამყვანი, გიორგი გვახარია ჩვენს კოლეგა სალომე ასათიანთან ერთად საუბრობს თემაზე „ძალაუფლების წერტილები - ‘ვარდების რევოლუციიდან’ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე“.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მარინა საიდან გვწერთ: თბილისი
01.11.2012 21:38
რუსეთში ბევრად ნაკლებია სოციალურად დაუცველთა რაოდენობა (ნავთობის გათვალისწინებით), თავისუფლების ხარისხი ?
ან სოციალურ საკითხებზე ისაუბრეთ ან დემოკრატიაზე (იდეალებზე). გეთანხმებით რომ ორივე უმნიშვნელოვანესია.
ვერ ხვდებით რომ სასტუმრო (და ვერანდით) როგორც მინიმუმ ასაქმებს რამდენიმე ათეულ ადამიანს (ოჯახს). ამის გარეშე როგორ შეიქმნება ეკონომიკური დოვლათი?
ალბად ელით რომ სახელმწიფომ გააშენოს რამდენიმე ათასი ფაბრიკა-ქარხნა და იქ დაასაქმოს მოქალაქეები. ვერ ხვდებით თუ არ ხვდებით რომ ეს შეუძლებელია?
კაპტალიზმსა და სოციალიზმს შორის ვერ ხედავთ განსხვავებას
და საერთოდ გოგი, შემი პატივისცემის მიუხედავად სადღაც სოციალიზმში ჩარჩით.
ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის რომ არ გვინდა დავინახოთ, რომ უფასო არაფერი არ არსებობს. ყველაფერს აქვს ფასი, სახელმწიფო ვერ შეგვინახავს, შვენ უნდა შევინახოთ თავი, ოჯახი და ობოლი მეზობელი. სახელმწიფოს არც უნდა მოვთხოვოთ ეს. გირცხვილია გოგი, სალომე, ეს ანალიზი კი არა პოპულიზმია, თან გაუაზრებელი

ავტორი: sofiko
26.10.2012 13:37
საინტერესო გადაცემა იყო, მადლობა სალომეს ობიექტურობისთვის, და გოგოს მისი მოწვევისთვის

ავტორი: "მიშა"-ია
24.10.2012 15:14
ავტორი: ანონიმი
22.10.2012 14:38

"ტვინი წაიღე" არა - "ტვინი წეიღე"!

საინტერესოა "დემაგოგია" სად და რომელ მხარეს მოგცეხო მემარჯვენე კუჭნაწლავის იდეებზე, თუ ტვინფრატუნა ოცნებებზე.

""მიშა"-ია":)
ეშმაკუნა შენა

ავტორი: tamara schwarzwald საიდან გვწერთ: germania
24.10.2012 10:25
დზლივს მოვისმინე კომპეტენტური ,ინტელიგენტური,ობიეკტური ანალისი-კოფილი მტავრობის კმედებების.გმადლობტ!

ავტორი: მემე საიდან გვწერთ: გერმანია
23.10.2012 15:45
ქეთევან ბათუმიდან,

თუ შეიძლება ნუ დამზარდებით და ბარემ გადმოალაგეთ რა კარიერული წარსული აქვს ასათიანს ამისთანა? მაინც რა ამოუქექეთ? (ცნობისთვის, არასოდეს შევხვედრივარ სალომეს, არ ვიცნობ. ეს ისე, კუდები რომ არ გამოაბათ რატომ იცავსო).

ავტორი: მემე საიდან გვწერთ: გერმანია
23.10.2012 15:38
არა თქვენ არაფერი გეშველებათ! იმის ნაცვლად რომ საუბრისთვის გესმინათ "ხელების ქნევამ" გაგიტაცათ..მე შენ გეტყვი ნამეტნავად განებივრებულები ხართ ასეთი საუბრებით.. ნერვებს მიშლით!

ავტორი: სხვა ანონიმი
23.10.2012 13:23
დისნეიფიკაცია ;)) ძალიან მომეწონა, მადლობა.

ავტორი: ანონიმი
23.10.2012 11:26
უინტერესო გადაცემა იყო. რაც აღინიშნა, ისედაც ყველამ იცის. ხელების ტრიალი ამდენი ხანი და ნერვიული თხრობა, - დამღლელი.

ავტორი: ანონიმი
23.10.2012 02:39
აუ გოგი ამდენი მოსმენიტ და პეხზე დგომიტ არ დაიგალე?

ავტორი: ხორხე
22.10.2012 23:57
ავტორი: keti საიდან გვწერთ: batumi
20.10.2012 01:00


ინტრიგანობა ჩვენი, ქართული... ხელებზე და ასეთ რამეებზე იწყებენ ლაპარაკს, უკვე ცხადი ხდება ხოლმე, რომ სხვა არაფერი აქვთ სათქმელი. არ ვიცი, ეს გაკრიტიკებულ ხელების მქნეველს რამეს მატებს თუ არა, მაგრამ ამ ბრალდებების ავტორის სიბრიყვეს კი ნამდვილად ააშკარავებს.

ავტორი: ანონიმი
22.10.2012 14:38
"მიშა"-ია,
გეყოფა დემაგოგობა,ნუ წაიღე ტვინი რა .

ავტორი: erekle საიდან გვწერთ: New York
22.10.2012 02:41
სალომე უფრო კარგად წერს, ვიდრე საუბრობს. მაგარი სატოპკე თემა იყო, მაგრამ ისე მოსაწყენად და უინტერესოდ საუბრობდა რომ 20 წუთში დამეძინა, მიუხედავად იმისა რომ ინსომნია მაქვს. დიდი მადლობა ამისათვის.

ავტორი: მიშა
21.10.2012 18:45
მთლიანი შიდა პროდუქტი, იგივე მშპ-ს ზრდა ბენდუქიძის ერთადერთი საყვარელი პრიმიტიული "არგუმენტი" ქვეყნის კეთილდღეობის "გასაზომად".

ამ "არგუმენტებით" მანიპულაციას დიდი სიამოვნებით მიმართავდა ბატონი ზედანიაც და ბატონი ნოდიაც.

მშპ-ს გაზრდა, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ზოგადად ცხადია ცუდი არ არის, მაგრამ რამდენად იყო ეს ზრდა უშალოდ გატარებული რეფორმების პროდუქტი ეს ცალკე და ძალიან ვრცელი თემაა.

ამ დიდი თემის და მისი "ჯურღმულების" დეტალურად, თანმიმდვერულად და არგუმენტირებულად მიმოსახილად ბევრს ვერაფერს აკეთებდა ყოფილი და ახალა უკვე ხელისუფლებაში მყოფი ოპოზიცია. ჩემი შეხედულებით
მათი ეკონომიკური და ხშირად პოლიტიკურიც ხედვები/პოზიციები იყო და რჩება ბუნდოვნად.

მეორეს მხრივ კი ხელისუფლების მხრიდან კანონდარღვევების, ეკონომიკური დანაშაულების გეომეტრიული პროქგრესიით ზრდა უსაფუძვლოს ხდიდა
ხელისუფლებასთან საერთოდ რაიმე კამათს.

ხელისუფლებასთან, რომელიც თავად იყო საკუთარი
გაცხადებული პრინციპების, ბაზრის თავისუფლების, საბაზრო კონკურენციის, უხეში და მთავარი დამრღვევი.

ის ექსპერტები და ფილოსოფოსები, რომლეთაც ამაზე პირველს უნდა მოეხდინათ რეაგირება და განგაშის ზარები შემოეკრათ გულმოდგინეთ ავითარებდნენ "თეორიებს":

"რას ვიზამთ, ის უარესია",
ან
"არა უშავს, სამაგიეროდ ის უარესია".

ასეთი საქციელი ალბათ ასევე უკავშირდება ინტერესთა კონფლიქტებს და არა აუცილებლად იდეოლოგიურ ერთგულებას, თუ იდეოლოგიეურ მიდრეკილებას.
ინტერესთა კონფლიქტები პატარა და კლანურობა-ნაცნობობას მიჩვეულ საქართველოში განსაკუთრებით მწვავედ უნდა იდგეს დღის წესრიგში.
უნდა იყოს სპეციალური კანონმდებლობა და მექანიზმები, რაც მსგავს პრეცედენტებს წინასწარვე აღმოფხვრის.

არადა, ინტერესთა კონფლიქტები, ღუპავს ქვეყანას უკვე 20 წლია და ვეაფრით გახდა ეს თემა პოლიტიკურ დღის წესრიგში ნომერ პირველი. ისეა შესისხლხორცებული, ვითომც არც არსებობს.


აგერ, ბრძენმა ბენდუქიძემ თავის კინტოური "ნიჭიერებით" ისევ საცოდავად ააწკავწკავა ქართული მედიის "ლომები და ვეფხვები" :))

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=KzgUuoo4DMk

პოლიტიკურ "მასტერ კლასს" შეიძლება მიეწეროს,
ბენდუქიძის "არგუმენტი":

ნაციონალურ მოძრაობას ხმა იმიტომ მისცა, რომ თურმე მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება :))

კიდევ ერთი საცირკო ნომრით გამდიდრდა ჩვენი ძვირფასი საეთერო სივრცე. ეკონომიკის პრობლემატიკა ისევ გვერდზე დარჩა.

ისე კი, "სუბიექტური აზრის" ღლიცინ-ღლიცინა გადაცემებს, არცაა გასაკვირი სერიოზული "პრეს-პრესი" მოჰყოლოდა:(

-----------------------------

აქვე ერთი სტატიაც ხელისუფალება-ოპოზიციის
ძველი სიამ-ტკბილობების შესახებ.
მგონი, ამ თემის დროც ნელნელა მოდის.

http://www.liberali.de/node/1191


ავტორი: პავლიკა საიდან გვწერთ: თბილისი
21.10.2012 00:40
გადაცემა საინტერესოა. შენ, "ჭკვიანო" გიორგი, რა წესია 1 საათი ქუჩაში რომ ალაპარაკებ, ფეხზე მდგომს ამ პატივცემულ ქალბატონს?!
-ადრევე რომ დაგვეწყო ასე საუბარი უკეთესი იქნებოდა! ყოველთვის ყველაფერში ვაგვიანებთ...

ავტორი: მელანი საიდან გვწერთ: ზესტაპონი
20.10.2012 15:36
ეს არის ერთადერთი გადაცემა,რომელშიც სინამდვილე არა აგრესიულად,არამედ ცივილიზებურად ითქმის.სალომეს ვმადლობ საღად აზროვნების და ,,იშვიათი"ობიექტურობისთვის

ავტორი: elen
20.10.2012 11:51
ნეტა მართლა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, რომ სალომე ასათიანის განათლება დაგვეწუნებოდეს. ყველასთვის ნათლად და გასაგებად საუბრობდა.
უკვე მენატრებოდა ვინმე ან რამე ობიექტურის მოსმენა ამ არანორმალური გამხარევების ფონზე. პლუს კარგი ფილმი... გმადლობთ.

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: თბილისი
20.10.2012 10:42
როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა. სალომე ასათიანს კი დიდი მადლობა და სიმპათიები გულწრფელობისა და ემოციებისთვის, რომელიც მაყურებელსაც გადაედო,დარწმუნებული ვარ.

ავტორი: mariamo საიდან გვწერთ: Tbilisidan
20.10.2012 01:22
ძალიან საინტერესო გადაცემა იყო

ავტორი: ანონიმი
20.10.2012 01:21
ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა

ავტორი: dato საიდან გვწერთ: Tbilisi
20.10.2012 01:18
მარტივად, სადად, გულწრფელად - სწორედ ასე ილაპარაკა ყველაფერი. ძალიან მომეწონა გადაცემა, თუ არ ჩავთვლით მეტისმეტად ოპტიმისტურ ფინალს :)

ავტორი: keti საიდან გვწერთ: batumi
20.10.2012 01:00
სალომე ასათიანს ჯერ ის ასწავლეთ, რომ უაზრო ხელების ქნევა მისი ნათქვამის გაგებას ხელს უშლის, დიქცია გაუსწორეთ და მერე გამოიყვანეთ ტელეგადაცემაში.

გარდა ამისა, უცხო სიტყვების დაზეპირების მაგივრად ცოტა მაინც განათლებასაც შეიძენდეს კარგი იქნებოდა. თუმცა უფრო გონივრულს რატომ უნდა ველოდეთ ასეთი წარსულის (კარიერას ვგულისხმობ) ადამიანისაგან.

ყველაზე პოპულარული