კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 03:39

მულტიმედია / TV

ნატო - სამხედრო ბლოკი მშვიდობისთვის?

ტექსტის ზომა - +
”წითელი ზონის” მორიგი გადაცემა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაშია გადაღებული. გადაცემის წამყანი, გიორგი გვახარია ნატოს შექმნის და გაფართოვების ისტორიას იხსენებს, ესაუბრება სამხედრო ექსპერტებს და გვიამბობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის იმ ქმედებებზეც, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია. გადაცემის ერთ-ერთი წამყავნი თემაა ნატო და საბჭოთა კავშირი, ნატო და რუსეთი.

Loading
12:00:00 / -:--:--
ჩამოტვირთეთ


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: tbilisi
30.07.2012 17:17
მაგრები ხართ, გოგი მაგარი გადაცემა გაქ !

ავტორი: ანონიმი
27.07.2012 01:20
ეს ცნობად. ამაზე ამერიკის დიდი მეგობარი შევარდნაძეც გასაგებია თუ რატომ დუმს. მერე ბეიკერი თბილისში ეხუტებოდა ჯაბას როცა ჯაბას ხალხი ველურად უსწორდებოდა გამსახურდიას უიარაღო და უდანაშაულო მომხრეებს. ბატონი ზვიადი არ ყოფილა შტერი და გულუბრყვილო: გორბაჩოვის და შევარდნაძის მიერ მოქსოვილ ბადეში გახლართული საქართველოს ხელმძღვანელს თუ არ უნდოდა ხელის მოწერა სახაროვის კონსტიტუციისთვის რომლითაც ანგრევდნენ საქართველოს რჩებოდა ვა ბანკზე წასვლა და ეს დიდი ქართველი ვა ბანკზე წავიდა. მისი თავგანწირვის და ქართველი ხალხის მიერ გაღებული უდიდესი მსხვერპლის წყალობით კრემლს დღემდე უჭირს საქართველოს იურიდიულად დაფლეთა ანუ ფაქტიური დაფლეთის სამართლებრივი დაკანონება. ამას ვერ პატიობს ქართველ ხალხს ჩეკისტური კრემლი და არა მარტო ვიღაც პუტინი რომელიც ხვალე ან ზეგ არ იქნება მაგრამ კგბ სხვა სახელით დარჩება. მაგრამ გამსახურდიას მეთაურობით საქართველომ მოიგო ომი და საშინლად დამარცხდა ბრძოლაში. მოგებული ომი მეტია წაგებულ ბრძოლაზე. ამის დამნახველნი და დამფასებელნი თქვენ არ ხართ,მაგრამ გისურვებთ უკეთეს მომავალს თქვენც და შევარდნაძის ლეგიონების მიერ გაწირულ საქართველოსაც.

Для полноты описания позиции З. Гамсахурдиа стоит привести ещё одно его высказывание, относящееся как раз к тому периоду. Весной 1991 г. в Москве в посольстве США он встречался с госсекретарём Дж. Бейкером. Анатолий Собчак, присутствовавший на этой встрече, приводит следующее высказывание грузинского лидера: «Грузия является порабощённой стороной, поэтому мы просим помочь нам освободится от рабства и ввести в Грузию американские войска»

ავტორი: ანონიმი
27.07.2012 00:13
საქართველო თუ იქნება ნატოს წევრი ის დაიცავს საქართველოს. ეს იცოდა ბატონმა ზვიადმა და თბილისში ძეგლდადგმული სობჩაკის შორიახლოს ელცინის ინაუგურაციაზე ამერიკელებს სთხოვა სამხედრო დახმარებაც კრემლის მხეცებისგან. სხვაგან და სხვანაირად მას ამის თქმის საშუალება არ ჰქონდა. გრძელყურა სობჩაკმა რა თქმა უნდა ყური მოკრა და ეს სასაცილოდაც არ ეყო და ამას მასხრულადაც იხსენებს თავის მოგონებებში, საბჭოთა ზარბაზნით თბილისის დემოკრატიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც იყო. ისტორია და ის ფაქტი რომ რომ მოსკოვში კგბს სკოლაში ნასწავლი უნგერელი შანდორ ლაბორჩი მოხვდა ნატოს ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მოწმობს იმაზე რომ ნატოსაც ხანდახან უჭირს. ეს სხვა საქმეა. ვიქონიოთ მისი გამოჯანსაღების იმედიც. მაგრამ ნატოს ცუდი საქციელის მგომებელთა ხსენებასთან ერთად გამიხარდებოდა დემოკრატიზაციის ზენიტში თბილისში ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის //პროვინციული ფაშისტობა რომ არ დამაბრალონ კოლხური კოშკის დაწვაზე ხმას აბა როგორ ამოვიღებ// დაწვის ფაქტის შესახებ აზრების მოსმენაც. მას შემდეგ მარი ბროსეს ქანდაკებას იპარავენ და რაღაც უცნაურ ძეგლებს დგავენ და ესეც საინტერესო ფაქტია. არადა ვანდალს ვანდალი თუ არ დაერქვა ჯანსაღი ნატოც ვერაფერს უშველის.

ავტორი: ზურაბ საიდან გვწერთ: თბილისი
22.07.2012 21:00
ბაკულას ღორების" სიუჟეტს მაგონებს ეს ნატოს ამბავი...სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს... "აიტ დეიცა იმფერ ხალხს მევიყვან აქანე კუდით ქვას ვასროლინებ მაგენს"... ნატოთი შეაშინებ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ მტერს? განსაკუთრებით მაშინ როდესაც ნატოს მასთან საქმეები მშვენივრად აქვს აწყობილი და შენზე ადრეც მიიღებს ერთი სიტყვაც რომ წამოსცდეს ამაზე. ნატოს თუ კატოს და არც არავის არ უნდა შენი გულისთვის მისი მომდურება...ვფიქრობ ნატომ, როგორც სამხედრო-პოლიტიკურმა გაერთიანებამ თავის -თავი ამოწურა და დიდიხანია იქცა ქიმერად რაც არაერთხელ დადასტურდა (თურქეთ საბერძნეთის კომფლიქტი, სულ რამოდენიმე დღის წინანდელი თურქული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდება და. ს. მ.) სასაცილოდ გულუბრყვილობად შეიძლება ჩაითვალოს ის მოსაზრება, რომ დავუშვათ საქართველო არის ნატოს შემადგენლობაში და რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ის დაიცავს საქართველოს. ჩვენდა სამწუხაროდ ეს არ მოხდება და იგივე განმეორდება რაც 2008-ში. ნურავინ იფიქრებს იმასაც, რომ რუსეთი ვეღარ გაბედავს და შეეშინდება "ნატოს" რეაქციის (მითუმეტეს მაშინ როდესაც თავისი სატანური სპეცსამსახურების მეშვეობით არ გაუძნელდება საქართველოს ბედოვლათი ხელისუფლების მორიგი წამოკიდება პროვოკაციაზე, რათა განოჩნდეს როგორც აფხაზეთში და სამაჩაბლოში "დაჩაგრულის" დამცველი) შესაძლოა ვითარება იმდაგვარად განვითარდეს (რაც ბოლო დროინდელი განცხადებებიდან გამომდინარე სავსებით დასაშვებია ) რომ რუსეთი ერთ მშვენიე დღეს გახდეს ნატოს სრულფასიანი წევრი. მაშინ ამორალურად და მოღალატურად მიმაჩნია იმ სამხედრო გაერთიანებაში ყოფნა სადაც მტრული სახემწიფო იმყოფება. ვფიქრობ ერთადერთი,რაც მოყვება ნატოში საქართველოს გაწევრიანებას, იქნება გაზრდილი რაოდენობა ქართველი ჯარისკაცების, გაეროს და ნატოს სადამსჯელო ოპერაციებში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში...

ავტორი: eto საიდან გვწერთ: France
18.07.2012 00:29
თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ,როგორ ვნახო უკვე ეთერში გასული ძველი გადაცემები?
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
18.07.2012 00:42
ძველი გადაცემების ნახვა გადაცემების არქივში შეიძლება.

http://www.tavisupleba.org/archive/geo-tv/latest/1051/1025.html

ავტორი: ანონიმი
16.07.2012 00:08
თუ შეიძლება, მითხარით ვინ ახმოვანებს ჯეიმს აპატურაის? (ქართულ თარგმანს ვინ აკეთებს?)

ავტორი: მიშა
15.07.2012 18:15
სათაური კარგია. ბევრი საერთაშორისო აღიარებული ორგანიზაცია იკვეხნის მშვიდობისთვის არსებობას,
რამდენად ასრულებენ მოწოდებას წალკე საკითხია.

მართალია გადაცემის ბოლოს გამოითქვა მოსაზრება, რომ კიდევ შეიძლება მომზადდეს ამ თემაზე სხვა გადაცემა და გადაცემები
მაგრამ, ჩემი აზრით, მაინც სერიოზული ხარვეზი გამოგეპარათ, რადგან ვრცელ გადაცემაში არაფერი იყო ნათქვამი
ევროპაში ნატოს საიდუმლო არმიების არსებობის (სახელწოდებით "გლადიო"), მათ მემარჯვენე ექსტრემისტებთან კავშირების, და დიდი ალბათობით ერთობლივად მოწყობილ ტერაქტებს შორის.
რაც მემარცხენე ექსტრემისტების ქმედებად ფორმდებოდა და საბჭოთა კავშირს ბრალდებოდა.

გადაცემის დასაწყისში პარიქით ხაზიც გაესვა ეს ტყუილი და საბჭოთა პროპაგანდა იყოო.
ცხადია საბჭოთა პროპაგანდა და ყოფილი KGB-ს მანქანა ერთ-ერთი ლიდერია სისაძაგლეების, პროვოკაციების მოწყობაში.
თუმცა, ნატოს "საქმენი საგმირონიას" გაშუქება აუცილებლად იმსახურებს ჯეროვან ყურადრებას .

თუ ამ გადაცემაში არ, ან ვერა შემდგომში მაინც.

ახლა არ მაქვს ბმულები BBC-ის და სხვა ტელეკომპანიების დოკუმენტური ფილმებისა სადაც საუბარია სერიოზულ მტკიცებულებებზე ნატოს (საიდუმლო არმიების) და ევროპის ქვეყნები მემარჯვენე ექსტერმისტების კავშირებსა და მათ მიერ მოწყლობილ ტერორისტული აქტების შესახებ.

ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული საქმე იტალიაში მოხდა, სადაც სახელმწიფო უშიშროების მაღალჩინოსნის შესახებ სკანდალური მტკიცებულებები აღმოჩნდა.

მოგვიანებით დავდებ ამის შესახებ ბმულებსაც.

საერთოდ, ვთლი რომ საქართველოში ნატოს როლი და მასში გაწევრიანება, რაციონალური, "ცივი გონებით" არ განიხილება.
ეს თემა ქართულ პოლიტიკაში გადაქცეულია მხოლდ და მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციის საგნად.
საერთოდ არანაირი მსჯელობა, (არაფერს ვამბობ არგუმენტირებულ მსჯელობაზე) ამ საკითხის ირგვნლივ არ მიმდინარეობს და მის მიმართ უმეტესად შიზოფრენიული დამოკიდებულება ვლინდება ხოლმე.

ეს, განსაკუთრებით ხელისუფლებასა და მათ მხარდაჭერებს ახასიათებთ.

ავტორი: აკაკი საიდან გვწერთ: რომი
15.07.2012 05:58
ძალიან საინტერესო გადაცემა იყო.

და საბოლოო შთაბეჭდილება რაც დამრჩა ცოტა არ იყოს და პესიმისტურია.პესიმისტურია იმ მხრივ რომ,საქართველო რაც არ უნდა დემოკრატიული და სამხედრო პოტენციალით ძლიერი ქვეყანა გახდეს,ჩვენ ნატოში არავინ მიგვიღებს.არავინ მიგვიღებს სანამ რუსეთი არ "მორჯულდება".სანამ არ გახდება ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და იმ თამაშის წესებით არ ითამაშებს როგორიც ევროპული ქვეყნებისთვისაა მისაღები

ერთი სიტყვით ნატო ძალიან შორეული პერსპექტივაა.სამწუხაროა მაგრამ მწარე რეალობაა

ყველაზე პოპულარული