Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თქვენი აზრით, როგორ უნდა გადაწყდეს ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის პრობლემა?


გარემოს დამცველები და სხვა აქტივისტები აპროტესტებენ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას. მათი აზრით, თბილისის მერიამ სპეციალური ზონალური შეთანხმების გაფორმების უფლება ბოროტად გამოიყენა და გასცა ნებართვა მშენებლობაზე, რომელიც ზიანს აყენებს ვაკის პარკის რეკრეაციულ ზონას.

თუმცა თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე ამბობს, რომ სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა კანონის დაცვითაა გაცემული და არჩევანის მხოლოდ გარემოს სასარგებლოდ გაკეთება ძნელი იქნება.

თქვენი აზრით, როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა?

მიიღეთ მონაწილეობა რადიო თავისუფლების ფორუმში და კომენტარებში დაწერეთ თქვენი მოსაზრება.
XS
SM
MD
LG