კვირა, 26 მაისი, 2013 თბილისის დრო 07:10

საზოგადოება / მსოფლიო

რას აჩუქებდნენ მოსკოველები ვლადიმირ პუტინს იუბილეზე

ტექსტის ზომა - +
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 7 ოქტომბერს 60 წლის ხდება. ამ დღის აღსანიშნავად პუტინის მშობლიურ სანკტ-პეტერბურგში პომპეზური კონცერტი გაიმართება, ხოლო მმართველი „ედინაია როსიას ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით  სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ჩაატარებენ. ოპოზიციის აქტივისტებმა კი ამასობაში სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“სპეციალური გვერდი გახსნეს, სახელწოდებით „დაეხმარე მოხუც პენსიონერ კაცს“. ჩვენმა კოლეგამ ტომ ბალმფორტმა მოსკოვის ქუჩები დაიარა იმის გასარკვევად, თუ რას აჩუქებდნენ რუსები თავიანთ პრეზიდენტს დაბადების დღეს.

13 წლის აიშა უმბეტი მოსკოვის დიდი თეატრის გუნდში მღერის. გოგონა ვლადიმირ პუტინს დაბადების დღეს ტკბილეულს მიართმევდა, რათა სახელმწიფოს მართვისგან დაღლილი რუსეთის ლიდერისათვის გუნება გამოეკეთებინა.

„რომ ვიცნობდე, მე მას დიდ შოკოლადს მივუტანდი, თორემ ის რაღაც  სულ მოწყენილი ჩანს - ეტყობა, ტკბილი ენატრება.“
ის უზრუნველყოფილია - რაც სურს, ყველაფერი აქვს. შემიძლია მას მხოლოდ ვუსურვო გონიერება სახელმწიფოს მართვაში, არა ემოციები, არამედ გონიერება, რათა ხალხმა უკეთ იცხოვროს ...

ვლადიმირ პუტინს 60 წლის იუბილეზე ძღვენს 18 წლის ვიტალი, მოსკოვის საავიაციო კოლეჯის სტუდენტიც მიართმევდა. თუმცა, მოსკოველ სტუდენტს არ მოსწონს პუტინის მართვის სტილი და ამიტომ მისთვის მხოლოდ, აი, ასეთი საჩუქარი ემეტება:

„პატივცემულ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს მე ვაჩუქებდი განავლის დიდი ნაჭერს და ამას იმით დავასაბუთებდი, რომ მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია. შესაძლოა, რაღაც კი გააკეთა, მაგრამ ეს ძალიან მცირე, აბსოლუტურად მცირე ნაწილია იმასთან შედარებით, რაც ხელიდან გაუშვა და რასაც ახლა აკეთებს. ეს, უბრალოდ, სასაცილოა: შექმნა ისეთი ბლაგვი კანონები, როგორიცაა კანონი მიტინგებისა და შეკრებების შესახებ.“

67 წლის პენსიონერი ქალი ვლადიმირ პუტინს მეტ მოთმინებას უსურვებს. 29 წლის ჟურნალისტი ირინა ბელოვა მას ნახატს აჩუქებდა. დაღესტნელი მაგომედ აბდურახმანი კი რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღეს კარგ ჯანმრთელობას, ხოლო ჟურნალისტი ნატალია კუზნეცოვა მეტ გონიერებას უსურვებს:

„ ის უზრუნველყოფილია - რაც სურს, ყველაფერი აქვს. შემიძლია მას მხოლოდ ვუსურვო გონიერება სახელმწიფოს მართვაში, არა ემოციები, არამედ გონიერება, რათა ხალხმა უკეთ იცხოვროს. პოლიტიკა არაერთმნიშვნელოვანია და უბრალო ხალხს ცხოვრება არ უადვილდება. უბრალო ხალხს ვგულისხმობ და არა მოხელეებს და  ელიტებს.“

ვლადიმირ პუტინს, რუსეთის პრეზიდენტს, 7 ოქტომბერს 60 წელი უსრულდება. იგი უკვე მესამე საპრეზიდენტო ვადით მართავს ქვეყანას და მისი მმართველობის წესს უფლებადამცავი ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმს უწოდებს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
06.10.2012 22:11
ეხლა დამირეკა მოსკოველმა მეგობარმა და მითხრა რომ ბატონი ზურაბ წერეთელი ჩუქნის ბერიას 25-მეტრიან ქანდაკებას,სულ ბრილიანტებით მოფენილს.

ავტორი: ანონიმი
06.10.2012 13:11
ნინო ბურჯანაძე და მისნაირები რას აჩუქებენ აი ესაა საინტერესო.მისცენ ინაურის ოქროს ბიუსტი.

ყველაზე პოპულარული