ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2013 თბილისის დრო 15:21

პოლიტიკა

პუტინმა საქართველოსთან ომის მზადების გეგმა „აღიარა“

ვლადიმირ პუტინივლადიმირ პუტინი
x
ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს აგვისტოს ომამდე ჰქონდა გეგმა სამხრეთ ოსეთში საქართველოს წინააღმდეგ. ამავე დროს, პუტინმა დღეს ყველა გააოცა იმით, რომ დაუპირისპირდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ერთი წლის წინანდელ განცხადებას.

ოთხშაბათს, 8 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს უმასპინძლა და შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართა. კრემლის ლიდერმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო სამზადისის შესახებ ჟურნალისტებს ახალი დეტალები გააცნო და განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა საქართველოს წინააღმდეგ ომის გეგმა ჯერ კიდევ 2006 წელს შეიმუშავა.

„გენერალური შტაბის მიერ გეგმა მომზადდა და სადღაც 2006 წლის ბოლოს თუ 2007 წლის დასაწყისში იგი ჩემ მიერ დამტკიცდა“, - განუცხადა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებს.

რაც შეეხება რუსი სამხედროების მოქმედებას, პუტინის განცხადებით, საიდუმლო არც ის არის, რომ გენერალური შტაბის გეგმის ფარგლებში მობილიზებული იყო ტექნიკა და სხვა ზომებიც გატარდა. ჟურნალისტების შეკითხვაზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში პირადი მონაწილეობის შესახებ, პუტინმა ისე წარმოადგინა საქმე, რომ საბრძოლო მოქმედებები რუსეთის არმიამ მისი სატელეფონო ზარების შემდეგ დაიწყო.

„რაც შეეხება სატელეფონო ზარებს, დიახ, დავურეკე ორჯერ დმიტრი ანატოლის ძეს  7 და 8 აგვისტოს და თავდაცვის მინისტრსაც და ჩვენ განვიხილეთ პრობლემა.“

რაც შეეხება სატელეფონო ზარებს, დიახ, დავურეკე ორჯერ დმიტრი ანატოლის ძეს 7 და 8 აგვისტოს და თავდაცვის მინისტრსაც და ჩვენ განვიხილეთ პრობლემა ...
ვლადიმირ პუტინის ეს განცხადება არ შეესაბამება რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის შარშანდელ ნათქვამს, რომლის თანახმადაც,  საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყების გადაწყვეტილება მან ერთპიროვნულად, ყოველგვარი სატელეფონო საუბრის გარეშე მიიღო:

„ გულწრფელად გეტყვით, არავის არავისთვის არ დაურეკავს. მე მას ერთი დღე-ღამის შემდეგ დავუკავშირდი. ყველა ბრძანება უკვე მქონდა გაცემული. იქ უკვე ყველაფერი იწვოდა.“ 

ეს განცხადება დმიტრი მედვედევმა 2011 წელს რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთან“ და საქართველოში არსებულ რუსულენოვან „პიკ-ტივის“ კორესპონდენტებთან საუბარში გააკეთა. ჩანს, მცირე ძლევამოსილი ომი საქართველოსთან იმდენად მნიშვნელოვანია მედვედევ-პუტინის ტანდემისათვის, რომ თითოეულ მათგანს სურს თავად იყოს „გამარჯვებულის“ დაფნის გვირგვინის მფლობელი. თუმცა თავს დამარცხებულად არ მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც რუსეთთან ომის მეოთხე წლისთავზე ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს.

„ძალიან მოკლე დროში, ერთ პატარა გაელვებაში, აფხაზეთი და ქართლის შუაგული, ცხინვალის რეგიონი, გათავისუფლდება რუსული ოკუპაციისაგან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 აგვისტოს გორის სამხედრო აკადემიის მსმენელთა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა ნათესავების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: GERMANE
14.08.2012 13:16
ავტორი: ცოტნე
10.08.2012 11:25 აი, ვის აწყობს სააკაშვილის მთავრობაში ყოფნა. რასაც უნდა აკეთებს, როცა უნდა აკეთებს და როგორც უნდა აკეთებს. სააკაშვილი მისი მარიონეტია. ""

ცოტნე, ჭკვიანი კაცი ბრძანდებით.
თუკი მეტი ფაქტები გსურთ:
2007 წლამდე ინტერნეტში იყო ადვილად მოსაძებნი ასეთი ფირმა: გეორგიან მედია გროუპ - ჩამოყალიბებული მარშალის კუნძულებზე 2003 წელს. ეს ფირმა იყო რუსული "მედია გროუპის" შვილი-ფირმა, რომლის დამფუძნებელი 2002 წელს რუსეთის სახელმწიფო და პუტინი პიროვნულად გახლდათ.
"გეორგიან მედია გროუპის" მოწილადენი იყვნენ (ეგებ ახლაც!) პატარკაციშვილი 33%, სააკაშვილი 33% და რუსული "მედია გროუპი" 34%. სააკაშვილილის სახელით საბუთებს ხელი ახლა ოპოზიციაში მყოფმა და მაშინ აშშ-ში მყოფმა ახალგაზრდა და მაშინ სააკაშვილის ძალზე სანდო ბიჭუნამ მოაწერა ხელი. ახლა ეს პოლიტიკოსი ბიჭუნა დაკაცდა და არის "ოცნების" გვერდით. ამ "გეორგიან მედია გროუპს" ეკუთვნის "იმედი" ს და "რუსთავი 2" -ს საკონტროლო აქციები და კიდევ ბევრი სხვა, მათ შორის აქტიურობს რუსეთშიც.
ეს ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო 2007 წლამდე და ახლაც შეიძლება სპეციალური სისტემებით ძველი და წაშლილი ინფორმაციის ამოღება.

რუსეთ-სააკაშვილის კონტაქტების ასი პროცენტით გაშიფრვა და გასაჯაროება ყველა მომენტში შეუძლია იმ ახალგაზრდა პოლიტიკოსს, რომელიც ახლა ერთ-ერთი პოლიტიკური ალიანსის ლიდერია და მწარე ოპოზიციონერია.

ავტორი: კომენტატორი საიდან გვწერთ: საქართველოდან
13.08.2012 09:46
ფანატიკოსი პოლიტიკური მორწმუნეების საყურადღებოდ:პუტინის "აღიარება"ამათი ისეივე პიარტრიუკია, როგორიც ზვიადისტ ვიქტორ დომუხოვსკის მიერ სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრ ედ.შევარდნაძის მოსკოვში მოწყობილი "დაკითხვა"(ნახეთ მაშინდელი პრესა) რუსებს ყველა მიმართულებითა და ყველა ქვეყნის მიმართ აქვთ დამუშავებული საომარი ოპერაციების ჩატარების დეტალური გეგმები- პუტინი მიშა არ არის- სულელური შეცდომები დაუშვას და რაიმე "აღიაროს," ამის საშუალებას არ მისცემენ-რუსეთი იმპერიაა, რომელსაც ყოველთვის აქვს კარგად გათვლილი სამხედრო გეგმები, მით უმეტეს სუსტი სახელმწიფოების წინააღმდეგ... სუსტი ლიდერებითა და უეროვნებო მმართველობით...

ავტორი: ანონიმი
12.08.2012 19:49
ანონიმო,

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვაიარაღებდითო და ფასადუდებელი სამსახური გასწიაო. მარტო ეს რომ ეთქვა, ეს იკმარებდა.

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: paris68
11.08.2012 15:19
კითხვას მიაქციეთ ყურადღება!
http://www.youtube.com/watch?v=VTnLaR4abFE
არაფერიც არ უღირებია, თქვა გეგმა გვქონდა აგრესიის შემთხვევაშიო (რაც გასაგებია) და არა ომს ვგეგმავდითო. ვ.ვ. ზოგიერთებისგან განსხვავებით ყვველა სიტყვას წონის და ჭკვიანურად იტყუება.

ავტორი: ანონიმი
11.08.2012 14:25
მე მგონია, ამისთანა რამე ნოვოდვორსკაიას და ბოროვოის არ ულაპარაკნია საქართველოს ტერრიტორიაზე კრემლის დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ.

ავტორი: მიროლიუბ მიროტვორიტელი საიდან გვწერთ: ვლადიმირი
11.08.2012 14:24
"ვერაგ გრიზუნებს" რომ გვიწოდებდნენ რუსულ მედია-საშუალებებში, გახსოვთ ?... მტრედებივით ჩაძინებულ მშვიდობიან ცხინვალს დაესხნენ თავსო.

ავტორი: Gio საიდან გვწერთ: Batumi
10.08.2012 12:29
ცოტნე, აბა როგორ არ დაგეთანხმო

ზუსტად არჩევნების და ამ არჩევნებში სააკაშვილის შესაძლო მარხცის წინ იწყებს პუტინი ისეთ ჭიკჭიკს რომელიც მიშას ეხმარება

ეხმარება იმაში რომ წარმოჩინდეს როგორც წამებული, როგორც კაცი საოცრება, რომლის წინააღმდეგაც იბრძვის კრემლი

და რომ ის უპირისპირდება ბოროტების სავანე- მოსკოვს

და რომ ის არის დემოკრატიის შუქურა კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში

ეს ჭიკჭიკი აწყობს პუტინს და მიშას, იმიტომ რომ მიშა აწყობს პუტინს აქ

ავტორი: ცოტნე
10.08.2012 11:25
აი, ვის აწყობს სააკაშვილის მთავრობაში ყოფნა. რასაც უნდა აკეთებს, როცა უნდა აკეთებს და როგორც უნდა აკეთებს. სააკაშვილი მისი მარიონეტია.

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
10.08.2012 00:20
საინტერესოა უცხოური მედია პუტინის ამ განცხადებას თუ მიაქცევს ყურადღებას?

დასავლეთის მედია სულ სხვა ცნობებით არის დაკავებული. სამწუხაროდ.

ავტორი: ანონიმი
09.08.2012 22:09
თუ თქვენს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხმამაღლა და გამოთქმით წაუკითხავთ და არ დაუმალავთ თქვენს ბეჩავ მსმენელებს აკადემიკოსი სახაროვის ევროპის და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის კონსტიტუციის პროექტს მაშინ თქვენც მიხვდებით რომ კრემლი საქართველოსთან საომრად სულ გვიან 1988 წლიდან იყო მზად და მაგ ჩეკისტის მოწმედ მოყვანა არ დაგჭირდებათ.

ყველაზე პოპულარული