სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 19:54

საზოგადოება / საქართველო

ძველი თბილისი გალავანს იბრუნებს

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
პუშკინის ქუჩაზე დაწყებულმა სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა თბილისს მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობა შემატა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, მიწის საფარისგან გათავისუფლდა 110 მეტრი სიგრძის გალავანი, რომელსაც ქართველი ისტორიკოსები მე-11–მე-13 საუკუნეებს მიაკუთვნებენ. აღმოჩენილია ასევე ხუთი კოშკი, მათ შორის - ორი დიდი გოდოლი. არქეოლოგთა განმარტებით, სწორედ გალავნის ამ ნაწილში მდებარეობდა დიღმის კარი, საიდანაც გზა მცხეთისკენ მიდიოდა. როგორი იქნება თბილისის ამ უძველესი გალავნის შემდგომი ბედი?

პუშკინის ქუჩა, რომელიც თავისუფლების მოედანს ბარათაშვილის ხიდთან აერთებს, ამჟამად  სამშენებლო პოლიგონიცაა და თბილისში არქეოლოგიური კვლევების ცენტრიც, ერთდროულად. ქუჩის დასაწყისში პნევმატური ჩაქუჩი ხმაურობს, სიღრმეში კი არქეოლოგი ირაკლი ანჩაბაძე მიწის საფარისგან ასუფთავებს ძველი ქალაქის გალავანსა და მასში დატანებული კოშკებისა და გოდოლების ნაშთებს:

„ერთგვარი საბაჟოს მსგავსი ტერიტორია იყო ეს. გვაქვს სხვადასხვა ფენები, დაწყებული მე-12 საუკუნიდან, მე-18 საუკუნის ჩათვლით. ამ კოშკების არსებობა ცნობილი იყო ჩვენთვის. ეს არ იყო შემთხვევითი აღმოჩენა, რადგანაც არსებობს რამდენიმე რუკა - მაგალითად, რუსების მიერ შედგენილი, მე-18 საუკუნის ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, სადაც დაფიქსირებულია ეს გალავანი და კოშკები, თუმცა არის ერთი კოშკი, რომელიც 1782 წლის რუკაზე არ არის, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო ადრეულია.“
ეს ის პერიოდია, როცა რუსეთმა დაიპყრო საქართველო და გააუქმა სამეფო. მათი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იყო გაეუქმებინათ თბილისის მთელი საფორტიფიკაციო სისტემა, ანუ მთელი ეს ლამაზი კოშკები და გალავანი ...

რაც შეეხება გათხრების დროს ნაპოვნ ნივთებს, ირაკლი ანჩაბაძის თქმით, გვხვდება  სამაჯურის ნაშთები, მინა, მონეტები, მოჭიქული კერამიკა, რომელიც განვითარებული შუა საუკუნეებით, ანუ მე-11-მე-13 საუკუნეებით  თარიღდება. ნაპოვნია  ასევე ქვის ყუმბარები. რომლებსაც კატაპულტისთვის ან საარტილერიო ჭურვებად გამოიყენებდნენ. არაა გამორიცხული, რომ ეს ყუმბარები ეკუთვნოდა გალავნის შიგნით მდგომ გარნიზონს.

თბილისის გალავანმა, რომელიც, სავარაუდოდ, უკანასკნელად როსტომ მეფის დროს იქნა აღდგენილი, არსებობა მე-19 საუკუნის პირველ ათწლეულში შეწყვიტა. პროფესორ მერაბ ძნელაძის თქმით, საყურადღებოა ის გარემოება, რომ გალავან-კოშკები ყველა ერთ დონეზეა გადასწორებული: 

„ეს ის პერიოდია, როცა რუსეთმა დაიპყრო საქართველო და გააუქმა სამეფო. მათი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იყო გაეუქმებინათ თბილისის მთელი საფორტიფიკაციო სისტემა, ანუ მთელი ეს ლამაზი კოშკები და გალავანი, რომლითაც ამაყობდა მთელი კავკასია, გადაასწორეს ერთ დონეზე.“

პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებიპუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები
x
პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები
პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები
არქეოლოგიური გათხრების სანახავად პუშკინის ქუჩას ხშირად სტუმრობენ მოქალაქეები თბილისის სხვადასხვა  უბნებიდან. გივი ალვარიძეს რადიო თავისუფლება ქუჩის თავში გამოელაპარაკა:

„ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ თბილისი არის მდიდარი ისტორიის მქონე ქალაქი და რომ მას აქვს ძალიან დიდი ტრადიციები, წარსული და მომავალი. ცხადია, ეს ყველაფერი ხალხმა უნდა დაინახოს.“

პუშკინის ქუჩაზე, არქეოლოგების გარდა, მშენებლებიც მუშაობენ. რადიო თავისუფლების იქ ყოფნის დროს ეროვნული მუზეუმის მხარეს შენდებოდა კედელი, რომელმაც, მშენებლების თქმით, სამომავლოდ ძველი გალავანი საავტომობილო გზისგან უნდა გამოყოს.

მართლაც, საინტერესოა, სად და როგორ გაივლის ხალხი. ასევე მნიშვნელოვანია როგორ სახეს მიიღებს სამშენებლო და არქეოლოგიური სამუშაოების დასრულების შემდეგ პუშკინის ქუჩა. ამ შეკითხვებით რადიო თავისუფლებამ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს გიორგი საბანაძეს მიმართა:

x
„იქნება ქვედა საფეხმავლო სივრცე, რომელიც მოიკირწყლება და მოპირკეთდება და რომლის საშუალებითაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მისვლა და ამ არქეოლოგიური ძეგლის ნახვა. გზა, როგორც ავტომობილების სავალი ნაწილი, დარჩება, მაგრამ ტრანსპორტისთვის ერთი მიმართულება იქნება. ყოველივე ამას არ სჭირდება კონკურსი, რადგან არც იდეაა  მოსაფიქრებელი. გამოჩნდა ისტორიული გალავანი, რომელსაც უნდა გაუკეთდეს საკონსერვაციო ფენა, ანუ გადავიდეს კონსერვაციის რეჟიმში და შენარჩუნდება იმ სახით, რა სახითაც გამოჩნდა.“

კონსერვაციის მომხრეა ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელიც, თუმცა ის შიშობს, რომ ყველაფერი, შესაძლოა, სიჩქარემ და სულსწრაფობამ გააფუჭოს.

„კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ ეს მოხდეს ძალიან სწრაფად და ხელოვნურად, ისევე როგორც მიმდინარეობს, მაგალითად, თბილისის ფასადების რესტავრაცია. აუცილებელია მოხდეს კონსერვაცია და არ იჩქარონ. მე მესმის, რომ მათ უნდათ მოასწრონ და არჩევნებისთვის წერტილის დასმამდე მივიდნენ, ანუ გახსნან, მაგრამ სიჩქარეში შესაძლებელია დავკარგოთ ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება ამ კონკრეტული ობიექტისა“, უთხრა თამარ ამაშუკელმა რადიო თავისუფლებას.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
02.09.2012 23:26
ეს კედელი ლესელიძის ქუჩასთან ამოდიოდა, მანდ იყო კოჯრის კარი და შემდეგ დადიანის ქუჩას მიუყვებოდა... აწი, ამის მერე სასურველია კოჯრის კარიც ამოვთხაროთ და შემდეგ დადიანის ქუჩას ავუყვეთ... მერე უფრო საიტერესო იქნება...

ავტორი: ანონიმი
31.08.2012 12:01
ვეტანხმები კ-ნ თამარ ამაშუკელს.უკეტესია ნელა გაკეტდეს რესტავრაცია და ზუსტი მიალოებიტ,როგორი სახეც კონდა მას.კვებს ზველებურ დიზაინს არ უნდა სცრაპი ერტი ხელის მოსმიტ შელამაზება

ავტორი: ვიკა მჟავანაძე საიდან გვწერთ: თბილისი
27.08.2012 10:50
ძალიან მაგარია! ვგიჟდები, ისე მაინტერესებს ნახვა! ასეთი ისტორიული ძეგლები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ბევრ ქვეყანაში მისი „ხათრით“ ცალმხრივი კი არა, საერთოდ არ არის საავტომობილო გზა, თუ ეს საჭიროებას მოითხოვს.

ავტორი: ანონიმი
25.08.2012 23:22
ოოოოოოო ეს ცალმხრივი მოძრაობა რაიყო ეხლა :(

ავტორი: სუხო საიდან გვწერთ: ტბილისი
25.08.2012 09:43
მაგ თანარ ამაშუკელს და უთხარით დასაკარგი აქამდე დაიკარგებოდა ნაგავ წაყრილი! რას ნიშნავს სწრაფად და ხელოვნურად ? ბუნებრივად და ნელა როგორია ნეტა :))) გადაირევი კაცი ამ ვითომ პროფესორებით რაა

ავტორი: ანონიმი
23.08.2012 23:36
კარგია სიზველეების შენახვა

ავტორი: ანონიმი
23.08.2012 21:34
გოდოლი რომელია, როგორია? გვაჩვენეთ რა.

ავტორი: ანონიმი
23.08.2012 21:31
როგორ მიხარიააააა! გილოცავთ ყველას!

ყველაზე პოპულარული