კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 18:21

საზოგადოება / ადამიანის უფლებები

ვრცელდება ციხეში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერები

გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაგლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება
x
გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება
გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება
ტექსტის ზომა - +
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის გადაწყვეტილებით, ამ უწყების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ კალმახელიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის რამდენიმე პირი, რომელიც შსს-სა და "მაესტროს" მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ფიგურირებს, დაკავებულია, რამდენიმეზე კი ძებნაა გამოცხადებული. სამშაბათს საღამოს გავრცელებულ ვიდეოკადრებზე აღბეჭდილია საპყრობილეში პატიმრების გაუპატიურებისა და წამების ფაქტები.

საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მოუწოდებს, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებში მონაწილე ყველა დამნაშავე პირი. ომბუდსმენ გიორგი ტუღუშის ეს მოწოდება მოჰყვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზოგი თანამშრომლის მიერ პატიმრებისადმი დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.

შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ „მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმირ ბედუკაძე (ის 2012 წლის მაისში დაითხოვეს) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი ახორციელებდა პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რასაც იღებდნენ ვიდეოფირზე“. საქართველოს ტელეარხებმა 18 სექტემბერს, საღამოს აჩვენეს ციხეში ცემის შემთხვევების ამსახველი კადრები. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ პატიმრებს სცემდნენ და ამას ვიდეოფირზე იღებდნენ სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, რომელსაც მათ სთავაზობდა მე-8 საპყრობილეშივე მყოფი პატიმარი, თამაზ თამაზაშვილი.

ომბუდსმენი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება ყოველთვის გამოირჩეოდა პატიმართა უფლებების უგულებელყოფისა და დარღვევის სიმრავლით.

სამშაბათსვე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში პენიტენციურ სისტემაში ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ ვიდეოკადრები არის "სრულიად შემზარავი" და პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ადასტურებს, რამდენად ბევრია გასაკეთებელი საქართველოში "თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სასჯელაღსრულების სისტემის ჩამოსაყალიბებლად".

კალმახელიძის თქმით, „რამდენიმე კვირაა გვაქვს ინფორმაცია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სიტუაციების შეკვეთას სასჯელაღსრულების სისტემაში, იყო მცდელობა არეულობების შეკვეთის და ა.შ. შესაბამისად, ეს საჭიროებდა შესაბამის რეაგირებას ჩვენი მხრიდან და ჩვენ არასდროს მოვითმენთ ადამიანის უფლებების დარღვევას. მიუხედავად იმისა, თუ რა თანამდებობა უკავია ადამიანს, ყოველთვის გვექნება შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში", - აღნიშნა კალმახელიძემ.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ზურაბ საბულუა
20.09.2012 18:31
წარმოგიდგენიათ რა დონის ბოროტებასთან გვაქვს საქმე? ამას ყველაფერს ეს სადისტები აკეთებდნენ სისტემატიურად, ეს იყო სისტემური დანაშაული, წამოსული ზევიდან... ეს არის წმინდა წყლის ფაშიზმი უარესი ვიდრე "ევგენიკა" "რასიზმი" და ყველა უბედურება ერთად აღებული. პიროვნების დათრგუნვის, მოსპობის, მანიაკალური, სადისტური ფორმა. აი თურმე როგორ აიძულებენ ეს მანიაკები, საპატიმროდან განთავისუფლებულ საცოდავ ბავშვებს მათ სამსახურში ყოფნას. ეს ნორმალური ფსიქიკის ადამიანისთვის წარმოუდგენელი ბოროტება, შეიძლება თავში მოსვლოდა, მხოლოდ ავადმყოფ მანიაკალური ფსიქიკის მქონე არსებას. გაუგონარი ბოროტება შვა ქართველმა ერმა და ამ ცოდვის გამოსყიდვას საუკუნეები დასჭირდება...

ავტორი: ზურაბ საბულუა
20.09.2012 16:10
"ისე არსად არ ჩანს ერის ხასიათი, როგორც მის საპატიმროებში" არ იცოდით, რომ ყოველ სამ დღეში პატიმარს კლავდნენ ქართულ საპატიმროებში? არ იცოდით, რომ მგლების ქვეყანაში ცხოვრობდით? მაინდამაინც ეს შემზარავი კადრები უნდა გენახათ, რომ ასე აღშფოთებულიყავით? არ იცოდით, რომ კომუნისტების დროსაც ქართული საპატიმროები და შსს გამოირჩეოდნენ პატიმრების წამებით : ბოთლზე დასმა, ელექტრო შოკი, გაუპატიურება-- განსაკუთრებით "მანქურთ" შევარდნაძის პერიოდში. შევარცხვინე ასეთი ქვეყანა და ხალხი, სადაც არასოდეს დასჯილან სადისტი, მანიაკი ხელისუფალნი. თუ ეს "ტრადიცია" გაგრძელდა და ეს კაცობრიობის დანაშაული ისევე ჩაივლის როგორც სხვა ბოროტება, იგივე განმეორდება ყოველთვის და ღირსეული კაცები აღარ დარჩებიან ასეთ უღირს ქვეყანაში. არ იცოდით, რომ გულგრილობა უფრო მეტი დანაშაულია და ბადებს უფრო მეტ არაადამიანურობას და ბოროტებას . უბედურება ის არის რომ დღევანდელი ქართველობის უმრავლესობა, მორალურათ მზად არის რომ ჩაანაცვლოს ჯალათი. ბროცკის არ იყოს ; "ამბივალენტობა" არის ერთ-ერთი სენი ქართველობის (ზეპირად შეიძლება ვერ გავაკეთო ზუსტი ციტირება) " ჩვენში ყველაზე საცოდავი მსხვერპლიც კი მორალურათ დასაშვებათ მიიჩნევს, რომ ის შეძლებდა ყოფილიყო ჯალათი". ბევრი ჩემი ახლობელი შეეწირა თქვენს გულგრილობას ქართველებო, მართალია ბოროტებას არა აქვს ეროვნება, მაგრამ ასეთ ყველა ზღვარს გადასულ ბოროტებასაც არ აქვს ანალოგი. რამდენი მკვლელი არაკაცი ვიცი რომელიც ქუჩაში დადის და ეფერება თავის შვილებს და შვილიშვილებს. ამ მოსეს თაობას მხოლოდ მამულიშვილების, ერისკაცების დევნა და მკვლელობა ხელეწიფება. არცერთი "მანქურთი" არ დაუსჯია ერს სიცოცხლეში. ამ კადრების შემდეგ მაინც გამოდით და მოითხოვეთ სამართალი. ჩვენ რომ ოდნავი ღირსება მაინც რომ გვქონდეს დარჩენილი, ათასი კაცი კია არ უნდა იდგეს, მილიონი უნდა გამოვიდეს, ერი თუ ბერი ყველამ უნდა მოვთხოვოთ ამ კრიმინალურ ხელისუფლებას პასუხი. "ნულოვანი ტოლერანტობის" აპოლოგეტი ხელისუფლება ცინიზმის წარმოუდგენელ რა დონეზე უნდა იყოს, რომ აქაც კატასავით ოთხ ფეხზე ფიქრობს დახტომას და ამბობს ; თურმე საცოდავი პატიმარი ვინმე თამაზ თამაზაშვილი ყოფილა ამ ყველაფრის ორგანიზატორიო :) მარტო ამით ჩანს ამ ხელისუფლების დამოკიდებულება საზოგადოებისადმი. ნახირად თვლიან ხალხს ეს არამზადები. მე როგორც ერთი ქართველი მოვუწოდებ ხალხს გამოღვიძებისკენ, დროა ქართველები დავფიქრდეთ თუ საით მივდივართ, გადარჩენის ინსტინქტმა მაინც უნდა გამოგვაფხიზლოს. ჩვენი შვილების მომავლისთვის უნდა მოვითხოვოთ ამ სადისტი ხელისუფლების გადადგომა და დასჯა. ისევე როგორც 91-93 წლების პუტჩისტების. რომლის შედეგსაც დღეს იმკის საქართველო. პრეცედენტი უნდა შეიქმნას სახემწიფო დამნაშავეების დასჯის, სხვა შემთხვევაში ეს საშინელება არასოდეს დასრულდება. ბოლომდე ვერ ვუყურე ამ ბავშვების ტანჯვას, ლამის სისხლი ჩამექცა ტვინში ახლაც ვერა ვარ გონზე მოსული მაკანკალებს ამას რომ ვწერ არ მიტირია წლებია და ამ ბავშვების საცოდაობამ ამატირა. რა დონეზე იქნება ამ ბავშვების ფსიქიკა წარმოგიდგენიათ? თუ ამასაც დავივიწყებთ, როგორც სხვა მრავალ ბოროტებას მაშინ საქართველოს საშველი აღარ იქნება და უფლის რისხვისგან აღმოვჩნდებით, როგორც აქამდე მრავალი სხვა ერი ისტორიის სანაგვეზე.

ავტორი: მოდერატორი
19.09.2012 14:19
პირდაპირი ვიდეორეპორტაჟი:
http://www.radiotavisupleba.ge/content/livestream-protests-tbilisi-philharmony/24713064.html

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
19.09.2012 13:30
კალმახელიძე ერთ ერთი ნაფოტია იმ გამომპალი და ლეშად ქცეული პოლიტიკური სისტემისა რომელიც "ქურდულს" ამგვარი ხერხებით ებრძვის

ეგ მარტო კალმახელიძე არ არის, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, მანამდე ადეიშვილი, თვით სააკაშვილი (თავისი მძიმედ ჩაგრული წარსულით), ეს ის გუნდია რომელიც ამ წამების არქიტექტორები არიან

მაინც და მაინც მარტო კალმახელიძეს და 10 ვიღაც არშემდგარ სადისტს ნუ შეახოცავთ ხელებს, ეგ მთელი ხელისუფლების პოლიტიკაა ძვირფასებო

და მეხილა თვალნი ჩემნი: თუ როგორ კეთილდებოდნენ მცირე ბიზნესის პატრონები თავიანთი კაპიტალის გადასაფორმებლად მთავრობის პირებზე

ამას მარტო ძველი ბიჭების წინააღმდეგ არ ჩადიან ეგ ნაძირლები, ეგრე გადაიფორმეს მთელი ქართული მცირე ბიზნესი

მიხარია რომ ხანგრძლივი დუმილის შემდეგ როგორრაც შევძელით გვეჩვენებინა ამ ნაძირლების სახე

გამჭვირვალე პოილიცია და მისი რეფორმა, აგე ვინ არიან ჩვენი პოლიციელები

ეხლა აქეთ და ადიდეთ ლაქიებო თქვენი ლეშად-ქცეული ნაც-მოძრაობა და მათი შედევრი მონაპოვარი

ესაა თქვენი დემოკრატია და ამას ჰპირდებით ოსებს და აფხაზებს ხო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ავტორი: irma საიდან გვწერთ: tbilisi
19.09.2012 13:11
ზუსტად ეს არის საქართველოს ტრაგედია: ასეთ ხალხს რომ ნიშნავენ მაღალ თანამდებობებზე (ხათუნა კალმახელიძეს - რომელიც ისე უგემოვნებოდ შეთითხნილი ჩნდებოდა საზოგადოების წინაშე, და მხოლოდ თანამდებობიდან გადაგმობის შესახებ განცხადების გაკეთების დროს გამოიყურებოდა შედარებით ნორმალურად (ალბათ თანამდებობის დაკარგვას გლოვობდა!) - მარტო სამსახურიდან გათავისუფლება არ უნდა აკმარონ: სისხლის პასუხისგებლობაში უნდა მისცენ.
თუმცა აქვე უნდა დავამატო რომ არც ოპოზიციაა ამ მხრივ უკეთესი - ერთი მათ საარჩევნო სიებს გადახედეთ! ისინი ამ ხელისუფლებაზე გაცილებით უარესები არიან, სულ შევარდნაძის დროინდელი ელიტა გაერთიანდა იქ!

ავტორი: ყვარყვარე საიდან გვწერთ: სოფელი ჭორვილა
19.09.2012 12:23
რუსეთის ციხები, საქართველოს ციხეები... მეთოდიკა ერთია.

ავტორი: trews
19.09.2012 09:23
მხოლოდ სახალხო დამცველი რას უშველის, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ადეკვატური რეაქცია.
ეს "პოლიტიკურად მოტივირებულ პირებზე" გადაბრალება ვითომ ცვლის ციხეში პატიმრების წამების ფაქტს?

ავტორი: ანონიმი
19.09.2012 06:45
ეს წერილი - თავისი ნაზი და თამთამი ფორმით - ხელისუფლებას იცავს!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
19.09.2012 04:11
ყველაზი დიდი საშინელება ის არის რომ ამ საშინელი კადრების ფონზე სააკაშვილი ავრცელებს მიმართვას, თითქოს არც რა იცოდა ამ ფაქტებზე და ვინც ეს ჩაიდინა დაისჯებაო

ბაჩო ახალაია ჩვენი პრეზიდენტის და მთელი მინისტრთა კაბინეტის ხელშეწყობით უარესებს - პირადად (!!!!!!!) სჩადიოდასანამ ციხეებს "აკონტროლებდა"

მაინც მინდა გავიგო- ვინ დაჩაგრა და დაამცირა ეს ადამიანები ისე რომ ამგვარად ამცირებენ და სულში აფურთხებენ მათ ვისზეც ძალა აქვთ

ეს ადამიანები სამკურნალოები არიან, ფსიქოლოგების დახმარება სჭირდებათ, სავარაუდოდ ბავშვობაში მიღებული ტრავმებისგან გასანთავისუფლებლად

აშენდა ქვეყანა და მისი დემოკრატია

ავტორი: ანონიმი
19.09.2012 03:26
ხათუნა კალმახელიძემ როგორ უნდა იარსებოს მომავალში?!მერე რა რომ ჭანჭიკია? არაჩვეულებრივად გრძნობს თავს ამ თანამდებობაზე. სიამოვნებით ასრულებს დავალებებს. ძალიან ამაყია! სამსახური საკუთარი პოდიუმი გონია ამ სილიკონიანს. უხასიათოდ ვინმეს უნახავს? მგონი ამ ქალს მარტო ტუჩები, ცხვირი და წარბები არ აქვს ხელოვნური. თვალებიც შუშის აქვს და გული ალბათ პლასტმასის.
დღეს დაცულია მისი უსაფრთხოება, მაგრამ ჯერ ძალიან ახლაგაზრდაა და რამდენი ადამიანის რისხვას უნდა გადაურჩეს ეს უბედური?! მარტო მაგას არა, მაგრამ მიშა ვეღარ უშველის მაგას!

ყველაზე პოპულარული