სამშაბათი, 21 აპრილი, 2015 თბილისის დრო 05:24

საზოგადოება / საქართველო

პროკურატურა მედიისთვის კარს აღებს

მულტიმედია

აუდიო
”გახსნილობის პოლიტიკის დემონსტრირება” - ეს არის მიზანი, რომლის მისაღწევადაც საქართველოს მთავარი პროკურორი მედიასთან რეგულარულ შეხვედრებს გამართავს. პირველი  ბრიფინგი დღეს გაიმართა, სადაც მიმდინარე აქტუალურ კითხვებზე ჟურნალისტებს არჩილ კბილაშვილმა უპასუხა. მთავარი პროკურორის თქმით, ე.წ. ციხის საქმის შესახებ საზოგადოებას უახლოეს დღეებში ეცნობება. არჩილ კბილაშვილის სიტყვებით, ბუტა რობაქიძის საქმეზე, შესაძლოა, სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს. 

მთავარი პროკურატურის  შენობის ფოიეში იმ ხალხის რიგია, ვისაც, საკუთარი ან თავისი ახლობლის საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით, მთავარი პროკურორის სახელზე განცხადება შეაქვს. 35 წლის ქეთევანი, დედამთილთან ერთად, განცხადებას წერს, პატიმარი მეუღლის საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით. ქეთევანი ამბობს, რომ ორი მცირეწლოვანი შვილის გაზრდა მარტოს უწევს, მაშინ როცა, მისი სიტყვებით, ყაჩაღობის მცდელობისთვის უკანონოდ დაპატიმრებული მეუღლე, რომელსაც დაკავებისას იარაღი ჩაუდეს,  16-წლიან სასჯელს იხდის:
 
”ვწერ განცხადებას იმის გულისთვის, რომ ამ საქმეს გადახედონ და სწორად მიუდგნენ, დამოუკიდებელმა სასამართლომ განიხილოს. ყოფილმა სასამართლომ როგორც განიხილა, ისე არ გვინდა”.

ქეთევანს სამართლიანი სასამართლოს და გამოძიების იმედი აქვს. დარწმუნებულია, რომ საქმეს ობიექტურად შეისწავლიან. სხვა შემთხვევაში, ამბობს, სამართლიანობის განცდა გაუქრება:
35-მა ადამიანმა დატოვა პროკურატურის რიგები. ისინი დათხოვნილ იქნენ. 51 ახალი კადრი იქნა მიღებული და დანიშნული სხვადასხვა პოზიციებზე, შეიცვალა 6 საოლქო პროკურორი ...

”მაშინ არ ყოფილა საშველი და სიმართლე არ არის ამქვეყანაზე, ამას ვიტყვი და არანაირი იმედი აღარ მექნება, არც იმ მთავრობის იმედი მქონდა და არც ამ მთავრიბის იმედიღა მექნება არანაირად. მე ოჯახი მაქვს, 2 შვილი მყავს და მეცოდინება, რომ ამქვეყანაზე სამართალი არ არის”.

ქეთევანის და სხვა მისნაირი ასობით  განმცხადებლის საქმის შესწავლა მთავარი პროკურორის ყოველდღიური საქმიანობაა. სისხლის სამართლის ხაზით არსებული პოლიტიკის  შესახებ საუბრისას, არჩილ კბილაშვილმა ის სტატისტიკა დაიმოწმა, რომლის მიხედვითაც,  12 ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა, სასამართლოში ბრალი მოეხსნა 16 ბრალდებულს, სასამართლომ 3 ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, წარდგენილი ბრალი შეეცვალა 14 ბრალდებულს და ა.შ. ეს ყველაფერი, არჩილ კბილაშვილის სიტყვებით, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში დაგროვილი სტატისტიკაა, რაც პროკურატურის ლიბერალიზაციას მოწმობს და ემსახურება საზოგადოებაში სამართლისა და სამართლიანობის განცდის დამკვიდრებას. არჩილ კბილაშვილმა უწყებაში ჩატარებული საკადრო ცვლილებების შესახებაც ისაუბრა:

არჩილ კბილაშვილიარჩილ კბილაშვილი
x
არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი
”35-მა ადამიანმა დატოვა პროკურატურის რიგები. ისინი დათხოვნილ იქნენ. 51 ახალი კადრი იქნა მიღებული და დანიშნული სხვადასხვა პოზიციებზე, შეიცვალა 6 საოლქო პროკურორი, დამატებით  - აჭარის პროკურორი, თბილისის პროკურორი. შეიცვალა ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამმართველოთა დიდი ნაწილის ხელმძღვანელები, შეიცვალა 9 რაიონული პროკურორი საქართველოს მასშტაბით”. 

ამას გარდა, არჩილ კბილაშვილმა  პროკურატურის ყოველდღიურ საგამოძიებო საქმეებზეც ისაუბრა. მისი სიტყვებით, დაახლოებით 10 დღეში საზოგადოება სექტემბერში გახმაურებული ციხის საქმის დეტალებსაც შეიტყობს:

”უახლოეს, ვთქვათ, 10 დღის განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ, რომ ციხის თემა გავხსნათ - არსებითად ის ჩვენთვის გახსნილია; უბრალოდ, დეტალები არის დასაზუსტებელი - და საზოგადოებას ვაუწყოთ რა მოხდა, როგორ მოხდა, სად დაიგეგმა, რა ვითარებაში ეს ციხის თემა, როგორ იქნა ის გასაღებული და  რა მიზანს ისახავდა. ყოველივე ამას ჩვენ უახლოეს დროში გავხსნით”.
ეს ჟვანიას თემა იქნება, გელაშვილის თემა იქნება, რობაქიძის თემა იქნება თუ კიდევ სხვა, ანუ კითხვებზე ამ ადამიანის მხრიდან პასუხები იქნება მიღებული ...

არჩილ კბილაშვილის სიტყვებით, რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე - მათ შორის, ბუტა რობაქიძის საქმეზე - რამდენიმე თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთება. მან ილაპარაკა ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიების შესახებაც და განაცხადა, რომ გარდაცვლილი პრემიერის ძმა, გოგლა ჟვანია, აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან:

”რა ეტაპზეა საქმის ძიება, ახლა ამის თქმა მიჭირს, მაგრამ ხდება ვერსიების გადამოწმება. შუაგულში ვართ, ასე ვთქვათ”.

ამასთან, მთავარი პროკურორის სიტყვებით,  ამ დღეებში დაიკითხება დაკავებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც:

”ეს ჟვანიას თემა იქნება, გელაშვილის თემა იქნება, რობაქიძის თემა იქნება თუ კიდევ სხვა, ანუ კითხვებზე ამ ადამიანის მხრიდან პასუხები იქნება მიღებული”.
 
არჩილ კბილაშვილმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკითხვის თაობაზე, რაც მის მიერ ყალბი პასპორტის გამოყენების მცდელობას უკავშირდება, და განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი მოწმის  სახით იყო დაკითხული - არც მაშინ და არც ახლა დღის წესრიგში არ დგას მისი დაკავების საკითხი.

მთავარი პროკურორი მედიასთან შეხვედრების გამართვას რეგულარულად გეგმავს - პირველ ეტპაზე 2 კვირის ინტერვალით.


ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
04.12.2012 20:21
ერთხელ მისმა უდიდებულესობამ, ეკატერინე ხერხეულიძემ განაცხადა: რა გადაგვაყოლეთ ბოლო ბოლო ამ რამდენიმე დახოცილ ახალგაზრდასო

ცოტნე დადიან-ახალაიას ჰკითხეთ, იქნებ იმან იცოდეს თუ რას გადავაყოლეთ ამ უმიზეზოდ დახოცილ ახალგაზრდებს ეკატერინე ხერხეულიძის მშვიდი ძილი

სხვა მასალები

აუდიო აიათოლა ალი ხამენეი: ირანის ბირთვული იარაღი „მითია“

​ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი „მითს“ უწოდებს შეხედულებას, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს.
გაგრძელება

აუდიო კორუფცია, ნეპოტიზმი, პროვოკაცია - გურჯაანის გამგეობა პარალიზებული იყო

​კორუფცია, ნეპოტიზმი, პროვოკაცია - ეს სიტყვები გურჯაანში მთელი დღის განმავლობაში ისმოდა. გარკვეული ხნის განმავლობაში გამგეობის მუშაობა პარალიზებული იყო.
გაგრძელება

აუდიო თვეში ათასი ლარი − დაღუპული პოლიციელების ოჯახებს​

საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და ომში დაღუპულ პოლიციელთა ოჯახების ფინანსური დახმარების შესახებ კანონპროექტს.
გაგრძელება

აუდიო ნარკოტიკის შენახვა და გასაღება ერთმანეთისგან გაიმიჯნება

შემუშავებული კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკების გასაღებასა და შეძენა-შენახვაზე ერთმანეთისგან გაიმიჯნება
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)