ხუთშაბათი, 17 აპრილი, 2014 თბილისის დრო 19:50

პოლიტიკა / საქართველო

როდის გასდის ვადა პრეზიდენტს?

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტში გამოსვლისასმიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას
x
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი 4 იანვარს პრეზიდენტის სასახლესთან, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, გამაფრთხილებელი აქციის გამართვას აპირებს. აქციის ორგანიზატორთა თქმით, მასშტაბური გამოსვლები დაიწყება 20 იანვარს, როცა ხუთი წელი შესრულდება 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ სააკაშვილის გამარჯვებიდან. არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება ადამიანის უფლებებისათვის“ მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს და, კონსტიტუციის შესაბამისად, მისი უფლებამოსილება ოქტომბრის არჩევნებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა შეასრულოს. ვინ და რატომ ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას?

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმოწერებს, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, 2012 წლის ოქტომბრიდან აგროვებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიხეილ ანდღულაძე მიიჩნევს, რომ 2013 წლის 20 იანვარს, ანუ ფიცის დადების მეხუთე წლისთავზე, სააკაშვილს პრეზიდენტობის ვადა ეწურება:

„დღეს ერთი პიროვნება უშლის ხელს საქართველოს კეთილდღეობას. იგი ჩაბღაუჭებულია პრეზიდენტის სავარძელს და, მიუხედავად მისი ვადის გასვლისა, არ გვანებებს თავს. 4 იანვარს თბილისში ავლაბრის რეზიდენციასთან, რეგიონებში კი გამგეობების შენობებთან დღის 13.00 საათზე ხალხი დააფიქსირებს უდიდეს ერთსულოვნებას სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით და თუ ხალხის შეძახილი გაუგებელი დარჩება, 20 იანვარს მთელი საქართველო ჩამოვა თბილისში და ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს სააკაშვილის ბოგინს“.

არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნას უერთდება პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი, რომლის თქმითაც, სააკაშვილის თანამდებობიდან წასვლას საქართველოს კონსტიტუცია ითხოვს:

თემურ შაშიაშვილითემურ შაშიაშვილი
x
თემურ შაშიაშვილი
თემურ შაშიაშვილი
„არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვთ. 20 იანვარს მთავრდება ხუთი წელი სააკაშვილის მეორე პრეზიდენტობის ვადისა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ შევასრულოთ და დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია. ხუთწლიანი ვადა დასრულდა და უნდა დასრულდეს პრეზიდენტობაც. თუ რაიმე გასასწორებელია, პარლამენტი იმისთვის არის, რომ შეიტანოს ცვლილება კონსტიტუციაში“.

თემურ შაშიაშვილის თქმით, პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, კონსტიტუციის 76-ე მუხლის შესაბამისად, ანუ პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე. თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავის უკანასკნელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მმართველი პარტია არ აპირებს პრეზიდენტის უფლებმოსილების ვადამდე შეწყვეტის პროცედურების დაწყებას:
არჩევნები იმართება იმ წლის ოქტომბრის თვეში, რომელ წელსაც იწურება უფლებამოსილების ვადა. მაგრამ აქ არის დოქტრინული წინააღმდეგობა ...

„მე პირადად პოლიტიკური ნიშნით ამას აღარ ვითხოვ, იგივე ვუთხარი ჩემს პოლიტიკურ გუნდს და მინდა ხალხიც გაგებით მოეკიდოს ამას, რათა ქვეყანას იმიჯი შევუნარჩუნოთ. ძალიან გაგვიჭირდება პრეზიდენტის იმპიჩმენტის ახსნა საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, იმდენად რთულია ვადების შემცირებისათვის იმპიჩმენტის გამოცხადება. არადა, მოახერხეს და კონსტიტუციაში შექმნეს კაზუსი. გაცილებით ადრე ეწერა, რომ პრეზიდენტის ვადა განისაზღვრება 5 წლით. ამავე ხალხმა შემდეგ ჩაწერა, რომ არჩევნები ჩატარდება მხოლოდ ოქტომბერს და ამის შედეგად გამოვიდა არა ხუთწლიანი ვადა, არამედ 5 წელი და 10 თვე“.

პრობლემის სირთულეზე საუბრობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, რომელიც საკითხის ფორმალურ და დოქტრინულ შემადგენლებზე ამახვილებს ყურადღებას.

„ჩვენს კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერში ფორმალური წინააღმდეგობა არ არის, რადგანაც ორივე არის კონსტიტუციური ნორმა. პირველი ის, რომ უფლებამოსილების ვადა არის 5 წელი და მეორე ის, რომ არჩევნები იმართება იმ წლის ოქტომბრის თვეში, რომელ წელსაც იწურება უფლებამოსილების ვადა. მაგრამ აქ არის დოქტრინული წინააღმდეგობა. დოქტრინული ნორმა არის ის, რომ უფლებამოსილების ვადა უფრო მეტი არ უნდა იყოს, ვიდრეს ეს კონსტიტუციითა და კანონით არის განსაზღვრული“, უთხრა ვახტანგ ხმალაძემ რადიო თავისუფლებას.

ვახტანგ ხმალაძის თქმით, დოქტრინული ხასიათის წინააღდმეგობის გასასწორებლად საჭიროა ცვლილების შეტანა კონსტიტუციაში, რათა რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაშიც პრეზიდენტის ან პარლამენტის უფლემოსილების ვადა არ აღმოჩნდეს კონსტიტუციით განსაზვრულზე მეტი. ვახტანგ ხმალაძე იმედოვნებს, რომ კონსტიტუციის ამ ხარვეზის გასწორებაში დაეხმარებიან საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელთა თანადგომის გარეშე მმართველი პარტია ვერ მოაგროვებს საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას, თუმცა, რადიო თავისუფლების მცდელობის მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება არ ისურვა.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
23.01.2013 20:44
ეგ არ არის მალეფუჭებადი პროდუქტი. ხანგრძლივი ვადა აქვს - მეორე ვადა 5ლის შემდეგ ეწყება!.

მალეფუჭებადი გოგიაა გოგიეთიდან :))

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
05.01.2013 22:33
ავტორი: ანონიმი
04.01.2013 17:26
"ჰო.ჰო.ჰოოო ... "რადიო თავ."- საც რა სურათები შეურჩევია?!
ორივესი, სააკაშვილისაც და (რა ოხრობა გვარია )შაშიაშვილისთვისაც?
არაფერი არ გიშველით!!!! - 5 წელიწადში ისევ აქა ვართ<<<))))
ან,თუ ასევე გააგრძელეთ, უფრო ადრეც..."რა სტილია ადამიანის გვარის გასწვრივ სიტყვა "ოხრობა"–ს წერა...მაგრამ მიშას შემხედვარე უკეთესს რას უნდა ელოდეს თქვენნაირი ნაცXებიდან ადამიანი?-ადრეც გიწინასწარმეტყველე და ახლაც შეგახსენებ-დეპოში ხართ შენ და მიშისტები, დ ე პ ო შ ი ი ი ი ი ი ი! 5 წელი არა კვატი!

ავტორი: კოტე
04.01.2013 17:56
რადიო „ თავისუფლებას“ ვულოცავ ახალ წელს და ახალ წარმატებებს ვუსურვებ. ერთერთი ყველაზე, შეიძლება ერთადერთიც, ხართ ქართულ მედია სივრცეში. თუმცა ახალ მთავრობის კრიტიკასაც უნდა უმატოთ თორემ შეიძლება მიკერძოებაში დაგდოთ ბრალი არა კეთილმოსურნეება...

ავტორი: ანონიმი
04.01.2013 17:26
ჰო.ჰო.ჰოოო ... "რადიო თავ."- საც რა სურათები შეურჩევია?!

ორივესი, სააკაშვილისაც და (რა ოხრობა გვარია )შაშიაშვილისთვისაც?

არაფერი არ გიშველით!!!! - 5 წელიწადში ისევ აქა ვართ<<<))))

ან,თუ ასევე გააგრძელეთ, უფრო ადრეც...


ავტორი: ანონიმი
04.01.2013 16:07
ავტორი: ლელა საიდან გვწერთ: ჭურიდან
04.01.2013 01:35
პრეზიდენტის ზნეს რაღა ეშველება?! შანშიაშვილის დრო კი არა, მიშას თავის კრიმინალებზე აქვს პასუხი საგები.

ავტორი: tutuci
04.01.2013 16:02
მაშინ როცა სააკაშვილის არაკონსტიტუციურ და ამავ დროს ძალიან ღრმად დემოკრატიულ საქციელს ვაკრიტიკებთ, ერთადერთი არგუმენტი რაც რჩება დემოკრატიის შუქურის მხარდამჭერებს შაშიაშვილის პერსონაა

ის რომ სააკაშვილს ვაკრიტიკებთ არ ნიშნავს შაშიაშვილის ქებას

მაგრამ ნუ მიშას მხარდამწერებს მხოლოდ ერთი ხედვის ვექტორი აქვთ, მხოლოდ ერთი ხაზით მიდიან და იხედებიან

არანაირ ლოგიკას ისინი არ ემორჩილებიან

მხოლოდ ვიწრო მხედველობის არეალი

ავტორი: ანონიმი
04.01.2013 02:41
არ ვიცი მე თეთრები და წითლები და კაზაკი რაზბონიკები შაშიაშვილისნაირთა სიტყვაა კანონი და როდემდე იქნება მასე ძნელი სათქმელი არს მოკვდავისთვის!

ავტორი: ლელა საიდან გვწერთ: ჭურიდან
04.01.2013 01:35
წავიკითხე თქვენი კომენტარები, ძმანო და დანო, და რა დასკვნა. მიშა სააკაშვილის დრო წავიდა და თემურ შანშიაშვილის დრო მოვიდა?(მოვიდა თუ დაბრუნდა?) ვახ, სოფელო რა შიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა...

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
04.01.2013 00:54
ხალხისათვის გამოუსადეგარი, მარტო საკუთარი პარტაქტივის მიერ მხარდაჭერილი კაცი- პრეზიდენტი არ არის!
არ დამიწყოთ ახლა %-ბით აპელირება ...ბოლო არჩჩევნებში 40% ფალსიფიცირებულია ნაცმოძრაობის მიერ. რეალურია 5-7 %!

ავტორი: ანონიმი
04.01.2013 00:47
სააკაშვილს ვადა კი არა, ჯერ ყავლი გაუვიდა. გაიტანეეეეთ!!!!!

ავტორი: tutuci
03.01.2013 23:50
დათო პრეზიდენტი რომ ვადას იგრძელებს მაგის უფლება აქვს? ეგ მოსაწონია?

ვინც უნდა ის დაითხოვოს, მაინც ხელები ექავება მაგაზე, მაგრად უთანაგრძნობს მუჰამმად მორსი-ს, ფარაონობა რომ ჩაუვარდა

მაგრამ დემოკრატიის შუქურა რომ თითქმის ერთი წლით იხანგრძლივებს პრეზიდენტობას ეგ დემოკრატიული, მოსაწონი და კანონიერია?

არავითარი პოლიტიკური კამათი და მხარეობა, უბრალოდ ვსვავ შეკითხვას და მაინტერესებს თქვენი პასუხი

თუ ჩამთვლით ღირსად ცხადია

ავტორი: dato საიდან გვწერთ: inglisidan
03.01.2013 22:35
არავი აკვს უპლება,დაიტხოვოს ვადაზე ადრე პრეზიდენტი. მრჩება შთაბჭდილება რომ პრეზიდენტს პროვოცირებას უკეტებენ რომ მან დაიტხოვოს მტავრობა და პარლამენტი. რაც უნდატ მიიგებენ იმას.

ავტორი: tutuci
03.01.2013 22:16
დათვს ამოფარებული ყმუილის არ ვიცი, იმიტომ რომ არ ვარ დარწმუნებული ახლების პრო-დასავლურობაში, მაფიქრებენ რომ რუსეთს ეთამაშებიან ცუდ თამაშს

მაგრამ აი იმის ლომობა...

სახელი მაინც დაწერე შე დალოცვილო, შეგხედავს რომელი ხარ და დაგიფასებს მაინც

რა თავმდაბლობაა, რა თითით საჩვენებელი ...

ჯერ ცოტნე, ეხლა ლომი...

ავტორი: ანონიმი
03.01.2013 21:53
თავისუფლება ლომთა ხვედრია!დამმონებელ, რუსულ დათვს ამოფარებული ყმუილი კი კუდამოძუებული.....

ავტორი: nika საიდან გვწერთ: saqartvelo
03.01.2013 20:47
პრეზიდენტი 20 იანვრის შემდგომ არის არალეგიტიმური. არ არსებობს არგუმენტი სხვა მტკიცებულებისა. პირიქით, კონსტიტუციური ცვლილებისათვის რომელიც პრეზიდენტს ხელისუფლების მიტაცების საშუალებას აძლევს, უნდა დაისაჯოს ის დეპუტატები რომლებმაც სახელმწიფო გადატრიალება დააკანონეს. აქამდე ვიცოდით რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ხალხმა 5 წლიან "კონტრაქტს" მოაწერა ხელი საპრეზიდენტო ვადისთვის.
უკაცრავად და 10 თვე რომ გაიგრძელეს, ანუ მიიტაცეს ხელისუფლება ხომ შეიძლება 10 თვე კი არა იყოს 10 წელი.
ანუ დღევანდელ ხელისუფლებას ვუტოვებთ უფლებას 5 წელი აქციონ 20 წლად? რა მნიშვნელობა აქვს 10 თვე წერია თუ 22 წელი?
თუ ქართული საზოგადოება ამას დაუშვებს მაშინ უიმედოდ უნდა ვიყოთ. აშშ ითხოვს რომ სააკაშვილს ხელი არ ახლონ. ეს უკვე გულისამრევი რამაა. ანუ საქართველოს მოსახლეობა ვერ ვითვლით 5 წელს? ენის მოჩლექვა არაა პოლიტიკის კეთება. ამიტომაც თუ ამას გადავყლაპავთ მერე ახალი ხელისუფლებაც წამოგვარტყამს თავში ხელს. და სრულიად სამართლიანად.

ავტორი: ანონიმი
03.01.2013 20:33
აბა ჰე,ზარბაზნების მომარაგება და საბჭოთა დივერსანტების მოხმობა არ დაგავიწყდეთ.

ავტორი: ანონიმი
03.01.2013 20:24
ნაციონალებმა რომ ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში, სირია და რუანდა მონაგონი იქნება ეგენი მანდ ამბავს დაატრიალებენ

მომეწონა მიშა სანამ ავღანეთში იყო მაგარი სროლები მიდიოდაო, მაგარი ბიჭია თუ დაგარტყა ამერიკაში გადაგაფრენს

ავტორი: ზურაბ ჩხაიძე საიდან გვწერთ: გერმანიიდან
03.01.2013 20:10
თუ საკონსტიტუციო ნორმად მიიჩნევა 5 წელი,პარლამენტმა პრეზიდენტს გამოუცხადოს დაუმორჩილებლობა,სანამ თვითონ დაითხოვს მთავრობას და ისევ თავში საცემად გაგიხდით საქმეს.თორემ ნაცებმა თუ ჩაიგდეს ხელში ძალა-უფლება,ვეღარავინ დაათმობინებს,არ ანაღვლებთ არაფერი,თავისთავის გარდა.ამიტომაც შეამზადეს დასავლეთი სათავისოდ.

ავტორი: მალხაზ ბოლქვაძე საიდან გვწერთ: ბათუმი
03.01.2013 19:49
საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად "არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება".
2013 წლის 21 იანვრიდან ჩვენ ამ საშიშროების წინაშე აღმოვჩნდებით.

ავტორი: ანონიმი
03.01.2013 19:33
მოუსმინეთ ნათია მეგრელიშვილს "აქცენტებში" და აღარ დასვამთ ეგეთ არააქტუალურ ( ე.ი. დებილურ) შეკითხვებს!

ავტორი: ანონიმი
03.01.2013 19:10
დიდი ხანია ჩვენი პრეზიდენტი ვადაგასულია მაგრამ ამას ვინ დაგიდასტურებს ...

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული