Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკომ არმიის გაზრდის პირობა დადო


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო

კიევის ცენტრში ათასობით სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჩაიბარა. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა საზეიმო მიმართვაში განაცხადა, რომ ხელისუფლება მნიშვნელოვნად გაზრდის არმიის რიცხოვნებას, რათა ქვეყანამ მოიგერიოს სეპარატისტების თავდასხმები აღმოსავლეთ უკრაინაში.

სამხედრო კონფრონტაციამ, რომელიც 2014 წლის აპრილში დაიწყო დონბასში, ოფიციალური მონაცემებით, 6800 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვითარების დეესკალაციას ვერ შველის მინსკში თებერვალში ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის დარღვევაშიც მხარეები ერთანეთს ადანაშაულებენ.

პოროშენკო 24 აგვისტოს ბერლინში შეხვდება გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს უკრაინის აღმოსავლეთში არსებული ვითარების განსახილველად. პეტრო პოროშენკო, ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი იმსჯელებენ მინსკის შეთანხმების შესრულებაზე. შეხვედრის შემდეგ სამი ქვეყნის ლიდერები პრესკონფერენციას გამართავენ. უკრაინის აღმოსავლეთში ბოლოდროინდელი მზარდი ძალადობა ეჭვქვეშ აყენებს მინსკში მიღწეულ შეთანხმებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG