ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 21:07

პოლიტიკა / საქართველო

დაკარგული ”ფლეშკა” და გამჟღავნებული ინფორმაცია

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
კოალიციამ ”არჩევანის თავისუფლებისთვის” მოიპოვა ლანჩხუთის პოლიციის თანამშრომლის შმაგი ურატაძის კუთვნილი ”ფლეშკა”, რომელზე ჩაწერილი მასალებითაც პოლიციის წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულობა დასტურდება. კოალიციის თანახმად, მეხსიერების ბარათზე დატანილი  ინფორმაციით და მოხსენებითი ბარათებით ირკვევა, რომ პოლიცია სასამართლოს სანქციის გარეშე სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს უთვალთვალებს  და მათ შესახებ ინფორმაციას აგროვებს. კოალიცია, ფაქტზე რეაგირების მიზნით,  უშიშროების საბჭოს უწყებათშორის კომისიას სპეციალური საზოგადოებრივი კომისიის შექმნისაკენ მოუწოდებს.

საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაციის თავმჯდომარის, გაზეთ ”გურია ნიუსის” მთავარი რედაქტორის ია მამალაძის თანახმად, ეგრეთ წოდებულ ”ფლეშკაზე”, რომელიც პოლიციელ შმაგი ურატაძეს ეკუთვნის, დატანილია სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მომცველი ფაილები,  კერძოდ, ფაილები ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში  მცხოვრები მოქალაქეების პოლიტიკური შეხედულებების, ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერების, საჯარო მომსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემების შესახებ. პოლიციელის მიერ შეგროვილ მასალაში ცალკეა გამოყოფილი იმ ადამიანების მონაცემები, რომელთაც სატელიტური ანტენები აქვთ დამონტაჟებული. დაზუსტებულია  ასევე  ბიძინა ივანიშვილის კომპანიაში დასაქმებული პირების ვინაობა, იმ პირების ვინაობა, ვისაც დახმარება სჭირდება. ცალკეა თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული ფაილები, სადაც საუბარია იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს აცანაში, რათა სახელისუფლებო პარტიამ საარჩევნო ხმები მოიპოვოს და ასე შემდეგ. მეხსიერების ბარათზე ჩაწერილია ასევე ურატაძის კოლეგის, ვინმე ბენდელიანის პატაკებიც სოფელ ჯორუყვეთის მოსახლეობის მონაცემებზე, რაც  ია მამალაძეს იმის დასტურად მიაჩნია, რომ პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქეებზე ინფორმაციების შეგროვება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაევალათ: 
ეს ადამიანი ძალიან კარგი შემსრულებელია უფროსობის დავალების, დავალებას ძალიან კარგად ასრულებს ...

” თუკი ეს იქნებოდა მონაცემები, რომლებიც ჩამოთვლილი პირების რაღაც საეჭვო ქმედებებს შეიცავდა სამართალთან დაკავშირებით, მაშინ გასაგები იქნებოდა, მაგრამ პოლიცია აგროვებდეს მონაცემებს, ვინ არის ოპოზიციის მხარდამჭერი, ვინ მუშაობს ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში, ვის უდგას ანტენები, ვინ თაობს სოფელში ანტენების შემოტანას, ეს პოლიციის საქმე ნამდვილად არ არის და აქედან - ორივე ადამიანის, ორივე პოლიციელის, ურატაძის და ბენდელიანის, პატაკებიდან - კარგად ჩანს, რომ ეს არის სტრუქტურულად გაწერილი, თუ რა მონაცემები უნდა შეაგროვონ მათ, იმიტომ რომ მათი პატაკები არის იდენტური.”

ია მამალაძე აქვე აღნიშნავს, რომ პოლიციელ შმაგი ურატაძის მიერ მოპოვებული ინფორმაციის ნაწილი გაზეთ ”გურია-ნიუსის” თანამშრომლებმა გადაამოწმეს და მისი ნამდვილობაც დაადასტურეს. რაც შეეხება კითხვას, როგორ ჩაუვარდათ ”ფლეშკა” გაზეთის თანამშრომლებს, ია მამალაძე გვიპასუხებს:

”ეს ადამიანი ძალიან კარგი შემსრულებელია უფროსობის დავალების, დავალებას ძალიან კარგად ასრულებს. რამდენად სამართლიანია, ეს მეორე საკითხია.  მაგრამ, როგორც ჩანს, არის ძალიან უყურადღებო, რადგან არ უფრთხილდება ამგვარი ინფორმაციის შემცველ ჩიპს და მას ქუჩაში კარგავს.”

კოალიციაში  ”არჩევანის თავისუფლებისათვის” მიიჩნევენ, რომ  თუკი დადასტურდა, რომ პოლიციელი ინფორმაციას ხელმძღვანელობის დავალებით  აგროვებდა, ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ძალოვანი უწყება პოლიტიკური პოლიციის ფუნქციას ასრულებს, ემსახურება მმართველი პარტიის ინტერესებს და სცილდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს. შესაბამისად, საქმე შესწავლას მოითხოვს, თუმცა კოალიცია სამართალდამცავ ორგანოებს უნდობლობას უცხადებს და, როგორც კოალიციის წევრი მაგდა პოპიაშვილი გვეუბნება, უშიშროების საბჭოს უწყებათშორის კომისიას შემდეგი მოთხოვნით მიმართავს:
ჩვენთვის რთულია წინასწარ რამის განსაზღვრა ზეპირი განცხადებების საფუძველზე. და თუ მიზანი პოლიტიკური შეფასებებია, ეს უკვე ჩვენს კომპეტენციაში არ შემოდის ...

”ჩვენ ვითხოვთ, რომ შეიქმნას უწყებათშორის კომისიასთან საზოგადოებრივი კომისია, რომელიც ამ ყველაფერს დაადგენს - რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს. საზოგადოებრივ კომისიაში არ შევლენ მხოლოდ გიგა ბოკერია, თამარ კინწურაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, რომელთა ხელშიც ჩიპს რა მოუვა, არავინ იცის.”

მაგდა პოპიაშვილის თანახმად, უშიშროების საბჭოს არჩევნების საკითხებზე მომუშავე  უწყებათშორისი კომისიის ეგიდით შექმნილი საზოგადოებრივი კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მონაწილეობით უნდა დაკომპლექტდეს. უწყებათშორისი კომისიის წევრის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თამარ კინწურაშვილის თქმით კი, რა ფორმით მოხდება  კომისიის რეაგირება ფაქტზე, მხოლოდ კოალიციის მიერ უწყებათშორისი კომისიისთვის მასალების მიწოდების შემდეგ გახდება ნათელი.

”გაურკვეველია საერთოდ ამ იდეის ლობირება, იმიტომ რომ, თუ კოალიციის მიზანია მოახდინოს დარღვევის პრევენცია ან რეაგირება მოხდეს რაიმე დარღვევაზე, - სამართალდარღვევაზე, თუკი ასეთთან გვაქვს საქმე, - მან უნდა ითანამშრომლოს კომისიასთან და მიაწოდოს შესაბამისი მასალები. ჩვენთვის რთულია წინასწარ რამის განსაზღვრა ზეპირი განცხადებების საფუძველზე. და თუ მიზანი პოლიტიკური შეფასებებია, ეს უკვე ჩვენს კომპეტენციაში არ შემოდის.” 

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ კი  - პოტენციური საზოგადოებრივი კომისიის პოტენციურ მონაწილე ორგანიზაციაში -  განმარტავენ, რომ კოალიცია „არჩევანის თავისუფლების“ მიერ მხილებული პოლიციელების ქმედება უფლებამოსილების გადამეტებისა და  უკანონობის ნიშნებს შეიცავს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: დავითი საიდან გვწერთ: facebook
01.08.2012 04:34
თუმცა აქ არ არის შესული ასეთი სახის ,,სახელმწიფო სტრუქტურების" მიერ ჩადენილი დანაშაულები თორემ ჩვენ მაშინ პირველ ადგილზე კი არა და ნამდვილად ან გინესის რეკორდების წიგნში მოვხდებოდით ან უფრო კოსმოსში გავფრინდებოდით / ,,პოლიციის მიერ დაკარგული ”ფლეშკა” და გამჟღავნებული ინფორმაცია" ინფორმაციაhttp://www.radiotavisupleba.ge/content/policiit-politizebis-problema/24660976.html

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზური
31.07.2012 17:21
სანამ ქართველები არ ვისწავლით უღთიერთ დანდობას და პატივისცემას არაფელი არ გამოგვივა ამ ქვეყანაში უეთიეღთ სამსაგიეროს გადახდფის მეტი არავის არაფელი უკეთებია მე არვამბობ რომ ორგანიზატორები დავინდოთ მაგრამ შემსრულებლებს რაც შეეხება არის ის რისთვისაც ადამიანი უნდა გიყვარდეს ან უნდა გეცოდებოდეს

ავტორი: lukabak საიდან გვწერთ: Berlin
31.07.2012 17:15
უიშვილო, არც თათა და არც ეს გიორგი იმ ქვეყნის ენას არ ფლობს სადაც იმყოფებიან (გიორგის გერმანიის ინგლისურად წერიდანაც კარგად ჩანს), ვერ იგებენ ქვეყანაში რა ხდება და შესაბამისად წარმოდგენა არ აქვთ როგორ და რა პრინციპებზე დაფუძნებულ საზოგადოებაში ცხოვრობენ. კომენტარებიც შესაბამისია. გიორგის ლოგიკური აზროვნების დონეზე აღარ დავწერ. სხვისი ფლეშკის წაკითხვა თურმე უწესობაა და ეს სხვა რომ ყველანაერ პირად ინფორმაციას აგროვებს დანარჩენ სხვებზე ეგ წესიერება. თან სამართალდამცველის ნიღაბს ამოფარებული.

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
31.07.2012 16:22
ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Germany
31.07.2012 14:01
სხვის კუთვნილ ნივთებში ქექვა საქართველოში ნორმალური და თავისთავად გასაგები მოვლენაა?-სხვისი ნივთები მაშინაა "სხვისი" თუკი იგი (ამ შემთხვევაში პოლიციელის) პირადულს ეხება! მაშინ როცა მასში შეგროვებულია სხვისი პირადული, რომლის მოპოვების არც კანონიერი, არც მორალური, არც ზნეობრივი და არც არანაირი უფლება არა გაქვს იგი "სხვისი" არ არის -ყველასია რადგან ამ ქვეყანაში მოქალაქეთა (ე.ი.ჩემისაც) უფლებების ხელყოფას, კანონის დარღვევას ეხება! მაგრამ შენი კომენტარებიდან ყოველთვის გამოსჭვივოდა და ახლაც მოჩანს "ნაციონალური" სულისკვეთება...მზადყოფნა-ყველაფერზე წახვიდე-ოღონდ დაიცვა მათი "პრესტიჟი", რომელიც ამ ინციდენტის შემდეგ საერთოდ მიწასთანაა გასწორებული! მაგრამ გულს ნუ გაიტეხ, მაქვე გერმანიაშია tata-შენნაირად დინებისა და სიმართლის აღმა "მოცურავე-კომენტატორი"... დარჩით მაქვე და დაანებეთ თავი დისტანციურ დემაგოგიას -"ამათი" საქმე წასულია-თქვენც კარგად იცით:იგივე, გერმანიაში რომ მომხდარიყო, მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგებოდა- მაგრამ ამას სინდისი და ნამუსი სჭირდება,რომელიც თქვენნაირებს არ აქვთ არც ჰქონდათ და არც ექნებათ! (ახლა ზიან "ამათი" ლიდერები და ფიქრობენ გასაშტერებელ ვერსიაზე თუ როგორ მოისყიდა მავანმა და მავანმა მავანი ფლეშკის მოსაპარავად, ან როგორ ჩაუწერეს მორიგეობაში დაღლილ და ხალხის ბედზე დამაშვრალ პოლიციელს ვიღაცის მონაცემები) ვაი თქვენს პატრონს და უი ჩვენ -თქვენს ხელში!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
31.07.2012 15:54
ციცინო ეგეთი ხალხი უმუშევარი არასოდეს რჩება, იმიტომ რმო ყველა საქმეს პროფესიონალი სჭირდება და ყველა ქვეყანას- პროფესიონალი

არიან ადამიანები რომლებიც ყოველთვის პოულობენ გამოსავალს, ხოდა იპოვნიან კიდეც, უცებ ისეთ ფრთიან ანგელოზებად იქცევიან რომ გაგიკვირდება

ასე რომ მათ ნუ დარდობ, ისინი ვიდარდოთ ვინც მაგათ კბილებს ეწირებიან

ავტორი: cicino საიდან გვწერთ: germa.net.i
31.07.2012 14:45
მე რა მაინტერესებს იცით? აი, ვთქვათ და, მოხდა სასწაული, ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა სამართლიანი არჩევნები, მივიღეთ მრავალპარტიული სისტემა, დემოკრატია და მოკლედ, ახდა ქართული ოცნება, ეს ხალხი, ეს ეგრეთ წოდებული "ზონდერები", ნაც. მოძრაობის აქტივისტები, პოლიციის ნაც- თანამშრომლები, ქვასროლიები და მსგავსი არსებები სად მიდიან, ანუ სპეციალური ფსიქო-სოციალ-საზოგადოებრივი საინტეგრაციო-სარეაბილიტაციო დაწესებულებები უნდა მოეწყოს მათთვის თუ როგორ იქნება? ასეთი არსებები ( მე მათ ადამიანებს ვერ ვუწოდებ), ყველგანაა და ყოველთვის და მათ თავისი სახელიც ჰქვიათ, მაგრამ ჩვენთან ნამეტანზე ნამეტანია და მთავრობის ლანძღვა-გინებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ამ არსებებთან კონტაქტის ფორმის შემუშავება და დიალოგის დაწყებაა. მე პირადად თავიდან მეცინებოდა მათ საქციელზე, ახლა აღარც მეღიმება, უფრო მეტიც, შიშს მგვრის მათი დანახვაც კი. ესაა ძალიან საშიში ბრბო, რომელსაც უკან დასახევი და, რაც ყველაზე საშინელია, საკუთარი აზრი აღარა აქვს, ახასიათებს პროფესიული თუ ზოგადი განათლების არ ქონა და აზროვნების მწვავე დეფიციტი, და ყველაფერზე წავა საკუთარი ტყავის გადასარჩენად.

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: Germany
31.07.2012 14:01
სხვის კუთვნილ ნივთებში ქექვა საქართველოში ნორმალური და თავისთავად გასაგები მოვლენაა?

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
31.07.2012 12:00
ძალიან სასაცილო ის არის რომ არავის გაგვკვირვებია იმ პოლიციელების საქციელი რომლებიც ამ "ფლეშკასთან" ერთად აღმოვაჩინეთ

რა ვქნათ პოლიციური ქვეყანა ვართ და

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
31.07.2012 09:21
ვამბობდი და ვიმეორებ:ბერია, ეჟოვი,კალტენბრუნერი, ბოლშევიკები, ჩეკა, კგბ და გესტაპო საბავშვო ბაღია ამათთან შედარებით-ერთი განსხვავებაა-ისინი ნიჭიერები, პროფესიონალები და თავიანთი იდეების ერთგულები მაინც იყვნენ...ესენი ბოღმიანებისა და შურიანების, კარიერისტებისა და მომხვეჭელების მხარდამჭერები არიან...აი დემოკრატიის შუქურის "ნათელი" მოგვეფინა ლანჩხუთიდან... აქამდეც და ამის შემდეგ ხომ საერთოდ გულისამრევია ციფრით-5 , წარწერით "მე მიყვარს საქართველო" თეთრმაისურიანი ნაცების მხარდამჭერთა ხილვა, მებრალებიან ეს ერთუჯრედიანი დოქსოპუპოები, თან მეცინება მათი "ქლიავი" სიფათების დანახვაზე...

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზური
31.07.2012 01:29
ვეხმიანები ია ანთაძეს!
ქალბატონო ია ვერადა ვერ დაგეთანხმებით იმაში რომ ის ოპერატიული თანასრომელი თავისი საქმის კარგი შემსრულებელია პირველი იმიტომ რომ სიყლბეს ემსახურება და ეს კარგად იცის თავადაც მეორე იმიტომ რომ ჩიპი თქვენ ხელში ჩავარდა მესამეც იმიტომ რომ მან თავისი მეგობრის საქმიანობაც გაყიდა... რათქმაუნდა ის არაპროფესიონალი მუშაკია შესაძლოა ვინმე მაღალჩინოსანის ნათესავიც არის... ის რომ პოლიცია და არამარტო პოლიცია საქართველოში ახდენს მოქალაქეებზე ინფორმაციის შეგროვებას ეგ ახალი არაპერია ამას ხაზგასმით რატომ აღნიშნავთ როცა ეგ თავადაც კარგად უწყით. საქმე ისააა რომ ამხალხს ეს დავალებული კიარააქვთ ე დაუვალებლადაც უნდა აკეთონ სხვაგვარად თავიანთი თავის რეალიზებას ვერ მოახდენენ და ფაფუ დაემშვიდობე მერე ადგილს მე აქ რამ დამაინტერესა იცით თქვენ ახსენეთ ცალკე ფაილები ანუ ადმინისტრაციული სამსახურისთვის განსაზღვრული რეკომენდაციები აი ეს უკვე საინტერესოა ანუ ანალიზები მოქმედების თანმიმდევრული გეგმა... ასეთი რაღაცეები ასე იოლად არ იკარგება როგორც წესი ობიექტური რიალობა მაიძულებს ვთქვა რომ მისი ასე უბრალოდ ნახვის თანაც სათანადო ხელიდან არმჯერა თუმცა ეგ მეორე ხარისხოვანია იმ ხელს ვენაცვალე ვინც ეგ მოიპოვა მგელი ყოფილა მგელზე მეტი მგელი.... ხალხო ცვენ უნდა გვიხაროდეს ასეთი პოლიციელების სიმრავლე იმიტომ რომ არაპროფესიონალიზმი და სიბლაგვე დაშვებული მათი მხრიდან ჩემ ქვეყანაში მცხოვრები ხალხის თავისუფლების გარანტის დაფუძვნების დასაწყისია გეფიცებით გულის სიღრმეში მეცოდება ეგ პოლიციელი იცით რადღეში ჩააგდებენ ალბად უმუშევრობა, გაწირვა და განადგურება ელოდება ისიც ხომ ქარტველია ყველაფრის მიღმა ქართველმა ხალხმა ბევრი რამე უნდა ვისწავლოდ კედელთან სემსრულებლები კიარა დამკვეთები უნდა დავაყენოდ ამ ქვეყანაში ვინც მუსიკას წერს ვინც შემდეგ ამ მუსიკას უკრავს და ვინც ამ მუსიკას ისმენს ეგარის ჯერ გასარკვევი

ყველაზე პოპულარული