შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 23:07

პოლიტიკა / საქართველო

ჩანაწერები მტვრიანი პარლამენტიდან

პარლამენტის შენობის დასუფთავების პროცესი
პარლამენტის შენობის დასუფთავების პროცესი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
პირველი, რაც ქუთაისის პარლამენტში შესვლისას თვალსა და ყელში გხვდება, ეს მტვერია. მტვერია ყველგან: ნაცრისფერ იატაკზე, თეთრ კედლებზე, მინის კონსტრუქციებზე, პარლამენტის შუშის სახურავზე - სახურავზე, რომელსაც, მიუხედავად ძლიერი ქარისა, უსაფრთხოების თოკებით დამაგრებული ბიჭები შეძლებისდაგვარად გულმოდგინედ წმენდენ. ქარი მართლა ძლიერია. შუშის სახურავზე ასულ ხელოსნებს იქ ფეხის მოკიდება უჭირთ. თუკი პარლამენტის შენობის ფოიეში დადგები და ჭერში აიხედავ, კარგად დაინახავ, როგორ ებრძვიან ქუთაისურ ძლიერ ქარს სწორედ შენს თავზე ჰაერში გამოკიდებული სახურავის მწმენდავები. არ ვიცი, ამ შემთხვევაში ვის უფრო გაუმართლა, სახურავის თუ იატაკის მწმენდავებს, რადგან ახლად აშენებულ საკანონმდებლო ორგანოში ისეთი მტვერი დგას, სუნთქვა ჭირს. პირბადეაფარებული ათობით ქალი იატაკის წმენდას ვერ აუდის, იატაკის ჯოხი და ტილო მოყვითალო მტვერს ვერ ერევა. სტუდენტი მარი წყლით სავსე ვარცლში ასველებს იატაკის ტილოს და მაგრად წურავს. ამბობს, რომ ამ სამუშაოში მას დამქირავებელი დღეში 20 ლარს გადაუხდის, თუმცა მარის მოწმენდილ იატაკზე მალევე ჩნდება სხვადასხვა ზომის მტვრიანი ნაფეხურები. სხვადასხვა ზომის ნაფეხურები დააჩნდა წითელ ხალიჩასაც, რომელმაც დაგებიდან რამდენიმე წუთში წითელი ფერი დაკარგა და მტვრისფრად იქცა.

ნაფეხურებს კი რა გამოლევს პარლამენტის შენობაში პირველი სხდომის გახსნამდე ერთი დღით ადრე: მუშა, ჟურნალისტი, აპარატის თანამშრომელი თუ დეპუტატი აქ ერთად ირევა. მათ საქმიან ხმაურს ერევა სამშენებლო ტექნიკის ათასნაირი ხმაც - კაკუნი, ბრახუნი... მიუხედავად გამალებული მუშაობისა, გიორგი კურცხალია, სამშენებლო კომპანია „მენო ინტერნეშენალის“ ხელმძღვანელი, გვეუბნება, რომ შენობაში ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და რომ შენობა მზად არის პირველი სხდომის ჩასატარებლად, ხოლო ის, რასაც ახლა ჟურნალისტები და დეპუტატები ხედავენ, ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც ამ ტიპის შენობის დასრულებას თან ახლავს. თუმცა, როგორც ჩანს, პირველი სხდომის ჩასატარებლად მხოლოდ სხდომათა დარბაზი არის მზად, რადგან ქუთაისის პარლამენტის სხდომათა დარბაზი, სადაც მერვე მოწვევის 150 დეპუტატი 21 ოქტომბერს უნდა შეიკრიბოს, შეიძლება ითქვას, ერთადერთი ყველაზე მეტად მოწესრიგებული ტერიტორიაა შენობაში. 20 ოქტომბერს დეპუტატები სხდომათა დარბაზში კენჭისყრისათვის დამონტაჟებულ სპეციალურ ტექნიკას ამოწმებენ და საკანონმდებლო ორგანოს მრგვალ დარბაზში საკუთარ ადგილებს სინჯავენ. იქ მტვრის სქელი ნისლიც ნაკლებად აღწევს. ნაკლებად აღწევს იქ ჟურნალისტების მიკროფონები და ოპერატორებისა თუ ფოტოგრაფების კამერები. სხდომათა დარბაზის შესასვლელი კარი დახურულია.
დაბრუნდება თუ არა პარლამენტი თბილისში, ეს მხოლოდ უმრავლესობაზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია იმაზეც, თუ რას გადაწყვეტს უმცირესობა ...

ახალი უმრავლესობის წევრს, რესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილს სახლი, სადაც ქუთაისში იცხოვრებს, ჯერ ვერ უპოვია. ძიების პროცესში ვარო, გვეუბნება ის. დიდი ხნით მოუწევს თუ არა მას და მის კოლეგებს ქუთაისში ბინის დაქირავება, ამის შესახებ პარლამენტი, მისი თქმით,  ალბათ, იმსჯელებს. ანუ იგეგმება თუ არა, პარლამენტის კვლავაც დედაქალაქში დაბრუნება? კონსტიტუციით დადგენილი წესის მიხედვით, უახლოესი თვეების განმავლობაში პარლამენტი ქუთაისში იმუშავებს, ხოლო თუ რა ინიციატივები იქნება მომავალში, ამის შესახებ ჯერ, რა თქმა უნდა, ცნობილი არ არის, ამბობს დავით ბერძენიშვილი და იქვე ამატებს:

„დაბრუნდება თუ არა პარლამენტი თბილისში, ეს მხოლოდ უმრავლესობაზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია იმაზეც, თუ რას გადაწყვეტს უმცირესობა. ყოველ შემთხვევაში, ისინი ყურში ჩაგვჩურჩულებენ, პარლამენტის თბილისში დაბრუნება ჩვენც გვინდაო, მაგრამ მათი ხმების გარეშე ეს საქმე არ გამოვა.“

პარლამენტარის როლში პირველად დაესწრება საკანონმდებლო ორგანოს სხდომას ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე. პირველ ეტაპზე ის ქუთაისში ტყუბულიდან ივლის, ხოლო თუ რა მისიით ივლის ის პარლამენტში, ამ კითხვაზე ელისო ჩაფიძე ასე გვპასუხობს:

დასუფთავების პროცესი პარლამენტის შენობაშიდასუფთავების პროცესი პარლამენტის შენობაში
x
დასუფთავების პროცესი პარლამენტის შენობაში
დასუფთავების პროცესი პარლამენტის შენობაში
„ჩემი მისია იქნება იმ 23 ათასი ტყიბულელი ამომრჩევლის ინტერესების დაცვა, რომლებმაც მე ამირჩიეს. გარდა ამისა, მზად მაქვს საკანონმდებლო ცვლილებები მედიისათვის, რათა გაუმჯობესდეს ბეჭდური მედიის პირობები და თავისუფალი სიტყვის ამ ბასტიონმა შეძლოს გაძლიერება.“

რაკი სიტყვა ჟურნალისტებზე ჩამოვარდა, მაშინ ისიც უნდა ითქვას, რომ მედიაცენტრი, სადაც ჟურნალისტები საკანონმდებლო ორგანოში იმუშავებენ, 20 ოქტომბრის მონაცემებით, მხოლოდ თეთრი კედლებითა და ექვსი პლაზმური მონიტორით შემოიფარგლება. თუმცა, პარლამენტის პრესსამსახურის მტკიცებით, 21 ოქტომბერს სხდომის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს იქ მაგიდები და სკამები დახვდებათ.

რაც შეეხება ამ ამბის მთავარ მოვლენას, მერვე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, მას 21 ოქტომბერს, პირველ საათზე, საქართველოს პრეზიდენტი გახსნის, რის შემდეგაც ის სიტყვას პარლამენტის უხუცეს წევრს გადასცემს. 21 ოქტომბერსვე აირჩევა პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, შეიქმნება კომიტეტები. ამავე დღის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება უმრავლესობა-უმცირესობის ფორმირება.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: katusha
23.10.2012 13:20
პარლამენტმა დაიწყო მუშაობა, უკვე მეორე დღეა...

რა მტვრიანია ირგვლივ ყველაფერი...

სულ ფთილა-ფთილად ცვივა:)) ჰო, როგორც თოვლის ფიფქები
აი,ასე:
"მაღლა ციდან ფიფქი ცვივა გვირილების ხელაოოოოოო.."

ავტორი: გვიდო ლესტერველე საიდან გვწერთ: იმერეთის სახალხო რესპუბლიკა
21.10.2012 14:56
ვეთანხმები გამოსვლას იმის თაობაზედ, რომა სოფლის შარაგზაზე არ უნდა იყოს პარლამენტი. საქართველოში ჩვენ გვაქვს ერთი, მაგრამ ძალიან ლამაზი ქალაქი, რომელიც არის აგრეთვე ჩვენი დედაქალაქი, - თბილისი, და აი, მანდა, სწორედ რომ თბილისში უნდა იყოს ქვეყნის პარლამენტი, და არა ავტოქალაქ ქუთეისში. მერე ამ "ავტოზაოდის რაიონში" რომ აუშენებიათ ამხელა შენობა, ხუროთმოძღვარი არ შეებრალათ, კაცოუ ?!

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
21.10.2012 14:48
პარლამენტის დედაქალაქიდან გადაყვანა და მისი ჩამოშორება მთავრობისაგან, რომელზეც ზედამხედელობაც პარლამენტის უპირველესი ფუნქციაა, ესაა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დევალვაციის სქემა და იგი განხორციელდა მხოლოდ ჩილეში პინოჩეტოს დროს.
ქუთაისელებო, გინდათ იყოთ მეორე ჩილე...

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: თბილისი
21.10.2012 13:25
ახალი პარლამენტის -1 სართული მოიკითხეთ, წყალი დგას და ამ ეტაპზე დალუქულია ყველასთვის. გარდა ამისა აპარატის თანამშრომელთა შენობაში არ არის არცერთი ჟალუზი და პრინციპში თაკარა მზის ქვეშ სხედან, ზოგი ქოლგებით, ზოგმა კი მინის კედლებს კარადები მიადგა და დიდი კონვერტები ააწება. აი პრუფიც:

https://www.facebook.com/photo.php?fbid=3605208099615&set=a.3563509417174.2123218.1556035892

ავტორი: ნიტა საიდან გვწერთ: თბილისი
21.10.2012 12:53
რამ გაგამწზრატ ქუთაისელებო რატომ გაავდით ანანო სად გაგონილა ყოველ დღე თბილისიდან იარო ქუთაისში წინ და უკან რა 3 საათი რა უნდა იფრინოს??????? ეს თვითონ ამერიკელებმა დაწერეს ასეთ მანძილზე, ისეთი ვიწრო ტრასით და ისეთ გადატვირთულ მოძრაობაში უსაფრთხოების მხრივ მგზავრობა სარისკოა-ო და შენ ვინ ხარ რომ წყრები????? პარლამენტმა რა გამოცოცხლება უნდა მოგიტანოთ თქვე გაჭივრებულებო? გამოცოცხლება კარგ ცხოვრებას მოაქვს და არა პარლამენტს მდებარეობას..............არ დაიწყოთ ახლა თბილისში ხარ და რა გენაღვლებაო მაგრამ პარლამენტს აქაური ყოფა ნამდვილად არ გამოუცოცხლებია და სისულელეა რასაც თქვენ ფიქრობთ

ავტორი: ალეკო საიდან გვწერთ: თბილისი
21.10.2012 12:40
ბერძენას ქუთაისიდან ვეთანხმები მეც. პარლამენტი ქუთაისში იქნება თუ თბილისში, ან თუნდაც ჭიათურაში, ერთის ან თუნდაც რამდენიმე ადამიანის გასადაწყვეტი თემა არ არის. ამაზე უნდა ჩატარდეს პლებისციტი. მანამდე კი, კეთილი ინებონ, და იცხოვრონ როგორც ხალხი ცხოვრობს -- ახალ ქუთაისში გასაქირავებელი ხრუშოვკების მეტი რაა?

ავტორი: georgia საიდან გვწერთ: თბილისი
21.10.2012 12:17
რა უნდა პარლამენტს ქუთაისში, ანდა ზოგის ხუშტურებზე ნაჩქარევად რომ წამოჭიმეს მად ეგ უსახური შენობა მაგის ბრალი ეგ.

ავტორი: ანონიმი
21.10.2012 12:07
ბერძენა, სხვას რომ ამტყუნებ, შენი თავი გაამტყუნე ჯერ -
კარგს რომ "ვაის" უწოდებ, ახია შენზე "უი"...

შენნაირებმა ვერ შეირგეს კარგი ხელისუფლება!:))

ავტორი: სოფლელი საიდან გვწერთ: სოფლის შარაგზიდან
21.10.2012 11:56
ალექსანდრე, თბილისის გარშემო ხომ მთელი ქვეყანა სოფლის შარაგზაა, საქართველოს არათბილისელი მოსახლეობა კი სოფლელები არიან... ისე, დიღომს რომ გამოცდებით კალოშების წამოღება მაინც ნუ დაგავიწყდებათ, სოფლის შარაგზებზე ფუნები იცის ხოლმე, ფეხი არსად ჩაგივარდეთ...

ავტორი: ანანო საიდან გვწერთ: ქუთაისიდან
21.10.2012 11:32
ქუთაისში სასტუმრო არაა? რა მოხდა მერე დასავლეთ საქართველოს დეპუტატები სახლიდან ივლიან- :) თბილისიდანაც შეიძლება სიარული-გადატკეცილი გზებია 3 საათში ჩავლენ, აი კახეთიდან ცოტა გაუჭირდებათ. 4 საათი დაჭირდებათ. რავა ქუთაისში ხალხი არ ცხოვრობს.

ავტორი: ალექსანდრე საიდან გვწერთ: თბილისი
21.10.2012 11:18
ავადმყოფი ადამიანის ხვიშტურებზე რომ ცქმუტავდნენ ყველა, იმიტომ გაგვიხდა საქმე სხვების დასაცინი. პარლამენტი უნდა იყოს დედაქალაქში და არა სოფლის შარაგზაზე!

ავტორი: აღშფოთებული
21.10.2012 11:09
ვეთანხმები ბერძენას 100%
პარლამენტარობა მილიონერობას და უზრუნველად ცხოვრებას არ ნიშნავს. პასუხისმგებლობას და უამრავი პრობლემის გადაჭრას ნიშნავს ქვეყნისათვის და არა საკუთარი თავისათვის. იცხოვრონ ქუთაისში და შეიგნონ რომ თბილისი არაა ერთადერთი ქალაქი რომელსაც ყურადღება და მიხედვა უნდა. ჩვენ არა გვაქვს ისეთი ცხოვრება აწყობილი რომ პარლამენტარებმა ფუფუნებაში იცხოვრონ. იცხოვრონ ისე როგორც ჩვენ ვცხოვრობთ და უფრო იგრძნობენ იმ პრობლემებს რომელიც მოსახლეობას და კერძოდ ქვეყანას აწუხებს.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
21.10.2012 08:55
ვთვლი რომ პარლამენტი ქუთაისში კარგი იდეაა და რომ ძალიან გამოაცოცხლებს იქაურობას, დასავლეთ საქართველოსაც

ავტორი: ბერძენა საიდან გვწერთ: ქუთაისიდან
21.10.2012 02:20
რა გული გაგვიწყალეთ ამ პარლამენტარებმა, ძველმაც და ახლებმაც "თბილისში დავაბრუნოთ პარლამენტიო", დააბრუნეთ მერე, თქვენი ნებაა არაა, ნაგავი ისედაც არ აკლია ჩვენ ქალაქს. შესაფერისი ბინები ვერ იშოვეს! რა მოთხოვნილებები გაქვთ ეგეთი, რო ქუთაისში თქვენი მოსაწონი ბინა ვერ იშოვეთ. და მეორეც ხედავთ რა დღეშია თქვენგან გაყვლეფილი მოსახლეობა? თუ გიფიქრიათ, როგორ ცხოვრობენ თბილისში სოფლებიდან ჩამოსული სტუდენტები ქირით? ან რატო იწევენ მაინცდამაინც თბილისისკენ? იმიტო რო სხვაგან არაფრის კეთებას არა აქვს აზრი. აუცილებელია ქვეყანაში მნიშვნელობა შეიძინოს სხვა ქალაქებმაც. გაჩნდეს რეალურად მეორე ქალაქი. მაგრამ აქედანვე გეტყობათ არ გიწერიათ დიდი დღე. ვაი, თუ "ვაის" გავეყარეთ და "უის" შევეყარეთ. ღმერთო, რა გვჭირს "ბრეგვაძეებს" ამნაირი უსაშველო?!

ყველაზე პოპულარული