ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 15:30

პოლიტიკა / საქართველო

ცხინვალში ისევ პანიკაა

ცხინვალიცხინვალი
x
ცხინვალი
ცხინვალი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ცხინვალი, გორის რაიონი და ისევ ცხინვალი  –  მაისიდან ამ თანმიმდევრობით ვრცელდებოდა ხმები ომის განახლების საშიშროების შესახებ. ერთი კვირის წინ კონფლიქტის ზონის სოფლებში ალაპარაკდნენ, ცხინვალიდან ავტობუსებით ქალები და ბავშვები გაჰყავთ და რუსული და ოსური შეიარაღებული ძალები კონფლიქტის განახლებისთვის ემზადებიანო, მაგრამ არც ერთმა კომპეტენტურმა წყარომ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და გორის რაიონში პანიკა ჩაცხრა. პანიკის ახალი ტალღა ახლა ისევ ცხინვალს მოედო. ადგილობრივი მოსახლეობა ომის დაწყებას ელოდება. ჩვენს რადიოსთან საუბარში  ადგილობრივი მცხოვრები მარინა ამბობს, რომ სმენია, ქართული შეიარაღებული ძალები ომის დასაწყებად როგორ ემზადებიან:

„ყველა ამბობს, რომ ჩვენთან დაძაბულობაა და ომი იქნება. ამბობენ, რომ ჩვენს ირგვლივ უკვე ქართველები დგანან, სოფელ შავშვებში. იქიდან ვლადიკავკაზის გავლით ბავშვები ჩამოვიდნენ, მათაც თქვეს, რომ ომი იქნება. ამბობენ, რომ 29 –ში დაიწყება ომი.“

ზუსტად ასეთივე ინფორმაცია ჩვენთანაც გავრცელდა და ახლაც შენარჩუნებულია პანიკა.  ეს ყველაფერი სადღაც მაისში დაიწყო ...

მარინა ამბობს, რომ 29 აგვისტოს განახლდება ომი, მანამდე კი სოციალურ ქსელებში კონფლიქტის დაწყების თარიღად 12 აგვისტო დასახელდა. ცხინვალელები ამ ხმებით შეშფოთებულები არიან და ყოველდღიურად ევაკუაციის დაწყებას ელოდებიან. მათი ინფორმაციით, გორის რაიონის სოფლებიდან ბავშვების და ქალების ევაკუაცია თითქოს უკვე დაწყებულია და ქართული შეიარაღებული ძალებიც ცხინვალის გარშემო პოზიციებს იკავებენ. ასეთი ხმები, როგორც წესი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სწრაფად ვრცელდება და მერე მთელ ქალაქს მოედება ხოლმე.  ცხინვალელი ჟურნალისტი ზარინა სანაკოევა ერთი კვირის წინ ჩვენთან საუბარში აცხადებდა, დღემდე ვერ ვხვდები, ვის აძლევს ხელს ასეთი ხმების გავრცელება და ხალხის შეშინებაო:
 
„ზუსტად ასეთივე ინფორმაცია ჩვენთანაც გავრცელდა და ახლაც შენარჩუნებულია პანიკა.  ეს ყველაფერი სადღაც მაისში დაიწყო და მთელი ზაფხული ხალხი დაძაბული იყო, მაგრამ გაურკვეველია, ეს ხმები საიდან მოდიოდა. ზუსტად იგივეს ამბობდა ყველა, რომ ქართულ მხარეს ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა და ომი იქნებოდა. რასთან არის ეს დაკავშირებული, ამ დრომდე ვერ  გავიგე.“ 

ჩვენი ცხინვალელი წყაროების ცნობით, ცხინვალიდან ბავშვები  არავის გაჰყავს. პირიქით, სტუმრებიც კი ჩადიან რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ქალაქებიდან. აგარაკებზე გასულებმაც უკვე ქალაქში დაბრუნება  დაიწყეს. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა კი მოსახლეობის დაწყნარება ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირი ეთერიდან სცადა და განაცხადა, რომ ომი არ იქნება. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე სმირნოვი ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ უშიშროება ასეთ ხმებს ყურადღებას აქცევს, მაგრამ ეს ყველაფერი საფუძველს მოკლებულია. მისი თქმით, ჭორები  ქართველი და ოსი ნათესავების ურთიერთობით ვრცელდება. სმირნოვის აზრით, ასეთი ხმების გავრცელება საქართველოს ხელისუფლების ინტერესშია, რათა წინასაარჩევნო პრობლემები სხვა მიმართულებით გადაიტანოს:  
რუსეთმა ომით უკვე ყველაფერი მიიღო, ახლა მშვიდობა სჭირდება და მშვიდობით უნდა გაიფორმოს ის, რაც ომით წაიღო. მე ვერ ვხედავ ომის დაწყების ვერანაირ ობიექტურ საფუძველს ...

„ბუნებრივია, ამ ყველაფერს ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ და ვეძებთ ასეთი ხმების გავრცელების წყაროებს. შემიძლია ვთქვა, რომ ძირითადად საქართველოა ამდაგვარი ხმების გამავრცელებელი. ახლა საქართველოში უბრალო ვითარება  არ არის. იქ არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს  და ორი დაჯგუფების წინააღმდეგობაა. ხელისუფლებას საკუთარი პოზიციების დათმობა არ უნდა. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ქმედებას განახორციელებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ყურადღება შიდა პრობლემებიდან  გარე მტერზე გადაიტანოს.“ 

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კონფლიქტის განახლების საფუძველს ვერ ხედავს. მისი აზრით, ამ ხმების გავრცელებას  ზარდიაანთკარში პოლიციის საგუშაგოს გადატანამ შეუწყო ხელი. მისი თქმით, რეგიონში  კონფრონტაცია, პირველ რიგში, ოსების ინტერესში არ უნდა შედიოდეს. ზაქარეიშვილს კონფლიქტის ზონაში საქართველოს ხელისუფლების ქმედებები არ მოსწონს, მაგრამ ოსებსაც ურჩევს, რომ არ აჰყვნენ პროვოკაციას.
 
„რუსეთმა ომით უკვე ყველაფერი მიიღო, ახლა მშვიდობა სჭირდება და მშვიდობით უნდა გაიფორმოს ის, რაც ომით წაიღო. მე ვერ ვხედავ ომის დაწყების ვერანაირ ობიექტურ საფუძველს. დაძაბულობის - კი და ომისას - არა. პროვოცირება მოახდინა ქართული საგუშაგოს გადატანამ. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მხარეს ლეგიტიმური უფლება აქვს, თავის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე პოლიციის საგუშაგო სადაც უნდა, იქ დააყენოს, როცა არჩევნები მოდის და საქმე კონფლიქტის ზონას ეხება, მაინც ჯობია, რომ უფრო გონივრულად მოიქცეს. ჩემი ხედვით, საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად მიდის კონფრონტაციაზე, რათა ოსების და რუსების გაღიზიანება გამოიწვიოს და ოსებს კიდევ ჭკუა არ ჰყოფნით მიხვდნენ, რომ ეს  პროვოკაციაა.  როგორც არ უნდა იქცეოდეს ქართული მხარე, მე მაინც ვურჩევდი ოსურ მხარეს, დაფიქრდეს, ხომ არ თამაშობენ ქართულ თამაშს, როცა აჰყვებიან ხოლმე ამ ჭორებს და კონფრონტაციულად იქცევიან. მე არ მომწონს ქართული მხარის ქცევები, მაგრამ მე არ მომწონს არც ოსური მხარის პასუხები ამაზე“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, თითქმის ყოველ ზაფხულს, კონფლიქტის ზონაში ომის განახლების შესახებ მითქმა-მოთქმა იწყება ხოლმე. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მძიმე მოგონებების გამოძახილია.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ზურაბ საბულუა საიდან გვწერთ: კარაკასი
21.08.2012 14:33
ერთ-ერთი მთავარი დანაშაული დღევანდელი და წინანდელი ხელისუფლების არის, ტერმინი, "სამხრეთ ოსეთის" რეანიმაცია და დანერგვა საერთაშორისო დონეზე. რუსეთის იმპერიის მიერ ხელოვნურად შექმნილი ანკლავი, უმეცარ ხელსუფალთა ბედოვლათობით თუ მიზანმიმართული ღალატით, გადაიქცა ოსი ხალხის სახემწიფოებრივ არიალად. თუ არსებობს ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, როგორც ჩრდიოეთ და სამხრეთ კორეა, აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია. ის ადრე თუ გვიან უნდა გაერთიანდეს და ყველა იქნება სოლიდარული მათი ამ "სამართლიანი" მისწრაფებისადმი, რამეთუ მსოფლიოში ცოტაა ისეთი ვინც მეტ-ნაკლებად ჩახედულია ამ ისტორიულ უსამართლობაში. არავითარი ორი ოსეთი არ არსებობს!!!!! არის ერთი ჩრდილოეთ კავკასიაში. ჯერ შევარდნაძის მოღალატე ხელისუფლებამ და შემდეგ დღევანდელმა ბედოვლათურმა და უმეცარმა ხელისუფლებამ დანერგა ეს ტერმინი (იყო ცხინვალის ავტონომიური ოლქი ) რომელიც კრემლის იმპერიის მიერ ხელოვნურად იყო შექმნილი და რომელიც გაუქმნდა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების მიერ. ( სულმნათი ზვიად გამსახურდიას და ბორის ელცინის ისტორიული შეხვედრა ყაზბეგში ) რასაც დაეთანხმა რუსეთის ხელისუფლება მეტიც ტერმინი "ჩრდილოეთ ოსეთი" შეიცვალა ტერმინ "ალანიით". მორალური და თუნდაც სუფთა პრაგმატული გადასახედიდან, ოსები, უნდა ისწრაფოდნენ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ, როგორც ჩეჩენი ქისტები პანკისში, მაგრამ ეს არ ხდება აი უკვე მრავალი ასწლეულია, რაც ალანთა არიული ტომები კავკასიას მოადგნენ ხიზნებად. თითქმის ყოველთვის ისინი მტრის ხელში იყვნენ მათრახი საქართველოსა და სხვა კავკასიელი ხალხის წინააღმდეგ, რაც დღესაც გრძელდაბა. ამას ვფიქრობ აქვს ახსნა. ამონარიდი 1919-წლის გაზეთი "დროება": ( მას შემდეგ რაც ოსებმა კეცხოველის მეთაურობით მოლაპარაკებაზე მისული 38-ტი უიარაღო ქართველი მოკლეს ცხინვალში და რამოდენიმე სოფელი გაძარცვეს და გადაწვეს. ორასამდე მშვიდობიანი გლეხი მოკლეს მაშინ) "ოსებს ცალ ხელში იარაღი ეკავათ და მეორეთი ნაძარცვით სავსე ტომრებს მიათრევდენ". არ გეცნობათ ეს სურათი? ვფიქრობ ვანდალების, ბარბაროსების, ალანების სისხლის ყივილი, სხვისის წაგლეჯვის ამ ხალხში ღრმად არის გამჯდარი...

ავტორი: ვასილ კეკელია საიდან გვწერთ: პარიზი
09.08.2012 11:36
დავიბენი, ვისაც არ ეზარება თავს ექსპერტად გვასაღებს,
ექსპერტობის კურსები არსებობს თუ როგორ ხდება გაექსპერტება?

ავტორი: თბილისელი საიდან გვწერთ: თბილისიდან
07.08.2012 21:42
ქართველებს ორი მხრიდან გვაბრიყვებენ, ჩვენ კი დავდგარვართ და დამატებით კიდევ სრულ იდიოტობებს ვიგონებთ.
პირდაპირ ძრწიან ოსები და რუსები ჩვენ შიშით, ნწ-ნწ.
ამის რჯული არ იყოს, ახალგორიდან ზალპური ცეცხლის რუსული არტილერია უკვე დაკავებული პოზიციიდან სწვდება თბილისს. 10-12 წუთში შეუძლიათ თბილისის ხალიჩისებურად დაბომბვა. რა ომის დაწყებაზე აქ საუბარი საქართველოს მხრიდან, ეს რა ბოდვაა, რა არის, გრუ-ს დავალებაა ამის გავრცელება თუ რა ხდება.
ვააა.

ავტორი: ანონიმი
07.08.2012 16:09
დემოკრატია ლობიოობაა რომ არაა ქართველებს დააზეპირეს. ეხლა ოსებსაც ხომ უნდა ასწავლონ ხოდა ამის საუკეთესო საშუალებაა დრო და დრო,რიტმულად და სისტემატურად გულის გახეთქვა.

ავტორი: დათუნა საიდან გვწერთ: საქართველო
07.08.2012 09:45
პაატა ზაქარეიშვილის მეტი ექსპერტი ვერ ნახეთ?

ავტორი: ანონიმი
07.08.2012 01:33
რუსეთის სახელით მოქმედი კომუნისტური სპეცსამსახურებისთვის სულ ერთია ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი. მათთვის მთავარია საქართველოს ყავდეს სუსტი და უნიათო,იოლად მანიპულირებადი ხელისუფლება და საქართველოს დაქუცმაცების სამართლებრივი სრულფასოვანი აღიარება საერთაშორისო დონეზე. ეს მიზნები ბოლომდე მიღწეული არაა და ამიტომ რუსეთის სახელით მოქმედ კომუნისტურ ორგანიზაციებს 1921 წელს დაწყებული ომი ჯერ არ შეუწყვეტიათ.

ავტორი: ik100a საიდან გვწერთ: საქართველო
06.08.2012 23:29
ბატონი ზაქარეიშვილი რომ ამბობს: რუსეთმა ყველაფერი მიიღო ამ ომიდანო....... არამგონია, რუსეთმა ვერ მიიღო მთავარი ვერ ჩამოაგდო ხელისუფლება, ვერ შეცვალა ქვეყნის კურსი და კვლავ დარჩა პოსტ საბჭოთა სივრცეში ერთი ქვეყანა სადაც ვერ მოიყვანეს რუსეთისკენ და უკან მაყურებელი მთავრობა!!! რუსებმა ნახეს დიდი ზარალი და ნახულობენ კიდეც.... (მართალია, ჩვენ კოლოსალური დანაკარგები გვაქვს მაგრამ ეს არ ნიშნავს რუსების გამარჯვებას!!!) და კიდევ, რუსები ხედავენ მის გვერდით ქვეყანას, რომელშიც უკეთესი ხდება მდგომარეობა ვიდრე მის დაპყრობილ ოსეთში..... ამას ხვალ ოსებიც დაინახავენ და ამის დიდი შიში აქვთ!!!!! ამის გამო შეიძლება დაუშვან რუსებმა საომარი სიტუაციის განახლება, მაგრამ ამას რუსები არ გაბედავენ თუ ჩვენ ვიქნებით "ჭკვიანდად" და შიგნით ვერ იგულებენ დასაყრდენს!!!! რისი იმედი 2008-ში ჰქონდათ მაგრამ ბოლოს 2 კაცი ვერ იპოვეს მათი მომხრე...... ასე, რომ ძალიან ბევრი რაღაც არის ჩვენზე დამოკიდებული ..... ეს სულ არ ნიშნავს იმას რომ მე ვინმეს ვუკიჟინებდე მიშა ავირჩიოთო..... ვინც არ უნდა ავირჩიოთ ცოტა მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენ თავზე რომ ნებისმიერი შიდა დაპირისპირება შეიძლება იყოს როგორც ომის წამოწყების (რუსეთის მხრიდან) ასევე ქვეყნის დანგრევის....

ავტორი: ანონიმი
06.08.2012 22:37
"ლაშა ამირეჯიბი: "ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ სამოქალაქო ომამდე მივიდეს საქმე" . ცხინვალში თუა პანიკა ამას რა ქვია? პანიკა თუ პანიკის გავრცელება? საქართველო უკვე შეეჩვია ცივი და ცხელი სამოქალაქო ომების მსგავსი აგრესიების რიტმულ მონაცვლეობას. მოსახლეობის 4/5-ს სჭირს ნევროზი,ფსიქოზი,ელეთ-მელეთი. დანარჩენი გალოთდა,განარკომანდა,გალბტდდა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. აბა ჰე, გამაგრდით ეს ის ამირეჯიბია შორეული წინაპრები რომ ჯობდნენ ხოდა ვილოცოთ რომ შვილი ჯობდეს მამასა.

ავტორი: დავითი საიდან გვწერთ: თბილისი
06.08.2012 22:01
ქართული ჯარები ემზადებიან ომის დასაწყებად? სად გაგონილა სუსტი სახელმწიფო ომს იწყებდა თავისზე 100 ჯერ ძლიერ ზესახელმწიფოსთან? მეტი კი არაფერი უნდა რუსეთს, ერთბაშად ყველა პრობლემას მოიგვარებს და "მშვიდობისმყოფელის" თეთრი ცხენითაც შემოვა თბილისში...რაღაცა ბოდვაა აშკარად

ავტორი: ანონიმი
06.08.2012 20:22
ბატონი ზაქარეიშვილი კონფლიქტის განახლების საფუძველს რომ ვერ ხედავს ნამდვილად ცუდია პირველ რიგში მისთვის მაგრამ მისი ხმა რომ ისმის ძალიან კარგია და თუ შეიძლება მარტო ის ალაპარაკეთ,სხვები რათ გვინდა? ოსები არ უნდა აყვნენ პროვოკაციასო. ესე იგი მისი აზრით ჯერ არ აყოლიან. ნეტარ არიან მორწმუნენი მაგრამ ასეთნი?

ყველაზე პოპულარული