ორშაბათი, 20 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 13:42

პოლიტიკა / საქართველო

პალესტინის სტატუსი და საქართველოს რისკი

ზეიმი პალესტინაშიზეიმი პალესტინაში
x
ზეიმი პალესტინაში
ზეიმი პალესტინაში

მულტიმედია

აუდიო
პალესტინისთვის გაეროს ”არაწევრი დამკვირვებელი სახელმწიფოს” სტატუსის მინიჭების თემამ საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. 3 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში, ჯერ ისევ არ იყო ცნობილი, თუ ვინ და რატომ მიიღო საქართველოს სახელით გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების - პოზიციას ეწინააღმდეგება. აღმასრულებელი ხელისუფლება აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პარტნიორებთან მოლაპარაკებების საფუძველზე იქნა მიღებული.

ისრაელი გაწბილებულია საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯით, - აღნიშნა 3 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა. ხსენებულ პრობლემას ელჩი პირდაპირ არ უკავშირებს, მაგრამ ფაქტია, რომ გადაიდო ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში. თუმცა, როგორც ირკვევა, უკმაყოფილება იმდენად დიდი არ არის, რომ სერიოზული კორექტივები შეიტანოს  ორი ქვეყნის ურთიერთობაში, როგორც ამას ბევრი ვარაუდობდა. ელჩი ამბობს, რომ ისრაელის დიპლომატიური მისია კვლავაც რჩება საქართველოში და კვლავაც განაგრძობს მუშაობას ორი ქვეყნის ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების მიზნით.

მოდით, აქვე განვმარტოთ, რომ უკმაყოფილების მიზეზად იქცა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 29 ნოემბერს მიღებული რეზოლუცია, რომელსაც სხვა, 137 სახელმწიფოსთან ერთად, ხმა მისცა საქართველომ და რომლის მიხედვითაც პალესტინას გაეროს „არაწევრი დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსი მიენიჭა. ახალი, უფრო მაღალი  საერთაშორისო სტატუსით პალესტინას შესაძლებლობა ეძლევა წრმოდგენილი იყოს გაეროს სააგენტოებში და, მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, სადაც მას ისრაელის წინააღმდეგ მოქმედების შანსიც ექნება. გენერალური ასამბლეის მიერ გადადგმული ნაბიჯი ირიბად ნიშნავს პალესტინის  სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარებას, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს, ღაზის სექტორისა და აღმოსავლეთ იერუსალიმის ფარგლებში. მართალია, პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და ანალიტიკოსების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მოვლენა რეალობაში ბევრს ვერაფერს შეცვლის, მაგრამ ამ ფაქტმა საყოველთაო აღფრთოვანება მაინც გამოიწვია პალესტინაში და საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია ისრაელში, რომლის პოზიციასაც იზიარებს შეერთებული შტატები. ის ერთ-ერთია იმ 9 სახელმწიფოს შორის, რომელმაც რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა.
მიმდინარეობდა ყველა მონაწილე მხარესთან - ევროპულ ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან - ინტენსიური კონსულტაციები. გადაწყვეტილება არ იყო თავისთავად იოლი ...

პალესტინაზე არ მკითხოთ, თორემ გავგიჟდები, - ასე უპასუხა რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა და როცა შეიტყო, რომ შეკითხვა სწორედ პალესტინის საკითხს შეეხებოდა, საუბრის გაუგრძელებლობის მიზეზად მოუცლელობა დაასახელა. ასეთი ემოცია  არსებითად გასაგებიც შეიძლება იყოს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ დავით დარჩიაშვილს 3 დეკემბერს არაერთხელ მოუწია განმარტებების გაკეთება პალესტინის ახალ სტატუსთან დაკავშირებით. დღის პირველ ნახევარში გაკეთებულ კომენტარებში დეპუტატი ხაზს უსვამდა დისკუსიის აუცილებლობას ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის თაობაზე და, ამასთან, ირწმუნებოდა, რომ დისკუსია არც ქვეყნის შიგნით ყოფილა და არც ქვეყნის გარეთ.

ის, რომ კოორდინაცია მართლაც არ ყოფილა ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის, საპარლამენტო უმცირესობის გარდა, უმრავლესობის კომენტარებიდანაც ირკვევა. მაგალითად, როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ, კომიტეტი წინასწარ ინფორმაციას არ ფლობდა. თუმცა რაც შეეხება დისკუსიის არარსებობას პარტნიორებთან,  ამგვარ ვარაუდებს დღის მეორე ნახევარში საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და, როგორც მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ აღნიშნა, გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ინტერესების შესაბამისად იქნა მიღებული, წინ უძღოდა აქტიური კონსულტაციები:
რომ დააყენოს ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, - და აუცილებლად დააყენებს, რადგან გვახსოვს აპელირება კოსოვოს მაგალითზე, - ასეთ შემთხვევაში რას ვშვრებით ...

”მიმდინარეობდა ყველა მონაწილე მხარესთან - ევროპულ ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან - ინტენსიური კონსულტაციები. გადაწყვეტილება არ იყო თავისთავად იოლი. საქართველო ამ გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობდა ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებით ამ რეგიონის მიმართ”.

საქართველოს ინტერესები რეგიონში აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ
მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს, ასე ვთქვათ, ცუდად არ მოუბრუნდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების კონტექსტში, ეჭვქვეშ აყენებს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე. მართალია, ამას ისრაელი არ გააკეთებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი  ერთგულება 3 დეკემბერს ქვეყნის ელჩმა იუვალ ფუქსმაც დაადასტურა, მაგრამ თენგიზ ფხალაძე მოელის, რომ ამ საკითხის გამოყენებას რუსეთის ფედერაცია უკვე ნაცადი მეთოდებით შეეცდება:

”ანალოგიური სიტუაცია რომ დააყენოს ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, - და აუცილებლად დააყენებს, რადგან გვახსოვს აპელირება კოსოვოს მაგალითზე, -  ასეთ შემთხვევაში რას ვშვრებით, როცა დაფიქსირებულია, რომ ჩვენ ანალოგიურ სიტუაციაში მივეცით ხმა პალესტინას?”

თენგიზ ფხალაძეს აინტერესებს, თუ რის საფასურად გადადგა საქართველომ თავისთვის საკმაოდ სარისკო ნაბიჯი, და იმედოვნებს, რომ საფასური ამად ღირდა. თუმცა ანალიტიკოსების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ პალესტინის სახელმწიფოებრივი სტატუსის ამაღლების საკითხზე კენჭისყრისას საქართველოს, სხვა 41 სახელმწიფოს მსგავსად, 29 ნოემბერს თავი უნდა შეეკავებინა.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
05.12.2012 00:05
რატომ ატეხეს ესეთი ამბავი ისრაელის საელჩოში ეგ ნაციონალური მოძრაობის წევრებს კითხეთ

იმდენს მოახერხებენ ეგენი რომ ისრაელთან საერთოდ გაგვიფუჭებენ ურთიერთობას

რომ არა ოპოზიციის დაუსრულებელი მანიპულაცია ამ თემით, არაფერსაც არ იტყოდა ისრაელის ელჩი

ცალკე საკითხია მედია, მიცვივდნენ და დიდის ამბით გამოკითხეს აზრი ელჩს, იტყოდა იმედგაცრუებული ვართო აბა რას იზავდა, თქვენი ჭირიმე ქართველებო სად იყავით აქამდეო- გიპასუხებდათ გეგონათ?

დანარჩენი 130 ქვეყანა ნაციონალებო?

საფრანგეთში და ინგლისში, დაიბარეს ისრაელის კონსულატი, გამოლანძღეს გაეროს რეზოლუციის არ აღიარების გამო და ისე გამოაბუნძულეს უწყებებიდან რომ აზრი არც უკითხავს არავის

ჩვენ კიდევ ლამისაა ჩვენი ტერიტორია ავითალოთ და გადავცეთ ისრაელს დასაწყნარებლად

ავტორი: n საიდან გვწერთ: enetidan
04.12.2012 17:05
საქართველო ისრაელის მეგობრობა თავად ისრაელის ფლიდი და აგდებული პოლიტიკით საქართველოს მიმართ დიდი ხანია დასრულებულია ამის არა ერთი ცუდი მაგალითია უპილოტო თვითფრინავების კოდების მზაკვრულად რუსეთისთვის გადაცემა და მერე დაკავებული "ბიზნესმენების"გამო ანტი ქართული ისტერიკა, ომის შემდეგ ემბარგო იარაღზე და ა.შ.
როგორც თავმოყვარე კაცი გაბოზებულ ცოლს აღარ გაეკარება ისე საქართველო ისრელს "სამეგობროდ^":)

ავტორი: დავითი საიდან გვწერთ: თბილისი
04.12.2012 17:02
რომ გვეუბნებიან კონსულტაციები ჩავატარეთო მაშინ ისრაელის ელჩი ასეთ ამბავს რატომ ატეხავდა? ესეიგი გვატყუებენ გამოდის...ისე რა უნდოდათ ამ ჩვენებს, რას მეტიჩრობდნენ, შეეკავებინათ თავი... გამომივიდნენ ახლა დიდი საერთაშორისო პოლიტიკოსები...და როგორც ყოველთვის კიდევ ერთხელ შევირცხვინეთ თავი....მადლობთ.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
04.12.2012 12:34
2008 წლის აგვისტოს ომის მერე რა გარიგებები დაიდო ისრაელს და რუსეთს შორის ;)

ეგ გაარკვიეთ და მერე იძახეთ როგორი "ერთგულები" უნდა ვიყოთ იმის რაც საერთოდ არ გესმით

ავტორი: Elisabeth საიდან გვწერთ: UK
04.12.2012 12:07
ძველი დავაა! ორ ქვეყანას შორის, ელბით სისტემებიდან დაწყებული, შეცდომებით ორივე მხრიდან, სანუგეშოდ, შემგომში არა სავალალო, დიდი ფულის დაკარგვის მიუხედავად. ჩვენს და მათ მიერ. მსოფლიოს ქვეყნებს შორის ვაჭრობისას, ქართველებისათვის, კორუფციასთან გამარჯვებით დაწყებული, და მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში, საქართველოსათვის დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებით დამთავრებული, ბორიას მთავრობის მოსვლამდე მაინც. დღესდღეობით კი საკითხავია, იყო თუ არა? ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისას, ბორია-ბიძინას მთავრობაში, თანხმობა ართანხმობის მათემატიკურად გათვლილი დისკუსია, მესამე, ვითომ ქვეყნის, სტატუსის გამო, გაეროში კენჭისყრისათვის, იმ კუთხით, რა უფრო მარგებელია ან საზიანოა, ჩვენი ქვეყნისათვის და რაც უმთავრესია, იყო თუ არა? ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, <დღევანდლამდე მაინც>, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კონსულტაციები, აზრთა შეთანხმებით, თუ ვანიასშვილი <კუდამოძუებული ლეკვივით, აცრემლებული თვალებით>, კვლავ კრემლისკენ იყურება,< რომელმაც ამ მთავრობის მონდომებები, კონტაქტების დასამყარებლად, სულ ფეხებზე დაიკიდა, ქართული მიწების, დროებით < თუ სწორედ ვიმოქმედეთ, ჭკვიანურად, მიძალვითი მოთხოვნით, რუსეთის მიერ, თავისივე ტერიტორების მთლიანობის შენარჩუნებისათვის, მათთვის დამანგრეველი, ჩვენი მითვისებული მიწების, შემდგომი შენარჩუნების, ,ფუჭი მცდელობებით, უკიდურესად ვნებითი არგუმენტაციით> ხელში ჩაგდების შემდგომ.

ავტორი: გიორგი მამალაძე საიდან გვწერთ: გერმანიიდან
04.12.2012 03:01
პირველ რიგში გმადლობთ თავისუფლელებო. როგორც ყოველთვის საფუძვლიანი და ამომწურავი სიუჟეტის მომზადებისათვის. მაინტერესებდა იყო თუ არა ამ საკითხის (ხმის მიცემა არ მიცემის) გარშემო ქვეყნის შიგნით დისკუსია და პასუხიც მივიღე.

ეხლა თვით კომენტარი. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში იყო დისკუსია მედიებში და მოსახლეობის დაინტერესებული ნაწილისათვის თავ-თავისი ქვეყნების ვოტუმი მისაღები თუ არა გასაგენი მაინც არის. კითხვა: ვინ უნდა იზრუნოს ასეთ საკითხებზე დისკუსიის წარმოქმნაზე ქვეყანაში. ჟურნალისტებმა? თუ მთავრობამ უნდა იზრუნოს იმაზე რომ საზოგადოება იქნას ინფორმირებული და პრინციპულად თანახმა თუ არა შეგუებული მაინც ამდაგვარ გადაწყვეტილებებს?

მემგონი სიფხიზლე ჩვენ მოქალაქეებსაც გვმართებს. არჩევნებში გამარჯვება ნდობის უსაზღვრო მანდატს რომ არ ნიშნავს ჩვენც და მთავრობასაც უნდა გვახსოვდეს და ამ გადაწყვეტილების გარშემო მინიმუმ დეტალური ახსნა დასაბუთება უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას.

ავტორი: ანონიმი
04.12.2012 02:33
როცა იზრაელში მოუვლიან კრემლის მიერ რეპატრიანტებად შენიღბულ ნეონაცისტებს და სხვა რუს მაფიოზებს და რუსეთში მოუვლიან მათ გამგზავნ ოხრებს ყველაფერი ოკეი იქნება. მანადმე იზრაელმა ჯობია რუსულ მაფიას მიხედოს. ამ უკანასკნელმა გაავსო იზრაელი.

ავტორი: ლელა საიდან გვწერთ: ჭურიდან
04.12.2012 01:58
ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი და სულ ორი კომენტარი?ზამთრის ძილსაა მიცემული რადიოთავისუფლების მკითხველ-მსმენელ-მაყურებელი?

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
04.12.2012 00:50
პოლიტიკურ გამოუცდელობას ალბათ ვერ მივაწერთ, ასეთი "დიდი დიპლომატი" საგარეო საქმეთა მინისტრად და კიდევ უფრო "დიდი"- პრემიერად..))
სამწუხაროდ დღეს ბიძინასა და ოცნებისტთა პარტნიორი უკვე რუსეთია. აქედან არის ეს ერთობ "გაუგებარი" ნაბიჯი .
ნამდვილად ცუდი რამ მოხდა და ამას აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით საქართველოს აუცილებლად გაუხსენებენ. მაგრამ არ მგონია დღევანდელ მთავრობას ეს ორი რეგიონი აღელვებდეს.ახლანდელი შიდაპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით და ფანჯიკიძის ამერიკაში გაკეთებული განცხადებებით, ყველაფერი ნათელია. ჩვენი ქვეყანა დიდი სიჩქარით დამპყრობელი რუსეთისკენ მიექანება.

ავტორი: სანდრო საიდან გვწერთ: თბილისიდან
03.12.2012 22:53
ასე მგონია თვითონაც არ იცოდნენ რას აკეთებდნენ, რაზე აწერდნენ ხელს... ძალიან სამწუხაროა თუ ასეთი არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო ხალხი იღებს ასეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს...

სხვა მასალები

აუდიო ლევან ცუცქირიძე ქალთა მიმართ ძალადობაზე

20 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო პოლიტოლოგი, ბლოგერი ლევან ცუცქირიძე.
გაგრძელება

აუდიო “სტუდენტობა მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს..."

საქართველოში დაახლოებით 117 ათასი სტუდენტია. ისინი პერიოდულად ჩანან საზოგადოებრივ ასპარეზზე სხვადასხვა სოციალური თუ პოლიტიკური კამპანიის დროს. რამდენი მათგანია ჩართული ამ აქტივობაში და, საერთოდ, არის თუ არა მისაღები სტუდენტების სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივობა, თუ სტუდენტის საქმე მხოლოდ სწავლა და მეცადინეობაა?
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული