ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 13:03

პოლიტიკა / საქართველო

ეუთოს არჩევნების სადამკვირვებლო მისია მუშაობას იწყებს

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
22 აგვისტოს  ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა დააფუძნა საარჩევნო სადამკვირვებლო მისია, რომელიც საქართველოში პირველ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება. მისია თბილისში მოვლენილი 15 საერთაშორისო ექსპერტისა და ქვეყნის მასშტაბით განაწილებული 28 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება. გარდა ამისა, როგორც 22 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი დამატებით გამოითხოვს 350 მოკლევადიან დამკვირვებელს, რომლებიც საქართველოში არჩევნების დღემდე 3-4 დღით ადრე ჩამოვლენ. არჩევნების დღემდე სადამკვირვებლო მისია ორ შუალედურ ანგარიშს, საარჩევნო პროცესის დასრულებიდან ორ თვეში კი საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებს.

”ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ მოიგებს არჩევნებს, ჩვენ გვაინტერესებს, რომ არჩევნები, რომელიც საქართველოში პირველ ოქტომბერს გაიმართება, ეუთოს მონაწილე ყველა ქვეყნის მიერ შეთანხმებული ვალდებულებებისა და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად გაიმართოს”, - აცხადებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ნიკოლაი ვულჩანოვი. მისია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს.

სადამკვირვებლო მისია, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევის საფუძველზე შეიქმნა, 15 საერთაშორისო ექსპერტისა და 28 გრძელვადიანი დამკვირვებლისაგან შედგება, თუმცა, როგორც ნიკოლაი ვულჩანოვი განმარტავს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში დაახლოებით 350 მოკლევადიან დამკვირვებელს ელის.
ნიკოლაი ვულჩანოვინიკოლაი ვულჩანოვი
x
ნიკოლაი ვულჩანოვი
ნიკოლაი ვულჩანოვი

”ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან. ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა. მომავალ კვირას 28 გრძელვადიან დამკვირვებელს ველოდებით, რომლებიც საქართველოს რეგიონებში ორ-ორ კაციან ჯგუფებად დანაწილდებიან. ჩვენი მთავარი მიზანია შევაფასოთ, თუ რამდენად შეესაბამება საქართველოში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიულ საარჩევნო პროცესებსა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას”, - ამბობს ნიკოლაი ვულჩანოვი.

ნიკოლაი ვულჩანოვის განმარტებითვე, დამკვირვებლები განახორციელებენ საარჩევნო კამპანიის, მედიის მიერ მოვლენების გაშუქების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობისა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის მონიტორინგს. მისივე თქმით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვივებლო მისია საქართველოში მუშაობის პერიოდში რამდენიმე ანგარიშს წარადგენს, მათ შორის, პირველი შუალედური ანგარიში სექტემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება, მომდევნო ანგარიში კი - არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი შუალედური ანგარიშის ფორმაზე ამახვილებს ყურადღებას:

”შუალედური ანგარიშის მიზანია, რომ მასში გადმოცემული იყოს გარკვეული შედეგები, მიგნებები და არა შედეგების შეფასებები. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი შეფასებებით საარჩევნო პროცესებში ჩავერიოთ.”

რაც შეეხება არჩევნების მომდევნო დღეს, ანუ 2 ოქტომბერს, სადამკვირვებლო მისია მონაცემებისა და დასკვნების შესახებ წინასწარ განცხადებას გაავრცელებს. საბოლოო ანგარიშით კი, სადამკვირვებლო მისია არჩევნების პროცესის დასრულებიდან 2 თვის თავზე წარდგება.

როგორ შეაფასებთ საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო სიტუაციას? - ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ ნიკოლაი ვულჩანოვს მიმართა. მისი პასუხი იყო ზოგადი, კონკრეტულ დეტალებს მოკლებული, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ჩამოსვლამდე ის ეცნობოდა წინასაარჩევნო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ იქვე ისიც განმარტა, რომ მიღებული ინფორმაცია არ აძლევს მას იმის შესაძლებლობას, რომ სიტუაცია შეაფასოს. 
ვფიქრობ, რომ ანგარიშში ასახული იქნება ზოგადი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო მოვლენების შესახებ, რომელსაც ჩვენ ჩამოსვლამდე ჰქონდა ადგილი, მაგრამ მეეჭვება, რომ ამ მოვლენების შესახებ ჩვენს ანგარიშში დეტალურად ვისაუბროთ...

მოხვდება თუ არა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებში ის მოვლენები, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარეობდა? ამ კითხვას ნიკოლაი ვულჩანოვი ასე უპასუხებს:

”ვფიქრობ, რომ ანგარიშში ასახული იქნება ზოგადი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო მოვლენების შესახებ, რომელსაც ჩვენ ჩამოსვლამდე ჰქონდა ადგილი, მაგრამ მეეჭვება, რომ ამ მოვლენების შესახებ ჩვენს ანგარიშში დეტალურად ვისაუბროთ.”

სადამკვირვებლო მისიის კიდევ ერთი წარმომადგენლის ტატიანა ბოგუშევიჩის თქმით, რაც შეეხება სადავო საკითხებს, ისინი აღნიშნულ ფაქტებს გადაამოწმებენ, შეისწავლიან და, დადასტურების შემთხვევაში, მათ ანგარიშში აუცილებლად ასახავენ.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
22.08.2012 22:10
ვიღაც აკვირდებოდა 1990 წლის არჩევნებსაც და კარგადაა ცნობილი ამ დაკვირვების შედეგი. წითელი არმიის მიერ საქართველოს მთავრობის სახლის აღების შემდეგ რაც მოხდა ცნობილია. წითელი არმიის ამ ოპერაციის ხელის შემწყობი ქართველებიდანაც ბევრი ხელის გულზე ატარეს. იმედია რომ ეს აღარ განმეორდება,იცოცხლეთ.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
22.08.2012 20:54
ამათ ყური შეიბერტყეს აქაურ ჯუნგლეთზე თუ მორიგი არჩევნების გასაპრავებლად მოდიან აქ

ყველაზე პოპულარული