სამშაბათი, 30 სექტემბერი, 2014 თბილისის დრო 19:50

პოლიტიკა

ვინ როგორ გმობს ოკუპაციას

საქართველო, 1921 წლის 25 თებერვალი
საქართველო, 1921 წლის 25 თებერვალი

მულტიმედია

აუდიო
პარლამენტის 2010 წლის დადგენილების თანახმად, საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოს მასშტაბით წელსაც არაერთი ღონისძიებით აღინიშნა. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ, წინა წლებისგან განსხვავებით, სიტყვამ ”ოკუპაცია” ბოლო პერიოდში ერთგვარად შიდაპოლიტიკური დაპირისპირების ელფერიც შეიძინა. 25 თებერვალს ურთიერთგანსხვავებული იყო ძველი და ახალი ხელისუფლების რიტორიკაც.

დროა, რომ რუსეთის არმიამ დაასრულოს საქართველოს ოკუპაცია და სახლში დაბრუნდეს - ასეთი მოწოდებით გამოდიან ახალგაზრდები, რომლებმაც საბჭოთა ოკუპაციის დღე სოფელ ერგნეთში, რუსულ საგუშაგოსთან სულ ახლოს, 50-ოდე მეტრში აღნიშნეს. წუხელ ღამით, საზოგადოებრივი მოძრაობა ”დროას” წევრებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს, შემდეგ კი შეკრეს მშვიდობის სიმბოლური ჯაჭვი, აანთეს სანთლები და ცაში მანათობელი ბურთები გაუშვეს. აქცია ”არა ოკუპაციას” წუხელ საქართველოს მეორე ოკუპირებული ტერიტორიის, აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვესაც გაიმართა. მშვიდობიანი მსვლელობით, ცაში ფრანების აფრენითა და ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს აღმართული საქართველოს დროშით აქციის მონაწილეები საბჭოთა ოკუპაციის კვირეულს გამოეხმაურნენ. 

საბჭოთა ოკუპაცია, რამაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ბევრისთვის, ცხადია, იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ცალკე აღებული ერთი დღე - 1921 წლის 25 თებერვალი, როცა საბჭოთა წითელმა არმიამ თბილისი აიღო და დიდი ხნით დაასამარა საქართველოს დამოუკიდებლობა. თუმცა ეს დღე საქართველოში იქცა ერთგვარ სიმბოლოდ დიდი ბოროტებისა, რომელიც საბჭოთა რუსეთისგან მოდის და რომელიც საქართველომ 21-ე საუკუნეშიც იწვნია ორი რეგიონის ოკუპაციის სახით. 25 თებერვალს თბილისში დაგეგმილ არაერთ ღონისძიებას შორის იყო ეგრეთ წოდებული ”ქვების აქცია”, რომლის ფარგლებშიც რუსთაველის გამზირზე -1921 წლის თებერვლის მთავარი გმირების, იუნკრების საფლავების მიმდებარე ტერიტორიაზე - რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოიყარა თავი. მათ იქ ქვები დააწყვეს - ქვები, როგორც შენებისა და სიმტკიცის სიმბოლო. აქციაზე, რომელიც სოციალური ქსელის - ფეისბუქის - საშუალებით დაიგეგმა, ხელოვნებამცოდნე ლელა ოჩიაურსაც შევხვდით:

”ალბათ, დღეს ჩვენ, ყველას, გვიწევს ისევ თავიდან დავიწყოთ საქართველოს შენება, ისევ თავიდან დავიწყოთ ახალი, დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობა. და, ალბათ, ეს სიმბოლური ქვები, ძალიან უბრალო, მაგრამ ამით, ალბათ, ბევრად უფრო მეტყველი, იქცევა აი იმ ჯანსაღი, თუნდაც პირველქმნილი საქართველოს მშენებლობის საფუძვლად”.
ამ აქციის მკაფიო გამოხატულება განაპირობა იმან, რომ დღეს, ჩემი აზრით და ბევრის აზრით, მიმდინარეობს საქართველოს ფარული, მცოცავი, ხელმეორე ოკუპაცია რუსეთის მხრიდან...

ლელა ოჩიაურს არ მიუღია მონაწილეობა აქციაში, სახელწოდებით ”არა ოკუპაციას”, რომლის ფარგლებშიც ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდებოდა ვიდეორგოლები, ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ადამიანების მონაწილეობით. ისინი სხვადასხვანაირად, სხვადასხვაგვარი ტექსტით გმობდნენ საქართველოს ოკუპაციას. ლელა ოჩიაური არ იზიარებს აზრს, რომ აქცია ”არა ოკუპაციას” ერთგვარ წყალგამყოფად იქცა ძველი და ახალი ხელისუფლების მომხრეებს შორის და რომ თითქოს ის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეუერთდა ამ აქციას, სათანადოდ არ გმობს ოკუპაციას. პოლიტიკურ წყალგამყოფს ვერც კულტუროლოგი აკაკი კენჭოშვილი ხედავს, რომელმაც ვიდეორგოლიც ჩაწერა და 25 თებერვალს დაგეგმილ აქციებშიც მიიღო მონაწილეობა. თუმცა ის ჩვენთან საუბრისას ახალ ხელისუფლებას რუსეთის მოკავშირედ მოიხსენიებს:

აქცია რუსთაველის გამზირზეაქცია რუსთაველის გამზირზე
x
აქცია რუსთაველის გამზირზე
აქცია რუსთაველის გამზირზე
”ამ აქციის მკაფიო გამოხატულება განაპირობა იმან, რომ დღეს, ჩემი აზრით და ბევრის აზრით, მიმდინარეობს საქართველოს ფარული, მცოცავი, ხელმეორე ოკუპაცია რუსეთის მხრიდან. ერთადერთი მტერი ბოლო 200 წლის განმავლობაში სწორედ რუსეთია. შემსრულებელი კი, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, არის დღევანდელი ხელისუფლება”.

სიახლე არ არის, რომ ძველი ხელისუფლების მომხრეები და, უპირველეს ყოვლისა, თავად ძველი ხელისუფლება ერთ ქვაბში ხარშავენ ოკუპანტ რუსეთსა და მასთან ურთიერთობის გაუმჯობესების მსურველ ახალ ხელისუფლებას. უკვე დიდი ხანია, რაც ძველი მმართველი ძალა ახალს მოიხსენიებს პოლიტიკურ ძალად, რომელიც ოცნებობს ძველ დროზე, რუსეთის ინტერესებით მოქმედებს და ქვეყნის  წარსულში დაბრუნებას ცდილობს. სახელით არ მოუხსენიებია, მაგრამ დაახლოებით ამავე ჭრილში გადასწვდა ”ქართულ ოცნებას” პრეზიდენტი სააკაშვილი 25 თებერვალს, ევროკომისართან საშინაო პოლიტიკის საკითხებში სესილია მალმსტრომთან ერთად თბილისში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე:
ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ საქართველო ოკუპანტებისგან, ჩვენ უნდა შემოვირიგოთ ის ხალხი, რომელსაც დღეს არ უნდა ჩვენთან ერთად ცხოვრება, ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ქვეყნის სუვერენიტეტი...

”ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკურადაც, რომ საქართველოს საზოგადოების ყველა თაობას შეეძლოს უპრობლემოდ ევროპაში სიარული... იმას კი არ მივტიროდეთ - მოსკოვის 27-მანეთიან თუ 37-მანეთიან ბილეთს მოუსვლელში მართლა, არამედ შეგვეძლოს ჩვენს ბუნებრივ სახლში, განვითარებულ ევროპულ სახლში სიარული, როგორც საკუთარ სახლში. ამას აქვს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა. ისინი, ვინც მიგვათრევენ უკან, ძირითადად სარგებლობენ იმით, რომ საქართველოს საზოგადოების უმეტესობას არ ჰქონია ჯერ საშუალება ევროპაში ჩასვლის.”

მაშინ, როცა ძველ ხელისუფლებას თითქმის არ ეპარება ეჭვი, რომ ახალი ხელისუფლება საგარეო პოლიტიკურ კურსს იცვლის და ოკუპანტი რუსეთის ინტერესების წისქვილზე ასხამს წყალს, ახალი ხელისუფლება ასეთ მიდგომას არასერიოზულად მიიჩნევს და ხშირად იმეორებს, რომ საქართველო არ უღალატებს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ დაგმეს საქართველოს ოკუპაცია და, მათ შორის, 25 თებერვალს გამართული ღონისძიებების ფარგლებშიც.

აქცია რისთაველის გამზირზეაქცია რისთაველის გამზირზე
x
აქცია რისთაველის გამზირზე
აქცია რისთაველის გამზირზე
”ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ საქართველო ოკუპანტებისგან, ჩვენ უნდა შემოვირიგოთ ის ხალხი, რომელსაც დღეს არ უნდა ჩვენთან ერთად ცხოვრება, ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ქვეყნის სუვერენიტეტი, მაგრამ როგორმე ეს უნდა მოვახერხოთ მსხვერპლისა და ჩვენივე მოქალაქეების სიკვდილის გარეშე”, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 25 თებერვალს გააკეთა თბილისში, პარლამენტის ძველი შენობის ეზოში, ხარების სახელობის სამლოცველოში, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ პანაშვიდზე დასწრებისა და იუნკერთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ. ცერემონიაში, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა არაერთ წარმომადგენელთან ერად, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა:

”ჩვენ, დღევანდელმა თაობამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ოცნება ავუხდინოთ დაღუპულ გმირებს და საქართველო ჭეშმარიტად  წინ წავიყვანოთ და გავაძლიეროთ... და ჩვენ ახალ თაობას, მომავალ თაობას, უნდა დავუტოვოთ ჭეშმარიტად გამთლიანებული და გაძლიერებული ქართული სახელმწიფო”.

ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილისთვის ცხადია, რომ რუსეთის ძაგების ფუფუნება ამჟამად მხოლოდ ძველ ხელისუფლებას აქვს, რადგანაც ახალი ხელისუფლება, რომელიც, საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების საფუძველზე, რუსეთთან სამომავლო ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, შესაბამისად, ცდილობს ვითარება არ გაამწვავოს და უფრო დიპლომატიური ტერმინებით მიუდგეს დღევანდელი რუსეთის დახასიათებას. თუმცა როგორც ძველი, ასევე ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, ხშირად უსვამენ ხაზს იმ გარემოებას, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება საქართველოს ინტერესების სანაცვლოდ არ უნდა მოხდეს.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
26.02.2013 16:13
ვგლოვობ ეშმაკის მიერ ოკუპირებული იმ საწყლების სულების გამო ვინც საბჭოთა არმიის და დივერსანტ-მაფიოზების ხელმძღვანელობით და აქტიური მონაწილეობით თბილისის და დანარჩენი საქართველოს ნგრევას დემოკრატიზაციას უწოდებდნენ და უწოდებენ.

ავტორი: tutuci
26.02.2013 15:33
რუსეთმა ტერიტორიების წართმევაზე ბევრად დიდი პრობლემები შეგვიქმნა რეალურად

გააზარმაცა და თვითტკბობის ბინდში ჩაძირა ისედაც სიამაყით განთქმული ქართული ხასიათი

დაგვისახიჩრეს და გაგვიდრიკეს საქციელი და ეს ძალადობის გარეშე გააკეთეს

მიგვაჩვიეს "ხელის გულზე ტარებას" და თაობებით დამოკიდებული გაგვხადეს საკუთარ თავზე

საქართველოს ტერიტორიები საუკუნეების შემდეგაც წარმატებით დაუბრუნებია, თბილისი არაბებს 700 წელი ეკავათ

დაპყრობილის დაბრუნება ის მდგომარეობაა რომლიდანაც ქართველი კაცი გამოსავალს მუდამ პოულობდა

მაგრამ ასე ოსტატურად ჩვენი ხასიათის საწამლავი არა მგონია ვინმეს შეერჩია

აქედან გამოსავალს არც ვეძებთ და ამგვარად ვერც ვიპოვნით

ავტორი: ანონიმი
26.02.2013 09:11
ოჩიაურიც და მისი უსაყვარლესი პრეზიდენტიც ნაჩვევი არიან მოპრიალებული და აკამკამებული სარეკლამო რგოლებით პი-არ-ის კეთებაში
ამიტომაც მიდიან იმ აქციებზე სადაც მათი პრიალა ზედაპირი ლიპლიპებს
სხვანი რას აკეტებენ არც აინტერესებთ და არც მოსწონთ
ხო და კიდევ ერთი-- მიიიშააააა მიიიიიშააა, ენატანიააო!!!
მიშა ნუ ხარ ენატანია თორე მარტო გოგოები დაგიმეგობრდებიან!!!

სხვა მასალები

ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების გაზიფიცირება

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ბუნებრივი აირი შეჰყავთ. სოფელ ხურვალეთში, რომელიც ოსურ სოფლებს ესაზღვრება, სამუშაოების დასრულებას ნოემბრისთვის გეგმავენ.
გაგრძელება

რეკონსტრუქციით დაზარალებულები

ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შეუქმნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში ყოფილი ბაღის შენობაში შესახლებულ დევნილ 8 ოჯახს.
გაგრძელება

დევნილები ახალი საცხოვრებელი ფართის მოლოდინში

ახალციხის თვითმმართველ თემში 65 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული, ქალაქ ახალციხეში კი - 180. ცენტრალური ხელისუფლების დაპირებით, 1 ოქტომბრიდან ახალი საცხოვრებელი ფართები ახალციხეში 66 ოჯახს უნდა მიეღო.
გაგრძელება

აუდიო ჩამტვრეული იატაკები კოტეჯებში

​კარალეთის დევნილთა დასახლებაში ზოგიერთი კოტეჯი საცხოვრებლად უკვე გამოუყენებელია და იქ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები სხვა საცხოვრებლებს ეძებენ.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული