Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, მეტი გააკეთონ ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებისთვის


ბირთვული უსაფრთხოების სამიტი ვაშინგტონში. 2016 წ. 1 აპრილი
ბირთვული უსაფრთხოების სამიტი ვაშინგტონში. 2016 წ. 1 აპრილი

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, მეტი გააკეთონ ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებისთვის, რათა ისეთ „შეშლილებს“, როგორიცაა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“, ხელში არ ჩაუვარდეთ ბირთვული იარაღი დან რადიოაქტიური მასალა ე.წ. „ბინძური ბომბის“ დასამზადებლად. ეს განცხადება ობამამ ვაშინგტონში გააკეთა 1 აპრილს, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის დასრულებისას. ეს სამიტი, რომელზეც ობამამ 50-ზე მეტი ქვეყნის ლიდერებს უმასპინძლა, მეოთხე და უკანასკნელია მისი პრეზიდენტობის პერიოდში. მიუხედავად მოწოდებებისა, მომავალშიც გაგრძელდეს ბირთვული უსაფრთხოებისკენ მიმართული ძალისხმევა, შეკრებილმა ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ ეს უკანასკნელი ასეთი შეხვედრა იქნება უმაღლეს დონეზე. სამიტზე არ იყო წარმოდგენილი რუსეთი, რომელთანაც დასავლეთის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა უკანასკნელი წლების განმავლობაში, მათ შორის, მოსკოვის მიერ უკრაინის მიმართ წარმოებული პოლიტიკის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG