პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 19:00

პოლიტიკა / მსოფლიო

ობამამ ამერიკელი ელჩის მკვლელთა დასჯის პირობა დადო

ბარაკ ობამაბარაკ ობამა
x
ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ლიბიის ქალაქ ბენღაზიში საელჩოზე მომხდარი თავდასხმის პასუხად, აშშ-მა ორი საზღვაო გამანადგურებელი ესკადრა და 50 საზღვაო ფეხოსანი გაგზავნა ლიბიაში. ამერიკელმა სამხედროებმა ტრიპოლიში განლაგებული აშშ-ის ძირითადი საელჩოს უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ. ოთხშაბათს მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რასაც ამერიკის ელჩის, კრისტოფერ სტივენსის, დაღუპვა მოჰყვა, ბენღაზიდან სასწრაფოდ მოხდა ამერიკელი დიპლომატების ევაკუაცია.

უკანასკნელი ცნობებით, აშშ-ის ელჩი კრისტოფერ სტივენსი და საელჩოს სამი თანამშრომელი განრისხებულმა ბრბომ მოკლა აღმოსავლეთ ლიბიაში. მუსლიმთა ბრბო, რომელიც აღშფოთებული იყო ამერიკაში შექმნილი წინასწარმეტყველი მუჰამედის შეურაცხმყოფელი კერძო ფილმის გამო, ოთხშაბათს, გვიან საღამოს, ასევე თავს დაესხა საელჩოს კაიროში. თუმცა ვაშინგტონი ცდილობს დაადგინოს, ამერიკელ დიპლომატებზე თავდასხმა იყო სპონტანური ძალადობა თუ 11 სექტემბრის  ტერაქტის წლისთავის აღსანიშნავად მოწყობილი კოორდინირებული შურისძიება ალ ყაიდას წევრების ანდა მათი გულშემატკივრების მიერ. ამერიკის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ განკარგულებაშია უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები. ამერიკული მხარე იმედოვნებს, რომ ავიაციის დახმარებით  დაადგენს იმ მეამბოხეების კვალს, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ ბენღაზის თავდასხმასთან. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უკვე მისცა პირობა ამერიკელ ხალხს, რომ თავდამსხმელები პასუხს აუცილებლად აგებენ:

„აშშ უმკაცრესად გმობს თავხედურ და აღმაშფოთებელ თავდასხმას. ლიბიის ხელისუფლებასთან ერთად ვმოქმედებთ ჩვენი დიპლომატების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩემი ადმინისტრაციის სახელზე გავეცი განკარგულება, გამკაცრდეს უსაფრთხოების ზომები ჩვენი დიმპლომატიური სამსახურების გამშვებ პუნქტებზე. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ჩვენ ვიმუშავებთ ლიბიის მთავრობასთან ერთად, რათა მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ მკვლელები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს დაესხნენ თავს.“
ეს არის თავდასხმა, რომელიც შეძრწუნებას იწვევს მსოფლიოს ყველა რელიგიის წარმომადგენელთა შეგნებაში. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ არაადამიანური ძალადობის აქტს და ვუერთდებით დაღუპულთა ოჯახების, მეგობრებისა და კოლეგების ლოცვებს ...

ამასობაში, გრძელდება მსოფლიო ლიდერების გამოხმაურება ამერიკელი დიპლომატების დახოცვაზე. ელჩი კრისტოფერ სტივენსი ერთ-ერთი გავლენიანი ამერიკელი დიპლომატი იყო. იგი ბენღაზიში ჯერ კიდევ მაშინ ჩავიდა მეამბოხეებთან ურთიერთობების დასამყარებლად, როდესაც მუამარ კადაფის წინააღმდეგ ამბოხება ზენიტში იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „შეძრულია ამერიკელი ელჩის ტრაგიკული სიკვდილი“. კლინტონის სახელზე გაგზავნილ წერილში ლავროვი აღნიშნავს, რომ საჭიროა ძალისხმევის გაერთიანება „ტერორიზმის დემონების წინააღმდეგ საბრძოლველად“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კი ამერიკელი ელჩისა და სამი დიპლომატის მოკვლას ყველა სარწმუნოების ადამიანისათვის შოკისმომგრველი უწოდა:

„ეს არის თავდასხმა, რომელიც შეძრწუნებას იწვევს მსოფლიოს ყველა რელიგიის წარმომადგენელთა შეგნებაში. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ არაადამიანური ძალადობის აქტს და ვუერთდებით დაღუპულთა ოჯახების, მეგობრებისა და კოლეგების ლოცვებს.“

განსხვავებული იყო მუსლიმანური ქვეყნების ლიდერთა რეაქცია. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაგმო ამერიკაში გადაღებული ფილმი, რომელმაც შეურაცხყო მუსლიმანური სამყარო. ამ ფილმის  პროდიუსერი კალიფორნიელი ამერიკელი სემ ბესილი, პრომოუტერი კი ეგვიპტელი ქრისტიანი კოპტია. ტერორისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა მოუწოდა მეამბოხეებს ფილმის გამო შური იძიონ ავღანეთში მყოფ ამერიკელ სამხედროებზე. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ფილმი დაგმო, როგორც „ამაზრზენი“, და აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობის „დუმილმა“ ისლამის სჯულზე ასეთი თავდასხმები წაახალისა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ზურაბ საბულუა საიდან გვწერთ: კარაკასი
16.09.2012 22:29
ვფიქროფ, თეთრი სახლის პოლიტიკა, ეგრეთწოდებულ "არაბულ გაზაფხულთან" მიმართებაში, რბილათ რომ ვთქვათ არის "დანაშააულზე მეტი, ეს არის შეცდომა." სისხლიანი "დემოკრატიული" ლოკომოტივის როლის შესრულება ამერიკის და დასავლეთის მხრიდან, იმ სოციუმში სადაც გლობალ-ლიბერალურ დასავლურ ღირებულებათა მიმართ ხშირ შემთხვევაში საფუძვლიანი ანტაგონიზმია, რა თქმა უნდა გამოიწვევს დაპირისპირებას ამ ორ ცივილიზაციათა შორის. სავსებით რეალურია ეს სისხლიანი "რევოლუციები" გადაიქცნენ კატალიზატორად დიდი უბედურების...

ავტორი: ცნობისმოყვარე
15.09.2012 18:16
რავა კაცო თავისუფლება მარტო ნამუსისგან თავისუფლება და ბიბლიური ქამის მსგავსად მამის პატივისცემისგან თავისუფლებაა და გეოგრაფიული დეტერმინიზმისგან თავისუფლება აღარაა? ქამობა ეხლა კულტურის სფეროშია მოდაში და გეოპოლიტიკის სფეროში ჯერ არა?

ავტორი: ანონიმი
14.09.2012 11:20
მიდი ბიჯო,აყევი პროვოკატორებს ანდროპოვის ჩეკისტოკრატიის გასახარებლად!

ავტორი: ანონიმი
13.09.2012 22:41
კაია,პროვოკატორებმა თავის მიზანს მიაღწიეს, პუტინის ჩეკისტოკრატია მაგრა გაერთობა,ტაში-ტუში! ის პროვოკატორი კინოშნიკი იპოვეს თუ კიდო იმალება? კონოსტუდია "ქართულ ფილმში" ხო არ უმუშავია? ამ კინოსტუდიას დიდი გამოცდილება აქვს დემოკრატიზაციებში!

ყველაზე პოპულარული