Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა გერმანიას სტუმრობს


ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გერმანიაში ჩავიდა, რათა ხელი შეუწყოს აშშ-სა და ევროკავშირს შორის ახალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებას და ევროპის ქვეყნების ლიდერებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაში.

ბამა ჩავიდა ჰანოვერში, სადაც გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდება და მასთან ერთად გახსნის ქალაქის სამრეწველო გამოფენა-გაყიდვას. პარტნიორი ქვეყნის რანგში აშშ პირველად მონაწილეობს ამ ყოველწლიურ ღონისძიებაში. მოგვიანებით 25 აპრილს ობამა და მერკელი გამართავენ სამიტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის, იტალიის და ბრიტანეთის ლიდერები. შეხვედრაზე განიხილავენ ევროკავშირსა და აშშ-ის შორის ახალი სავაჭრო შეთანხმების დეტალებს. ვაშინგტონსა და ევროპაში ცდილობენ შეთანხმება წლის ბოლომდე გაფორმდეს. შეთანხმების მომხრეები აცხადებენ, რომ ეს ვაჭრობას შეუწყობს ხელს იმპორტის გადასახადის შემცირებით და ორ მხარეს შორის წესების შესაბამისობაში მოყვანით. მაგრამ ევროპაში პროფკავშირები, ნაციონალისტური ჯგუფები და გარემოს დამცველები ხელშეკრულების წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ, რომ ის გამოიწვევს ხელფასების შემცირებას და გარემოსთვის ზიანის მიყენებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG