Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა სამ მეცნიერს


მედიცინის დარგში ნობელის პრემიის მფლობელები
მედიცინის დარგში ნობელის პრემიის მფლობელები

2015 წლის ნობელის პრემია მედიცინის დარგში მიენიჭა სამ მეცნიერს,- უილიამ კამპბელს, სატოში ომურას და ტუ იოიუს, პარაზიტული დაავადებების კვლევაში შეტანილი წვლილისათვის.

ლაურეატები ფულად ჯილდოს, 960 000-მდე დოლარს გაინაწილებენ. ცნობების თანახმად, ირლანდიაში დაბადებული უილიამ კამპბელი და იაპონელი სატოში ომურა დაჯილდოვდნენ მრგვალი ჭიებით გამოწვეულ ინფექციებთან დაკავშირებული კვლევისათვის, ხოლო ჩინელი ტუ იოიუ - მალარიის სამკურნალო ახალი თერაპიის შექმნისათვის.

მიმდინარე კვირაშივე გამოცხადდება ნობელის პრემიის ლაურეატები მეცნიერების სხვა დარგებში, ისევე როგორც ლიტერატურისა და მშვიდობის დარგებში. ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა შვედი ქიმიკოსისა და ფილანტროპის, ალფრედ ნობელის ნებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG